გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

მცენარეების დასახმარებლად კოკა-კოლას გამოყენების უჩვეულო მეთოდები

კოკა-კოლა ერთერთი ყველაზე სადავო სასმელია კაცობრიობის ისტორიაში.ზოგიერთი აფასებს მას მისი სასიამოვნო გემოს გამო,ზოგი კი საერთოდ ვერ იტანს,მისი მავნებლობის გამო.სასმელს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ ყოფა-ცხოვრებაშიც.ჩვენ წარმოგიდგენთ მას ახალი დანიშნულებით - როგორც დამცავ საშუალებას ბაღში და ბოსტანში გამოსაყენებლად.

კოლას მეშვეობით ხსნარის მომზადება ადვილია,იგი ხელმისაწვდომია ყველასათვის.თავის განსაკუთრებულ თვისებებს ის უნდა უმადლოდეს ერთერთ ინგრედიენტს - ორთოფოსფორმჟავას,რომელიც ასუფთავებს სხვადასხვა მასალებს დაბინძურებისაგან,ასევე მომაკვდინებლად მოქმედებს მწერებზე.

კოკა-კოლას ინგრედიენტები:

· გაწმენდილი გაზირებული წყალი -სასარგებლოა მცენარეებისათვის,მხოლოდ გაზის გასვლის შემდეგ.

· ორთოფოსფორმჟავა - მჟავიანობის რეგულატორი,საკვები დანამატი სასიკვდილოდ საშიშია მავნებლებისათვის.

· შაქარი - რომელიც შეიცავს გლუკოზას მცენარეებისათვის ენერგიის წყაროა.

· კოფეინი - ცნობილი ფსიქოსტიმულატორი,რომელსაც ასევე შეიცავს ყავა და ჩაი.ის სასიკვდილოა მწერებისათვის.

· არომატიზატორები,საღებავები და სახვა დანამატები - რომლებიც შეაძლოა საინტერესო იყოს კომპოსტში მობინადრე ბაქტერიებისათვის.

კოკა-კოლა ბუგრების და ჭიანჭველების წინააღმდეგ თავისი შემადგენლობის წყალობით კოკა-კოლა შესანიშნავი ინსექტიციდია,რომელიც უმკლავდება ისეთ მავნებლებს,როგორიცაა ბუგრი და ჭიანჭველა.სასმელის შემადგენლობაში შემავალი შაქრის მეშვეობით მავნებელი ეწებება მცენარეს და არ ეძლევა საშუალება იკვებოს მცენარის წვენით,მჟავა კი აზიანებს მწერის გარეგან საფარველს.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ლიტრი კოკა-კოლა და 7 ლიტრი წყალი.ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ რომ მთლიანად გამოვიდეს ნახშირმჟავა გაზი,შეურიეთ ერთმანეთს წყალი და კოკა-კოლა და გამოიყენეთ მომზადებული ხსნარი შესხურებისათვის.შესხურება ხდება ფოთლების ორივე მხრიდან.ეფექტი შესამჩნევია პირველივე გამოყენების შემდეგ.თუ მწერები დიდი რაოდენობითაა,შეამცირეთ წყლის რაოდენობა 2 ლიტრამდე.მთავარი პირობაა: შესხურება მოხდეს რეგულარულად 1-2 კვირის განმავლობაში.მართალია ასეთი ხსნარი ჭიანჭველებზე არ იმოქმედებს,მაგრამ მათი განდევნა შესაძლებელია სხვა მეთოდით.ჩაასხით კოკა-კოლა ჭიანჭველების ბუდეში ან გამოიყენეთ მათი საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

მნიშვნელოვანია! არ გამოიყენოთ კოკა-კოლა ყვავილების ჩამოყალიბების პერიოდში,რადგან ფურცლები ერთმანეთს მიეკრობა და ნაყოფი არ ჩამოყალიბდება.ასევე შესაძლოა კონცენტრირებულმა ხსნარმა დააზიანოს ახალგაზრდა ფოთლები,ამიტომ მეტად გააზავეთ ხსნარი.

ფაქტი! კოკა-კოლა შეიქმნა 1886 წელს და თავდაპირველად სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა.1929 წლამდე მის შემადგენლობაში შედიოდა კოკაინი,რომელიც მიიღება მცენარე კოკას ფოთლებიდან.

კოკა-კოლა ლოქორების და ლოკოკინების წინააღმდეგ. თუ თქვენ მოგბეზრდათ ლოქორების და ლოკოკინების წინააღმდეგ ბრძოლა,რომლებიც აფუჭებენ ფოთლებს და ნაყოფს,გაუმასპინძლდით მათ კოკა-კოლათი. ჩაასხით ცოტაოდენი სასმელი არაღრმა ჭურჭელში და ჩაფალით ჭურჭელი მიწის ზედაპირამდე მავნებლების ბინადრობის სიახლოვეს.ტკბილი არომატი მიიზიდავს მათ,მჟავა კი სასიკვდილო იქნება მოლუსკებისათვის.ჭურჭელში ჩავარდნილი ლოქორები იქიდან ვეღარ ამოვლენ,თქვენ მხოლოდ მათი გადაყრა მოგიწევთ და შემდეგ ახალი მახეების მოწყობა. კოკა-კოლას არომატი ასევე იზიდავს ჭიანჭველებს,კრაზანებს,ხოჭოებს,პეპლებს და სხვა მავნებლებს.კოლას მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუდი,სიროპი ან ამჟავებული კომპოტი.

კოკა-კოლა კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ. კოლორადოს ხოჭოს განადგურება არც ისე ადვილია ინსექტიციდებით,ამიტომ კოკა-კოლა შესანიშნავი ალტერნატივაა ქიმიური პრეპარატების მაგივრად.შესხურებიდან რამოდენიმე დღეში ხოჭო და მისი ჭუპრები ამცირებენ თავის აქტივობას.ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ნაყოფის დამწიფეპის პერიოდშიც,როდესაც პესტიციდების გამოყენება სასურველი არ არის.

გამოყენებამდე კოკა-კოლა უნდა გაზავდეს,სხვაგვარად ტკბილი არომატი მიიზიდავს სხვა მწერებსაც,მცენარის ფოთლები კი ძალიან წებოვანი გახდება.

2 ლ კოლა გააზავეთ 2,5 ან 7 ლ წყალში,მავნებლების რაოდენობიდან გამომდინარე და შეასხურეთ კარტოფილის ბუჩქებს,შეეცადეთ არ შეასხუროთ ყვავილებზე.

მნიშვნელოვანია! არ გამოიყენოთ კოკა-კოლა ქიმიურ ნივთიერებებთან ერად.შეგიძლიათ გამოიყენოთ ფესვების კვებასთან ერთად.პროცედურა უნდა ჩატარდეს უღრუბლო დღეს,რომ წვიმამ არ ჩამორეცხოს ხსნარი.

კოკა-კოლა ფიტოფტორის პროფილაქტიკისათვის ფიტოფტორის პროფილაქტიკისათვის სცადეთ შემდეგი ხსნარი: 0.5 ლ კეფირი ან შრატი შეურიეთ 250 მლ კოლას,გააზავეთ 10 ლ წყალში,კარგად აურიეთ და შეასხურეთ მცენარეებს.ფოთლებზე წარმოიქმნება თხელი აპკი,რომელიც დაიცავს მავნე ბაქტერიებისაგან და მწერებისაგან. პროცედურის ჩატარება განსაკუთრებით ეფექტურია ივნისის დასაწყისში,როდესაც ფიტოფტორა ძალას იკრებს.შეასხურეთ მცენარეებს 7-10 დღეში ერთხელ,ერთი თვის განმავლობაში.

კოკა-კოლა კომპოსტისათვის კოლას გამოყენება აჩქარებს ბაქტერიების რაოდენობის ზრდას კომპოსტის გროვაში.უბრალოდ მოასხით 2 ლ კოკა-კოლა კომპოსტის გროვას,შემდეგ ყოველ 10 დღეში ურიეთ და დაასხით ცოტაოდენი წყალი.შაქარი და ორთოფოსფორის მჟავა ააქტიურებს დაშლის პროცესებს.4-6 კვირი შემდეგ კომპოსტი მომწიფდება და გამოსაყენებლად მზად იქნება.ამ მეთოდს ყველა არ ამართლებს,მაგრამ ცუდი არ იქნება თვითონვე გამოსცადოთ.

ადამიანის კუჭში მარილმჟავა ანეიტრალებს ორთოფოსფორმჟავას,რომელსაც შეიცავს კოკა-კოლა,ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს კოკა-კოლას მიღება არ ვნებს.

კოკა-კოლა მცენარეების სასუქად შაქრის და მინერალური ნივთიერებების შემცველობის წყალობით კოლას გამოყენება შესაძლებელია ბაღის და ოთახის მცენარეებისათვის. 10 ლ წყალში გააზავეთ 2 ს/კ კოკა-კოლა და მორწყეთ მცენარე ფესვებთან.მთავარია არ გადააჭარბოთ,თორემ ნიადაგი ამჟავდება და გააქტიურდება სოკოვანი დაავადებები.გაუზავებელი სასმელით მცენარის მორწყვა დაუშვებელია,რადგან მასში დიდი რაოდენობით არის შაქარი.

კოკა-კოლას ხსნარით რწყავენ აზალიებსა და გარდენიებს,რომლებსაც უყვართ მჟავე ნიადაგი.თუ ამ ხსნარით შეწამლავთ ფუქსიას,გერანს და ჰიბისკუსს - ფრთათეთრა მათ აღარ ესტუმრება. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

24 April 0 12 383

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно