პელარგონიას ყვავილობის საიდუმლოებები

როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს სახლი,ყვავილების გარეშე შეუძლებელია სიმყუდროვის შექმნა.ყვავილები შესანიშნავად ახალისებენ ინტერიერს,ქმნიან საჭირო ატმოსფეროს.ამიტომ ყველა დიასახლისს ფანჯრის რაფაზე აქვს სახლის ‘’კლუმბა’’.ზოგიერთს უყვარს უჩვეულო მცენარეები,რომელთაც მთელი თავისუფალი დრო უნდა მიუძღვნათ,მაგრამ ახლანდელი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი.ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად გვეხმარებიან არაპრეტენზიული,ადვილად მოსავლელი ყვავილები.რომელთაგან ერთ-ერთია პელარგონია,მას ბალბასაც უწოდებენ.იგი ძალიან ადვილი მოსავლელია და მრავალფეროვანი ყვავილებით გაგიხარებთ თვალს.მისი ფოთლები კი თავისებურ არომატს გამოყოფს.სწორი მოვლის პირობებში პელარგონიამ შეიძლება მთელი წელი იყვავილოს.იგი ერთ -ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.თუმცა ისეც ხდება რომ მცენარე კარგავს ყვავილებს ან საერთოდ არ ყვავის.ამ სტატიაში შევეცდებით გაგარკვიოთ ამ პრობლემაში.პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მოვლის წესებს.

მიზეზები რის გამოც პელარგონია არ ყვავის

შეუფერებელი ზომის ქოთანი

არასწორი მორწყვა

წლის სხვადასხვა დროს არასწორი მოვლა

შეუსაბამო ნიადაგი

მცენარის არარეგულარული სხვლა

კვების უკმარისობა

შეუფერებელი ტემპერატურა

შესაძლო მიზეზების გარკვევით,რის გამოც არ ყვავის პელარგონია,შეგვიძლია მდგომარეობის გამოსწორება.

როგორ  შეიძლება  ვაიძულოთ  აყვავება?

დასაწყისისთვის შეამოწმეთ კარგად გრძნობს თუ არა მცენარე თავს ქოთანში.ქოთნის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ფესვების ზომა.მაგრამ იცოდეთ თუ თქვენ მოზრდილ ქოთანს შეარჩევთ,ეს შეიძლება მისი უყვავილობის მიზეზი გახდეს.პელარგონია მანამდე არ იყვავილებს ვიდრე ფესვები მთლიანად არ შეავსებენ ქოთანს,თქვენ კი გაგიჭირდებათ მისი სიმაღლის და სასურველი ფორმის კონტროლი.მცირე ზომის ქოთნებში მცენარე ძალიან უხვად ყვავის,ყვავილები კი ძლიერად და ჯანმრთელად გამოიყურებიან.ყვავილის ქოთნები სხვადასხვა მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებული,მაგრამ სპეციალისტები ნატურალურ მასალას გვირჩევენ,მაგალითად გამომწვარ თიხას.პლასმასის ქოთნების გამოყენებაც შეიძლება,მაგრამ უნდა გახსოვდეთ რომ პლასმასში ნიადაგი უფრო გვიან შრება,რამაც შეიძლება ფესვების ლპობა გამოიწვიოს.ერთი ძირი პელარგონიას ბუჩქისთვის იდეალური ზომის ქოთანი 12-14 სმ. დიამეტრის და სიმაღლით 10-15 სმ. უნდა იყოს.დასკვნა: რაც უფრო მომცროა ქოთნის მოცულობა, მით უფრო კომპაქტური იქნება თქვენი პელარგონია და უფრო ბევრ ყვავილს მოგცემთ.

თუ მცენარისთვის ქოთანი სწორადაა შერჩეული,მაშინ გავერკვეთ მორწყვის წესებში.პელარგონიისათვის არც ისე დამღუპველია უწყლოობა,როგორც გადაჭარბებული მორწყვა,რის გამოც იწყება ფესვების ლპობა.მაგრამ ასევე არ შეიძლება ნიადაგის ძლიერად გამოშრობა,ამის გამო მცენარე არ იყვავილებს.საჭიროა ‘’ოქროს შუალედის’’  პოვნა.

საერთოდ პელარგონია შეიძლება გვალვაგამძლე მცენარეებს მივაკუთვნოთ.მაგრამ სასურველი არაა ძლიერად გამოშრეს ნიადაგი,რადგან მცენარე აღარ იყვავილებს.როდესაც მცენარე თბილ შენობაში იმყოფება შეიძლება მისი ყოველდღე მორწყვაც.თუ თქვენ შეამჩნევთ რომ ნიადაგის ზედა ფენა ვერ ასწრებს შეშრობას,მაშინ მორწყვა შეამცირეთ კვირაში 3-ჯერამდე.როდესაც ფოთლები მოშვებული ხდება,იფარება ნაცრისფერი ობით და ლპობას იწყებს,ეს იმის ნიშანია რომ თქვენ ჭარბად  რწყავთ მცენარეს.ამასთანავე ფესვებიც ლპება და მასთან გამკლავება შეუძლებელი ხდება,მცენარე იღუპება.დასკვნა: ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს და მხოლოდ მაშინ მორწყეთ როდესაც ზედა ფენა მთლიანად გაშრება.

აღსანიშნავია რომ,წელიწადის სხვადასხვა დროს მორწყვის რეჟიმი უნდა განსხვავდებოდეს.სიცხეში მორწყვა პრაქტიკულად ყოველდღეა საჭირო,ზამთარში - კვირაში ერთხელ.მარტიდან აგვისტოს ჩათვლით არ დაივიწყოთ სარწყავ წყალში მომატებული ფოსფორის შემცველი სასუქების ჩამატება,ეს უხვ ყვავილობას შეუწობს ხელს.თბილ სეზონზე,თუ ამის საშუალება არის,პელარგონია სუფთა ჰაერზე გაიტანეთ.ბალბას უყვარს უმნიშვნელო ტემპერატურული ცვლილებები და ეს კარგად აისახება მცენარის ზრდაზე.ზამთარში კარგი იქნება მცენარის შედარებით ბნელ ადგილას მოთავსება და რაც მთავარია გამათბობელი ხელსაწყოებიდან მოშორებით.ყურადღება მიაქციეთ რომ ტემპერატურა +12 გრადუსზე დაბლა არ დაეცეს.ზამთარში სასუქების დამატება საჭირო არ არის.თუ გამოზამთრებამ წარმატებით ჩაიარა და მოვლის ყველა წესი დაცულია,მაშინ გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე პელარგონია სასიამოვნო სურნელითა და უხვი ყვავილობით გაგახარებთ.

პელარგონიებისთვის გამოსადეგი მზა სუბსტრატი შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში ან თვითონ მოამზადოთ.მთავარი პირობაა - ნიადაგი ნოყიერი უნდა იყოს.იდეალურია ქვიშის,ბაღის მიწის და ტორფის ნარევი.არ დაგავიწყდეთ კარგი დრენაჟიც,მისი მეშვეობით ქვეითდება ფესვების სიდამპლის რისკი.დრო და დრო ქოთანში ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ,რომ ფესვებს საჭირო რაოდენობის ჰაერი მიეწოდოს.

გაზაფხულის დასაწყისში პელარგონია იღვიძებს  და სწორედ ამ პერიოდშია საჭირო მისი ფორმირება.გასხვლა იდეალურად უნდა ჩატარდეს,ამიტომ ვიდრე სხვლას შეუდგებით უნდა იცოდეთ სწორად ამ პროცედურის ჩატარება.შეაჭერით ძველი ფოთლები,თვითოეულ განშტოებას 5-ზე მეტ მუხლს ნუ დაუტოვებთ.თუ შეამჩნევთ რომ ახალი ამონაყარი ფესვებიდან კი არა ფოთლის იღლიებიდან იზრდება - მოაცალეთ ისინი.გასხვლის დროს შეჭრილი ტოტოები შეგიძლიათ დააკალმოთ.არავითარ შემთხვევაში არ გასხლათ მცენარე ზამთარში,შეიძლება შემდეგ სეზონზე აღარ იყვავილოს.თუ გამოტოვებთ გაზაფხულის სხვლას,მაშინ შეგიძლიათ პელარგონია შემოდგომის დასაწყისში გაკრიჭოთ.გასხვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი მცენარე აღარ ყვავის.

არ დაივიწყოთ მცენარის კვება.პელარგონია კარგად რეაგირებს სხვადასხვა მინერალურ და ორგანულ დანამატებზე.აქტიური ყვავილობის პერიოდში კარგია წყალში ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქის დამატება და აზოტის შემცირება.ასეთი სასუქების დამსახურებით მცენარე ჯანსაღ იერს ღებულობს და უხვად ყვავის.კარგ სასუქად ითვლება იოდიანი წყალი (1 წვეთი 1 ლიტრა წყალში). თუ თქვენ გადაწყვეტთ ცოტაოდენი ეკონომია გააკეთოთ სასუქებზე,მაშინ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი პელარგონია ყვავილობაზე უარს ამბობს.

ბალბა საკმაოდ მდგრადია ტემპერატურული ცვლილებების მიმართ და კარგად იტანს როგორც სიცხეს ისე სიცივეს.მაგრამ მაინც,სპეციალისტები გვირჩევენ ის მაინც შედარებით გრილ ადგილას ვამყოფოთ (არანაკლებ +12 გრადუსი).გახსოვდეთ,რომ უმეტეს შემთხვევაში პელარგონია ზამთარში არ ყვავის.მცენარე კარგად განათებულ ადგილას უნდა იდგას,პირდაპირი მზის სხივების გავლენით  ბალბის ფოთლები ზოგჯერ მოვარდისფრო ფერს იღებს,ეს არაა საშიში,ეს მცენარის ნორმალური რეაქციაა მზის სხივებზე. 

თარგმანი:  ლ.ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно