ბოლქვოვნების დარგვის ადგილის არჩევა
ითვლება, რომ ბოლქვიანი მცენარეების დარგვა ყველგან შეიძლება, თუმცა თავად მცენარეებსაც მაინც აქვთ შესაფერისი ადგილები შერჩეული. ყველზე ცუდი მათთვის თიხნარი ადგილი და ნიადაგია, სადაც გრუნტის წყლების მაღალი დონეა. განათებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისინი ასწრებენ მოყვავილებას მანამ, სანამ ხეებზე ფოთლები გაიშლება. მხოლოდ ზაფრანისთვის (კროკუსისთვის) არის ერთი შეზღუდვა - არასაკმარისი განათებისას კოკრები პრაქტიკულად არ გაიშლება. მეორეს მხრივ, მართალია, მათი ჩარგვა ყველგან შეიძლება, მათ თავად მოსწონთ ღია მზიანი, საშუალოდ ნოყიერნიადაგიანი ადგილი ზედმეტი ტენის გარეშე. თუ ადგილი თიხნარია, მისი ფიზიკური თვისებების გასაუმჯობესებლად მიწას ამატებენ ქვიშას და ორგანულ სასუქს. სჯობს გადამწვარი ნაკელის მოყრა 6-8კგ კვ. მ ზე . ქვიშიანი ნიადაგი კი ღარიბია საკვები ნივთიერებებით. ამიტომ ამ ნიადაგს უმატებენ თიხიან ან სუგლინისტურ მიწას, ნეშომპალას -10კგ კვ.მ ზე, ხოლო თუ სჭარბობს ტორფნარევი ნიადაგი, იქ შეაქვთ ქვიშა, ორგანიკა - კომპოსტი ან ნეშომპალა 6-8კგ კვ. მ ზე და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი, ვინაიდან ტორფი ძალიან ღარიბია სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით.
თითქმის ყველა ბოლქვიანი ირგვება ერთი პრინციპით: ჩარგვის სიღრმე ბოლქვების დიამეტრის სამმაგი ოდენობის უნდა იყოს. ანუ: თუ მისი ზომა 5 სმ ია, სიღრმე 15 სმ უნდა იყოს, გამონაკლისი მხოლოდ შროშანების ბოლქვებია.თეთრ შროშანებს რგავენ თითქმის მიწის დონეზე. ფესვებიანი შროშანების ბოლქვებს კი პირიქით, კიდევ უფრო ღრმად. დარგვის სიღრეს ასევე განსაზღვრავს მიწის შემადგენლობაც: მსუბუქ მიწაში უფრო ღრმად უნდა დაირგას - 2-3 სმ ით, მძიმეში კი - პირიქით. დარგვის წინ საჭიროა მათი გაუვნებლება, რისთვისაც ბოლქვებს 30-40 წთ ით აწყობენ ბაცი კალიუმის პერმანგანატის ან ნებისმიერი ფუნგიციდის ხსნარში.
თარგმანი თ. სუპატაშვილის