კროტონი
რძიანასებრთა ოჯახს ეკუთვნის, გვარში 14 სახეობაა, სახლის პირობებში კი მხოლოდ ერთს ზრდიან, თუმცა ჯიშები მრავალფეროვანია.ბალახოვანი, მრავალწლიანი ან მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, ფოთოლი ტყავისებური, მკვრივი, ძარღვიანი, ლანცეტისებრი, წვეტიანი, ზის ყუნწზე. ყვავილი წვრილია, სახლში ზრდიან დეკორატიული ფოთლების გამო. სახლში ზრდიან ჭრელ კროტონს. დღეს მრავალფეროვანი ჯიშები არსებობს სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლებით, იგი საკმაოდ მომთხოვნია მოვლის მიმართ.
განათება - სჭირდება კარგი გაბნეული სინათლე. ჩრ. მხარეს სჭირდება დამატებითი განათება დღის სინათლის ნათურით. ს მხარეს კი ფანრჯრიდან მოშორებით დებენ, რომ მზემ არ დაწვას. კარგად იზრდება დას. და აღ. მხარეზე. განათების ნაკლებობა ფოთლის სიჭრელეს აფერმკრთალებს.
ტემპერატურა - ესაჭიროება სტაბილური ტემპერატურა როგორც ჰაერის, ისე ნიადაგის. ზამთარში -18გრ ,დებენ გამათბობლიდან მოშორებით.ზაფხულში - 22გრ.
მორწყვა - მთელი წლის განმავლობაში იწაა არ უნდა გაშრეს, -ზედა ფენის შეშრობისთანავე რწყავენ. წყალი უნდა იყოს რბილი და ნადგამი.
შესხურება - მისი გაზრდის უმთავრესი პირობაა ჰაერის მაღალი ტენიანობა, ამიტომ ყოველდღე უნდა დაინამოს. თუ ვერ ხერხდება, მაშინ ქოთანთან ახლოს დებენ წყლიან ჭურჭელს. ფოთლებს ხშირად უწმენდენ სველი ღრუბლით.
კვება - ზამთარში თვეში ერთხელ ორმაგად გაზავებულ მინერალურ ან ორგანულ სასუქს აძლევენ მორიგეობით, სხვა სეზონზე კი ყოველკვირეულად.
გასხვლა - იმისთვის ,რომ კარგად დაიბუჩქოს, ტოტებს თავს აწყვეტენ. პირველ ჯერზე როცა მცენარე 15სმ ის გაიზრდება, აწყვეტენ გარეთ მიმართულ კვირტთან, მერე ყოველ 20 სმ ზე.
გადარგვა - ქოთანი ძალიან დიდი არ სჭირდება, ძირში ყრიან დრენაჟს, სუბსტრატი კი შედგება ტორფის, ნეშომპალის, ქვიშის, კორდის და ფოთლოვნი მიწისგან, ზოგჯერ ნახშირსაც ამატებენ. ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველ წელს, მოზრდილს - 2-3 წელიწადში ერთხელ.
გამრავლება ტოტით - გამრავლებისთვის გამოდგება როგორც ტოტის ზედა ნაწილი, ისე გახევებული ნაწილებიც. ბასრი დანით მოჭრილ ტოტს რძისმაგვარი წვენი აქვს, ის უნდა გაშრეს,რეცხავენ გამდინარე თბილ წყალში, ამუშავებენ ფესვის სტიმულატორით, აყრიან დაფხვნილ ხის ნახშირს, რგავენ თითო-თითოს ქოთნებში, ტორფნარევ ქვიშაში. დებენ 24-26გრ ზე.რეგულარულად ნამავენ, 30-40 დღეში დაფესვიანდება და რგავენ ქვიშის, ტორფის, ნეშომპალა - ფოთლოვან - კორდიანი მიწის ნარევში.
შხამიანობა - მისი წვენი კანზე მოხვედრისას ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, გადაყლაპვა კი ღებინებას, მასთან მუშაობის მერე ხელის დაბანაა საჭირო საპნით, ბავშვები უნდა მოარიდოთ მცენარეს, რომ ფოთლები არ დაღეჭონ და ხელი არ მოისვან თვალში.
დაავადებები - ფოთლები ფერმკრთალია - განათების სიჭარბის ან ნაკლებობის გამო.
ფოთლის წვერები ყავისფერდება - მშრალი ჰაერი ან გამომშრალი მიწა იწვევს.
ფოთლის კიდეები ყავისფერდება - ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო.
ფოთლებზე ყავისფერი ლაქები - მზით დამწვრობის გამო ჩნდება.
ფოთლები ცვივა - მცენარე ვერ იტანს ორპირს , გადაციებას.
ახალი ფოთლები გახუნებულია - ეს ბუნებრივია, გარკვეული დროის მერე უმკვეთრდება ფერი.
მავნებლები - ზიანდება ტრიპსებით, ფარიანათი და აბლაბუდა ტკიპით.
სახეობები - ჭრელი კროტონი- ბუჩქი ან ხეა, მარადმწვანე მრავალწლიანი. იზრდება 6მ მდე, ფოთლები ლანცეტისებრი,ან ოვალურია, მწვანეა , მაგრამ შეიძლება სხვადასხვა ფერისაც იყოს სახეობის მიხედვით.
თარგმანი თ. სუპატაშვილის