ამარილისი (Amaryllis)

ამარილისი ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეა.ბუნებაში არსებობს მხოლოდ ერთი სახეობა - A.belladonna.იგი მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა,ბუნებრივად იზრდება სამხრეთ აფრიკაში.კილექციაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება,ჰიბრიდული ჰიპეასტრუმისაგან განსხვავებით. ამარილისის თანამედროვე ჰიბრიდები საკმაოდ მრავალფეროვანია, გვხვდება თეთრიც და მელნისფერიც,არის მწვანე ფერისაც კი.არსებობს განახვავებული ფორმებიც უჩვეულო ხუჭუჭა და მკვეთრად გამოხატული სხვადასხვაგვარი ზოლებიანი ყვავილებით.ამარილისი სახლის პირობებში ყველაზე ადვილად გამოსაყვანი ბოლქვოსანი მცენარეა.მისი გამოყვანა დამწყებ მიყვარულსაც ადვილად შეუძლია თუ წესებს დაიცავს.

განსხვავება ამარილისსა და ჰიპეასტრუმს შორის  ყველასათვის საყვარელი “ამარილისები” რომლებიც ხშირად იყიდება ყვავილების მაღაზიებში,სინამდვილეში ჰიპეასტრუმის ჯიშებია.მათ შორის ბევრი მსგავსება და ცოტა განსხვავებაა,ამიტომ ხშირად ერევათ ერთმანეთში.ორივეს მსგავსი საყვავილე ღერო აქვს და ყვავილებიც შროშანს მიუგავთ.მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არსის - ამარილისის ყვავილები შედარებით მომცრო ზომისაა 8 სანტიმეტრამდე),ჰიპეასტრუმის ყვავილები კი უფრო მოზრდილი (12-15 სანტიმეტრი).ამარილისი უფოთლოდ ყვავის,ჰიპეასტრუმს კი ქამრისმაგვარი ბრტყელი ფოთლები ყვავილობის დროსაც ეზრდება.ჰიპეასტრუმის საყვავილე ღეროს შიგნით სიცარიელეა,იკეთებს 2- დან 6-მდე ყვავილს,უმეტეს შემთხვევაში უსუნოს.ამარილისის საყვავილე ღერო კი მკვრივია,რომელზეც ვითარდება 6-დან 12-მდე სურნელოვანი ყვავილი.ამ ორ მცენარეს შორის განსხვავება კიდე. ისაა რომ ჰიპეასტრუმი მხოლოდ ოთახის პირობებისთვის განკუთვნილი მცენარეა.ამარილისის დარგვა კი შეიძლება ღია გრუნტში,უმჯობესია ეზოს სამხრეთ მხარეს.Amaryllis belladonna.ბელადონა მშვენიერ ქალს ნიშნავს.ამარილისი კი მშვენიერი მწყემსი გოგონას სახელია ძველი ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ნაწარმოებში. ამარილისი თავის მშვენიერ ყვავილებს შლის მკვრივ საყვავილე ღეროზე,რლოს სიგრძე 50-70 სანტიმეტრია.ყვევილების რაოდენობა 6-დან12-მდეა.თეთრი,ვარდისფერი ან წითელი შეფერილობის მილისებური ფორმის ყვავილები როგორც წესი სურნელოვანია.ქამრისებური ბრტყელი ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ, მუქი მწვანე ფერისაა,სიგრძით 40 სანტიმეტრს აღწევს და ამოდის ყვავილობის დამთავრების შემდეგ.ამარილისის ბოლქვი მოზრდილია,მსხლის ფორმის,ნიადაგიდან ოდნავ ზემოთ ამიწეულია ინვითარებს ბევრ შვილეულ ბოლქვს ყვავის ზაფსულის ბოლოდან ან შემოდგომით.

დარგვის და მოვლის წესები  ყვავილებს ამარილისი ზაფხულის ბოლოს იკეთებს,ზამთარში მოსვენების პერიოდი აქვს.მიწის გამოცვლა და გადარგვა სასურველია 1-2 წელიწადში ერთხელ,სასურველია გაზაფხულზე.მისი სწორად დარგვა ერთ-ერთი უმთავრესია ფაქტორია.სახლის პირობებში მის გამოსაყვანად ბოლქვებს რგავენ მარტში,ქოთნის დიამეტრი 15 სანტიმეტრი.ბოლქვი მიწის ზემოთ ნახევრად უნდა ჩანდეს.მისი ვიწრო ფოთლები გაზაფხულიდან იწყებს ზრდას და ზაფხულში კვდება.დაახლოებით ერთი თვის ან ცოტა მეტის შემდეგ იზრდება საყვავილე ღერო რომელზეც იშლება ძაბრისმაგვარი სურნელოვანი ყვავილები 8 სანტიმეტრდე დიამეტრით.დაყვავილების შემდეგ საყვავილე ღერო იჭრება.ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ დარგვის დროს შევცვლით,შეიძლება ამარილისი “ვაიძულოთ” რომ ნებისმიერ დროს აყვავდეს.სასურველ პერიოდამდე 7-10 კვირით ადრე დასვენებული ბოლქვები უნდა შევიტანოთ ნათელ და თბილ შენობაში,ოდნავ მოვრწყათ.შემდგომში მორწყვა გავიმეოროთ მიწის სიმშრალის,ოთახის ტემპერატურის და ტენიანობის გათვალისწინებით.ვეგეტაციის პერიოდში სასურველი ტემპერატურა 18-25 °C -ია,მოსვენების დროს კი 10°C დაბლა არაა სასურველი.ამაეილისს უყვარს ნათელი ადგილი,გაფანტული სინათლე,საჭიროა დავიცვათ პირდაპირი მზის სხივებისგან.ქოთანში ნიადაგის გამოშრობის მიხედვით პერიოდულად უნდა მოირწყას,მაგრამ გადაჭარბებულად არა უმჯობესია დააკლდეს წყალი ვიდრე მოეჭარბოს.მისი ბოლქვი სიმშრალეს შედარებით ადვილად იტანს ვიდრე ზედმეტ ტენიანობას.აქედან გამომდინარე ამარილისი არ საჭიროებს ფოთლებზე შესხურებას.

ბოლქვების გამოყვანა უმჯობესია დეკემბერ-მარტის პერიოდში დავიწყოთ,რადგან ამ დროს ჩარგული ბოლქვების აყვავების ვადები ემთხვევა ბუნებრივ ვადებს.წესების დაცვით ჩარგული და გამოყვანილი ბოლქვები უკეთ უმკლავდებიან აყვავება-მოსვენების პერიოდს,ადვილად არ იფიტებიან და სწრაფად იღდგენენ ძალებს. ამარილისის მოსვენების პერიოდი შემოდგომის ბოლოფან იწყება,მაგრამ აგვისტოს ბოლოდანვე იწყება მოსვენებისთვის მზადება.ჯერ თანდათან მცირდება მორწყვა და ნოემბრის ბოლოსთვის საერთოდ წყდება.ფოთლები, ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარე იწყებს ჭკნობას და ხმება.ბოლომდე გამხმარი ფოთლების მოშორება არ არის სასურველი,რადგან ბოლქვი ფოთლებიდან ღებულობს ორგანულ მარაგს,რაც გამოზამთრებისათვის და შემდგომი ყვავილობისათვის აუცილებელია.ხანდახან რამდენიმე ფოთოლი მაინც რჩება ბოლქვზე და ბოლომდე არ ხმება,სასურველია არ მოაცილოთ ისინი და დატოვოთ.ზამთარში ბოლქვები ინახება გრილ სათავსოში ან სარდაფში,სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩამოდის.მოსვენების მდგომარეობაში ბოლქვები მაინც ინარჩუნებენ მცირე რაოდენობით ცოცხალ ფესვებს,ამიტომ დროდადრო საჭიროა მათი ოდნავ მორწყვა,დაახლოებით 15-20 დღეში ერთხელ.

ამარილისის გამრავლება  ამარილისი მრავლდება თესლით და შვილეული ბოლქვებით,რომლებიც მინიმუმ სამი წლისები უნდა იყოს რომ აყვავდეს.თესლის მიღება შესაძლებელია ხელოვნური დამტვერვით.დათესვით მიღებული ნერგები ყვავდება 3-4 წლის ასაკიდან.შვილეულ ბოლქვებს ვაცილებთ ფრთხილად,როდესაც დედა ბოლქვს გადარგვა დაჭირდება.მოცილებულ პატარა ბოლქვს ფრთხილად ვაცილებთ გაშავებულ ფესვებს, ისე რომ არ დაზიანდეს საღი ფესვები და ვრგავთ ცალკე ქოთანში,ბოლქვი ნიადაგიდან ოდნავ ზემოთ უნდა იყოს ამოწეული. შედარებით თბილი კლიმატის მქონე ადგილებში შესაძლებელია ამარილისის დარგვა ეზოში.დასარგავად უნდა შეირჩეს ნათელი ადგილი,კარგად დრენირებული და ნოყიერი მიწით.ზამთარში ბოლქვებს ზემოდან ეყრება ტორფი,რათა დაცული იყოს მოყინვისგან.ეზოში დარგული ამარილისის საყვავილე ღეროს ჭირდება საყრდენი რომ ქარმა არ მოტეხოს.ბოლქვებს რგავენ მაის-ივნისში,ერთმანეთისაგან 30 სანტიმეტრის დაშორებით.ამარილისი ცუდად იტანს გადარგვას ამიტომ დასარგავად სასურველია ახალი ბოლქვების შეძენა.წარმოქმნილი შვილეული ბოლქვები სასურველია ქოთნებში ჩაირგას ზრდასრული ასაკის მიღწევამდე. გაითვალისწინეთ რომ ყველა სახეობის ამარილისის ბოლქვი შხამიანია! ამიტომ მასთან სასურველია ხელთათმანების გამოყენება.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно