ჰიპეასტრუმი სახლის პირობებში

მცენარე ჰიპეასტრუმი /ლათ. Hippeastrum/ მიეკუთვნება ამარილისების ოჯახს.არსებობს ჰიპეასრუმის 90-მდე სახეობა.ყვავილის სახელწოდება შედგება ორი ბერძნული სიტყვის ფუძისგან,რაც თარგმანში ნიშნავს ‘’მხედარს’’ და ‘’ვარსკვლავს’’.ხშირად ჰიპეასტრუმი ერევათ ამარილისში.მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ ამარილის ბელადონა /გვარის ერთადერთი წარმომადგენელი/ ბუნებაში იზრდება აფრიკის სამხრეთში,ჰიპეასტრუმი კი - ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში,ამაზონის აუზში.ამარილისი და ჰიპეასტრუმი ნათესავები არიან,რომლებიც ერთ ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან,მაგრამ სხვადასხვა გვარს წარმოადგენენ.ევროპაში ჰიპეასტრუმი შეტანილი იქნა XVI საუკუნეში,1799 წელს კი გამოჩნდა პირველი ჰიბრიდი - ჯონსონის ჰიპეასტრუმი.

ჰიპეასრუმის თავისებურებები ჰიპეასტრუმი - ბოლქვოვანი მრავალწლიანი მცენარეა.მრგვალი,ზოგჯერ კონუსური ფორმის ბოლქვი შედგება მოკლე სქელი ღეროსგან და შეკრული ქერცლებისაგან.ბოლქვის ზომა სახეობიდან გამომდინარე მერყეობს 5-დან 10 სანტიმეტრამდე დიამეტრში.ბოლქვს ძირზე აქვს ფესვები.ჰიპეასტრუმის ფოთლები სწორია,ზედაპირი გოფრირებული აქვს,სიგრძით 50-70 სანტიმეტრს აღწევს,სიგანით 4-5 სანტიმეტრია,განლაგებულია ორ საპირისპირო რიგად.ზოგიერთ სახეობას ფოთლებზე მეწამული ფერი დაჰკრავს,მაგრამ ძირითადად მწვანეა.ქოლგისებური ყვავილედები შედგება 2-6 ორსქესიანი ყვავილისაგან რომელთა სიგრძე 13-15 სანტიმეტრია,სიგანე 25 სანტიმეტრს აღწევს დიამეტრში.საყვავილე ცილინდრულია,ღრუ,უფოთლო,სიმაღლით 35-80 სანტიმეტრი.ყვავილები ძაბრისებურია ან მილისებური,გრძელ ყუნწებზე.მათი შეფერილობა მრავალგვარია: მუქი წითელი,მკვეთრი წითელი,ნარინჯისფერი,ვარდისფერი,თეთრი და სხვა.ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია,მრგვალი ან კუთხხოვანი,რომელშიც მწიფდება წვრილი თესლი. ამოსვლის უნარი თესლს მაღალი აქვს - თითქმის 100%.

ოთახის ჰიპეასტრუმს აქვს რამოდენიმე თავისებურება,რომლების უნდა გაითვალისწინოთ: 

თეთრი და ღია ფერის ყვავილების მქონე ჯიშები წარმოქმნის ნაკლებად სრულფასოვან თესლებს.

ზაფხულის პერიოდში უმჯობესია მცენარე ბაღში გადარგათ.

ჰიპეასტრუმის ყვავილობის დრო შეგიძლიათ არეგულიროთ - ეს საკმაოდ მოსახერხებელია,მოყვავილე ჰიპეასტრუმი ხომ შესანიშნავი საჩუქარია,რომელიც შეცვლის ძვირადღირებულ თაიგულს.

ჰიპეასტრუმის თითოეული ყვავილი 10 დღის განმავლობაში ყვავის.

გამოსაყვანად მხოლოდ დიდი ზომის ბოლქვები გამოიყენება,რომლებსაც საკმაო საკვები ნივთიერების მარაგი აქვთ.

როგორ მოუაროთ ჰიპეასტრუმს. ჰოპეასტრუმი განათებულ ადგილზე უნდა იდგეს,უკეთესია სამხრეთის,სამხრეთ-აღმოსავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთის ფანჯარაზე.პირდაპირი მზის სხივებისაგან მცენარე დაცული უნდა იყოს და პერიოდულად უნდა შემოატრიალოთ რომ თანაბარი ფორმის გაიზარდოს.

აქტიური ზრდის პერიოდში ტემპერატურა +17- დან +25 გრადუსამდე უნდა იყოს.როგორც უკვე ავღნიშნეთ,ზაფხულში მცენარე თავს შესანიშნავად გრძნობს სუფთა ჰაერზე,მაგრამ მას უნდა ისეთი პირობები შეუქმნათ,რომ ჭარბი ტენისაგან არ დაზარალდეს.

მორწყვა. ჰოპეასტრიუმი ვეგატაციის დასაწყისში სუსტად უნდა მოირწყას,მორწყვის რაოდენობა თანდათან უნდა გაიზარდოს მხოლოდ საყვავილე ღეროს გამოჩენის შემდეგ - ეს ნიშანია მცენარის ვეგეტაციური პერიოდის დასაწყისის.საყვავილე ღეროს ზრდასთან ერთად მცენარე უხვად,მაგრამ ზომიერად უნდა ირწყვებოდეს,ისე რომ ნიადაგი ნესტიანი იყოს და არა სველი.უკეთესია მცენარე ქვემოდან მოირწყას,დაუსხით სადგამზე თბილი წყალი,ვიდრე მიწა ბოლომდე არ დატენიანდება.მოერიდეთ ბოლქვის დასველებას.ყვავილობის დამთავრების შემდეგ მორწყვა ისევე თანდათან უნდა შეამციროთ,როგორც დაიწყეთ.

 

როდესაც საყვავილე ღერო 12-15 სანტიმეტრს მიაღწევს,მორწყეთ ნიადაგი ღია ვარდისფერი კალიუმპერმანგანატის ხსნარით,4-6 დღის შემდეგ კი მიაწოდეთ მცენარეს ფოსფორის შემცველი სასუქი.საერთოდ ჰიპეასტრუმის კვება ხდება ვეგეტაციის დასაწყისში თვეში ორჯერ თხევადი მინერალური სასუქით ფოთლოვანი მცენარეებისათვის.ფოთლების ამოსვლის შემდეგ კი,კვირტების უკეთ განვითარებისათვის მიეწოდება მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქი,იმავე რეჟიმით.მინერალების კონცენტრაცია არ უნდა იყოს ძალიან მაღალი,თორტემ მცენარეს ფესვები დაეწვება.

არ დაივიწყოთ ფოთლების ჩამორეცხვა მტვრისაგან,თბილი შხაპის ქვეშ ან ნესტიანი ღრუბლის მეშვეობით,რეგულარულად.

ჰიპეასტრუმის გადარგვა. ჰიპეასტრუმს რგავენ 3-4 წელიწადში ერთხელ,მოსვენების პერიოდის დაწყებამდე,ან მისი დამთავრებისთანავე.მნიშვნელოვანია ყვავილისათვის სწორად შეარჩიოთ ქოთანი: ბოლქვსა და ქოთნის კედლებს შორის 2 სანტიმეტრზე მეტი დაშორება არ უნდა იყოს.ნიადაგი დაახლოებით ასეთი შემადგენლობის უნდა იყოს: 2-2 წილი პერლიტი/ან მსხვილმარცვლოვანი ქვიშა/,ფოთლოვანი ტყის მიწა და კორდის მიწა,1 წილი ნეშომპალა.ნიადაგი უნდა გასტერილდეს.არ დაივიწყოთ დრენაჟიც.ჰიპეასტრუმის გადარგვა ხდება გადასმის მეთოდით,რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ფესვთა სისტემას.ბოლქვი ისე უნდა ჩასვათ,რომ მინიმუმ 1/3 ნიადაგის ზემოთ იყოს ამოწეული.

ჰიპეასტრუმის გამრავლება. ჰიპეასტრუმი მრავლდება თესლით და ვეგეტატიური გზით.თესლის დათესვა უმჯობესია მათი აღებიდან მალევე მოხდეს,ვიდრე მათ ამოსვლის უნარი აქვთ.გამოშრობის შემთხვევაში თესლის ამოსვლის ალბათობა 30%-მდე ეცემა.დათესვის პროცესი მარტივია,ითესება ჩვეულებრივი წესით,ამიტომ ამის შესახებ არ ვისაუბრებთ.

უფრო მარტივია ჰიპეასტრუმის ვეგეტატიურად გამრავლება.დედა მცენარისაგან ხდება შვილეული ბოლქვის მოცილება მისი გადარგვის დროს.შვილეული ბოლქვი სტერილური,ბასრი ინსტრუმენტის მეშვეობით უნდა მოაცილოთ,ჭრილობებზე მიაყარეთ დანაყილი ნახშირი,ჩარგეთ ცალკე ქოთანში და ორი წლის განმავლობაში არ მოაცილოთ ფოთლები,მოსვენების პერიოდშიც კი.

არსებობს გამრავლების კიდევ ერთი მეთოდი - ბოლქვის გაყოფა.მისი განხორციელება შესაძლებელია ნოემბერში,როდესაც ბოლქვი მაქსიმალურ საკვებ ნივთიერებაბს შეიცავს.მოხსენით სუბსტრატის ზედა ფენა,ისე რომ ნიადაგში ბოლქვის მხოლოდ ქვედა ნაწილი დარჩეს.მოაცილეთ გამშრალი ქერცლები,მოაჭერით ფოთლები,ისე რომ ბოლქვის ნაწილიც მიაყოლოთ.ჩაჭერით ბოლქვი ვერტიკალურად ოთხ თანაბარ ნაწილად,ისე რომ ჭრილები სუბსტრატამდე მიდიოდეს.ჭრილებში ჩადეთ პლასტმასის ან ხის ჩხირები ისე,რომ ბოლქვის ნაწილები ერთმანეთს არ ეხებოდეს.განაგრძეთ მცენარის მოვლა,არ დაუშვეთ სუბსტრატის გამოშრობა.როგორც კი ფოთლები გამოჩნდება მიაწოდეთ მცენარეს კვება ჩვეულებრივი სქემით.მომდევნო წლის გაზაფხულზე გაყავით ბოლქვი და ჩარგეთ ცალ-ცალკე.

მოსვენების პერიოდი. ჰიპეასტრუმს მოსვენების პერიოდი სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით აქვს.თუ თქვენი მცენარე ზაფხულში გარეთ იმყოფებოდა,მაშინ შემოდგომის დასაწყისში ის სახლში უნდა შეიტანოთ.ამ პერიოდში მცირდება მორწყვის სიხშირეც,რის გამოც მცენარეს უხმება ფოთლები.მათი ბოლომდე გახმობის შემდეგ ისითი თვითონ მოსძვრება,ღერო კი უნდა მოაჭრათ.მცენარე დადგით მშრალ და ბნელ ადგილზე,ქოთანი გვერდულად დააწვინეთ და შეინახეთ +6-12 გრადუსზე,მორწყვის გარეშე,6-დან 8 კვირამდე,ვიდრე ჰიპეასტრუმის გამოღვიძების დრო დადგება.

როგორ ავაყვავოთ ჰიპეასტრუმი. იმისათვის რომ ჰიპეასტრუმი აყვავდეს,არსებობს რამოდენიმე ხერხი.პირველ რიგში შეგიძლიათ დარგვის წინ ბოლქვები ცხელი წყლით დაამუშაოთ,დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მოათავსეთ +43-45 გრადუსიან წყალში.ასეთი ტემპერატურული ექსტრიმის შემდეგ მცენარე სამი კვირის შემდეგ აყვავდება.

მეორე ხერხი: აგვისტოდან შეწყვიტეთ მცენარის მორწყვა,გადაიტანეთ ის მშრალ და ბნელ ადგილას და გააჩერეთ იქ იანვრის ბოლომდე,შემდეგ განაახლეთ მისი მორწყვა.თვე-თვენახევრის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ ჰიპეასტრუმის ყვავილობით.

მესამე ხერხი: მოაჭერით ჰიპეასტრუმს  ყველა ფოთოლი ივლისში და არ მორწყათ ერთი თვის განმავლობაში,პირველ მორწყვაზე კი მიაწოდეთ თხევადი კომპლექსური სასუქი /დამწვრობის თავიდან ასაცილებლად წინასწარ დაატენიანეთ ნიადაგი/.აგვისტო-სექტემბერში თქვენი ჰიპეასტრუმი აყვავდება.

რატომ არ ყვავის ჰიპეასტრუმი? ზოგჯერ ეს ხდება საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო,ჰიპეასტრუმი ღორმუცელა მცენარეა,მას კი ქოთანში ძალიან ცოტა ნიადაგი აქვს,ამიტომ ის სწრაფად იფიტება.ამის გამო კვება რეგულარული და საკმარისი უნდა იყოს,ისევე როგორც მორწყვა.ზოგჯერ ისე ხდება რომ მცენარე კარგავს თავის ძალას მავნებლებთან ბრძოლისას,როგორიცაა - აბლაბუდიანი ტკიპა,ცრუფარიანა ან ფარიანა,ასეთ დროს მას ყვავილობისთვის ‘’არ სცალია’’.

ჰიპეასტრუმი ასევე შეიძლება არ აყვავდეს ნიადაგის ზედმეტი ტენიანობის დროს,როდესაც ლპობას იწყებს ბოლქვი.

ჰიპეასტრუმი ყვავილობის შემდეგ. როგორც კი ყვავილობა დამთავრდება,მცენარე მოსვენებისათვის უნდა მოამზადოთ,რადგან მომდევნო ყვავილობა პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე,თუ რამდენად სწორად დაისვენებს მცენარე.სექტემბრის შუიდან  მორწყვა მთლიანათ უნდა შეწყვიტოთ,ფოთლების დაცვენის და საყვავილე ღეროს მოჭრის შემდეგ კი მცენარე უნდა მოათავსოთ მშრალ და ბნელ ადგილზე,დაბალ ტემპერატურაზე,სადაც ჰიპეასტრუმი იანვრის ბოლომდე ან თებერვლის დასაწყისამდე უნდა დარჩეს.შემდეგ ქოთანი გამოიტანეთ კარგად განათებულ ადგილზე,განაახლეთ მორწყვა და კვება,იწყება ჰიპეასტრუმის აქტიური ზრდის პერიოდი.

შესაჩლო სირთულეები. ყველაზე ხშირ პრობლემად ჰიპეასტრუმის მოვლისას გვხვდება წითელი სიდამპლე,ფქვილოვანი ცრუფარიანა და წითელი სიდამწვრის სოკო. ასევე ზემოთ ნახსენები მავნებლებიც - ფარიანები,ბუგრები,აბლაბუდიანი ტკიპა,რომლებსაც ანადგურებენ სპეციალური ისექტიციდებით.ჰიპეასტრუმის დათვალიერებით შესაძლებელი ხდება დადგენა - რითი დაავადდა მცენარე.თუ ფოთლებზე წითელი ლაქები აქვს,ესე იგი ეს სოკოვანი დამწვრობაა,თუ თეთრი ნაფიფქი შენიშნეთ - ეს ფქვილოვანი ცრუფარიანაა,თუკი ფოთლები მოეშვა,ბოლქვის ქერცლებზე კი სიდამპლეს შენიშნავთ - ეს სწორედ სიდამპლის ნიშნებია.მისი შენიშვნისას უნდა მოაცილოთ ყველა დაზიანებული ადგილი,დაავადებული ფესვები,ბოლქვი უნდა გამოაშროთ.დარგვის წინ კი დაამუშავეთ ფუნდაზოლით და ჩარგეთ ახალ,სტერილურ გრუნტში.

ფქვილოვანი ცრუფარიანას შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური პრეპარატები,რომლებიც მცენარეთა დაცვის მაღაზიებში იყიდება.

წითელი დამწვრობის დროს ამოიღეთ ბოლქვი ნიადაგიდან,ამოჭერით ყველა დაზიანებული კერა,ჯანმრთელ ქსოვილამდე.ჭრილობები დაამუშავეთ ცარცის და შაბიამნის ფხვნილის ნარევით 20:1 შეფარდებით და გამოაშრეთ ბოლქვი ერთი კვირის განმავლობაში.ამის შემდეგ ჩარგეთ ახალ სუბსტრატში,წინასწარ დაამუშავეთ ფუნდაზოლით. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/424-rogor-gavarciot-amarilisi-hipeastrumisagan.html  თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

16 June 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно