როგორ გავარჩიოთ ამარილისი ჰიპეასტრუმისაგან

თუ თქვენს წინაშე ორივე ყვავილია,მაშინ ამარილისის  გარჩევა ჰიპეასტრუმისაგან რთული არ არის.უფრო რთულია მათი არევა.შეცდომა შესაძლოა დაუშვათ ბოლქვის,ან ყვავილის გარეშე მცენარის შეძენისას.

მათ ვინც ვერ ერკვევა რა განსხვავებაა ამ ორ მცენარეს შორის,ვთავაზობთ შემდეგ რჩევებს.

ძირითადი განსხვავება

ჰიპეასტრუმის ბოლქვები მრგვალია,ხანდახან ოდნავ წაგრძელებული,ამარილისის ბოლქვებს კი მსხლისმაგვარი ფორმა აქვს.

ამარილისს ნაზი,სასიამოვლო არომატი აქვს.

ამარილისის ყვავილედი 6-დან 12-მდე ყვავილს ითვლის,ჰიპეასტრუმს კი 6-მდე ყვავილი აქვს.

თუ თქვენი ყვავილი შემოდგომაზე აყვავდება - ის ამარილისია,თუ ზამთარში ან გაზაფხულზე - ჰიპეასტრუმი.

დააკვირდით საყვავილე ღეროს: თუ მას შიგნით სიცარიელე აქვს,მაშინ თქვენი მცენარე - ჰიპეასტრუმია.

ორივე მცენარე - ამარილისი და ჰიპეასტრუმი - მიეკუთვნება ამარილისების ოჯახს.ბოტანიკური დასახელება - ამარილისი ეწოდა მონოსახეობას -ამარილის ბელადონას, ყველა სხვა დანარჩენს მსგავსს ყვავილს კი ჰიპეასტრუმი.

გთავაზობთ ამარილისის და ჰიპეასტრუმის შედარებით დახასიათებას.

სახეობების რაოდენობა

ჰიპეასტრუმი: ითვლის 85-მდე სხვადასხვა სახეობას.

ამარილისი: ესთადერთი სახეობაა - ამარილის ბელადონა (Amaryllis Belladonna),ანუ მშვენიერი.

წარმოშობა

ჰიპეასტრუმი: ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკები.

ამარილისი: წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა.

 

შეჯვარების შესაძლებლობა

ჰიპეასტრუმი:  შემთხვევათა 90%-ში შეუძლია თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან შეჯვარება.

ამარილისი: კარგად ჯვარდება ისეთ სახეობებთან როგორიცაა: კრინუმი,ნერინე,ბრუნსვიგია.

მოსვენების პერიოდი

ჰიპეასტრუმი: მათ უმრავლესობას აქვს მოსვენების პერიოდი,მაგრამ არის მარადმწვანე სახეობებიც.მაგალითად: ჰიპეასტრუმ პაპილიო (Hippeastrum Papilio).

ამარილისი: ფოთოლმცვენია.აქვს მოსვენების პერიოდი.

 

როდის ყვავილობს

ჰიპეასტრუმი: ყვავილობსს წელიწადში ერთხელ,შემოდგომით,გაზაფხულზე,ან ზამთარში - დამოკიდებულია ბოლქვის გაღვიძების დროზე.ზოგიერთი სახეობა წელიწადში ორჯერ ყვავდება.

ამარილისი: ყვავილობს წელიწადში ერთხელ,ჩვეულებრივ ზაფხულის დასასრულს,შემოდგომაზე.

საყვავილე ღერო

ჰიპეასტრუმი: საყვავილე ღერო ცილინდრული ფორმისაა,სიმაღლით 90 სანტიმეტრამდე,ღრუ,მწვანე ფერის,არის მოყავისფრო ან მონაცრისფრო ფერისაც.საყვავილე ღეროზე 15-მდე ყვავილი იშლება,ოდნავ შესამჩნევი არომატით.

ამარილისი: საყვავილე ღეროს არ აქვს ღრუ,მწვანე ფერისაა მეწამული ტონებით.სიმაღლით 1 მეტრამდე,აქვს 12-მდე არომატული ყვავილი.

 

ყვავილების შეფერილობა

ჰიპეასტრუმი: წითელი,ვარდისფერი,მწვანე,ყვაითელი,თეთრი.შესაძლოა ქონდეს უფრო მკვეთრი ფერის ხაზები და წერტილები.

ამარილისი: ვარდისფერის სხვადასხვა შეფერილობა.

ფოთლების ფორმა და ფერი

ჰიპეასტრუმი: სხვადასხვა სახეობა განსხვავებული ფოთლები აქვს.გლუვი ან უხეში.ფორმა წაგრძელებული აქვს,ბრტყელი,ქამრისმაგვარი.

ამარილისი: ფოთლები ვიწროა,გლუვი,ღაროვანი.

 

ბოლქვის ფორმა

ჰიპეასტრუმი: ბოლქვი მომრგვალო ფორმისაა,ხანდახან ოდნავ წაგრძელებული.ქერქი ხახვის ქერცლებს წააგავს,მხოლოდ თეთრი ფერისაა.

ამარილისი: ბოლქვი მსხლის ფორმისაა,დაფარულია მონაცრისფრო ჩენჩოთი,რომელიც შიგნითაც აქვს ჩახვეული.
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/234-amarilisi-amaryllis-1.html

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

15 June 0 5 561
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно