ამარილისი
ამარილისი - ულამაზესი ყვავილების მქონე,მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა.მისი სამშობლოა აფრიკა.აქვს ბრტყელი,ენისებური ფოთლები.მაღალ საყვავილე ღეროზე შლის დიდი ზომის სურნელოვან ყვავილებს.რომელთა რაოდენობა 6-დან 12-მდეა.არსებობს წითელი,თეთრი,ვარდისფერი ყვავილების მქონე ამარილისები.მსხვილ ბოლქვს ერთდროულად შეიძლება ორი საყვავილე ღერო განუვითარდეს.ნამდვილი ამარილისი შემოდგომით ყვავის.ის სითბოსმოყვარულია,ვერ იტანს ცივად გამოზამთრებას,ამიტომ ღია გრუნტში არ რგავენ.ოთახის პირობებში ზრდიან ამარილის ბელადონას,იგი ერთადერთი სახეობაა რომელიც ამარილისებს მიეკუთვნება.ამარილისის ჰიბრიდებს ჰიპეასტრუმი ეწოდება.
ამარილისის მოვლა ჩვეულებრივად,როგორც წესი ჩვენს სახლებში უკვე გაზრდილი,მოყვავილე მცენარე ხვდება.ყვავილების მაღაზიაში მას ქოთანში ჩარგულს ყიდიან.ამარილისის მოვლა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.თუ ამარილისი მოსვენების მდგომარეობაშია,ის იშვიათად უნდა მოირწყას და გრილ ადგილზე მოთავსდეს სადაც ჰაერის ტემპერატურა +13-15OC-ია.მის გამოსაღვიძებლად საკმარისია იგი თბილ ოთახში გადაიტანოთ +20-25OC და სინათლეზე დადგათ.ვეგეტაციის დაწყებას გვანიშნებს გამოღვიძებული ბოლქვი. ყურადღება! არ დაუშვათ შეცდომა! ვიდრე ბოლქვიდან ამოზრდილი საყვავილე ღეროს ისარი 10 სანტიმეტრს არ მიაღწევს არ მორწყათ. თუ მორწყვას ადრე დაიწყებთ, ისარი ზრდას შეანელებს,ფოთლები კი პირიქით ზრდას დაიწყებენ და გამოაცლიან მცენარეს ყვავილობის ძალას.შემდგომში მორწყვა გრძელდება მიწის შეშრობის მიხედვით,ირწყვება ქოთნის ნაპირიდან რომ არ დაუშვათ ბოლქვის გულში წყლის ჩასვლა.ამარილისის ბილქვი გამოფიტვისაგან რომ დაიცვათ აუცილებელია მისი კვება ორ კვირაში ერთხელ.ხშირად ამარილისი,რომელიც ფოთლების გარეშე ყვავის,ფოთლებით იმოსება ყვავილობის პერიოდშიც.ყვავილობის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე ისევ აგრძელებენ მცენარის კვებას.ფოთლების მოჭრა არ არის საჭირო.თანდათან მორწყვას ამცირებენ და მცენარეც მოსვენების მდგომარეობაში გადადის.ამ პერიოდში ამარილისის მოვლა მდგომარეობს მხოლოდ მისინახევრად ბნელ ადგილზე +10 გრადუსზე მოთავსებით.ასეთ მდგომარეობაში მცენარე სამი თვის განმავლობაშიუნდა იყოს,რის შემდეგაც კვლავ იწყება მისი გამოღვიძება.მნიშვნელოვანია მოსვენებისა და ყვავილობის პერიოდის მონაცვლეობა,რისი დამსახურებითაც ამარილისი მრავალი წლის განმავლობაში იყვავილებს.მეყვავილეები ამტკიცებენ,რომ ამარილისი მშვენივრად ყვავის მოსვენების პეროდის გარეშეც,მაგრამ მაინც უმჯობესია მას შეუქმნათ ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო,ასეთ შემთხვევაში ის აქტიურად გაიზრდება,იყვავილებს და შთამომავლობასაც მოგცემთ.
რადგან ამარილისი მრავალწლიანი მცენარეა,მისი გადარგვა ყოველ წელს არ არის აუცილებელი,საკმარისი იქნება ნიადაგის ზედა ფენის შეცვლა,ისე რომ არ დააზიანოთ ფესვები,ბოლქვი კი წინანდელზე მაღლა არ დარგათ.მცენარე შეიძლება გადაირგას 3-4 წელიწადში ერთხელ,როდესაც შვილების მოცილება ხდება საჭირო.გადარგვე ხდება დაყვავილების შემდეგ,როდესაც ფოთლები გაუხმება.დასარგავად იღებენ თანაბარი რაოდენობის ქვიშას,კორდის მიწას,ფოთლოვანი ტყის მიწას და ნეშომპალას,შეიძლება ასევე შიძინოთ მიწის მზა ნარევი ბოლქვოვანი მცენარეებისათვის.
ძველი ქოთნიდან ამოღებული ბოლქვი უდა გაასუფთაოთ გამხმარი ან დამპალი ქერქისაგან,მოაცალოთ შვილები,რის შემდეგაც მომზადებული ბოლქვი უნდა ჩაირგას ქოთანში,ბოლქვის 1/3 ნიადაგის ზემოთ უნდა იყოს ამოწეული.აუცილებელია ქოთანში დრენაჟის ფენის ჩაყოლება,ბოლქვის ქვეშ კი სასურველია ქვიშის ფენის დაყრა.ამარილისი ვერ იტანს წყლის დაგუბებას ნიადაში,ჯობია დაგვავიწყდეს მისი მორწყვა, ვიდრე ზესმეტად დავალბოთ წყლით.სასურველი არაა ძალიან დიდი ქოთნის გამოყენება.შესაფერისი იქნება ისეთი ქოთანი რომლის კედლებიდან ბოლქვამდე დაახლოებით 3 სანტიმეტრი თავისუფალი ადგილი დარჩება.
ამარილისის გამრავლება ამარილისი მრავლდება შვილეული ბოლქვებით,რომლებიც დედა მცენარეს ეცლება გადარგვის დროს,ეს წესი ყველა ბოლქვიან მცენარეზე ვრცელდება: ამარილისი,ჰიპეასტრუმი,ტიტები,შროშანები(ლილიები) და სხვა.ასეთი მცენარეებისათვის ეს ყველაზე იოლი გამრავლების ხერხია.შვილეული ბოლქვიც ისეთივე წესით უნდა დაირგას როგორც მოზრდილი.დარგვის სიღრმე,ნიადაგის შემადგენლობა იგივენაირია.ორ წელიწადში შვილეული ბოლქვები აღწევენ დედა ბოლქვის ზომებს,მისი ხშირად გადარგვა საჭირო არაა. ამარილისის გამრავლების მეორე ხერხია მისი თესლით გამრავლება.თესლის მისაღებად ამარილისის ყვავილები ფუნჯის საშუალებით ჯვარედინად უნდა დაიმტვეროს.თესლის მომწიფების პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება,რის შემდეგაც ისინი მაშინვე ითესება გრუნტში და კარგად ირწყვება.როგორც კი ნერგები მოიზრდება ისინი უნდა გადაირგას სათითაოდ ცალკე,მცირე ზომის ქოთნებში.
თარგმანი ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის.