ვზრდით-იას-კარჩხანაზე

ხანდახან კარგია ექსპერიმენტების ჩატარება მცენარეებზე, მაგ. ზოგჯერ იებს თევზის ძვლებზე ზრდიან. ერთერთ  სერიოზულ ტელე- არხზე აჩვენებდნენ, როგორ ყრიდნენ ქოთანში თევზის ძვლებს, მერე კი ჩარგეს ია,, ასეთი მეთოდი  ბევრჯერ განიხილეს სხვადასხვა ფორუმზეც. ბოსტნეულის მოყვანა ამ მეთოდით შედეგს ნამდვილად იძლეოდა. მაგ. ხახვი უშველებელ ბოლქვებს იკეთებდა, დიდი იზრდებოდა.

რომელი თევზი ჯობს ამისთვის? გაყინული თუ ცოცხალი? ექნება თუ არა სუნი  ასეთ ქოთანს? რამდენ ხანს ივარგებს ეს თავები? ექსპერიმენტისთვის   გამოიყენეს კარჩხანა. მის თავს ასეთი შესახედაობა აქვს, პატარა სტარტერები, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, და იზრდებიან 7 სმ იან ქოთნებში, მიწას ურევენ პერლიტს, განათებისთვის ერთი ნათურა 36ვტ 12 სთ-იანი ხანგრძლივობით. სუნი თვენახევრის მერეც არ იგრძნობა. იას სჭირდება ფოსფორი,რომელიც ბევრია თევზის ძვლებში.თვენახევრის შემდეგ ასე გამოიყურება ქოთნებში ია 
პირველ ქოთანში თევზის თავებია, მეორეში სასუქის ბურთები -„ოსმოკოტი“ - ს ფირმის . შედარებით ცოტაა მოფრქვეული მიწის ზემოდან. მესამე კი საკონტროლო-ცარიელი მიწაა,. ჯერჯერობით დიდი სხვაობა თითქოს არცაა იებში,ეს შუალედური სურათია. გადარგვიდან სამი თვის შემდეგ სხვაობა უკვე აშკარაა, 
პირველ ქოთანში თევზია, ფოთლები ხასხასაა, ძლიერი, თანაბრად განვითარებული ,კარგად გადაშლილი, ყველა ფოთოლი იუვენილურია, საღი, ფერი -  ლამაზი ,კარგი მწვანე; და რაც მთავარია, უკვე ყვავილითაა. ოსმოკოტიანი ია ყველაზე დაჩიაებულია, რბილი ფოთლებით, მკრთალი ,პატარა როზეტი კი გაწელილია, იზრდება ნელა,ფერიც მონაცრისფრო-მწვანეა.ეს ალბათ  სასუქის რაოდენობის სიმცირის გამო მოხდა. საკონტროლო ქოთანში მყოფ იას შესახედავად არა უშავს. მაგრამ ფოთოლს ძალიან ღია ფერი აქვს, ქვედა ფოთლებზე ქლოროზის ნიშნებია, ფოთლები გაწელილია.

სამაგიეროდ, თევზის ძვლებიანი ქოთნის თავზე გაჩნდნენ ქინქლები,, სხვა მცენარეებს ყურადღებას არ აქცევდნენ და მხოლოდ ამ იის თავზე დაფრინავდნენ., გარკვეული პერიოდის მერე გაქრნენ, სუნი ისევ არ აქვს ამ ქოთანს სამი თვის მერეც კი . საინტერესოა, რა მოუვიდათ კარჩხანას თავებს ,რომლებიც იის საკვებად გამოიყენეს ამ ექსპერიმენტში, დარჩა რამე მათგან? ამოიღეს სამივე ია. საკონტროლო ქოთანში ფესვები ნორმალურად იყო ,მიწა მთლიანად ამოვიდა ქოთნიდან,.სასუქიანი ქოთნიდან ამოღებისას მიწა დაიშალა, ზედა ნაწილი ფესვებიანი იყო, ფესვები -სუსტად განვითარებული,წვრილი, მთავრდებოდა იმ დონეზე , სადამდეც ეყარა სასუქის ბურთები, ქვევით არ წასულან.თევზის თავები დაიშალა, წვრილ, ხელის შეხებით ფშვნად მასად,მიწა კარგად ეკავა იის განვითარებულ ფესვებს, რომლებიც ქვემოთ ბოლომდე იყო ჩასული,

ამის მერე მათ აღარ შეხებიან, მხოლოდ რწყავდნენ,და ჰქონდათ ხელოვნური განათების ქვეშ, 7 თვის შემდეგ ასე გამოიყურება თევზზე გაზრდილი ია ეს საკონტროლო იაა,  რომლის როზეტიც კარგადაა განვითარებული, მაგრამ ფოთლის ძარღვები  ღია ფერისაა, დამშეული შესახედაობა აქვს და თითქოს სინათლეც აკლია., ეს კი ოსმოკოტის ფირმის სასუქის ბურთებიანი იაა, ასე გამოიყურება სამივე ერთად - შუაში თევზზე გაზრდილი იაა,

შედეგი ასეთია - თევზი მშვენივრად ზრდის მცენარეს, თუმცა ასე ალბათ წარსულში იქცეოდნენ, როდესაც ასეთი მრავალფეროვნება არ იყო სასუქების და არჩევანიც არ არსებობდა დიდად. დრო მიდის, ყველაფერი ვითარდება და თევზის თავებზე იის გაზრდაც  ალბათ უკვე წარსულში დარჩა, თუმცა ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება ვინმეს უღირდეს, თუნდაც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно