11 ბუნებრივი სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

ყვავილებზე უკეთესი ნეტავ რა უნდა იყოს? არც არაფერი, ამიტომაა, რომ ბევრ ოჯახშია ისინი-აგარაკზეც, სახლშიც, ეზოებშიც, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა გარეთ ცივა, თოვს, შინ კი, რაფაზე რომელიმე მცენარე გადაპენტილია ლამაზი ყვავილებით.
მაგრამ მათი ჯანმრთელად,ლამაზად და უხვად მოყვავილედ გაზრდა შეუძლებელია კვების გარეშე. საკვებს კი ბუნებრივი სასუქი წარმოადგენს, რომლებსაც უხვად აძლევენ ხოლმე აგარაკზე, ეზოებში მცენარეებს, სახლში კი უგულებელყოფენ, თუმცა - სულ ტყუილად.

მცენარეებს იმაზე ხშირად სჭირდებათ კვება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს იმიტომ, რომ ოთახის მცენარეები ცხოვრობენ შემოსაზღვრულ ფართობზე, და თუნდაც მოყვავილე მცენარე დიდ ქოთანში იზრდებოდეს, ეს სულაც არ ნიშნავს , რომ მას საკმარისად აქვს მინერალური ნივთიერებები. საქმეს ცოტათი შველის მცენარის პერიოდული გადარგვა ახალ ნიადაგში, მაგრამ მასშიც საკვები მალე ილევა, დაახლოებით 2 -3 თვეში, მისი გასვლის მერე როდესაც მცენარე აქტიურ ზრდას და ყვავილობას იწყებს, აუცილებლად სჭირდება კვების მიხმარება, გამონაკლისია მოსვენების პერიოდში მყოფი მცენარეები, ასეთ დროს მათ არ კვებავენ.
 
მცენარე თავად მიგვანიშნებს, რომ დროა სასუქი მოვაწოდოთ: იგი ნელა იზრდება, აქვს სუსტი, გრძელი ღერები, არ ყვავის, მკრთალი წვრილი იშვიათად განლაგებული ფოთლები აქვს ღერებზე. ცუდად ეწინააღმდეგება დაავადებებს,უყვითლდება , ულაქავდება და ცვივა ფოთოლი, ამ მდგომარეობამდე რა თქმა უნდა, იგი არ უნდა მიიყვანოთ და დროულად უნდა მისცეთ სასუქი. სასუქად ბევრი ბუნებრივი ნივთიერება გამოიყენება,

შაქარი - ერთერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი სასუქია სახლის მცენარეებისთვის.
ვინ გამოიყენა იგი პირველად ამ მიზნით, დღეს არავინ იცის.რა სარგებლობა აქვს მცენარისთვის შაქრით კვებას? როგორც ვიცით, შაქარი იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. ფრუქტოზა არ სჭირდება, გლუკოზას კი ორი ფუნქცია აქვს- ენერგიის წყაროა მცენარის ცხოველმყოფელობისთვის (სუნთქვა, საკვების შეწოვა) და საშენი მასალაა, რომელიც მონაწილეობს რთული ორგანული მოლეკულების შექმნაში. მაგრამ ამ პროცესში მას ესაჭიროება ნახშირორჟანგიც, თუ იგი არასაკმარისია, შაქარი მცენარის საკვების ნაცვლად ობის, ან ფესვების ლპობის გამომწვევის საკვებად გადაიქცევა, ამიტომ შაქართან ერთად კარგია მისთვის სხვა პრეპარატის მიცემაც, კერძოდ „ბაიკალ ემ -1“ . შედეგი საუკეთესოა.

როგორ უნდა ვკვებოთ მცენარე შაქრით? 1ს.კ შაქარს ვხსნით 0,5ლ წყალში, ან პირდაპირ მოვაყრით მიწას და მერე ვრწყავთ. ასე შეიძლება მოვიქცეთ თვეში ერთხელ. შაქრის

ნაცვლად შეიძლება აფთიაქის გლუკოზის გამოყენება -მას მეტი ეფექტი ექნება: 1 აბი იხსნება 1ლ წყალში, ასე რწყავენ მცენარეებს თვეში ერთხელ.

საუკეთესო სასუქია ყავის ნალექი. დალევის შემდეგ მოსახარშ ყავას ჭიქებში რჩება ნალექი, მას ურევენ მიწაში, ქოთნებში.მიწა ხდება ფხვიერი, მსუბუქი, იმატებს მიწის მჟავეობა და მასში მეტი ჟანგბადი იქნება. მაგრამ ეს ყველა მცენარისთვის არაა მისაღები, ბევრს არ მოსწონს მჟავე ნიადაგი,ამიტომ ყავის ნალექი გამოადგება: აზალიას, ხმალას, შროშანას, ვარდების და როდოდენდრონის ყველა სახეობას, მარადმწვანე მცენარეებს.

ზოგჯერ სასუქად იყენებენ ჩაისაც, დაყენების და დალევის შემდეგ დარჩენილ ფოთლებს, თუმცა დადებითის გარდა, უარყოფითი ეფექტიც აქვს, მიწა ხდება ფხვიერი, მაგრამ ჩაის ფოთოლი უყვართ ქინქლებს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას.

ციტრუსები და ზოგადად, ხილი - მანდარინის, ფორთოხლის, ბანანის ქერქი მშვენიერი სასუქია მცენარისთვის, მაგრამ მათი მომზადებაა საჭიროა რომ ამისთვის გახდეს გამოსადეგი; ციტრუსების ქერქს აქუცმაცებენ, მერე ყრიან ლიტრიან ქილაში,ქილის მესამედამდე, ზემოდან ასხამენ მდუღარეს, აყენებენ დღე-ღამის განმავლობაში, მერე წურავენ, სითხეს კიდევ უმატებენ წყალს ერთ ლ-მდე და ამ ხსნარით რწყავენ მცენარეებს.რაც შეეხება ბანანის ქერქს - მათაც აქუცმაცებენ, ლიტრიანი ქილის ნახევარს ავსებენ, ასხამენ ზემოდან წყალს , აყენებენ ერთ დღეს, მერე წურავენ, ისევ ავსებენ ქილას წყლით და მერე რწყავენ მცენარეებს. ბანანის ქერქის არევა პირდაპირ მიწაშიც შეიძლება, გადარგვისას მომზადებულ მიწას შეიძლება აურიოთ წინასწარ დაქუცმაცებული, გამხმარი ბანანის ქერქი, იგი მდიდარია მიკროელემენტებით, რაც იმოქმედებს შემდეგ მცენარის ზრდაზე. 

სასუქად გამოდგება ასევე ნაცარიც. მასში ბევრია კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, თუთია, გოგირდი,
კალიუმი და ფოსფორი ნაცარი ყველაზე ადვილად ასათვისებელი ფორმითაა მცენარისთვის. მას ურევენ მიწაში გადარგვისას. ასე არა მარტო საკვებით მდიდრდება, არამედ მიწის გაუვნებლებაც ხდება, იგი ხელს უშლის დაზიანებული ფესვების ლპობას, კიდევ შეიძლება თხევადი სასუქის მომზადებაც -1ს.კ ნაცარი იხსნება 1ლ წყალში.

მცენარის ზრდის სტიმულატორია საფუარი.
მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ზრდას უწყობს ხელს - ფიტოჰორმონები, ვიტამინები, აუქსინები, ციტოკინინები, იგი კარგადაა გამოკვლეული მეცნიერების მიერ, და დადგენილია, რომ მისი დახმარებით ნიადაგის მიკროორგანიზმების აქტიურობა იზრდება, ხდება ორგანიკის სწრაფი მინერალიზაცია, ამიტომ საფუარი გათანაბრებულია სრულ მინერალურ სასუქთან. 10გრ საფუარს და 1ს,კ შაქარს ხსნიან 1ლ თბილ წყალში, აყენებენ

დაახლოებით 2 სთ, აზავებენ შეფარდებით 1:5 სუფთა წყლით და მერე რწყავენ მცენარეებს ამ ხსნარით,თვეში 2 ჯერ ზაფხულის ცხელ დღეებამდე.

სასუქად კარგი საშუალებაა ხახვიც
უფრო ზუსტად, ხახვის ნაფცქვენებისგან მომზადებული „ კოქტეილი“.უხდება ყველა მცენარეს, იგი არ ინახება დიდხანს, და დამზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული,. 50გრ ნაფცქვენებს ასხამენ 2ლ ცხელ წყალს.მიჰყავთ ადუღებამდე, ადუღებენ 10 წთ, აყენებენ 3 სთ, წურავენ და გრილს ასხურებენ მცენარეს.

ნეშომპალა -უნივერსალურ სასუქს წარმოადგენს.იყენებენ გარეთაც -ბაღში, და სახლის მცენარეებისთვისაც. ბევრი დადებითი თვისება აქვს. მაგრამ გააჩნია რისგანაა იგი დამზადებული, მაგ. ფიკუსს, პალმებს, ციტრუსებს, დიფენბახიას, მონსტერას მოსწონთ ქათმის სკინტლზე დამზადებული ეს სასუქი, და უფრო დიდ ეფექტს იძლევა, ვიდრე ნაკელზე დამზადებული.ქათმის სკინტლი ბევრად მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ამიტომაა,რომ მას უფრო დიდი მცენარეებისთვის იყენებენ,
გამოყენების წინ მას აზავებენ 10გრ 3ლ წყალზე, მის დასხმამდე კი ჩვეულებრივი წყლით რწყავენ. სხვა მცენარეებისთვის ფოთლოვან ნეშომპალას იყენებენ -მას ურევენ ჩასარგავ ნიადაგს გადარგვამდე.იგი აუმჯობესებს მიწის სტრუქტურას. ნაკელიან ნეშომპალასაც იყენებენ და მას აზავებენ 100გრ 10ლ წყალზე. ამ სასუქის უარყოფითი თვისება მისი სუნია, თუმცა რამდენიმე საათში გასდის ხოლმე. და თხევად საკვებად ცდილობენ არ გამოიყენონ, ჯობს მისი არევა მიწაში.

ზოგჯერ საკვებად იყენებენ ბოსტნეულის ნახარშსაც, მიაჩნიათ, რომ იგი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და მცენარეებს ძალიან უხდებათ.

აქვარიუმის წყალიც ერთერთი კარგი საკვებია მცენარეებისთვის.მასში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს მცენარის ზრდას, იგი რბილია, ნეიტრალური ph-ით. მისი გამოყენება დასაშვებია გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, როცა მცენარე აქტიური ზრდის პერიოდშია.
ასე რწყავენ მცენარეს თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არსებული მიკროსკოპული წყალმცენარეები ნიადაგში მოხვედრის მერე აქტიურ გამრავლებას იწყებს, რის გამოც მიწა მწვანდება და მჟავდება.

ქარვის მჟავა -მიიღება ბუნებრივი ქარვის გადამუშავებით, ბევრი დადებითი თვისება აქვს.
იგი თეთრი კრისტალური ფხვნილია, იხსნება1გრ -5ლ წყალში, ამ ხსნარით არა მარტო რწყავენ მცენარეს, არამედ ასხურებენ კიდეც,, იგი მოსწონს ბეგონიებს, ციტრუსებს, ქლოროფიტუმს, ფიკუსს, ჰავორტიას, ოპუნციას, მსუქანას,
მისი გამოყენება დასაშვებია წელიწადში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუეფექტს მიიღებთ.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, იყენებენ ასევე -ხორცის და თევზის ნარეცხ წყალს, თუმცა მეცნიერულად დასაბუთება მას არ აქვს,ასევე ბურღულეულის ნარეცხ წყალს, კვერცხის ნაჭუჭს, - მას ფხვნიან და მიწას ურევენ ჩარგვამდე. იგი დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგრამ მისი შეთვისება რამდენად შეუძლია მცენარეს?, კალციუმი ბევრ მცენარეს არც სჭირდება და მისი ზედმეტი რაოდენობა მცენარის ქლოროზს იწვევს. ზოგადად, იგი კარგ დრენაჟს წარმოადგენს.

ხანდახან იყენებენ კბილის პასტას და ფხვნილსაც. -3ს.კ ფხვნილი, 3 ს.კ ხის ნაცარი, 1 ს.კ შაბიამანი იხსნება 1ლ წყალში, გამოყენება საჭიროა დამზადებისთანავე. ადვილია პასტის გამოყენებაც -1ლ წყალში ხსნიან ტუბის მესამედს. ეს კარგი საკვებია ფესვებისთვის და მცენარე ჯანსაღ გარეგნობას იღებს.

სასუქის გამოყენების წინ რამდენიმე დასამახსოვრებელი წესი : 1. ახალგადარგულებს არ აძლევენ სასუქს დაახლოებით 2 თვე.2. სასუქამდე მცენარე ირწყვება ჩვეულებრივი წყლით. ეს დაიცავს ფესვებს ,თუ სასუქი ზედმეტად კონცენტრირებული მოგივიდათ. 3. სუსტ და ავადმყოფ მცენარეებს კვებავენ ფრთხილად, სასუქის გაცილებთ ნაკლები კონცენტრაციით. 4. არ შეიძლება მცენარის კვება მთელი წელი. , მათ კვება სჭირდებათ გაზაფხულ -ზაფხულში მხოლოდ.
არ ვარგა სასუქით კვების გადაჭარბება -ეს დააზიანებს მცენარეს და შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

https://yvavilebismovla.ge/metodebi/264-mcenareta-zrdis-biostimulatorebi.html

31 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно