გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

მცენარეთა ზრდის ბიოსტიმულატორები

რით შეიზლება გაანებივროთ თქვენი მწვანე მეგობრები ეპინის, ცირკონის, НВ-101 ის გარდა? თურმე ოჯახში ბევრი რამეა, რითაც შესაძლებელია ამ მოდური პრეპარატების შეცვლა, რომელთა დახმარებითაც მცენარის მოვლაც ადვილდება და მიკროსასუქის და ზრდის სტიმულატორების ჩანაცვლებაც ხდება, ისინი კარგია როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ასევე ეზოში მზარდი ყვავილების და ბოსტნეულისთვისაც.
ცხელი შხაპი - ყველზე მარტივია, დაახლოებით 50 გრ იანი წყლით მცენარის დანამვა პროფილაქტიკაა მავნებლების მოსაშორებლად და მათი ზრდის დამაჩქარებელი საშუალებაცაა. პროცედურამდე მცენარეები კარგად უნდა მოირწყას, 2 სთის მერე შეაქვთ აბაზანაში და რთავენ ცხელ წყალს. ასეთი შხაპის ქვეშ აქვთ მცენარეები 1-2 წთ ის განმავლობაში, იგი ხელს უშლის მავნებლების გამრავლებას ქოთანში. შხაპის მერე იქვე ტოვებენ მთელი ღამით, რომ კარგად შეშრნენ და ზედმეტი წყალიც გამოვიდეს ქოთნიდან, ეს მეთოდი ვარგა ყველა მცენარეზე, გარდა იებისა. მისი ჩატარება შესაძლებელია უკვე თებერვლიდან მთელი სეზონის განმავლობაში. შედეგი ერთ კვირაშიც ჩანს.
შაქარი - საკვებად მცენარის ქოთანში ყრიან 1 ჩ, კ. შაქარს მორწყვის წინ, ან პირდაპირ შაქრიანი წყლით რწყავენ კვირაში ერთხელ - 1 ჭ. წყალზე 2 ჩ.კ. შაქარი. ეს განსაკუთრებით კაქტუსებს მოსწონთ.
აბუსალათინის ზეთი - ხელს უწყობს მცენარის ყვავილობას, ნაყოფის ჩამოყალიბებას,1ლ წყალზე საკმარისია 1 ჩ.კ, ზეთი, მოხმარების წინ ხსნარს კარგად ანჯღრევენ.
ბრილიანტის მწვანე  ან ფუკორცინი - ძლიერი სოკოს საწინაააღმდეგო მოქმედება აქვთ. ამ ხსნარებით ამუშავებენ ბოლქვიანი  მცენარეების ბოლქვებს - სუმბულს, შროშანებს, ტიტებს და სხვებს დაზიანებულ ადგილებზე, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ. ეს ადგილები დამუშავების შედეგად  შუშდება და არ ლპება,
ბორის მჟავა - მისი ხსნარი ასტიმულირებს კოკრების წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაყოფის ჩამოყალიბებას ბოსტნეულ კულტურებში,ხეხილში.1 პაკეტი იხსნება 2ლ წყალში. სეზონზე ამ ხსნარს რამდენჯერმე ასხურებენ მცენარეებს - ყვავილობამდე, შემდე მაშინვე და კიდევ 2 კვირის მერე, რომ  ახალშემოსული ნაყოფი არ ჩამოვარდეს.
ალოეს წვენი - ეფექტურია მცენარის ზრდის და ფესვწარმოქმნისთვის, ასევე შეიძლება მასში თესლის დალბობაც ჩარგვის წინ.
ახალი ვაშლი - 1კგ დაჭრილ ვაშლს 5 ლ წყალში ყრიან და ტოვებენ 2 დღე, ამ წყლით რწყავენ მცენარეებს. ეს მშვენიერი საკვებია მცენარეებისთვის, განსაკუთრებით მოსწონთ შლუმბერგერას, ზიგოკაქტუსს, რიფსალიდოპსისს.
რძე - ჭრელ- და დეკორატიულფოთლიანი მცენარეების საკვებად გამოიყენება. 1ლ წყალში ხსნიან 100გრ რძეს. ეს საკვები მოსწონთ გვმრებს. იმეორებენ უბრალო წყლით  2-3 მორწყვის შემდეგ რამდენჯერმე .
ვიტამინები -  გამოიყენება მცენარის დასაფესვიანებლად, თესლის დასალბობად, ფესვების ზრდისთვის, საკმარისია რამდენიმე წვეთი ერთ ლ წყალზე.
საფუარიანი ხსნარი  - კარგად ცვლის ჰეტეროაუქსინს - ცნობილ ფესვის სტიმულატორს. 1ლ წყალში იხსნება 100მგ საფუარი. ამ ხსნარში აწყობენ ტოტებს ერთი დღით. მერე რეცხავენ წყლით და ასათბურებენ წყლიანი ჭურჭლით, რომელშიც ხის ნახშირის პატარა ნატეხებია. ამ ხსნარის გამოყენება ბაღშიც შეიძლება. გაზაფხულზე ამ ხსნარით რწყავენ მვცენარეებს, მათ  შორის ვარდებსაც,
ხახვის ნაფცქვენების ნახარში - შესანიშნავ სასუქს წარმოადგენს უკლებლივ ყველა მცენარისთვის, კარგია ასევე ამ ხსნარის შესხურებაც  მავნებლების წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის. ნახარშისთვის იღებენ 2 მუჭა ნაფცქვენებს და ასხამენ 1.ლ ადუღებულ წყალს, ადუღებენ კიდევ 3-5 წთ, მერე აგრილებენ, წურავენ და იყენებენ, სჯობს მისი გამოყენება მომზადებისთანავე.
აკვარიუმის წყალი -  ასევე შესანიშნავ სასუქს წარმოადგენს, რომელიც ასტიმულირებს ზრდას. მას იყენებენ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, როცა მცენარის აქტიური ზრდა იწყება.ზაფხულის მეორე ნახევარში, როცა ახალი ტოტები წამოიზრდება და თესლი იწყებს ჩამოყალიბებას, ასევე ნელა მზარდი კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის იგი არ გამოდგება.
კარტოფილის ნახარში - ასევე ყველა მცენარის საკვებად გამოიყენება. ნახარშს აციებენ , წყურავენ და კარგად აზავებენ,
ხორცის ნარეცხი - ასეთ წყალს 2 კვირა აყენებენ, იგი გადადუღდება და მერე ვარგისი ხდება სარწყავად, თუმცა ბაღში სარწყავად დაყენების გარეშეც იყენებენ.
აბზინდის ნაყენი -  ზრდის მცენარის იმუნიტეტს, ეხმარება მცენარეს ჟანგას წინააღმდეგ ბრძოლაში- განსაკუთრებით ლავათერას, ვარდს, ტუხტს, ასევე იცავს ბუგრისგან., მატლებისგან და სხვა ფოთლიჭამია მავნებლებისგან. აბზინდას ასხამენ ცივ წყალს, აჩერებენ 3დღე , მერე კი იყენებენ გაზავების გარეშე, ეფექტურია გაზაფხულზე მისი გამოყენება,
სხვადასხვა მცენარეები სამკურნალო თვისებების გამო ასევე ეფექტურ საშუალებებს წარმოადგენენ და იცავენ მცენარეებს მავნებლებისგან. მაგ. გიფსოფილა და ლავანდა ახლო მზარდ მცენარეებთან არ უშვებს ბუგრს და ჭიანჭველებს. ხავერდა და გულყვითელა - ნემატოდების და სხვა მიწისქვეშა მავნებლებისგან იცავს. ნიორი კლავს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების განომწვევებს, მათ ნაყენებს და ნახარშებსაც იგივე თვისებები აქვთ, რაც თავად მცენარეებს, ამიტომ მათაც იგივე წარმატებით იყენებენ  ბრძოლის ბიოლოგიურ საშულებად სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.
ჭინჭრის ნახარში  - მცენარეთა იმუნიტეტს ზრდის და კარგ საკვებ წარმოადგენს მათთვის. მზადდება ისევე, რგორც აბზინდისა. წყალზე დაყენებულ მცენარეს წურავენ და მერე რწყავენ მცენარეებს, ან აჩერებენ, რომ დადუღდეს, ცუდი სუნის გასაქრობად უმატებენ ბურას. მერე წურავენ, აზავებენ 1:10 და მერე იყენებენ. იგი ნატურალური და უნივერსალური კომპლექტია მიკრო და მაკროელემენტების და არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ პრეპარატებს ეფექტურობით.
შვიტას ნახარში -  ეხმარება მცენარეებს ჟანგასთან ბრძოლაში, ასევე აბლაბუდა ტკიპის წინააღმდეგ. მას იყენებენ როგორც ახალ, ისე მშრალ და გამხმარ მდგომარეობაში. ასხამენ ცივ წყალს, აჩერებენ ერთ დღეს, მერე წამოადუღებენ, წურავენ, აგრილებენ და ასხურებენ ოთახის მცენარეებსაც და ბაღშიც,
კატაბალახას წვენი- ახალმოკრეფილ ვალერიანას აქუცმაცებენ, ასხამენ ანადუღარ წყალს, მერე წურავენ, ასე მიღებულ ექსტრაქტს ასხამენ შუშის ჭურჭელში და ინახავენ მაცივარში. გამოყენების წინ კარგად ანჯღრევენ, 30 წვეთს ამატებენ  ერთ სათლ წყალს და ასხურებენ მცენარეს.
ასეთი ნაყენის და ნახარშის დამზადება ნებისმიერი მცენარისგან შეიძლება ნებისმიერი თანაფარდობით და ნებისმიერი შემადგენლობით.
https://yvavilebismovla.ge/metodebi/202-mineraluri-sasuqi.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

01 April 0 41 202

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно