აქიმენესი
გესნიერიასებრთა ოჯახის პოპულარული წარმომადგენელია.მისი 50 სახეობაა ცნობილი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.ცნობილია მე 18 ს-დან, ბუნებაში გვხვდება ს. და ცენტრ. ამერიკაში.მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს, რაც გასათვალისწინებელია მისი მოვლის დროს. შემოდგომის დასაწყისიდან იწყებს მზადებას ამისთვის.ზამთარში მას დებენ სიბნელეში, დაახლოებით 10გრ ზე და შეზღუდულად რწყავენ .მცენარე ბუსუსებიანია, ღერო დატოტვილი, სახეობის მიხედვით ზოგს ფოთოლიც ბუსუსებიანი აქვს, ყვავილი სწრაფად ჭკნება ,მაგრამ მის ნაცვლად ახალიც მალე იშლება. ყვავილი სხვადასხვა ფერისაა - ყვითელი, ვარდისფერი, წითელი, ლილისფერი, სხვადასხვა ნახატით - წერტილებით, ლაქებით, ზოლებით.
განათება - სინათლისმოყვარეა, სჭირდება კარგი განათება,მაგრამ სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ინტენსივობის სინათლე უნდათ. მუქფოთლიანებს მეტი სინათლე სჭირდებათ და ცოტა ხნით პირდაპირ მზესაც იტანენ. ჭრელფოთოლებს ჩამოფარება უნდა თხელი ფარდის, რომ მზემ არ დაწვას.
ტემპერატურა - ვეგეტაციის დროს ესაჭიროება 22გრ, შემოდგომიდან თანდათან ამცირებენ.
მორწყვა - მცენარე უხვად ირწყვება რბილი ნადგამი წყლით ვეგეტაციის პერიოდში, მაგრამ ისე, რომ წყალი არ ჩაგუბდეს მიწაში. მას ფოთოლზე არ უნდა მოხვდეს წყალი, ამიტომ ძირიდან რწყავენ.
შესხურება - ესაჭიროება ჰაერის მაღალი ტენიანობა, რისთვისაც მცენარის გარშემო ჰაერში ასხურებენ წყალს და არა უშუალოდ მცენარეზე. ქოთანს კი დებენ სველ კერამიტიან სადგამზე ისე, რომ ქოთნის ძირი წყალს არ ხვდებოდეს. ფოთლებზე წყლის მოხვედრისას უჩნდება ყავისფერი ლაქები.
კვება - კომპლექსურ მინერალურ სასუქს აქიმენესს აძლევენ ერთი თვის მერე, რაც გამოჩნდება ახალი ყლორტები , ასე იქცევიან თვეში 2ჯერ ყვავილობის ბოლომდე, მერე კი წყვეტენ.
გასხვლა - მცენარე მას მერე ისხვლება, რაც მიწისზედა ნაწილი გახმება მთლიანად იმისთვის, რომ ფესვებში მთლიანად გადავიდეს ფოთლებში დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები.
მოსვენების პერიოდი - ოქტომბრის შუიდან მისი ფოთლები ნელნელა ხმება ,მერე მათ ჭრიან , ქოთანს კი დებენ სიბნელეში 15გრ ზე, მორწყვას ამცირებენ და ზამთარში თვეში ერთხელ რწყავენ ცოტა ნადგამი წყლით, რადგან მეტი ოდენობის წყალმა შეიძლება მცენარე გააღვიძოს დროზე ადრე. ასეთ შემთხვევაში მას ისევ სინათლეზე აბრუნებენ ლუმინესცენტური ნათურის ქვეშ, ნორმალური განვითარებისთვის.
დარგვა - ასე შენახული ფესვები 18გრ ის მერე იღვიძებენ , მას მეტად რწყავენ , გააქვთ სინათლეში, ასევე იზრდება ქვიშაში შენახული ფესვებიც,
გადარგვა - მცენარის გადარგვა ხდება თებერვლის დასაწყისში არაღრმა ქოთანში , რადგან მას ფესვები ზედაპირულად ეზრდება. ამავე დროს შეიძლება მცენარის გაყოფაც ფესვის გაყოფით მჭრელი დანით ისე, რომ ყველა ნაწილს ზრდის წერტილი ჰქონდეს. გადანაჭერს აშრობენ, მერე ამუშავებენ ხის ნახშირით და რგავენ ნოყიერ ნიადაგში, ქოთნის ძირში ყრიან დამტვრეულ აგურს ან კერამზიტს დაახლოებით ნახევრამდე, მერე კი მიწას ასეთი შემადგენლობით :4წილი ფოთლოვანი, 2წილი კორდის, 2წილი ფოთლოვანი მიწა , 1წილი ქვიშა და 1წილი ნიშომპალა, უმატებენ კიდევ ხის ნახშირის ნამტვრევებსაც, მასში რგავენ ფესვებს და ზემოდანაც ამ მიწას აყრიან თხელ ფენად.
დათესვა - ითესება ზამთრის ბოლოს მსხვილ ქვიშაში, ზემოდან აფარებენ
მინას,რწყავენ ძირიდან ,დებენ 22-26გრ ზე, პერიოდულად ანიავებენ. 15-20 დღეში ამოდის,, მერე კი რგავენ რამდენჯერმე. მოძლიერებულ მცენარეს საბოლოო გადარგვის მერე უვლიან ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეს. თესლის ყიდვაც შეიძლება და საკუთარსაც მიიღებენ ყვავილობის მერე 2 თვეში , დამწიფებული ნაყოფის დაკრეფით და თესლის გამოცლით.
გამრავლება ტოტით - ასე შედარებით იშვიათად ამრავლებენ მცენარეს: ჭრიან ტოტებს, მათგან იღებენ შუა ნაწილს, დებენ ქვიშაში, კონტეინერს აფარებენ სახურავს, პერიოდულად ანიავებენ და ძირიდან რწყავენ. პროცესს აჩქარებს ფესვის ზრდის სტიმულატორები, 2კვირაში ფესვი გამოუვა, კიდევ 2კვირაში კი მათი გადარგვაც შეიძლება.
გამრავლება გაყოფით - ფესვს ყოფენ რამდენიმე ნაწილად და ცალ-ცალკე რგავენ ქოთნებში.
დაავადებები - კოკრები მურა ფერისაა. ასე ხდება, თუ მას ზრდიან მაღალ ტემპერატურაზე, საჭიროა მისი დაწევა 24გრ-მდე.
ნაცრისფერი ლპობა -მიზეზი ნიადაგში ზედმეტი წყალია.
ფოთლებზე ყავისფერი ლაქები -ამას ცივი წყალი იწვევს.
მავნებლები - მცენარეს ემტერება ტრიპსები, ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა.
აქიმენესის სახეობები - 1. გრძელყვავილა აქიმენესი - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, იზრდება 30სმ მდე.ღერები ბუსუსებიანია, მწვანე,დაბლა დაშვებული იზრდება და გამოდგება ამპელურად.ფოთლების ბუსუსაა, მოგრძო ფორმის , ყვავილები დიდია, იისფერი, იზრდება ფოთლის უბეებში თითო-თითო. მისი ბევრი ჯიშია გამოყვანილი. 2. მსხვილყვავილა აქიმენესი - გვხვდება მექსიკაში, იზრდება 50სმ მდე, ფოთლები დიდია-10სმ სიგრძის და 6სმ სიგანის. ყვავილები - მეწამული მოწითალო ელფერით, თითო უბეში 2-2 იზრდება.