ფალენოპსისის რეანიმირების პირობა

მცენარის რეანიმირების პირობაა მისი ფესვების 95-98 % არარსებობა, რაც ნიშნავს, რომ ან საერთოდდ აღარ დარჩაა ფესვი, ან 1-2 მცირე ზომის ნაწილი-ღა შერჩა, პირველ რიგი მცენარე უნდა ამოიღოთ ძველი ქოთნიდან, გაურეცხოთ ფესვები, მოაშოროთ დამპალი და გამხმარი ფესვები, გარეცხვის მერე კარგად უნდა გაუშროთ ფესვები, ზაფხულში შეიძლება უბრალოდ აივანზე დადოთ მცენარე სუფთა ჰაერზე, ნახევარ საათში ფესვები გაშრება, ზამთარში ამას 2-3 სთ სჭირდება, არ შეგეშინდეთ ორქიდეის დადება დიდხანს სუბსტრატის გარეშე,
იგი ამას კარგად უძლებს. ცოცხალი ფესვები შეხებით მკვრივია,მაგარი, ახალი ფესვები მშრალ მდგომარეობაში ღია ფერისაა,დასველებული კი მწვანეა, ძველ ფესვებს ღია-ყავისფერი დაჰკრავთ,დამპალი ფესვები კი მუდამ ყავისფერია,(ღიადან მუქისკენ ),შეხებით სლიპინა, ცარიელი, ხელის მოჭერით გამოსდის წყალი, კანი სძვრება და შიშვლდება ფესვის შიგა ძაფისებრი გული.
გაფუჭებული ნაწილების მოცილების მერე საჭიროა დეზინფიცირება -დარიჩინით, გააქტივებული ნახშირით. იოდი, არაყი ან ბრილიანტის მწვანე არ გამოიყენება, რადგან მათში არსებული სპირტი ფესვებში კაპილარებს ზევით მიჰყვება,აშრობს საღ ქსოვილებს და რამდენიმე საათში შეიძლება ფესვი მოკვდეს. ფესვის ლპობის მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველას მივყავართ ერთ ძირითადამდე - ცუდი განათება, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში,

ყველა ორქიდეას სინათლის საკუთარი საზღვრები აქვს, რომლის ზემოთაც იგი იზრდება, ქვემოთ, კი, მისი განვითარება ჩერდება იმდენად, რომ მცენარე იძინებს, ამ მდგომარეობაში წყალს არ შეიწოვს, მისთვის სულერთია, რწყავთ თუ არა, მექანიზმი შეწოვის და ფოთლებისკენ მიწოდების არ მუშაობს, წყალი გუბდება ველამენში ფესვის ზედა მკვდარი უჯრედების ფენაში, იმისთვის, რომ მოხდეს შეწოვა, საჭიროა თავად მცენარის აქტიურობა, მან უნდა გასცეს ბრძანება შეწოვაზე, ეს სიგნალი გადაეცემა ფოთლებიდან ძირს, ფესვებისკენ, და მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ფოთოლს მზის სხივი ეცემა, იმდენი, რაც მის ზღვარს შეესაბამება.მაგ. თუ ორქიდეის სინათლის ზღვარია 2 000 ლუქსი,და ფანჯრიდან შემოდის 300ლუქსი, მცენარის მორწყვისას წყალი ჩერდება ველამენთან და დგას, სადილობისას მზემ გამოიხედა და ფანჯარაში შემოდის 2 100 ლუქსი, დაეცა მზის სხივი ფოთოლს,გაიცა ბრძანება და ფესვებმა დაიწყეს შეწოვის პროცესი, 40 წთ ის მერე მზე მიიმალა და მომდევნო 3 დღის განმავლობაში არ ჩანს, ეს დღეები 400ლუქსს არ სცილდება შემოსული სინათლე, ანუ მთელი კვირა მორწყვის მერე ორქიდეამ მორწყვისას მიწოდებული წყლის მხოლოდ 2 % აითვისა, რაფასთან გამათბობელიც ჩართულია, ასე ქოთნის ძირიდანაც აორთქლდა წყლის ნაწილი,სითბო ათბობდა ქოთანს და შიგ არსებულ სუბსტრატს, და იქედანაც მოხდა წყლის ნაწილის - 20 % აორთქლება, ანუ სულ მიწოდებული წყლის 100 % დან წავიდა 22 % - 2 თავად შეიწოვა, 20 აორთქლდა, მომდევნო კვირა ფესვებს გარშემო ჰქონდათ 78% აუთვისებელი წყალი. შედეგი - ფესვის უჯრედების კედლები იწყებენ თანდთან რღვევას და ფესვი ლპება.

სუბსტრატი, რაშიც ზის მცენარე, არასტერილურია, დროთა განმავლობაში იქ იქმნება გარკვეული მიკროფლორა - სოკო, ტკიპები, სასარგებლო მიკროორგანიზმები, ეს ნორმაა, მაგრამ სიტუაცია იცვლება მკვეთრად, თუ ზამთარში სუბსტრატი დიდხანს რჩება სველი. სიბნელე და სისველე - ხელსაყრელი პირობებია სოკოს გამრავლებისთვის, ისინი ჩაეჭიდებიან ფესვებს, მათში უშვებენ ტოქსინებს და აზიანებენ მცენარეს. თანდათან ადიან ზემოთ ღეროს და ფოთლის მიმართულებით. ზოგიერთი სახეობა იმდენად აგრესიულია რომ 24 სთ ში მცენარის მთელ ფესვებს ანადგურებს, ამიტომ თუ

ზუსტი მიზეზი ფესვების დაკარგვისა უცნობია, ჯობს მცენარის ძირის 10-15 წთ-ით ფუნგიციდში ჩადება. მაგ , ფუნდაზოლში, მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული დოზის ნახევარში, ბოლო ეტაპი მცენარის მომზადებისა -ზრდის რეგულატორით დამუშავებაა, იგი იმუნიტეტს აძლიერებს. ხშირად გვხვდება ასეთი პრეპარატები - ეპინი და ცირკონი. მათ იყენებენ 1 წვეთს 1ლ წყალში, და მცენარეს ამ ხსნარში ტოვებენ 15წთ-2სთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ესეც არაა პანაცეა და ცუდი განათების პირობებში არ იმუშავებს. თუ რეანიმაციის დროსაც იგივე განათება ექნება, რამაც ფესვების დაკარგვა გამოიწვია, მას არაფერი ეშველება.

რეანიმაციის მეთოდები: დამოკიდებულია მის ზოგად მდგომარეობაზე -ფოთლების ჭკნობა, ფესვების მდგომარეობა, მათი რაოდენობა, და ა.შ.

გარემო პირობებზე - განათება, ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, და თქვენს თავისუფალ დროზე, რასაც დაუთმობთ მცენარეს, მაგ. დღეში 2-3ჯერ მორწყვა, სათბურში მდუღარეწყლიანი ჭიქის ჩადგმა და ა.შ.

1.რეანიმაცია სათბურის გამოყენებით -ორქიდეებს ხშირად უშენებენ ორანჟერეებს, სათბურებს, მათ ათავსებენ ტერარიუმებში, ფლორარიუმებში, ორქიდარიუმებში, რატომ? იმისთვის, რომ შეუქმნან ბუნებრივთან მიახლოებული გარემო -სითბო, განათება, ტენიანი კლიმატი. მაგრამ თუ ფალენოპსისი ისედაც კარგად იზრდება და ხანდახან ყვავის კიდეც რაფაზე, რა საჭიროა ეს? მაგრამ ზრდა - შეფარდებითია, თუ მცენარემ თვის განმავლობაში ერთი ფოთოლი და ერთი ფესვი გამოიტანა, ეს ერთია, და თუ ეს ერთი ფოთოლი კიდეც გაზარდა მაქსიმუმამდე და უკვე ახალი ფოთოლიც ჩანს, ფესვები კი ერთბაშად რამდენიმე იზრდება - ეს მეორეა,საქმე ისაა, რომ ფალენოპსისს შეუძლია ორგვარ გარემოში გაიზარდოს: C3/C4 და САМ ფოტოსინთეზი,

პირველი გვხვდება 70 % იანი ჰაერის ტენიანობისას, ღამის სიგრილე არ ასრულებს დიდ როლს, რადგან ფოთლის ბაგეები ღიაა დღის განმავლობაში, ფუნქციონირებს ნახშირორჟანგი ზრდისთვის და უცებ იწყება მისი გადამუშავება, ფოთლის, ფესვის ახალი უჯრედები სწრაფად წარმოიქმნება, ზრდა უცებ ხდება, მაგ ცნობილია შემთხვევა, როცა საყვავილე ღერო 2სმ ს იმატებდა დღე ღამეში,САМ ფოტოსინთეზის დროს ნახშირორჟანგის ფიქსაცია და გადამუშავება დროში გაყოფილია, აირცვლის პროცესზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ღამის ტემპერატურა, თუ 2 ერთნაირ ორქიდეას ერთნაირ განათებაში მოათავსებთ, მაგრამ სხვადასხვა ჰაერის ტენიანობაზე, ის, რომელიც САМ რეჟიმში მუშაობს, უფრო ნელა გაიზრდება.

პირველი მეთოდით მცენარის ნორმაში დაბრუნება უფრო სწრაფად ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ფესვების ზრდა მხოლოდ გარკვეული განათების პირობებში შეიძლება და ის დოზა, რომელშიც მანამდე ეს მცენარე იმყოფებოდა, არაა საკმარისი მისთვის, მაგრამ თუ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას მხოლოდ ტენიანობის ან სითბოს ხარჯზე შევეცდებით, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, პირიქით, მცენარე უბრალოდ დალპება. შეიძლება მიხვდეთ ამას და მცენარისთვის შეიძინოთ დამატბითი განათება ფიტო-ნათურის სახით,ან გადაიტანეთ მცენარე ს.ფანჯრის რაფაზე, ამის მერე დგება საკითხი,როგორ გადავიყვანოთ ორქიდეა მეორიდან პირველ მეთოდზე, როდესაც არ გვაქვს ორქიდარიუმი, შეგვიძლია თავად გავაკეთოთ სათბური,მაგ, ტორტის გამჭირვალე ყუთის, პლასმასის ბოთლის, ან აკვარიუმის საშუალებით.
სათბურის ძირში ყრიან კერამზიტის თხელ ფენას, ზემოდან კი ნამიან სფაგნუმს აფენენ, რეანიმაციისთვის ჯობს მზა,ნაყიდი სფაგნუმი გამოიყენოთ,რაც ზოომაღაზიებში იყიდება. ტყის ხავსისგან განსხვავებით, იგი უკვე გასუფთავებულია მწერების და მათი კვერცხებისგან, მეორეც, ხავსის შენარჩუნება დიდხანს საჭირო დონეზე უფრო ძნელია, რომ ორქიდეა ზედმეტად არ დატენიანდეს. იმის მიუხედავად, როგორ მოკვდება ხავსი, ეს ნეგატიურად აისახება რეანიმაციაში მყოფ მცენარეზე, მისი ძირის ლპობას გამოიწვევს, ხავსი დალპება და დაიშლება, ამიტომ ჯობს მშრალი მზა სფაგნუმის გამოყენება.
სანამ მცენარეს სათბურში მოვათავსებთ, შეიძლება მისი ძირის დამუშავება კორნევინით. როგორც წესი, მცენარე უფესვოდ რჩება ოქტომბერ-მარტის პერიოდში, თუმცა გამოუცდელობით შეიძლება ორქიდეა უფესვოდ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდშიც დარჩეს. თუმცა განათება-სითბოს ნაკლებობა კი არა,
ამ დროს მათი მეტობაა, არ შეიძლება მცენარის სათბურის ს. ფანჯარაზე, პირდაპირ მზეზე დადგმა. მზე სათბურის კედლებს 50გრ და მეტზეც გაათბობს,
რაც ორქიდეისთვის სასიკვდილოა. 70-100% ტენიანობისას ჰაერში პატარა სივრცეში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 33გრ ს. სინათლე უნდა იყოს მკვეთრი, მაგრამ გაფანტული,რეანიმაციის დროს იდეალური ტემპერატურა 22-28გრ-ს შორისაა. უფრო დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა არ იძლევა ორქიდეისთვის სამკურნალო ეფექტს, პირიქითაც, ხელს უწყობს ობის გაჩენას და მცენარის დალპობას. უფრო მაღალი ტემპერატურის დროს კი მცენარე გადახურდება, ვარდება სტრესსში და წყლის შეწოვის ნაცვლად მის აორთქლებას იწყებს. ისედაც დასუსტებული ქსოვილები შემდგომში კიდევ უფრო სუსტდება და იშლება. ფალენოპსისი მცენარეების საკმაოდ დიდი ჯგუფია, მოიცავს ბევრ სახეობას და კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდს, და თუ ერთ ჯგუფს 27-28 გრ ესაჭიროება, მეორეს - 32-33 აკმაყოფილებს, ერთეულ ორქიდეებს კი 35 გრ,სჭირდებათ. წარმატებული რეანიმაციისთვის საჭიროა სამივე კომპონენტი ოპტიმალური იყოს, ორქიდეა უნდა იყოს თბილ, ტენიან,კარგად განათებულ გარემოში , თუ მას მოვათავსებთ სათბურში, სადაც მაღალია ტენიანობა, მაგრამ გრილა, შედეგი იქნება მცენარის დალპობა, თუ მას მაღალი ტენიანობის სათბურში თბილად მოვათავსებთ, მაგრამ ცუდ განათებაში, ასე სოკოები და ბაქტერიები გამრავლდება, მცენარე კი ასეთ პირობებში დასუსტდება, და ფესვებს ვერ განივითარებს.

სათბურის მუშაობის პრინციპი ისაა, რომ მაღალ ტემპერატურაზე სველი კერამზიტი და ხავსი ცხელდება და აქტიურად აორთქლებს წყალს, ზაფხულში ეს პრობლემა არაა, რადგან სათბურშიც და მის გარეთაც 25 გრ ზე მეტია ტემპერატურა, აქ პირიქით, არ უნდა დავუშვათ გადახურება, ზამთარში კი აორთქლება ძნელდება, სათბური უნდა მოვათავსოთ ისე, რომ მისი ძირი თბებოდეს გამათბობლით, მაგრამ შიგნითა ტემპერატურა არ აღემატებოდეს 32-33 გრ-ს. შეიძლება შიგნით ცხელწყლიანი ჭიქაც ჩავვდგათ, რაც გაზრდის ჰაერის ტენიანობასაც და ტემპერატურასაც. მაგრამ ასე ხელსაყრელი პირობები სათბურში 2-4 სთ გრძელდება, მერე ყველაფერი თავიდან უნდა გავიმეოროთ ხშირად. ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს, 80 % ში პირველლ ფესვებს მცენარე უკვე 10-14 დღეში გამოიტანს.

მცენარეს ესაჭიროება ნახშირორჟანგი უჯრედების საშენ მასალად, ჰაერის ამ გაზით გასაჯერებლად, ობის გაჩენის პროფილაქტიკის და სოკოების და ბაქტერიების განვითარების თავიდან ასაცილებლად დღეში ერთხელ საჭიროა სათბურის განიავება. საღამოს 15-20 წთ ით ზამთარში, ზაფხულში კი ღია შეიძლება მთელი ღამითაც დარჩეს .რადგან ორქიდეა ნამიან ხავსშია მუდამ, პერიოდულად უნდა დათვალიერდეს მთი შეხების ადგილი, თუ სადმე სიმუქეს შეამჩნევთ, ორქიდეა აუცილებლად უნდა ამოიღოთ სათბურიდან და კარგად გავაშროთ. შემდეგ კი ჩავაბრუნოთ სათბურში ,მაგრამ ხავსზე სხვა მხრით უნდა დავდოთ. 10-20 დღეში ერთხელ შეიძლება ორქიდეის დალბობა სასუქის სუსტ ხსნარში, უნდა გვახსოვდეს, რომ არაა სასურველი ორგანული და კომპლექსური სასუქის გამოყენება, რომელიც შეიცავს აზოტს 14 % ზე მეტს საერთო მასიდან. ფესვების განვითარებაზე უფრო მოქმედებს კალიუმი და ფოსფორი, ამიტომ შესაძლებელია მათი სუფთა სახით გამოყენებაც, მაგ,, სუპერფოსფატის, მათ გარდა ასეთ ორქიდეებს რკინაც ესაჭიროებათ. შეიძლება რკინის ჰელატის გამოყენებაც. რომელიც კარგად შეიწოვება, არ იწვევს გართულებას ,ამიტომ ხშირად, 2-3 დღეში აძლევენ მცენარეს.

შესაძლებელია ზრდის რეგულატორების - ეპინის, ცირკონის და ვიტამინების გამოყენებაც, მხოლოდ 30-40 დღეში ერთხელ. – 1 წვეთი 1 ლ წყალში, ასეთ ხსნარში ალბობენ მცენარეს 2 სთ. უფრო მეტი ფესვების ზრდის სტიმულაციისთვის შეიძლება ფოთლების დასველება შაქრიანი,თაფლიანი ან გლუკოზიანი წყლით -1 ჩ,კ, 1ლ წყალზე, ან მთელი მცენარის ბანაობა კვირაში ერთხელ 15 წთ-ით, წყალი უნდა იყოს დისტილირებული, შაქართან ერთად შეიძლება სასუქის გამოყენებაც.
მაგრამ მათი გამოყენება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ ფოთლების ქსოვილი ძალიან არაა ატროფირებული,რეანიმაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მცენარის მდგომარეობაზე, კერძოდ - ცოცხალი ფესვების არსებობაზე,(თუნდაც მათ ნაწილზე ან გაშავებულ ჩანასახზე), ფოთლების ქსოვილების მდგომარეობაზე და გარე პირობებზე,(ზაფხულში რეანიმაცია სწრაფად მიდის , ვიდრე ზამთარში). საშუალოდ ეს პროცესი გრძელდება 1 თვიდან 1 წლამდე. როგორც კი ფესვის ზომა მიაღწევს 3-4სმ-ს, მას რგავენ ჩვეულებრივ სუბსტრატში პატარა ქოთანში და რწყავენ, როგორც ჯანმრთელ მცენარეს. გამოდგება ტორფის პატარა ქოთნები ბაღის ნერგებისთვის, მასში ფესვები თავისუფლად ვითარდეა და მერე დიდ ქოთანში ჩარგვა ამავე ტორფის ქოთნითაა შესაძლებელი, გარშემო კი სივრცეს ავსებთ ქერქით. ორქიდეამ რომ არ იყანყალოს ქოთანში, გვერდზე ურჭობენ ჯოხებს და მასზე აბამენ. 2-4 კვირის მერე მცენარე დამოუკიდებლად მაგრდება ქოთანში ფესვებით და საყრდენს აშორებენ.

რეანიმაცია სათბურის გარეშე მოსამზადებელი სამუშაოების მერე ორქიდეას დებენ შუშის, პლასმასის ან კერამიკულ უნახვრეტო ჭურჭელში და დებენ ნათელ ადგილზე 20-27გრ-ზე. მას პერიოდულად ალბობენ წყალში, მერე კი აშრობენ. ყოველდღე დღის პირველ ნახევარში ჭურჭელში თბილ წყალს ასხამენ.,ისე, რომ წყალში ღეროს წვერი იდოს მხოლოდ. სადაც ადრე ფესვები იზრდებოდა. ასე ტოვებენ 3-6სთ, მაქს. 24 სთ, არაა რეკომენდებული წყლის ფოთლებზე მოხვედრა.ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად ფოთლის ქსოვილი იშლება,ლპება ან ხმება, ახალი ფესვები სწრაფად რომ გაეზარდოს, წყალში ამატებენ შაქარს, გლუკოზას ან თაფლს 1ჩ.კ. 1ლ წყალზე. ტკბილი წყალი შეიძლება ყოველდღიურად. მათ გარდა შეიძლება დავამატოთ ასევე

რკინის ჰელატი - მას მცენარე კარგად ითვისებს და ზედმეტი არასდროსაა, მისი გამოყენება შეიძლება 2-3 დღეში, კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქი

ხელს უწყობს ფესვის ზრდას, მაგრამ ზედმეტი დოზები მცენარის ძალების გადანაწილებას იწვევს საყვავილე ღეროს ზრდისკენ. ამიტომ მათ უფრო იშვიათად - 15-20 დღეში იყენებენ. კორნევინი -1გრ 1 ლ წყალზე, ამ ხსნარში ალბობენ ღეროს 6სთ მდე,განმეორებით ეს პროცედურა ტარდება 2-3 კვირის შემდეგ. დიდი დოზებით მას უკუეფექტი აქვს -ანელებს და საბოლოოდდ აჩერებს მცენარის ზრდას. კომპლექსური სასუქი - ორგანულ სასუქს და სასუქს, რომელიც შეიცავს აზოტს 14 % ზე მეტი რაოდენობით, არ იყენებენ,რეანიმაციის ხანგრძლივობა მცენარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რაშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ცოცხალი ფესვების არსებობას,ფოთლების ქსოვილის მდგომარეობას და გარე პირობებს,(გაზაფხულ-ზაფხულში კარგი განათების გამო

რეანიმაცია სწრაფად ხდება, ვიდრე შემოდგომა-ზამთარში). რეანიმაციის დაწყებიდან პირველი ფესვების გამოჩენამდე 3კვირიდან 6 თვემდე დროა, რაც უფრო სწორად იქნება შერჩეული განათება,მით სწრაფად გაიზრდება მცენარე.

კიდევ ერთი მეთოდი მცენარის მუდმივად წყალში ყოფნა, თუმცა ამას უარყოფითიც აქვს - ორქიდეის სიკვდილიანობის ძალიან მაღალი პროცენტი,დაახლ 90 %: მხოლოდ ძალიან მცირე რიცხვია ორქიდეების, რომლებსაც შეუძლიათ მუდმივად წყალში ყოფნა ლპობის გარეშე. და კიდევ -ახალი ფესვების ჰიპერმგრძნობელობა: პრაქტიკამ აჩვენა, რომ მცენარე, რომელსაც ფესვები წყალში გამოუვიდა, მგრძნობიარეა გაშრობის მიმართ და ჩარგვის მერე ძალიან სწრაფად კვდება. თუ მაინც ამ მეთოდს აირჩევთ, ყოველდღიურად უნდა გაკონტროლდეს მცენარე და ლპობის პირველივე ნიშნების აღმოჩენის, გაყვითლების ან ქსოვილის წყლით გაბერვისთანვე უნდა ამოიღოთ წყლიდან გააშროთ და სხვა მეთოდზე გადახვიდეთ. ერთ ჯგუფში მყოფი ორქიდეები, მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგს მსხვილი ხორციანი ფოთოლი აქვს, ზოგს -თხელი, ამიტომ ის, რაც ერთ მცენარეს უხდება, სხვისთვის მიზანშეუწონელია, დიდხანს წყალში დება მცენარის სხვა ფაქტორებზეც მოქმედებს, ამის გამო ერთი ფორმულა ყველაზე არ გამოდგება.

3 ჩვეულებრივი მცენარესავით ჩარგვა -ეს მეთოდი ყველაზე კარგია იმ ორქიდეისთვის, რომელსაც დარჩა ცოცხალი ფესვების მცირე რაოდენობა, წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მას რგავენ პატარა და ვიწრო ქოთანში, ამაგრებენ შიგ და დებენ ნათელ ადგილზე, 20-25 გრ-ზე, ღამით ტემპერატურის დაცემის გარეშე. 25 ზე ზემოთ აწევაც არაა მიზანშეწონილი, რადგან ამ შემთხვევაში ფოთოლი მეტ წყალს ააორთქლებს ვიდრე დასუსტებული მცენარე იწოვს, რეგულარული გადახურება ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და 2-3 დღეში შეიძლება მცენარე კიდეც მოკვდეს. სუბსტრატად იყენებენ წვრილად დაქუცმაცებულ ქერქს, სფაგნუმს, წვრილ კერამზიტს. მორწყვის მაგიერ სუბსტრატს ნამავენ და იმეორებენ, როცა იგი სულ გამოშრება, სუბსტრატთან ერთად ნამავენ მთელ მცენარესაც, რადგან ორქიდეა არა მარტო ფესვებიდან, არამედ ფოთლის მიკროფორებითაც იწოვს წყალს. კარგი ვარიანტია ასევე სუბსტრატის მხოლოდ ქვედა ფენის დალბობა, რისთვისაც ქოთანს დგამენ წყლიან ჯამში ,მაგრამ ეს მეთოდი არ ვარგა ტორფის ქოთანში გაზრდილი მცენარისთვის, ვინაიან მასში წყალი ძალიან სწრაფად აიწოვება ზევით და მეთოდი თავის არსს ჰკარგავს. 40 წთ ის მერე ქოთანს იღებენ ჯამიდან, ამ პროცედურას იმეორებენ მას შემდეგ, რაც სუბსტრატი სრულად გაშრება. ზოგადად, რაც მეტია ცოცხალი ფესვები, რაც უფრო სწორადაა შერჩეული განათება,მით სწრაფად ხდება მცენარის რეანიმაცია. ფესვების არარსებობისას რეანიმაციას სჭირდება წელიწადზე მეტი,მეთოდების შერჩევისას ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, გავითვალისწინოთ ყველაფერი, დადებითი და უარყოფითი.









04 December 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно