მცენარეები სამზარეულოსთვის

სამზარეულო ადგილია, სადაც მზადდება კერძი, რომელსაც საჭირო ინგრედიენტების გარდა, სჭირდება მზარეულის ენერგია, ასევე გარემოსი, რაც დიდ გავლენას ახდენს მომზადებული კერძების საგემოვნო თვისებებზე და მის სარგებლიანობაზე.  ხშირად სა,ზარეულო ითავსებს სასადილოს, ახლობლების მისაღების და გართობის ზონის როლსაც, და ბოლოს, იგი ოჯახის დიასახლისის სახეცაა და მთელი ოჯახის წევრებისთვის საყვარელი ადგილიც.
არც ერთი მნიშვნელოვანი სივრცე არ რჩება მცენარეების გარეშე, მათ შორის,- არც სამზარეულო, სწორედ მათ შეაქვთ დადებითი ენერგეტიკა ამ სივრცეში, ამიტომ მცენარეების შერჩევისას სახლის ამ ზონისთვის უნდა გავითვალისწონოთ:
-მცენარის ზომა - პატარა სამზარეულოში არა დიდი მცენარის ადგილი,
- მცენარის მდებარეობა - მათ არ დებენ კარადებთან, ან მაცივართან,  რომელთა კარებიც ხშირად იღება, არც კაშპოებს კიდებენ, თუნდაც ულამაზესი ამპელური მცენარეები იყოს მათში ჩარგული, რომ ყოველ წუთს არ დაეჯახონ ტაფებით და ქვაბებით აქეთ-იქეთ სიარულისას.
- მცენარეთა მდებარეობა გამათბობლებთან მიმართებაში - სამზარეულოში ბევრი ხელსაწყოა, რომელიც გამოჰყოფს სითბოს, თუნდაც მცირე ხნით,  - ელექტროჩაიდანი, ყავადანი, პურის საცხობი, გაზქურა, ტოსტერი,,  მათთან ახლოს მცენარეების დადება აზიანებს მათ  და შესაძლოა მცენარეთა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს,
- ტემპერატურის და ტენიანობის კონტრასტი - ჩართული გამაათბობლები სამზარეულოში - გაზქურა, ღუმელი, ტემპერატურას სამზარეულოში რამდენიმე გრ ით მაღლა სწევს.  სადილის მომზადების მერე ხელსაწყოების გამორთვა კი  უცებ აგდებს ტემპერატურას, ხშირი სტუმრიანობის გამო ზოგ ოჯახში ყოველდღე ირთვება გაზქურა, ღუმელი, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს ასეთ სამზარეულოში მყოფ მცენარეებს - ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ყოველდღიურად ტემპერატურის ასე მკვეთრ ცვლილებებს, თუნდაც ხანმოკლეს.
ყოველივე ამის გთვალისწინებით, სამზარეულოსთვის გამოდგება შემდეგი მცენარეები:
ქლოროფიტუმი - შესანიშნავად წმენდს ჰაერს სამზარეულოში, კარგად იტანს სითბო-სიცივის და ტენიანობის ცვალებადობას, კარგად გრძნობს თავს რაფაზეც, მაცივრის თავზეც და თაროზეც.
სცინდაპსუსი -  უპრეტენზიო, ამპელური მცენარე, კარგად წმენდს ჰაერს, არ ეშინია ორპირის და ტემპერატურის ცვლილებების.
ვეფხისტყავა - ესეც ძალიან კარგად ეგუება სამზარეულოს, უძლებს სინათლის და სითბოს მერყეობას, მცენარე მრავალფეროვანია ფოთლების ფერით და ფორმით და მათი დიზაინის შესაბამისი ჯიშის შერჩევით, მშვენიერი კომპოზიციების შექმნა შეიძლება.
- უზუმბარული იები - დიდი ხნის წინ დამტკიცეს, რომ შესანიშნავად ცხოვრობენ სამზარეულოებში, ამავდროს ამრავალფეროვნებენ ფანჯრის რაფებს.
- ჭორტანა - ჯუჯა, ფართოფოთლიანი, ჭრელ ფერებში, საკმაოდ ადვილად ეგუება სამზარეულოს.
-ბალბიფოთოლა - უპრეტენზიო, ხანგრძლივმყვავილე მცენარე, უამრავი ჯიშის და ჰიბრიდული ფორმის სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლებით, არა მოყვავილე მდგომარეობაშიც კი მშვენიერი სანახავია.
განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა ფანჯრის რაფაზე მწვანილი - რეჰანი, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, ჯუჯა დეკორატიული წიწაკა არა მარტო გურმანების, არამედ ესთეტების  გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ბოტანიკოს-მეყვავილეების რეკომენდაციების და საკუთარი გემოვნების შეჯერებით სამზარეულოში შესანიშნავი მწვანე კუთხის მოწყობაა შესაძლებელი.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно