ფიკუსი - პანდა
დღეს ფიკუსების უამრავი ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც საკმაოდ განსხვავებული შესახედაობისაა და ხშირად მათ მაღაზიებში დამოუკიდებელ მცენარეებად მიიჩნევენ. ერთერთი ასეთია ფიკუსი-პანდა, იგი სინამდვილეში ბლაგვი ფიკუსის ერთი ჯიშია, თუმცა საკმაოდ ორიგინალური.
მისგან კარგი ბონსაი იზრდება და არა მხოლოდ. ხშირი ვარჯი და წვრილი ფოთლები, არც ისე მსუბუქი ხასიათი და საკმაოდ მაღალი ფასი - ეს ყველაფერი ბევრს იზიდავს და ამიტომ იგი ექსკლუზიურ მცენარედ იქცა. მას ბლაგვად დაბოლოებული, თითქმის მრგვალი ფოთლები აქვს. მარადმწანე ხისებრი უხვვარჯიანი მცენარეა, ტოტები სწრაფად ხევდება, ასაკთან ერთად დეფორმირდება, სქელდება, რის გამოც ბონსაიდ მისი ფორმირება ადვილდება. მას საკმაოდ ძლიერი საჰაერო ფესვები აქვს, ღია ნაცრისფერი ქერქი. ახალგაზრდა ტყავისებური ფოთლები ოქროსფერია, მათი წყალობით ამ ფიკუსს ხშირად „ოქროს ფიკუსს“ ეძახიან. ახალი ფოთლები სხვა ფიკუსების მსგავსად, იმალებიან ღია ფერის ადვილად მცვენ ფოთლისახლო წანაზარდების ქვეშ. დიდი ფოთლები კი ელიფსურია, ბოლომომრგვალებული, კიდეები კი იდეალურად სწორი, სიგრძეში 6 სმ, განში - 4 სმ, ფერი - მუქი მწვანე, მბრწყინავი, ცენტრალური წვრილი ძარღვით. პანდას არ აქვს ფოთლებზე ფერადი წერტილები და ლაქები, მაგრამ მისი ფოთლების ფერი განსხვავებული ტონალობის და სიმკვეთრისაა. ყუნწები წვრილი, მოკლე, მორიგეობით განლაგებული. ეს ყველაფერი ბუჩქს საკმაოდ ორიგინალურ ფერებს აძლევს, რაც მთელი წელი ნარჩუნდება.
კიდევ ერთი პლიუსი მისი მრგვალი მწვანე ნაყოფია, ყვავილობა კი უინტერესო და თითქმის შეუმჩნეველია.
მოვლა: დიდად არ განსხვავდება სხვა ფიკუსებისგან. საჭიროა მხოლოდ გარემო პირობების სტაბილურობის შენარჩუნება - მას არ მოსწონს არც განათების, არც ტემპერატურის ცვალებადობა, არც ორპირი და არც ჰაერის მაღალი ტენიანობა.
განათება: სინათლისმოყვარულია და თავს ნახევრადჩრდილშიც ცუდად გრძნობს, მაგრამ ზაფხულში ჩამოფარება სჭირდება.ზამთარში კი პირიქით, განათებულ ადგილზე დადება. მოეწონება დამატებითი განათებაც.
ტემპერატურა: მისთვის არ შეიძლება 8გრ ზე დაბალი ტემპერატურა, საკმარისია 15 გრ, ოპტიმალური კი - 17-22გრ ია. უფრო მეტ ტემპერატურაზე დასჭირდება მომატებული ტენიანობა. ზაფხულში კარგადაა სუფთა ჰაერზე. მაგრამ ვერ აიტანს ორპირს, სიცივეში იცვენს ფოთოლს, საჭიროა ფესვების დაცვაც გადაციებისგან. ზამთარში ქოთანს დებენ შემაღლებულ ადგილზე, ცივ რაფასთან კონტაქტის შესამცრებლად.
მორწყვა: რეგულარული, ზომიერი, ისე, რომ ტენიანობა შენარჩუნდეს მიწაში. მაგრამ ზაფხულში სჭირდება შედარებით უხვად, ისე, რომ მიწის ზედა ფენა შეუშრეს. ზედმეტი მორწყვა მას უფრო ვნებს, ვიდრე გამოშრობა, მოსარწყავად იყენებენ რბილ ნადგამ წყალს. არც ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ.
პანდას ჰაერის მაღალი ტენიანობაც სჭირდება. ეს შესაძლებელია შესხურებით და დამატენიანებლების მოწყობით.
კვება: პანდასთვის გამოდგება სპეციალური სასუქი ფიკუსისთვის ან კომპლექსური სასუქი. იგი შეაქვთ 15-20 დღეში ერთხელ გაზაფხულიდან ოქტომბრამდე.
გასხვლა: აქტიური ზრდის დასაწყისში, გადარგვისას ან გაზაფხულის დასაწყისში მას არ სხლავენ.. მისი ფორმირება ხდება მაისში, მას უმოკლებენ ტოტებს და მთლიანად აშორებენ დაზიანებულ, გამხმარ ან ზედმეტად დაგრძელებულ ტოტებს. ფორმირების მიზანია ფუმფულა ბუჩქის მიღება. შეიძლება სხვადასხვა ფორმის მიცემაც რეგულარული გასხვლით. გასხვლას კარგად ეგუება და იმ ადგილზე სწრაფად იზრდის ახალ ტოტებს, ტოტებს მიმართულება ეცვლება, იცვლება ბუჩქის ფორმაც.
შედარებით მეტ ტოტებს აჭრიან, ან უფრო დაბალზე სხლავენ, როცა პანდას გახალგაზრდავება სჭირდება. მას წვრილი ტოტებიც ბევრი აქვს, და ხშირად მიბმა სჭირდება, (გარდა ბონსაიდ გასაზრდელი მცენარეებისა) მით უფრო, თუ იგი ადრე არ ისხვლებოდა და ტოტები წაგრძელებულია.
გადარგვა: მისთვის საჭიროა სპეციალური ნიადაგი ფიკუსებისთვის, თუმცა თავადაც შეგიძლიათ ნარევის მომზადება: კორდის, ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშის არევით თანაბარი პროპორციით. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერგამტარი, ზოგჯერ ურევენ ვერმიკულიტს. გადარგვა - საჭიროებისას. ბონსაის ან მოზრდილ მცენარეებს მიწის ზედა ფენას უცვლიან ადრე გაზაფხულზე. ახალგაზრდა მცენარე კი მიწიანად გადააქვთ ყოველწლიურად. ფესვის ყელს მეტად არ ფლავენ მიწაში, ვიდრე გადარგვამდე იყო. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟის სქელ ფენას. ზრდის დაწყებამდე იგი ჩრდილშია და უფრო მეტად ირწყვება.
დაავადებები: ეს ფიკუსი არც ისე მედეგია მავნებლების მიმართ. მშრალ ჰაერზე მას უტევს ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა, მათ ებრძვიან მექანიკურად და პირობების კორექტირებით. შორსწასულ შემთხვევებში კი - ინსექტიციდებით.
პრობლემები: ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას ფოთოლცვენა; ორპირში ფოთლის ცვენა; გადაჭარბებული მორწყვისას ფოთლის ნაწილობრივ დაცვენა; ან გაყვითლება; ფოთლების დაწვრილება სიმშრალეში; მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ფოთლების გახმობა.
გამრავლება: გაზაფხულ-ზაფხულში მცენარეს აჭრიან ტოტებს და დებენ წყლში რამდენიმე სთ, მერე ამუშავებენ ზრდის სტიმულატორით. დაფესვიანება ხდება 5 გრ ზე, ჰაერის მაღალი ტენიანობისას, მინის საფარქვშ. შესაძლებელია საჰაერო გადაწვენაც კლასიკური მეთოდით - ტოტს სიგრძეზე ჩაჭრიან მუხლებს შორის ცალ მხარეს, შემოახვევენ სველ ხავსს და სუბსტრატს. დაფესვიანების მერე ტოტს აშორებენ დედა მცენარეს და ცალკე რგავენ. შემდეგი სტატია ფიკუსის შესახებ გვერდი 2