ოქროს წესები ბონსაის გაზრდისთვის

ბონსაი უბრალოდ მცენარე არ არის. იგი ხელოვნების ნიმუში, ცოცხალი სკულპტურა, მთელი ფილოსოფიის ხორცშესხმაა, იგი არ იზომება მხოლოდ მცენარის თვალთახედვით და არც იშვიათი კოლექციის საგნიდან გამომდინარე. მას თავისებური მიდგომა სჭირდება გაზრდაში. ბონსაი სრულიად არასრტანდარტული ყურადღების საგანია, მოვლა არც ისე მარტივია და ხშირად საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. ბონსაი არაა მცენარე ყველასთვის. მისი მოვლა და გაზრდა მთელი ფილოსოფიაა, იგი ახლებურად დაგანახებთ ადამიანის და მცენარის ურთიერთობას, მას მუდმივი ყურადღება სჭირდება,  ზოგი პროცედურა ძლიერ სპეციფიკურია და აჩქარება მასთან არ შეიძლება. ბონსაისთან ურთიერთობა არაა იგივე, რაც ნებისმიერ მცენარესთან და ინდივიდუალური მოვლას მოითხოვს.
ყველაზე ადვილი გასაზრდელი ზეთისხილის ხის ბონსაია, შედარებით რთული - ჩაის ხის და ბზის, კიდევ უფრო რთულია ფიკუსის, ჭანჭყატის, პოდოკარპის, ირმის რქის მოვლა - მათ მუდმივი ადგილი სჭირდება სუფთა ჰაერზე სითბოში. ბონსაისთან ურთერთობა ბევრ ახალს გასწავლით. სპეციფიური მოვლა საჭიროებს გარკვეულ უნარებს,  თვითგანვითარებას, სწავლას, მასტერ-კლასებზე სიარულს, ნუ მოგერიდებათ სპეციალისტებთან შეკითხვის დასმაც.

კომფორტი ბონსაისთვის: ყველა ბონსაისთვის ერთნაირი კომფორტული პირობების შექმნა არ გამოვა. ყველა სახეობა ინარჩუნებს მის ინდივიდუალურობას დაბონსაებულ მდგომარეობაშიც. მაგრამ საშუალოდ მათ სჭირდებათ 18-25 გრ აქტიური ზრდის პერიოდში. ზამთარში კი - შედარებით სიგრილეში ყოფნა. თუ მათ ოთახის ტემპერატურაზე დატოვებთ, განათების ხანგრძლიობის შემცირება მცენარის ჯანმრთელობას პრობლემებს შეუქმნის. მინიმალური ტემპერატურა10გრ უნდა იყოს წიწვოვნებისთვის და 12-14 გრ დანარჩენი სახეობებისთვის.
განათება: ინდივიდუაურად უნდა შეირჩეს. უმეტესობა თავს კარგად გრძნობს გაბნეულ სინათლეზე, მაგრამ ჩრდილში ან მზეზე გაზრდა უკვე მცენარის ინდივიდუალური სახეობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.ზამთარში იგი თავს უკეთ იგრნობს მეტ განათებაზეც და თუ სეზონურ თავისებურებებს გაითვალისწინებთ და მათ კომპენსირებას შესძლებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ბონსაის ბევრ სახეობას ყიდიან როგორც მხოლოდ ოთახის მცენარეს, მაგრამ უმეტეს სახეობას გარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნა მაინც ძალიან მოსწონს და ნაკლებკომფორტულად გრძნობს თავს ოთახში. მისი შეძენისას უნდა იკითხოთ, მიჩვეულია თუ არა იგი სუფთა ჰაერს, როგორ ეგუება განიავებას, ორპირს, თუმცა უმეტესობისთვის უნდა შეირჩეს დაცული და სტაბილური პირობების მქონე ადგილი.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: ბონსაის ხეების  უმეტესობა მგრძნობიარეა ჰაერის ტენიანობის მიმართ  და მაღალი მაჩვენებლების გარეშე მათ სიმწვანეს ვერ შეუნარჩუნებთ. ყველაზე კარგია ამისთვის სპეციალური დამატენიანებლების დადგმა, თუმცა შეიძლება იმავეს მიღება შესხურებით, წყლიანი ჭურჭლის ახლოს დადებით.
ჭურჭლის სპეციფიკური დაბალი ფორმიდან გამომდინარე, მორწყვის თავისებური რეჟიმია საჭირო - შედარებით ხშირი: არაფრით არ შეიძლება მისი ფესვების გამოშრობა, ეს დამღუპველია მცენარისთვის. მაგრამ არც მიწის ამჟავება შეიძლება. სტაბილურად მსუბუქი საშუალოდ დატენიანებული  მიწა - ყველაზე კომფორტულია უმეტესი ბონსაი-მცენარეებისთვის. სიცივეში მორწყვა მცირდება და ფოთოლმცვენ მცენარეებს მინიმალურად რწყავენ, წიწვოვნებს კი 2ჯერ უმცირებენ. უმეტესობა მცენარეებისა ზემოდან, ტრადიციული მეთოდით ირწყვება, თუმცა არის ერთი „მაგრამ“:  მათ რწყავენ სარწყავით, რომელსაც წვრლი ნახვრეტები აქვს და წყალს კარგად გააბნევს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მიწის მთელი ზედაპირი კარგად დასველდეს. შეიძლება ქოთნის ჩადება წყლიან ჭურჭელში, რომ მიწა კარგად გაიჯირჯვოს წყლით, მერე კი წყალი კარგად უნდა დაწდეს.
კვება: ეს საკითხი დასაზუსტებელია გამყიდველებთან. კლასიკურია სქემა - აქტიური ზრდისას  კვება 2 კვირაში ერთხელ . ზაფხულში შეიძლება შესვენება ტოტების ზრდის შესაჩერებლად და გახევების დასაჩქარებლად, სასუქი შეაქვთ ზამთარშიც 6 კვირაში ერთხელ განახევრებული ოდენობით. ბონსაის სპეციალური სასუქი სჭირდება.
გასხვლა: თუ ეს პროცედურა სხვა ოთახის მცენარეებისთვის მეტნაკლებად  აუცილებელია, ბონსაისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ხელოვნების ნიმუში ასეთად დარჩეს, პერიოდულად ტოტების დამოკლებაა საჭირო, ზედმეტის მოშორება,. ყველა სახეობას თავისი მოთხოვნები აქვს, მაგრამ ზოგადად გასხვლის აუცილებობა დამოკიდებულია ზრდის ტემპზე. ნელა მზარდ მცენარეებს წელიწადში ერთხელ სხლავენ, სწრაფად მზარდს კი - უფრო ხშირად, რამდენიმე კვირაში ერთხელ,  გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

წესები მარტივია: თითო ტოტზე უნდა დარჩეს 5-6 წყვილი ფოთოლი. ბონსაის ტოტების ზედა ნაწილს უფრო მეტად აჭრიან, ხშირად სჭირდება ვარჯის შიგნით მზარდი ტოტების გამოხშირვაც. სათქმელად ადვილია, მაგრამ მისი გასხვლა სპეციფიურია და გამოცდილებას და ცოდნას მოითხოვს,  შეიძლება თავიდან სპეციალისტის დახმარებაც დაგჭირდეთ, შეცდომებიც ბევრჯერ მოგივათ, სანამ თავად შესძლებთ,  მცენარე სწორად გასხლათ. ტოტების ფორმირება, მათთვის უცნაური და დაბრეცილი ფორმის მიცემა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამისთვის საჭიროა მავთულების გამოყენება, რითაც ტოტებს აფიქსირებენ ასე უცნაური ფორმების შესანარჩუნებლად, მავთულს ზოგ ტოტს მთლიანად ახვევენ და ასე აძლევენ მიმართულებას. საჭიროა ბალანსირება ტოტის დაჭიმვაში, რომ მას ტრავმა არ მიაყენოთ. ასევე უნდა სწორად განისაზღვროს მავთულის მოშორების დროც - რომ არც ადრე მოხდეს  ტოტების დაფიქსირებამდე მოცემულ მდგომარეობაში და არც გვიან - რომ ქერქში არ შეეჭრას მზარდ მცენარეს. მასთან მუშაობისას დეზინფიცირებული ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო. სპეციალური ინსტრუმენტები ბონსაისთან სამუშაოდ იყიდება სპეციალურ მაღაზიებში. ზოგი მინიატურული ზომისაა, - პინცეტები, ჯაგრისები, მაკრატლები და სხვ. მათი შეცვლა გასტერილებული ახალნაყიდი სამანიკურე ინსტრუმენტებითაც შეიძლება. ასევე შეიძლება შეიძინოთ ხის ხელოვნურად დამაძველებელი, ქერქის ფერის შემცვლელი, დეკორირებისთვის საჭირო საშუალებები, რისი გამოყენებითაც ბონსაის უფრო შთამბეჭდავ იერს აძლევენ.
გადარგვა: მას ზრდიან ბრტყელ ჭურჭელში, რომლის ფართობი მეტია სიღრმეზე. მოცულობა საკმაოდ უნდა აღემატებოდეს ფესვების მოცულობას, ძირში ერთი სადრენაჟე ხვრელი უნდა ჰქონდეს ზედმეტი წყლის გასასვლელად. მიწა ჭურჭელში არც ისე ბევრია, ქოთნის ძირში იყრება დრენაჟი, კიდევ გარკვეულ ადგილს იკავებს მულჩაც. შესაბამისად ბონსაის უფრო ხშირი გადარგვა დასჭირდება, 2-3 ჯერ წელიწადში. უმეტესად ბონსაის რგავენ აქტიური ზრდის დაწყებისას გაზაფხულზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება გამონაკლისიც. მაგ.  პოდოკარპუსს შემოდგომაზე სჭირდება გადარგვა და არა გაზაფხულზე. ამიტომ ყურადღებით ეცნობიან ბონსაის მოცემულ სახეობებს და სწავლობენ მთელ ინფორმაციას.
ბონსაისთვის საჭიროა სპეციფიკური სუბსტრატი წყალგამტარი, თიხის და ქვიშის მეტი შემცველობით. მიწისზედა ნაწილის ფორმირებასთან ერთად, უცნაურად ვითარდება ფესვებიც, გადარგვისას ფესვებსაც ამოკლებენ და ასე ათავისუფლებენ სივრცეს კონტეინერში. ფესვის დამოკლება ასტიმულირებს საკვები ნივთიერების შეწოვას და ვარჯის გახშირებას. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, მიწას სულ ცვლიან, და მერე ახალდარგულ მცენარეს მასში გასამაგრებელ საყრდენს უკეთებენ კენჭებით ან ხრეშით საჭიროების შემთხვევაში.
ბონსაის არ ზრდიან შიშველ მიწაში. მისთვის აქტიურად იყენებენ დეკორატიულ მულჩას. სუბსტრატს ფარავენ კენჭებით, ხავსით. მასალას არჩევენ ისე, რომ მცენარის დეკორატიულობა  უკეთესად წარმოჩინდეს.
პროფილაქტიკა: იდეალური ფორმის, ჯანსაღი, მოყვავილე და უხვფოთლიანი ბონსაი - ასეთია იგი მაღაზიაში, სახლში მოტანის შემდეგ ხშირადაა საჭირო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, რომ იგი არ დაავადდეს და არ დაინვაზირდეს მწერებით. მცენარესთან მუშაობა საჭიროა სტერილური ინსტრუმენტებით, გარემოში უნდა შენარჩუდეს მისთვის კომფორტული პირობები., მორწყვა და კვებაც რეგულარული და ზომიერი უნდა იყოს, მთავარი დაცვა კი ყურადღება და ხშირი გულდასმით დათვალიერებაა, რომ არასასურველი ნიშნების შემჩნევისას მაშინვე მოხდეს რეაგირებაც

თარგმანი თ. სუპატაშვილის

18 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно