ბონსაი
ბონსაი ნიშნავს - ‘’ქოთანში ჩარგულ ხე’’-ს.ბონსაის გაზრდის ხელოვნება წარმოიშვა ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს,უფრო ზუსტად თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო ‘’პან-სან’’-ი.საუკუნეების შემდეგ იაპონელებმა ბუდიზმთან ერთად აითვისეს ეს ხელოვნება,მიიყვანეს იგი სრულყოფილებამდე და ამ დროისათვის ის იაპონურ ტრადიციად ითვლება.
ბონსაის პირველი გამოსახულება,სიტყვასიტყვით - ხატიტუე,გვხვდება გვიანი კამაკურას პერიოდის ხელნაწერებში (1249 -1382 წ.).ჯუჯა ხეებისადმი სიყვარული მარტივად აიხსნება - იაპონელებს ტერიტორიების სიმცირის გამო არ გააჩნდათ სახლთან ახლოს ბაღის გაშენების საშუალება,მაგრამ სურვილი ქონდათ ბუნების პატარა ნაწილი ჰქონოდათ სახლში,პატარა ზომის ჯუჯა ხე კი დიდ ადგილს არ იკავებს.თავდაპირველად ეს მასიური გატაცება გახდა,ძირითადად უბრალო ხალხში.მოგვიანებით,1885 წელს ჩინეთზე გამარჯვების შემდეგ,ბონსაი გახდა მოდური საგანი სამეცნიერო გამოკვლევის და კოლექციონერობისათვის.წარმოიშვა ბონსაის გაზრდის შემსწავლელი სკოლები.
ბონსაისათვის გამოიყენება და გამოყვანილია 400 სახეობის მცენარე.ნამდვილი ბონსაის ზომები 20 სანტიმეტრიდან 1.5 -2 მეტრამდეა.გამორჩეული მიმართულებაა - მინიატურული ლანდშაფტების შექმნა,სადაც ქოთანში ერთი ხე კი არა,ბუნების პატარა ნაწილია გაზრდილი,თავისი ტბით,ქვებით,მინიატურული მთებით და ჩანჩქერითაც კი.ბონსაის ხელოვნება ვერ ეგუება ერთფეროვნებას,იგი მონდომებულ ზრუნვას მოითხოვს.ბონსაის მოვლა თავისებური რიტუალი და მედიტაციაა.მინიატურული ხე რამოდენიმე ათეული წელი და საუკუნე იზრდება.იაპონიის იმპერატორის ბაღში არსებობს 300-400 წლიანი ეგზემპლარებიც კი.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მივიღეთ დასკვნა,რომ ჭეშმარიტ ბონსაის უნდა ემჩნეოდეს დროის ანაბეჭდი.ამიტომ ბონსაის მიეკუთვება პატარა ხე,რომელსაც მსხვილი ღერო აქვს.განსაკუთრებით ფასდება უცნაური ფორმების მქონე, დაბრეცილი, ქერქგაცლილი და დახავსებული ხეები.ეს ყველაფერი რთულ გარემო პირობებში მრავალწლიანი გადარჩენის სიმბოლოს წარმოადგენს და ხაზს უსვამს მის ბუნებრიობას.
ბონსაისათვის გამოსადეგი მცენარეები
Бересклест японский -იაპონური ჭანჭყატი
Бирючина - იაპონური კვიდო,
Вяз мелколистный -წვრილფოთოლა თელა,
Гранат обыкновенный сорт Nana -ნანას ჯიშის ჩვეულებრივი ბროწეული,
Дуб пробковый -საცობის მუხა,
Жимолость блестящая -ბრწყინვალე ცხრატყავა
Земляничник крупноплодный -მსხვილნაყოფა მარწყვის ხე,
Казуарина бугорчатая, торчащая, хвощелистная -შვიტასფოთლისებრი კაუზარინა
Каллистемон ивовидный,-ტირიფისებრი კალისტემონი
Лагерстремия индийская - ირმის რქა
Ладанник-საკმელა,
Ликвидамбр формозский-ფორმოზას ამბრის ხე,
Маслина европейская-ევროპული ზეთისხილი,
Молочай бальзамический-ბალზამისებრი რძიანა,
Пеларгония-ბალბიფოთოლა,
Самшит мелколистный -წვრილფოთოლა ბზა
Сосна обыкновенная,-ჩვეულებრივი ფიჭვი,
Инжир карликовый-ჯუჯა ლეღვი,Фисташка -ფსტა,
Ясень Гриффита - გრიფიტის იფანი
ბონსაის გავრცელებული სახეობები
უნდა აღინიშნოს რომ ბონსაის სტილი და ფორმები ძალიან ბევრი არსებობს,ხანდახან ბაონსაის სახით გაზრდილი ხე შეიძლება რამოდენიმე სტილს ერთნაირად მიეკუთვნებოდეს.სტილის სახეები განსხვავდება გარეგნული ფორმირების სირთულით და მოვლით.შერჩეული სტილი განსაზღვრავს მცენარის ზომას,ქოთნის ფორმას,მორწყვის ტექნიკას და სიხშირეს და ასე შემდეგ.მაგალითად კასკადური
სტილის ბონსაი საკმაოდ არამყარია რადგან ხე გადახრილია ცენტრიდან,ამიტომ ასეთი სტილი უფრო მდგრად ქოთანს მოითხოვს - უფრო ფართოს,ან მძიმეს.
ტეკკანი ანუ სიმეტრიული - ცალკე მდგომი,სწორი ხე,ძლიერი ფესვებით და ღეროთი.ჩვეულებრივ,ქვედა ნაწილში ტოტები არ აქვს,ამიტომ კარგად ჩანს ქერქი და ძლიერი ფესვები.სამი მთავარი ტოტი განლაგებულია მთავარი ღეროს შუა ნაწილში.ტეკკანის სტილი მიესადაგება ყველა სახის მცენარეს,მაგრამ ყველაზე ხშირად ამ სტილს წიწვოვანი ხეებისათვის(ფიჭვი,ნაძვი,ღვია) ან ხეხილისათვის იყენებენ (ფორთოხალი,ალუბალი,ატამი,ქლიავი,ვაშლი).
სიაკანი ანუ დახრილი - ხის ტანი,ტოტები და ფოთლები ოდნავ გადახრილია გვერდზე.ეს სტილი სიმბოლოა ქარის საწინააღმდეგოდ მდგომი მცენარის.
კენგაი ანუ ქარისგან მოხრილი - ქარის მიერ მოხრილი მცენარის სიმბოლოა.ამ სტილით გაზრდილი ბონსაის ხის ტანი ქოთნისკენ ძლიერადაა დახრილი და ხან უფრო მეტადაც.ტოტები ერთი მხარეს უნდა იყოს მიმართული,შეიძლება ასევე ცალ მხარეს ტოტები არ ქონდეს.სიმყარისათვის რეკომენდებულია შეირჩეს უფრო მაღალი კონტეინერი.
ხან-კენგაპი ანუ ნახევრად კასკადური - მცენარეს აქვს ზემოთ მიმართული ტანი და შემდეგ გადახრილი,ხანდახან კონტეინერის ძირამდეც კი.თითქოს მცენარე უფსკრულზე გადმოკიდებულა.სიმყარისათვის რეკომენდებულია მაღალი კონტეინერი.
კაბუდატი ანუ ორადგაყოფილი ტანი - ამ ბონსაის აქვს ორი ღერო რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება სიმაღლით და სისქით.ისინი ქმნიან საერთო ვარჯს.შეიძლება შექმნათ ორადგაყოფილი ხის იმიტაცია კონტეინერში ორი მცენარის ჩარგვით,მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს რომ იქმნებოდეს საერთო ძირიდან მომავალი ორი ღეროს შთაბეჭდილება.
ესე-უე ანუ მრავალღეროანი - ეს მთელი ჭალა ან ტყის ნაწილია,რადგან კომპოზიცია შედგება რამდენიმე მცენარისაგან.ხეები უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს და თვითოეული თავის ადგილს უნდა იკავებდეს.
ხოკიდატი ანუ ცოცხი - მცენარე სწორად მდგომი უნდა იყოს,მისი ვარჯი კი ცოცხის მსგავსი.მთავარ ღეროს შეიძლება რამდენიმე ტოტი ქონდეს,ამასთან ღეროს შეფარდება ტოტებთან უნდა შეადგენდეს 2:1.
შარიმიკი -‘’მკვდარი ხე’’- ხის ტაანს არ გააჩნია ქერქი,ამის გამო იგი გამხმარს გავს.გამხმარი ხის უბნები ხელოვნურად იქმნება,ამისათვის იჭრება ქერქის გარკვეული ნაწილები და გასუფთავების გზით თეთრდება.
* სეკიჟეჟუ ანუ კლდეზე მდგომი - ეს კომპოზიცია კლდეზეა განლაგებული.ამ სტილისათვის იყენებენ გაშლილი ვარჯის და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე ხეებს: ალუბალს,აზალიას,მუხას,ქლიავს,ნეკერჩხალს.
* მოეგი ანუ თავისუფალი ვერტიკალური - ხის ტანი მოხრილია,ამასთან წვეროსაკენ ღეროს მოხრილობა იკლებს და იგი ცენტისკენულ მიმართულებას იღებს.
* ბუნზინგი ანუ ‘’იაპონური ტექსტის’’ ფორმა - ღეროს უმეტეს ნაწილს არ გააჩნია ტოტები და ფოთლები,ვარჯი ფორმირებულია მხოლოდ კენწეროსთან.შეიძლება იყოს როგორც სწორმდგომი ისე დახრილი ფორმის.
* იკადაბუკი ანუ ტივის ფორმა - ხის ტანი მიწის ზედაპირზე წევს.ტოტებს უტოვებენ მხოლოდ ზედა ნაწილში,ისინი ზემოთ მიმართული უნდა იზრდებოდეს.
* ბანკანი - ერთ-ერთი ყველაზე რთული სტილია.ამ სტილით გაზრდილი ხის ტანი ქმნის კვანძს.
* ნეაგარი - სტილი სადაც ხის ფესვები მიწის ზედაპირზეა ამოწეული.ამ სახეობის ბონსაის ფორმირებისათვის გამოიყენება ტროპიკული მცენარეები,რომლებსაც საჰაერო ფესვები აქვთ.
ბონსაის გაზრდა
რამდენიმე წესი და რეკომენდაცია მათთვის ვინც ბონსაის გაზრდას აპირებს:
* შეარჩიეთ ისეთი მცენარე რომელიც ესადაგება ადგილობრივ კლიმატურ პირობებს ან შეუძლია ოთახის პირობებში ზრდა.
* ბონსაისათვის არ გამოიყენოთ დიდი ფოთლების,ყვავილების ან ნაყოფის მქონე მცენარეები.
* ზუსტად დაადგინეთ არამარტო მცენარის ოჯახი,არამედ გასაზრდელი მცენარის სახეობაც.
* გამოიყენეთ მარტივი ჩასარგავი ქოთნები რომელსაც დრენაჟის ნასვრეტები აქვს,სწორად განათავსეთ მცენარე, ისე როგორც სტილს შეესაბამება.
* კომპოზიციის შესაქმნელად არ გამოიყენოთ ისეთი საგნები რომლებიც არაა ბონსაისათვის განკუთვნილი,მაგალითად რკინის დეტალები.
* ფორმის მისაცემად და ჩამოსაყალიბებლად დაიცავით ბუნებრიობის პრინციპი -კომპოზიცია რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.
* აწარმოეთ დღიური,სადაც დააფიქსირებთ ყველა ჩატარებულ სამუშაოსა და პროცედურას,ვადებს და თარიღებს.
თარგმნა ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილი