კაუჩუკოვანი ფიკუსის მოვლა სახლის პირობებში
რეკომენდაციები ფიკუსის მოვლა კაუჩუკოვანი ანუ ელასტიური ფიკუსი თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.ასეთი სახელწოდება მცენარემ თავისი წებოვანი წვენის გამო მიიღო,იგი შეიცავს კაუჩუკს,რომელიც რეზინის წარმოებაში გამოიყენება.
მცენარის სამშობლო და გარეგნული იერი
კაუჩუკოვანი ფიკუსი ბუნებრივად იზრდება ჩრდილო -აღმოსავლეთ ინდოეთში და კუნძულებზე სუმატრა და იავა.ბუნებაში მისი სიმაღლე შეიძლება 30 მეტრს აღწევდეს.გარდა ამისა ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ფიკუსი სიგანეში იზრდება რაც საჰარეო ფესვების დამსახურებაა.ფესვები ისეთი სიგრძისაა რომ მიწამდე აღწევს და შიგაა ჩაზრდილი.ისინი უზრუნველყოფენ მცენარეს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.სწორედ საჰაერო ფესვები აძლევენ ფიკუსს ორიგინალურ ფორმას ‘’ბანიანი’’.ადგილობრივი მცხოვრებლებიმცენარეს ‘’ხე გველს’’ უწოდებენ.
ფოთლები მცენარეზე მონაცვლეობითაა განლაგებული,აქვთ ელიფსური,ბოლოში წაწვეტებული ფორმა.ფოთლის ფირფიტის შეფერილობა სხვადასხვაგვარია: მუქი მწვანედან - ჭრელამდე.ახალგაზრდა ფოთოლი გახვეულია თანაფოთოლში,რომელსაც მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა აქვს.როდესაც ფოთოლი ბოლომდე გაიშლება და გამკვრივდება,თანაფოთოლი თავისთავად ხმება და სძვრება.მცენარის ყვავილედი არავითარ დეკორატიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.კვირტები და ყვავილები მხოლოდ მწერების მიერ დამტვერვის შემთხვევაში წარმოიქმნება.სახლის პირობებში ფიკუსის ყვავილობის მიღწევა საკმაოდ რთულია.თუ იგი ზამთრის ბაღში იზრდება,ყვავილების გამოჩენის შესაძლებლობა უფრო მეტია.ყვავილობის დამთავრების შემდეგ ყალიბდება ნაყოფი-ლეღვი,რომლის დიამეტრი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება.რძისმაგვარი წვენი მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მისი მეშვეობით იგი იშუშებს ადამიანის მიერ მიყენებულ ჭრილობებს და დაზიანებებს.ადამიანისთვის ეს წვენი შეიძლება ალერგიის წყარო გახდეს.
სწორი მოვლის პირობებში ფიკუსი წელიწადში 40-50 სანტიმეტრით იზრდება.სახლში მცენარის სიმაღლემ შეიძლება 2 მეტრს მიაღწიოს.თუ მისი კენწერო ჭერს მიებჯინა,შეიძლება გადაჭრათ,ეს მცენარეს არ დააზიანებს.სამწუხაროდ სახლში გვერდითი ტოტების განვითარება საკმაოდ რთულად მიიღწევა.
მორწყვის რეჟიმი
ფიკუსი შედარებით ადვილად იტანს მსუბუქ გვალვას,ვიდრე ზედმეტად მორწყვას.სწორედ ამიტომ მცენარის მორწყვა აუცილებელია მაშინ, როდესაც გრუნტი ორი-სამი თითის სიღმეზე გაუშრება. როგორც წესი ფიკუსის მორწყვა ზაფხულში კვირაში ორჯერ საკმარისია,ზამთარში კი კვირაში ერთხელ.
თუ მცენარე წყალს ჭარბად ღებულობს,მან შეიძლება დაყაროს ფოთლები.
განათების მოთხოვნილება
როგორც ოთახის მცენარეთა უმრავლესობას,ფიკუსსაც მკვეთრი,გაფანტული სინათლე ურჩევნია.მზის პირდაპირი სხივები მის ფოთლებზე დამწვრობას იწვევს.მცენარე საკმაოდ კარგად იტანს ნახევრად ჩრდილსაც,მაგრამ ამ შემთხვევაში ზრდა უფრო შენელებული აქვს და შეიძლება ქვედა ფოთლებიც დაყაროს.
ტემპერატურული რეჟიმი
კაუჩუკოვანი ფიკუსი მიეკუთვნება მცენარეთა ისეთ კატეგორიას,რომლებიც კარგად იტანენ ოთახის ტემპერატურას: ზაფხულში +20-დან +25 გრადუსამდე,ზამთარში კი არანაკლებ +15 გრადუსისა.თუ ზაფხულში მაღალი სიცხეა,ფიკუსი ადვილად აიტანს ამ პირობებს თუ სიცხე დიდხანს არ გასტანს.
ჰაერის ტენიანობა
მცენარე კარგად რეაგირებს შესხურებაზე,განსაკუთრებით სიცხეში.ზაფხულში შესხურება შეგიძლიათ ყოველდღე,რამდენიმე კვირაში ერთხელ კი ფოთლები სველი ღრუბლით გაუწმინდეთ.ასევე თვეში ერთხელ ფიკუსი ირეცხება თბილი შხაპით,ნიადაგს კი წინასწარ პოლიეთილენი გადააფარეთ.
წელიწადის ცივ დროს არ დადგათ მცენარე გამათბობელ ხელსაწყოებთან ახლოს.
სასუქი და კვება
აქტიური ზრდის პერიოდში(აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით) ფიკუსს რეგულარული კვება ესაჭიროება თხევადი მინერალური სასუქისა და ორგანული სასუქის მონაცვლეობით,რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტს.
მნიშვნელოვანია რომ სასუქი არ მოხვდეს ფოთლებს და კვირტის ჩანასახებს.
გრუნტი ფიკუსისთვის
ფოთლოვანი ტყის მიწა
კორდის მიწა
ტორფიანი მიწა
მდინარის ქვიშა
ყველა კომპონენტი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს.
სპეციალურ მაღაზიებში შეიძლება მზა მიწის ნარევის შეძენა ფიკუსებისათვის.ასევე გამოდგება უნივერსალური გრუნტიც ცოტაოდენი ქვიშის დამატებით.
თუ გინდათ რომ ფიკუსს პრიალა ფოთლები ქონდეს,გამოიყენეთ ამისათვის სპეციალური სპრეი ან უალკოჰოლო ლუდი.
კაუჩუკოვანი ფიკუსის გადარგვა
გადარგვის წესები ახალგაზრდა ფიკუსი ყოველწლიურად უნდა გადაირგას.ოპტიმალური პერიოდი არის გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი.ზრდასრული მცენარე შეგიძლიათ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გადარგათ,ნიადაგის გამოფიტვის მიხედვით.იმის განსაზღვრა,საჭიროებს თუ არა გრუნტი შეცვლას,შეგიძლიათ დასხმული წყლის სადგამზე გამოსვლის სიჩქარის მიხედვით.თუ სითხე სწრაფად გამოდის სადგამ თეფშზე,მაშინ ფიკუსი ახალ ნიადაგში და ქოთანში უნდა გადაირგას.ახალი ქოთნის ზომა ხუთი სანტიმეტრით მეტი უნდა იყოს წინა ქოთანზე.თუ მცენარე ძალიან ხანდაზმულია და მისი გადარგვა საფრთხილოა,მაშინ ყოველწლიურად შეუცვალეთ ნიადაგის ზედა ფენა სამი სანტიმეტრის სიღრმეზე.
გადარგვისას გაითვალისწინეთ დრენაჟის ფენის სისქე.გადარგვა ხდება გადასმის მეთოდით.
ფიკუსის გამრავლება
ქოთანში ჩარგული ფიკუსის კალამი
კალმებით გამრავლება
ეს მეტად საიმედო და უბრალო მეთოდია,რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ახალგაზრდა მცენარე.ამისათვის ზრდასრულ ფიკუსს ზედა ნაწილში უნდა მოეჭრას 10-15 სანტიმეტრის სიგრძის კალამი.გადანაჭერი ირიბი უნდა იყოს.შემდეგ კალამს მოაცილეთ ქვედა ფოთლები და რამოდენიმე დაუტოვეთ კენწეროში.კალამი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით ვიდრე რძისებური წვენის გამოყოფა არ შეწყდება.ასეთი წესით გამზადებული ფიკუსის კალამი ჩადეთ სუფთა წყალში ფესვების გამოსატანად.კალამზე დარჩენილი ფოთლები მილისებურად უნდა დაახვიოთ და შეკრათ.ასე შენელდება მცენარიდან ტენის აორთქლების პროცესი.ასევე შეგიძლიათ კალმები მაშინვე გრუნტში ჩარგათ,ზემოდან კი პოლიეთილენი უნდა დააფაროთ.ფესვების უკეთ წარმოსაქმნელად გადანაჭერი ადგილი დაამუშავეთ ზრდის სტიმულატოტით,ასევე გამოიყენება დასათბურებული მცენარის ქვემოდან გათბობა.
შენიშვნა: ერფეროვანი ფოთლების მქონე ფიკუსის დაფესვიანების პროცესი ყოველთვის წარმატებულია,მაშინ როდესაც ჭრელფოთოლა ფიკუსები საკმაოდ ძნელად ფესვიანდება.
გადაწვენით გამრავლება
ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ჭრელფოთოლა ფიკუსის მფლობელები.ამისათვის ზრდასრული მცენარის ძირითად ღეროზე კეთდება ღეროს ერთი მესამედი სიღრმის ჭრილი.ჭრილის ნაპირების შეხორცების თვიდან ასაცილებლად ჩაჭრილში ჩადეთ ასანთი.ჩაჭრილ ადგილს შემოახვიეთ სფაგნუმი,ზემოდან კი პოლიეთილენი.კონსტუქცია დაამაგრეთ სკოჩის დახმარებით.როდესაც ფესვები გამოჩნდება,აუცილებელია გადაჭრა და გრუნტში გადარგვა.
ფიკუსის ფოთლით გამრავლება ეფექტური არ არის,წყალში ჩადებულ ფოთოლს ფესვები წარმოექმნება მაგრამ ზრდას არ განაგრძობს და ღერო არ ვითარდება.
ოთახის პირობებში ფიკუსი არ ყვავილობს.
კაუჩუკოვანი ფიკუსი ოთახის პირობებში არ ყვავილობს
ფიკუსს ესაჭიროება რეგულარული სხვლა კონკრეტული მიზნებისათვის:
მიმზიდველი იერის შესანარჩუნებლად
ზრდის შესაკავებლად
გვერდითო ტოტების გასავითარებლად
იმისათვის რომ სწორად გასხლათ და არ დააზიანოთ მცენარე,აუცილებელია პროცედურა ადრე გაზაფხულზე ჩაატაროთ ბასრი დანის მეშვეობით.მოჭრილი კენწერო შეგიძლიათ იმავე ქოთანში ჩარგათ.გადანაჭერიდან გამონადენი რძისმაგვარი წვენი ჩამორეცხეთ წყლით.
ფიკუსის ვარჯის სწორად ფორმირება
ფიკუსს შეიძლება ჭრელი შეფერილობის ფოთლები ქონდეს
ხანდახან ფიკუსი საკმაოდ შეუხედავი, მეჩხერი ბუჩქის სახით იზრდება. იმისათვის რომ მცენარე ხშირი და დაბუჩქული გაიზარდოს,საჭიროა რამოდენიმე ნერგის ერთად დარგვა და სინათლის წყაროსაკენ ხშირად შემობრუნება.თუ რამოდენიმე მცენარის ერთად დარგვის საშუალება არაა,მაშინ შეიძლება გვერდითა ტოტების ზრდის სტიმულირება ორი ხერხით.
1.გახვრიტეთ მთავარი ღერო თავისი სისქის 1/3 სიღემეზე.პირველი ნახვრეტი კეთდება ღეროს ზედა ნაწილში,შემდეგ რამდემნიმე სმ. ს ქვევით
2.ფიკუსის კენწეროს ხრიან დაბლა და აფიქსირებენ. სხვებზე ზემოთ მოქცეული კვირტის ჩანასახი ზრდას დაიწყებს და განშტოება განვითარდება.ამის შემდეგ მცენარე კვლავ ჩვეულ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს.
დაავადებები და მავნებლები
საერთო ჯამში ფიკუსი დაავადებების და მავნებლების მიმართ მდგრადია.მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაავადდეს ფარიანათი და აბლაბუდიანი ტკიპებით.მათ წინააღმდეგ გამოიყენება გამოცდილი ხალხური საშუალება: თამბაქოს ნაყენი.ხსნარით ირეცხება ფოთლები და ჩამოირეცხება სუფთა წყლით რამოდენიმე საათის შემდეგ.ასევე შეგიძლიათ ქიმიური პრეპარატების გამოყენებაც.ყველაზე საუკეთესო ფროფილაქტიკაა ფოთლების სისუფთავე,რეგულარული შესხურება და წყლის პროცედურები.
დაიმახსოვრეთ
ხშირად დასმული კითხვები
რატომ ყრის ფიკუსი ფოთლებს?
თუ ზრდასრული მცენარე ქვედა ფოთლებს ყრის ეს ბუნებრივია.თუ ახლადამოსული ფოთლები იწყებენ ცვენას,მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს:
ძალიან სველი გრუნტი
არასაკმარისი მორწყვა
ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლა
ორპირი ქარი
სინათლის ნაკლებობა
ფიკუსის სარგებლობა და მავნებლობა
ადამიანი ჯანმრთელობას ფიკუსი არავითარ ზიანს არ აყენებს.მის სარგებლობაზე კი ეჭვიც არ შეგეპაროთ.დადგენილია,რომ ფიკუსი ასუფთავებს ჰაერს შენობაში,გარდაქმნის რა მავნე ნივთიერებებს უვნებელ ამინომჟავებად და შაქრად.ასევე არსებობს მოსაზრება რომ მას შეუძლია ენერგეტიკის გასუფთავება,იგი შთანთქავს სიძულვილის და სიბრაზის ენერგეტიკულ ნაკადებს.ხშირად იმ ოჯახებს სადაც ბავშვები არ ყავთ,ურჩევენ ფიკუსის შეძენას.ხალხური მედიცინის რეცეპტებში ხშირად გამოიყენება ფიკუსის ფოთოლი და წვენი.მას იყენებენ სიმსივნის,მიომის,საშვილოსნოს ფიბრომის.ართრიტის,რადიკულიტის და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.
კაუჩუკოვანი ფიკუსი მრავალი მეყვავილის საყვარელი მცენარეა თავისი არაპრეტენზიულობის გამო.იმისათვის რომ სახლში გაზარდოთ კეთილდღეობის ეს სიმბოლო,საკმარისია მისთვის შეარჩიოთ აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთის ფანჯარა.მოარიდეთ ტემპერეტურის მკვეთრ ცვალებადობას.მწვანე და ხასხასა ფოთლებისათვის დააცადეთ ნიადაგს მორწყვებს შორის გაშრობა და რეგულარულად მიაწოდეთ კვება.საჭიროების მიხედვით დროულად გადარგეთ და გასხალით მცენარე რომ ლამაზი,ფუშფუშა ფორმის ბუჩქი მიიღოთ.
თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის