საფუარი, სოდა და მდოგვი - სასწრაფო დახმარება მებოსტნეებს

უძველესი დროიდან, როცა ადამიანმა გარკვეული სახეობების მცენარეების და ცხოველების მოშინაურება დაიწყო, სხვები თანდათან მავნებლებად და სარეველებად გადაიქცნენ. რაც უფრო დაუნდობელი იყო ბრძოლა, მით გამძლე ხდებოდა დაავადებაც და მავნებლებიც და  რომ არ მოეგონებინათ თავის დროზე იარაღი მათ წინააღმდეგ, მთელი დათესილ-დარგული განადგურდებოდა მავნებლების მიერ. ასეთი ბრძოლა ყოველთვის ჩიხში შედიოდა, მაშ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? საჭიროა ბუნებასთან შეთანხმებით ცხოვრება, აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი საშუალებებიც არსებობენ მოსავლის დასაცავად, უკეთესი, ვიდრე ქლოროფოსი, ან რაუნდალი. ასეთია სოდა, საფუარი, მდოგვის ფხვნილი.
სოდა: საჭმელ სოდას ბოსტანში მრავალგვარი გამოყენება აქვს. იგი იცავს მცენარეებს დაავადების და მავნებლებისგან, აქვეითებს ნიადაგის მჟავეობას. ბევრმა არ იცის, რომ ჩვეულებრივი სოდა მცენარეებს სულაც არ ვნებს, ამიტომ მას იყენებენ არა მარტო მოზრდილი მცენარეებისთვის, ასევე ჩითილებისთვისაც. არც ფუტკრებს ვნებს, არც სხვა სასარგებლო მწერებს, მით უფრო ადამიანს. იგი არ მოქმედებს ყვავილის მტვერზე  და  მოსავლის ხარისხზე. დოზის გადამეტება კი დიდად არ იმოქმედებს და ადვილი შესამჩნევია. იმისთვის, რომ  სოდით შესხურებამ სარგებელი მოიტანოს, გასათვალისწინებელია გარკვეული წესები:
-არ შეიძლება ლითონის, ალუმინის ჭურჭლის გამოყენება,
- უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად სუფთა  წყალი, ორგანული სასუქის და სხვა ნივთიერებების დამატების გარეშე.
 - უნდა მომზადდეს ხსნარები ისეთი რაოდენობით, რომ მთლიანად გამოიყენოთ 3 დღეში .
- არ შეიძლება სოდიანი ხსნარის გაცხელება 55გრ ზე მეტად. ეს იწვევს თერმულ დაშლას და სოდის სამკურნალო ეფექტი ქრება.
რეცეპტები სოდის გამოყენებისთვის:
ნესტიან ცივ ამინდში ბოსტანში ხშირად ჩნდება სხვადასხვა დაავადება: ლპობა, ფიტოფტორა, მათთან საბრძოლველად კარგი საშუალებაა სოდა. 5ლ წყალზე იღებენ 5ს.კ. სოდას და ამ ხსნარით კარგად ასხურებენ მცენარის  დაავადებულ  ნაწილებზე.
იგი სასუქადაც გამოდგება იმ მიწაზე, რომლებიც მჟავე ან ძლიერ მჟავე რეაქციის არის, ამისთვის  ერთ არყის ჭიქა სოდას  ხსნიან 1ლ წყალში. ამ ხსნარს ასხამენ გათოხნილ მიწაზე და ფარცხავენ კარგად.
სოდა გამოდგება ბუგრთან საბრძოლველადაც. მაგ, ვარდი ყვავილობის მომენტში არ  იწამლება ქიმიური პრეპარატებით. ეს ცუდად აისახება ყვავილებზე. თუ ბუგრიანი ტოტების ბოლოებს ჩააყოფინებთ სოდიან ხსნარში, (12-15გრ -500მლ წყალზე) მეორე დღეს ბუგრი იხოცება. სოდა პომიდვრის საკვებადაც ვარგა. მისი გემოს გაუმჯობესებისთვის, სოდიან  0,5 % იან ხსნარს ასხურებენ ფოთლებს ან უსხამენ ძირებში.  ესპანეთში ბევრი მეაგარკე იყენებს  5 % იან სოდიან ხსნარს  ვაზის, ან კენკრის ბუჩქებზე შესხურებისთვისაც. ეს ჰმატებს მათ შაქრიანობას და აუმჯობესებს გემოს, ასევე ლპობას და ობს არ უშვებს ვაზთან. ზოგჯერ აგარაკზე ცეცხლს ანთებენ მიწაზე ნარგავებთან ახლოს და იმისთვის, რომ ცეცხლი მათზე არ გადავიდეს და არ გავრცელდეს, კოცონის გარშემო სოდას ყრიან მიწაზე 10-15სმ დაშორებით ცეცხლიდან.  და ბოლო, სოდას იყენებენ  ორგანული საღებავი ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული  ხელების, ფეხების გასაწმენდად. ამისთვის საპნიან ბინძურ ადგილზე აყრიან სოდას, წმენდენ კარგად და მერე წყლით ჩამოირეცხავენ. ასე რეცხავენ  ბალახით ახალდასვრილ  ტანსაცმელსაც. კალცინირებული სოდა: იგი უფრო მწვავეა, ამიტომ ხსნარი მეტი სიფრთხილით უნდა დამზადდეს, რომ მცენარე არ დაიწვას. ასეთ ხსნარს იყენებენ ბაღ-ბოსტანში, ფუნგიციდად, ინსექტიციდად, ჰერბიციდად. იგი გამოიყენება ნაცროვანი სოკოს წინააღმდეგ კიტრზე შესასხურებლად. 10გრ სოდა იხსნება 10ლ წყალში, ამ ხსნარით ასველებენ დაზიანებულ ფოთლებს. ასე არც სხვა მცენარეებზე გადავა დაავადება. იგი იცავს ხურტკმელს სფეროტეკისგან. 50გრ სოდა, 50გრ სარეცხი საპონი იხსნება 1 სათლ თბილ წყალში. ამ ხსნარით ნამავენ მცენარეს ყვავილობის შემდეგ, მერე იმეორებენ 1 კვირაში. კომბოსტოს ხშირად აფუჭებს ლოქორა, ამის წინააღმდეგ 1ლ ნაცარს  ურევენ 2ს.კ. სარეცხ სოდაში, ამ ნარევს აფრქვევენ მიწაზე კომბოსტოს გარშემო, ასევე კომბოსტოს თავებსაც. მისი გამოყენება ასევე შეიძლება წვრილი შავი ჭიანჭველების წინააღმდეგ საბრძოლველადაც. ამისთვის მას ურევენ ნაცარს თანაბარი პროპორციით  დაა ჭიანჭველების თავშეყრის ადგილს აფრქვევენ, ან ყრიან ბუდეში. ზოგჯერ წვრილი ბალახი იზრდება ქვებს შორის, მათ მოსაშორებლად იმ ადგილებზე ყრიან სოდას და ოდნვ ასველებენ, 8 – 10 სთ ში ბალახი დაჭკნება.

მდოგვი: სუფთა ხილ -კენკრისთვის  შეიძინეთ რაც შეიძლება მეტი მდოგვის ფხვნილი, თუ არ გსურთ ბაღ-ბოსტანში ქიმიური პრეპარატებით დააბინძუროთ გარემო. ლოქორა ნომერ 1 მტერია ბოსტანში. ნუ დაელოდებით, სანამ ყველაფერი განადგურდება. კვლებს შორის მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი და შედეგად მოსავალს სრულად მიიღებთ. მდოგვის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა ცეცხლურა პეპლის, ხოჭოს, ტრიპსების და რწყილების მოსაშორებლად. კარგად მოქმედებს ასევე ვაშლის ჩრჩილზე, ვაშლის და ქლიავის  ნაყოფჭამიაზე. ექსტრაქტის დასამზადებლად ერთ პაკეტ მშრალ მდოგვს ს ასხამენ 1ლ მდუღარეს. ათბუნებენ და აყენებენ ერთი დღე, ფილტრავენ აზავებენ 5ლ მდე , უმატებენ შამპუნსაც, უკეთ რომ მიეწებოს მცენარეს. ამ ხსნარით ამუშავებენ ხეებს 3ჯერ ყვავილობიდან 10 დღის მერე. საფუარი: ეს კარგი ბიოსტიმულატორია მცენარის ზრდა-განვითარებისთვის, მდიდარია ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებებით, აუმჯობესებს მიწის მიკროფლორას, კლავს პათოგენურ მიკროორგანიზმებს. საფუარიანი კვება მცენარეს სწრაფად ზრდის. 1კგ დაპრესილ საფუარს ხსნიან 5ლ თბილ წყალში და ამატებენ 0,5-0,8 ლ ძველ მურაბას. აყენებენ ერთ დღეს, ხსნიან 1:10 პროპორციით ნაკელსაც  და უსხამენ ფესვებზე მოზრდილ ბუჩქებს თითო ლიტრს. ეს ნარევი სასარგებლოა ჩითილებისთვისაც, ისინი კარგად იზრდება, მაგრამ საჭიროა მხოლოდ 1ს.კ. ერთ ჭიქა ჩითილზე. მარწყვს არ დაემართება „ნაცრისფერი ლპობა“, თუ ყვავილობამდე შეასხურებთ 100გრ საფუარგახსნილ 3-4ლ თბილ წყალს.
ეს მეთოდები წარმატებით გამოიყენება ბაღში, ბოსტანში და თანაც დიდი დანახარჯის გარეშე.


თარგმანი თ. სუპატაშვილის

24 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно