ორქდეების თესლით გამრალება

ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა:

- შეიძლება თუ არა ორქიდეას გამრავლება?

- შეიძლება თუ არა ორქიდეას გამრავლება თესლით?

რათქმაუნდა, ორქიდეა მიეკუთვნება ისეთ მცენარეს, რომლის გამრავლება შეიძლება როგორც ვეგეტაციურად („შვილიკოების“,ჩითილების გაზრდით საყვავილეებიდან), ასევე თესლით.

მაგრამ! ორქიდეას თესლს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება სხვა დანარჩენი მცენარეების თესლისაგან. თითქმის ყველა სახეობის ორქიდეას თესლი წარმოადგენს ე.წ. „მტვერს“, რომელიც ყალიბდება და მწიფდება ე.წ. „ჩანთაში“ ორქიდეას დაყვავილების შემდეგ. ორქიდეას თესლი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებას, ამიტომ, მას აქვს მიკროსკოპული ზომები და ადვილად დაფრინავს ჰაერის სულ მცირე ნაკადების დროს. ბუნებრივ პირობებში ეს თესლი ხვდება სხვადასხვა ადგილას და ერთეულები თუ მოხვდებიან სასურველ გარემოში, აღმოჩენდება და ლამის ათწლეულის მანძილზე მივა ყვავილობამდე. ერთ ჩანთაში ვითარდება ორქიდეას რამოდენიმე ათასი და მილიონი თესლის მარცვალი, მაგრამ, რაკი თესლი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, სახამებელს, მიკროელემენტებსა და ცხიმებს, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გაღვივება და საჭიროებს სპეციალურ ლაბორატორიულ პირობებს. სწორედ, იმის გამო, რომ თესლის ამოღვივებას სჭირდება სპეციალური სტერილურად შენახული საკვები გარემო და შემდეგ სტერილური გარემო, ჩითილის აღმოცენებისა და განვითარებისათვის. ამიტომ, სანამ გადავწყვიტავდეთ ორქიდეების გამრავლებას თესლით წინასწარ უნდა დავფიქრდეთ შემდეგზე - შეგვიძლია, თუ არა:

· ხარისხიანი სათესლე მასალის მოპოვება;

· თესლის შემდგომი შენახვა და აღმოცენებისათვის მომზადება;

· სპეციალური სტერილური გარემოს- ლაბორატორიის მოწყობა და შენახვა;

· სპეციალური საკვები ნივთიერების - ჟელეს მომზადება სტერილურ გარემოში;

· იმ შემთხვევაში, თუ თესლი აღმოცენდა, ჩითილების გაზრდა და განვითარება.

თავად თესლის გამოყვანა არ წარმოადგენს რთულ საქმეს, მაგრამ, მცდელობამ შეიძლება ან უშედეგოდ ჩაიაროს - არ მომწიფდეს სათესლე ჩანთა, ან დაზიანდეს დედა მცენარე. ასევე, იმისათვის, რომ თესლმა შეინარჩუნოს აღმოცენების უნარი, უნდა მოხდეს შენახვის პირობების დაცვა.

რაც შეეხება ორქიდეას თესლის ყიდვას, გამოწერას, შეკვეთას და ა.შ. რათქმაუნდა ეს არაა რთული საქმე, რადგან ინტერნეტ სივრცე აჭრელებულია სხვადასხვა შემოთავაზებებით. მაგრამ, თესლის შეძენა საკმაოდ წამგებიანი და მაღალრისკიანი საქმეა. სამწუხაროდ, ბაზარზე, იქნება ეს პირდაპირი, თუ ონლაინ მომწოდებელი ძალიან ბევრია არაკეთილსინდისიერი გამყიდველი და შესაძლებელია ორქიდეას ნაცვლად უკეთეს შემთხვევაში სხვა მცენარის თესლი შემოგვთავაზონ, ან საერთოდ მოგვყიდონ ან ბალახი, ან ვადაგასული და გაფუჭებული სათესლე მასალა.

და მაინც, თუ მოხდა და ვიშოვეთ ორქიდეას თესლი, რა ვქნათ მაშინ?

უნდა გვახსოვდეს, რომ ორქიდეას თესლის გამრავლებისათვის საჭიროა, სპეციალურად აღჭურვილი სტერილური ლაბორატორია, სპეციალური ცოდნა-უნარები და მოთმინება, რადგან შევეჭიდებით საკმაოდ სარისკო საქმეს. გასაგებია, რომ დიდი მწარმოებლები-სათბურები, თესლით ახერხებენ რამოდენიმე ათასობით და ათიათასობით ორქიდეას კულტივაციას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამისათვის მათ აქვთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და მცენარის სარეალიზაციო სახემდე უმოკლეს დროში მიყვანისათვის საფირმო საიდუმლოება, რომელიც ნაკლებად ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ორქიდეომანისათვის.

28 March 0 1 916
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно