ორქიდეის ზრდის ტიპები

მონოპოდიალური - ორქიდეას ზრდის ერთი წერტილი აქვს, და მცენარე იზრდება ახალი ფოთლების ამოზრდის გზით.საყვავილე ღერები ფოთლებს შორის ვითარდება, მცენარის ზრდასთან ერთად ქვედა ფოთლები ბერდება და კვდება. ღეროდან კი ახალი ფესვები იზრდება. ასეთი ორქიდეებია : ფალენოპსისი, ვანდა, ასკოცენტრუმი და სხვ.

სიმპოდიალური - ორქიდეას რამდენიმე ზრდის წერტილი აქვს. იგი იზრდება ახალი ამონაყრების ხარჯზე.ისინი გარდაიქმნება ფსევდობულბებად - ორგანოდ, რომელშიც ინახება ტენი, სასარგებლო ნივთიერებები. ისინი წარმოიქმნება ძველი ფსევდობულბების ძირში და თავიდან იქ დაგროვილი ნივთიერებებით იკვებებიან. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 წელია, მერე ყვითლდება და კვდება. ასეთ ორქიდეებს ყვავილობისთვის სჭირდებათ გრილი მშრალი მოსვენების პერიოდი, როცა 8-10 კვირის განმავლობაში მათ არ რწყავენ და ისინი იკვებებიან ფსევდობულბებში დაგროვილი ტენით. ასეთი ორქიდეებია: კატლეა, ონციდიუმი, ოდინტოგლოსუმი, მილტონია და სხვა:

08 June 0 232
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно