სოლეიროლია

მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა ოჯახს, სამშობლო - კორსიკა-სარდინიის ტროპიკებია, სახელი ეწოდა კაპიტან სოლეიროლიას პატივსაცემად, რომელმაც ეს მცენარე აღმოაჩინა. მას ხშირად ურევენ ნერტერაში, მაგრამ ეს უკანასკნელი ნელა იზრდება და შემოდგომზე წითელი კენკრა აქვს. მის გვარში სოლეიროლია ერთადერთი სახეობაა - ნიადაგმფენი მხოხავი მცენარე. იგი ადვილად ფარავს მიწას ზრდისას და ქოთნიდან მალე ჩამოეკიდება კიდეც. ფოთოლი წვრილი და მრგვალია, გამოყვანილია ვერცხლისფერ და ოქროსფერფოთლიანი მცენარეები. ყვავილი კი ერთეული და უსახურია.
ტემპერატურა: ზომიერი გაზაფხულ ზაფხულში, 24 გრ ფარგლებში. ბუნებაში იზრდება ტყის ყველაზე გრილ ადგილზე, გვიმრების გვერდზე. ზამთარში თუ გათბობაა ოთახში, მცენარეს დასცხება. მისთვის საჭირო ტემპერატურა 15 გრ ია. ზამთარში მისი ოთახში შენახვა შეიძლება, თუ მცენარეს ტერარიუმში დავდებთ, სადაც ჰაერის მაღალი ტენიანობაა.
განათება: მოსწონს განათებული ადგილი. გაზაფხულ -ზაფხულში სჭირდება დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან.კარგად იზრდება ჩრ. მხარეს. ჩრდილში იგი უფრო ნელა გაიზრდება. ზამთარშიც კარგად განათებულ ადგილზე უნდა იდგას. ტერარიუმში დამატებითი განათება დასჭირდება.
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულში უხვად რწყავენ მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. ზამთარში ტემპერატურის მიხედვით - თუ ცივა - ზომიერად რწყავენ. გამოიყენეთ მხოლოდ რბილი წყალი, რკინის და ფტორის დამატებით.
სასუქი:  თუ მას ყოველწლიური გადარგვა სჭირდება, სასუქს არ აძლევენ. მარტ-სექტემბერში 2 კვირაში ერთხელ კვებავენ კომპლექსური სასუქით ფოთლოვანი მცენარეებისთვის.
ჰაერის ტენიანობა: საკმაოდ მაღალი სჭირდება - 70-80 %. დღეში რამდენჯერმე ნამავენ რბილი მტკნარი წყლით, თუ 20 გრ ზე მეტია. უფრო დაბალზე კი 2-3 დღეში ერთხელ. ტერარიუმში დანამვა არ სჭირდება.
გადარგვა: რგავენ ყოველწლიურად კარგად დრენირებულ ნიადაგში განიერ დბალ ქოთნებში. გრუნტი ასეთი შემადგენლობისაა - 1წ ფოთლოვანი მიწა, 1წ ქვიშა ან 1წ უნივერსალური ტორფნარევი მიწა,  1წ ფიჭვის ქერქი და 1წ წვრილი ხრეში.  2 -3 წელიწადში იგი დეკორატიულობას ჰკარგავს, ამიტომ განახლება სჭირდება ახალი კალმების ჩარგვით. იმისთვის, რომ ძალიან არ გაეწელოს ტოტები, რეგულარულად უნდა თავის წაწყვეტა ღერებს.
გამრავლება: ბუჩქის დაყოფით ან კალმით, რაც ადვილად ფესვიანდება ტენიან ვერმიკულიტში მინი სათბურში.
მცენარე მგრძნობიარეა დაბინძურებული ჰაერისადმი. ამიტომ ცუდად იზრდება სამრეწველო ზონაში, ცუდი ეკოლოგიის პირობებში.
მცენარე ნაიდაგმფენია და ხშირად რგავენ დიდი მცენარეების ძირში ქოთანში. თუმცა მათი მოვლის პირობები უნდა შეესაბამებოდეს  ერთმანეთს. ქოთანი პერიოდულად უნდა შეატრიალოთ სინათლისკენ, რომ მცენარე თანაბრად  გაიზარდოს. მას კარგ პარტნიორობას უწევს სინგონიუმი, ფიტონია, სელაგინელა. ნერტერა, ან მაღალი მცენარე შიშველი ღეროთი. მაგრამ იგი სწრაფად იზრდება და შეიძლება მის გვერდით მზარდ მცენარეს ზრდაში შეუშალოს ხელი. იგი კარგად შთანთქავს ნახშირორჟანგს და სხვა მავნე ნივთიერებებს, თავად კი გამოჰყოფს ჟანგბადს.
პრობლემები: ფოთოლი ხმება, მცენარე კვდება - თუ ოთახში მშრალი ჰაერია ან იშვიათად ირწყვება.
 მცენარე ცუდად იზრდება, ტოტები ეწელება, ფოთლებიც ფერმკრთალი აქვს - სიბნელის გამო.
ფოთლები ხმება და მათზე უფერული ლაქები ჩნდება - მზით დამწვრობის გამო.
ფოთლები ყვითლდება, ჭკნება, და მცენარე კვდება -  ზედმეტი მორწყვის ან სასუქის შედეგად.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

28 June 0 5 669
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно