ორქიდეის მოვლა ყვავილობის შემდეგ

 ეს მშვენიერი მცენარე დიდხანს გვახარებს ყვავილობით, ზოგი სახეობა 6 თვემდეც კი, მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ ყვავილობის დასრულების შემდეგ, უნდა გადაიჭრას, თუ არა იგი?
რაზეა დამოკიდებული ორქიდეის ყვავილობის სიხშირე და ხანგრძლივობა: ეს პირდაპირ კავშირშია მცენარის გენეტიკურ თავისებურებებთან, სახეობაზე, რასაც ზრდით. მნიშვნელოვანია მცენარის მდგომარეობაც: როგორ შეეგუა ახალი მცენარე დედისგან მოშორებით დამოუკიდებლად ყოფნას ან მორიგი ყვავილობის შემდეგ პერიოდს, ეს კი დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მოვლის წესებზე ყვავილობის შემდეგ. ამრიგად, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ და რა სიხშირით იყვავილებს ორქიდეა. სწორი მოვლით იგი 3-6 თვეში განმეორებით აყვავდება.

საჭიროა თუ არა მისი გადაჭრა ყვავილობის მერე: ყურადღება მიაქციეთ საყვავილე ღეროს. როდესაც მცენარე მოიყვავილებს, ღერო შეიძლება გაყვითლდეს,  გახმეს ან გააგრძელოს ზრდა. ხმობადაწყებულ ღეროს მცენარეს არ აჭრიან, რადგან სანამ იგი ბოლომდე გახმება, მცენარეს მისგან საკვები ნივთიერებები ამოაქვს მომდევნო ყვავილობის და ზრდა-გავითარებისთვის. როდესაც იგი მთლიანად გახმება, მერე აჭრიან, მაგრამ მცენარესთან ტოვებენ 2,5 სმ სიმაღლის ნაწილს, რომ ორქიდეა არ დაზიანდეს შემთხვევით. 
 თუ საყვავილე ღერო მწვანე დარჩა, მას არ ეხებიან. რადგან ყვავილობის მერე მასზე კიდევ ვითარდება ახალი კოკრები ან ყალიბდება შვილეული  მცენარეები. ასე ხშირად ემართება ფალენოპსისს.  
სანამ იგი ბოლომდე არ გაყვითლდება, ყოველთვს არის შანსი, მასზე ახალი კოკრების გავითარების, ზოგჯერ იგი იზრდება კიდეც, რაც ნიშნავს, რომ მასზე კიდევ გაგრძელდება სიცოცხლე. ახალი კოკრები შედარებით 
გვიან გამოუვა, 1 ან 3 თვის მერე წინა ყვავილობიდან.
როგორ უნდა გადაიჭრას ორქიდეა ყვავილობის მერე: თუ ძველი საყვავილე ღერო არ გახმა 6 - 7 თვის მანძილზე, მერე შეიძლება მისი გადაჭრა. მაგრამ თუ ყვავილობის გაგრძელება გსურთ ან შვილეული მცენარის გამოტანა მასზე, უნდა იცოდეთ, როგორ გადაჭრათ იგი სწორად.

აქ მნიშვნელოვანია წელიწადის დრო, რადგან ფალენოპსისს შვილეული მცენარეები ამოსდის  ზაფხულში მხოლოდ, ამიტომ არსებობს  შანსი, გადაჭრის მერე ისევ გააგრძელოს სიცოცხლე. ყურადღებით დაათვალიერეთ საყვავილე ღერო, მასზე მძინარე კვირტებია, საიდანაც შესაძლოა ახალი მცენარის ან ყვავილების ამოსვლა. ამ კვირტებიდან 2სმ ით ზემოთ გადაჭრიან ღეროს, თუმცა გარანტია იმისა, რომ გადაჭრა აიძულებს კვირტებს გაიღვიძონ და გაიზარდონ, არ არსებობს. ზოგჯერ  გადაჭრა, პირიქით, აფერხებს ახალი საყვავილე  ღეროს ზრდას, რადგან მცენარე ძალებს ხარჯავს ძველი ღეროს შესანარჩუნებლად და ახლის გავითარებისთვის აღარ ჰყოფნის.
 ორქიდეის მოვლა ყვავილობის მერე: 
ბოლო ყვავილის დაცვენის მერე მცენარეს ისევ სჭირდება მოვლა, და ეს თითქმის იგივენაირად ხდება, როგორც ადრე.მას ისევ სჭირდება მორწყვა, დანამვა, მაგრამ ყვავილობის მერე მას უმცირებენ სასუქის მიცემას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ მცენარემ დაისვენოს. კარგად დაუთვალიერეთ ორქიდეას ფესვები და სუბსტრატი. შესაძლოა, გადარგვა სჭირდება და ეს კარგი იქნება მოყვავილების შემდეგ. ცოტა ხნით დასვენების მერე იგი კვლავ გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით. მექანიკური დაზიანებები და მზის დამწვრობა ორქიდეებზე https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/185-meqanikuri-dazianeba-da-mzit-damwvroba.html
 

01 June 0 21 210
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно