თავყვითელა - Senecio


მცენარე მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს, მრავალწლიანი, იშვიათად ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.გვხვდება ნახევრადბუჩქის, ბუჩქის ან პატარა ხის სახითაც, გავრცელებულია ბევრ კლიმატურ ზოლში მთელ დედამიწაზე. გარეგნულად მისი სახეობები საკმაოდ გასხვავებულია. ტოტები ზოგს შიშველი, ზოგს შებუსული აქვს, ფოთლებიც სრულიად განსხვავებული ფორმისაა- ელიფსისებრი, კვერცხის ფორმის, მთლიანი ან დაკბილული, ყვავილედი - კალათა დიდი ან პატარა ზომის, ცალკე ან კიდევ შეკრული საგველა ან ფარისებრ ყვავილედებად, მცენარე საკმაოდ პოპულარულია დეკორატიული თვისებების გამო, იზრდება როგორც ღია გრუნტში, ისე სახლშიც. იყენებენ მოჭრილსაც და თაიგულების გასაფორმებლადაც.
მოვლა:-განათება: საკმაოდ კარგი განათება სჭირდება მზის პირდაპირი სხივების გარკვეული რაოდენობით. აღ. ან დას. მხარე იდეალური ადგილია სახლში ამ მცენარისთვის.
ტემპერატურა: გაზაფხულ- ზაფხულში კარგად გრძნობს თავს 22-25 გრ_ზე, შემოდგომიდან თანდათან ამცირებენ 13-15 გრ მდე. ასე ემზადება იგი გამოზამთრებისთვის. ზამთარში ტემპერატურა არ უნდა  დაეცეს 7 გრ ზე დაბლა.
ჰაერის ტენიანობა: სპეციალურად მცენარეს არ ესაჭიროება ტენიანობის შექმნა  - იგი კარგად იტანს მშრალ ჰაერსაც
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულში ირწყვება ზომიერად, 2 დღის მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება, შემოდგომიდან კი ამცირებენ და ზამთარში ან საერთოდ არ რწყავენ, ან ძალიან იშვიათად. ზედმეტი მორწყვა მავნებელია,
კვება: გაზაფხულ-ზაფხულში თვეში 2 ჯერ  შეაქვთ სასუქი მარტიდან აგვისტოს ჩათვლით. სასუქად გამოდგება ჩვეულებრივი სასუქი სუკულენტებისთვის.

ნიადაგი: თავყვითელას  სჭირდება ნოყიერი და ფხვიერი მიწა, ნეიტრალური მჟავეობით. მაღაზიებში იყიდება სუბსტრატი სუკულენტების და კაქტუსებისთვის, შესაძლებელია მისი გამოყენება ან ფოთლოვანი მიწის და ქვიშის ნარევის გამოყენება პროპორციით 2:1.
გადარგვა: მოზრდილ მცენარეს რგავენ 2-3 წელიწადში ერთხელ, ახალგაზრდებს ყოველ გაზაფხულზე.
გამრავლება: მის გამრავლება შესაძლებელია თესლით, ტოტით ან გადაწვენით.თესლით არც ისე ხშირად ამრავლებენ, რადგან თესლი ახალი უნდა იყოს, წინასწარ გამოზრდილი, ერთ ქოთანში ათავსებენ წინასწარ მომზადებულ  რამდენიმე თესლს ერთად, ასე ქოთანში ლამაზ მცენარეს მიიღებთ. ამოსული ნათესის გადარგვაც შეგიძლიათ ცალკე ქოთნებში.
ტოტით გამრავლებისთვის მცენარეს აჭრიან 9-10სმ სიგრძის ტოტებს, აცლიან ქვედა ფოთლებს და დებენ ჰაერზე ცოტა ხნით, მერე რგავენ პატარა ქოთნებში ქვიშანარევ მიწაში, დებენ ნათელ, თბილ ადგილზე და როცა დაფესვიანდება, გადააქვთ ცალკე ქოთნებში.
თუ მცენარე კარგად მოიზრდება, შეიძლება მის გვერდით სუბსტრატიანი პატარა ქოთნები დააწყოთ და წაგრძელებული ტოტები იქ ჩადოთ და მიწით დაფაროთ, ისინი ასე დაფესვიანდება, მერე კი მთავარი მცენარიდან აცალკევებენ.

დაავადებები: საკმაოდ ადვილად ზიანდება მავნებლებითაც და დაავადებებითაც.
თუმცა ასე ხდება არასწორი მოვლის გამო. მას ხშირად სტუმრობს აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, ცრუფარიანა, ასევე ემართება ნაცრისფერი ლპობა. ახალი ტოტები, ფოთლები და ყვავილედი მალე უზიანდება განსაკუთრებით პელარგონიის ნარინჯისფერი ბუგრით - კოკრები არ იშლება, ყვავილედი მუქდება, ფოთლები ყვითლდება, ბუგრს ებრძვიან ოთახის ხშირი განიავებით, პულვერიზატორიდან წყლის ხშირი შესხურებით, უფრო ძლიერი დაზიანებისას კი ინსექტიციდებით.
აბალაბუდა ტკიპა იწვევს  ფოთლების გამუქებას, ფოთლის ქვემოდან ჩნდება ქსელი, ტკიპას ებრძვიან ჰაერში  წყლის შესხურებით, მცენარის გარეცხვით თბილი წყლით, ძლიერი დაზიანებისას იყენებენ აქტელიკს.
ზღვისპირა და ციტრუსების ცრუფარიანა ფოთლებიდან იწოვს წვენს, მცენარე უნდა დამუშავდეს საპნიანი ან სპირტიანი ხსნარით, მეტი დაზიანების შემთხვევაში კი კარბოფოსით.  
ნაცარა სოკოს საწინაააღმდეგოდ იყენებენ ფუნდაზოლს, ნაცრისფერ ლპობას კი ებრძვიან სპილენძის ქლორჟანგით, ასევე ამცირებენ რწყვას, მცენარე გადააქვთ გრილ და ნაკლებად განათებულ ადგილზე.
სირთულეები მოვლისას:
 - ფოთლები ყავისფერდება და მერე ხმება - აბლაბუდა ტკიპათი დაზიანების გამო, ან ოთახში ცხელა და მშრალი ჰაერია, მორწყვა კი - არასაკმარისი და არარეგულარული.
 - ყავისფერი ლაქები - მზით დამწვრობის შედეგია
 - ფოთლები წვრილი, უფერული ან ჭრელფოთოლა სახეობებში მხოლოდ მწვანე - არასაკმარისი განათების შედეგია.

თარგმანი თ. სუპატაშვილის 

22 April 0 2 044
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно