ალამანდა
მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს და მოიცავს 15 სახეობას. იგი ამერიკის ტროპიკების ბინადარი ბუჩქი ან ლიანაა.ოთახის პირობებში მისი გამრავლება საკმაოდ რთულია, რადგან მცენარე მომთხოვნია განათების, სითბოს და ჰაერის ტენიანობისადმი. მას ხშირი გასხვლა სჭირდება. თუ იზრდება ქოთანში, უყენებენ საყრდენს.კარგია, თუ ყოველწლიურად გადარგავთ.
განათება-სახლის პირობებში მისთვის კარგი ადგილია ფანჯრის რაფა ს. მხარეს. იგი სინათლისმოყვარულია, იტანს მზის პირდაპირ სხივებსაც. უკეთ იზრდება ორანჟერეებსა და ზამთრის ბაღებში.
ტემპერატურა-ზაფხულში კარგადაა 20-23 გრ-ზე. შემოდგომის ბოლოს ზამთრის ბოლომდე ესაჭიროება 15-17გრ, უმცირებენ მორწყვას. ორპირი ვნებს მცენარეს.
შესხურება - ვეგეტაციის პერიოდში მცენარეს რეგულარულად ნამავენ, ვინაიდან იგი ტენისმოყვარულია. წვეთები ყვავილს არ უნდა მოხვდეს,რომ დეკორატიულობა არ დაკარგოს.სიცხეში ხანდახან ქოთანს სველ კერამზიტიან ან ხრეშიან სადგამზე დებენ.
სასუქი - აქტიური ზრდის დროს თვეში ერთხელ აძლევენ ორგანულ და მინერალურ სასუქს. კონცენტრაცია სტანდარტულია.
გასხვლა-იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, უნდა გაისხლას. ამისთვის ტოტებს უმოკლებენ ნახევრამდე, ასევე აცლიან სუსტ ტოტებს. მას ზოგადად სუსტი ,წვრილი ტოტები აქვს და სჭირდება საყრდენი.
გადარგვა - გადარგვა ხდება ყვავილობის მერე გაზაფხულზე. ახალგაზრდა მცენარეები - ყოველ წელს, მოზრდილი კი 2-3 წელიწადში ერთხელ. ნიადაგის შემადგენლობა ასეთია: 2წილი ტორფი და ფოთლოვანი მიწა, 1წილი ნეშომპალიანი და კორდის მიწა,, უმატებენ ცოტა ქვიშას. მეორე ვარიანტია -5წილი ნეშომპალა, 2წილი ფოთლოვანი მიწა, და თითო წილი კორდის მიწა, ქვიშა და ტორფი.
ალამანდა თესლიდან - ითესება ტენიან ტორფნარევ ქვიშაში, ნამავენ კიდევ და ხშირად ანიავებენ, ამოსასვლელად საჭიროა 23-24გრ. ამოდის დაახლოებით 20-40 დღეში.
გამრავლება ტოტით - ალამანდას გახევებულ ტოტებს ჭრიან 10სმ იან ნაწილებად და რგავენ ნამიან ქვიშაში. იმისთვის, რომ სწრაფად დაფესვიანდეს, წინასწარ ამუშავებენ ზრდის სტიმულატორით. ტემპერატურა უნდა იყის 23-24გრ. როდესაც ფესვებს გამოიღებს, გადააქვთ ქვიშის, ნეშომპალის და კორდიანი მიწის ნარევში, ანუ ხდება პიკირება. თვენახევრის მერე უვლიან ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეს.
შხამიანობა - მცენარის წვენი შხამიანია, ამიტომ მასთან მუშაობის მერე ხელების დაბანაა საპნით საჭირო. შესაძლოა წვენი მოხვდეს კანზე მცენარის გამრავლების დროსაც.
დაავადებები - მცენარე ლპება - ღეროს ძირი შავდება და ლპობას იწყებს, თუ ზედმეტადაა მორწყული, ან თესლი დაითესა ერთმანეთთან ძალიან ახლოს. შეიძლება დაემართოს “ შავი ფეხიც“. უყვითლდება ფოთოლი - არასაკმარისი განათება ან საკვები მცენარის ზრდას ანელებს, იწვევს ღეროს წაგრძელებას, ფოთლების გაყვითლებას და სუსტ ყვავილობას. ფოთლები მუქდება და ეხვევა-ორპირის ან ცივი ქარის გამო, ზედმეტი ტენიანობისას ფოთლები მუქდება, უნდა შემცირდეს მორწყვა და ტემპერატურა ნარჩუნდება რეკომენდებულ დონემდე. მავნებლები -ძირითადად მცენარეს აწუხებს ფრთათეთრა, ნემატოდა, ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა.
ალამანდას სახეობები -1. კეთილშობილი ალამანდა -მოწითალო, ღერებით, 20სმ მდე სიგრძის ფოთლებით, წვეროში წვეტით.ფოთლის ქვედა მხარე ბუსუსაა. კვანძებიდან 2-3 იზრდება, ყვავის მკრთალი ყვითელი 12სმ დიამეტრის სურნელოვანი ყვავილებით. 2. ჰენდერსონის ალამანდა - სწრაფადმზარდი მცენარეა ტყავისებრი ფოთლებით, ერთად იზრდება 3-4 ცალი, ყვავილები ყვითელ-ნარინჯისფერია, 12სმ დიამეტრით, გვირგვინის ფურცლებზე მკრთალი ლაქებით. 3. მსხვილყვავილა ალამანდა - იზრდება ამპელურად, ოღონდ ნელა. წვრილ ფოთლებს ლანცეტისებრი ფორმა აქვს, ყვავილები ბევრია, ლიმონისფერ-ყვითელი, 10სმ დიამეტრის. 4. შოტის ალამანდა - ამ ლიანის ტოტები დაშვებულია ძირს, სწრაფად იზრდება, ყვავილი ყვითელია ყავისფერი ზოლებით, გული მუქი ყვითელი აქვს. 5. ოლეანდრისფოთოლა ალამანდა - ეს ბუჩქია 1მ მდე სიმაღლის, ტოტები დაშვებულია, ფოთლები ლანცეტისებრი ,12სმ ის. ყვავილი ყვითელია, გრძელ ყუნწზე, განში 3-4სმ მდე. 6. იისფერი ალამანდა -ნელამზარდი ხვიარა ლიანაა, ელიფსისებრი ბუსუსებიანი ფოთლებით, სიგრძით 15სმ, ყვავის ღია იისფერი ყვავილებით , რომლებიც ტოტების ბოლოებშია 2-3 ერთად.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის