ილის მოვლა სახლის პირობებში

ეს მცენარე მართლაც დიდ კონკურენციას უწევს ოთახის ბამბუკს, საკმაოდ არასტანდარტული მცენარე თავისებური ხასიათის და შესანიშნავი მწვანე მასის წყალობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც მისი მოვლა სულაც არაა ძნელი, სურნელით კი დაფნა თუ სჯობს მას მხოლოდ. ყველაფერთან ერთად ეს ეგზოტიკური მცენარე საკმაოდ იაფი, სწრაფადმზარდი და უპრეტენზიოა.
ნამდვილი ილი და მისი სურნელი: არასტანდარტული ოთახის  და სამკურნალო მცენარეების მოყვარულები კარგად იცნობენ მცენარეს, რომელსაც ილს ეძახიან. იგი ელეტარიას გვარს ეკუთვნის, ბალახოვანი მრავალწლიანია. დეკორატიულ მცენარედ კი სახლის პირობებში ზრდიან ერთადერთ სახეობას - ნამდვილ ილს, თუმცა გვარი საკმაოდ ბევრ სახეობას მოიცავს.
ეს მარადმწვანე ბალახოვანი მცენარე სამკურნალო და სანელებელი თვისებების  გარდა ღეროს და ფოთლების სილამაზითაც ცნობილია. სახლის პირობებში მისი სიმაღლე 40-60 სმ ია, ფესვი ხორციანი, სქელი აქვს, თავად ბუჩქოვანი, ვერტიკალურად მზარდი ტყუილი ტოტებით მართლაც ჰგავს ბამბუკს, ხოლო ნამდვილი ტოტები მხოხავი, უფოთლო, ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სწორედ ამ ტოტებიდან ამოსდის მერე ყვავილი.
ფოთლები წაწვეტებული, დიდი, ლანცეტისებრი, თავიდან მილისებურად დახვეული, მერე თანდათან იშლება. ფოთოლი საკმაოდ გრძელ ყუნწზე ზის ღერზე მორიგეობით, მისი სიგრძე 60სმ , სიგანე - 8სმ ია. აქვს მუქი მწვანე ფერი, ეს სურნელოვანი ფოთლები სამკურნალო თვისებებითაც ცნობილია, მათ იყენებენ, როგორც ჩაის, ამზადებენ ნაყენს, საოცრად არომატული ილის სასმელი ენერგიას ჰმატებთ, ფოთლის გასრესით თითებში კი მის მომწკლარტო - სუნელის სუნი შეიგრძნობა. თუმცა ილი ცნობილი გახდა არა ფოთლების, არამედ ნაყოფის არომატულობის გამო. მისი ყვავილობა კი საოცარი სანახავია, ყვავილები ეზრდება მხოხავი ტოტიდან და ქმნის მტევნისებრ ყვავილედს. იგი საკმაოდ შეუხედავი იქნებოდა, რომ არა  ერთი ფურცელი ქათქათა თეთრი- მკვეთრი ლილისფერი ძარღვებით, რაც ძლიერ კონტრასტს ქმნის დანარჩენ სალათისფერ პატარა ფურცლებთან. ყვავილობის მერე კი მის ადგილზე ვითარდება სამგანყოფილებიანი კოლოფი, რომელშიც სწორედ ის ძლიერსურნელოვანი წახნაგოვანი შავი თესლია, რაც ასე პოპულარული გახდა სანელებლებს შორის. 

მოვლა: საკმად უპრეტენზიო მცენარეა.  გრილი გამოზამთრება არაა მისთვის აუცილებელი, თუმცა სასურველია. მას გამოუცდელი ახალბედებიც კი გაზრდიან, ხოლო ვინც ხშირად მოგზაურობს, ან არასტაბილური სამუშაო გრაფიკი აქვს, ეს მცენარე მისწრებაა - იგი კარგად იტანს უწყლო პერიოდს, მორწყვის გამოტოვებას, მაგრამ თუ კარგად მიხედავენ, კიდევ უფრო გალამაზდება.. თუ მიწაში ტენიანობის დონეს ზომიერად შეინარჩუნებენ, მცენარე მთელი მისი სილამაზით წარსდგება პატრონის წინაშე.
განათება: ამ მცენარისთვის ეს ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია, იგი დეკორატიულობას ინარჩუნებს ნებისმიერი განათების პირობებში, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - რა პირობებში იზრდებოდა იგი „ბავშვობაში“. თუ მას ზრდიდნენ ჩვეულებრივ ოთახის მცენარედ  გაბნეულ სინათლეზე, ასეც უნდა გაგრძელდეს, ზამთარშიც კი. თუ მას ზრდიდნენ,  როგორც ჩრდილისამტან მრავალწლიანს, მომავალშიც ასეთ პირობებს ადვილად შეეგუება. ამიტომ ყიდვისას უნდა გაიკითხოთ  - რა პირობებში იზრდებოდა ადრე ეს მცენარე. თანამედროვე ჯიშები უფრო სინათლისმოყვარული, გაბნეულ განათებას მიჩვეული მცენარეები არიან, მაგრამ   პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოერიდონ.
ტემპერატურა: ილს ესაჭიროება სითბო ვეგეტაცის დროს და სიგრილე მოსვენების ეტაპზე. გაზაფხულიდან შემოდგომამდე იგი კარგადაა ჩვეულებრივ ოთახის  ტემპერატურაზე. ოპტიმალურია  20-25გრ. ზამთრი კი პირდაპირ კავშირშია ყვავილობასა და მსხმოიარობასთან. დაბალი ტემპერატურის შექმნით მის გარშემო, სურნელოვანი თესლის საკმაოდ კარგ მოსავალს მიიღებთ. თუ იგი სითბოში დარჩება, გარეგნობა არ დზარალდება, მაგრამ უხვად არ იყვავილებს. ამიტომ ზამთარში კარგია 12-15გრ. ზე მისი დადგმა.
მორწყვა: მცენარე კარგად უძლებს ხანმოკლე უწყლობას, გაცილებით ცუდად - ზედმეტ მორწყვას, წყლის დაგუბებას ცუდი შედეგი მოჰყვება მცენარისთვის. რეგულარული მორწყვა ზომიერად,  მიწის ზედა ფენის  გაშრობის შემდეგ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მცენარის ზრდის პირობების დასტაბილურებას გულისხმობს. სინათლის დღის  დამოკლებისას და აცივებსთანავე რწყვაც მცირდება, მიწა უკვე შუამდე უნდა შეშრეს მომდევნო მორწყვამდე, მაგრამ ბოლომდე მიწის გამოშრობა  ზამთარშიც არასასურველია.
სხვა ტროპიკული მცენარეების მსგავსად , მოსწონს ჰაერის მაღალი ტენიანობა, იგი დადებითად რეაგირებს შესხურებაზეც. თუ ამის საშუალებაა, ყოველდღიურად სჯობს ამ პროცედურის ჩატარება,  სასურველია ასევე მისი ფოთლების გაწმენდა მტვრისგან სველი ღრუბლით. შეიძლება თბილი შხაპის მოწყობაც, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 25 გგრ ია. 

გასხვლა: გამხმარი ტოტები და ფოთლები, დაზიანებული ზამთარში ან დაბერებული რეგულარულად უნდა მოშორდეს. სჯობს ძირშივე წააჭრათ.
კვება: სჭირდება რეგულარული სტანდარტული კვება 2კვირაში ერთხელ გაზაფხულიდან შემოდგომამდე. იყენებენ უნივერსალურ სასუქს, ან სპეც ნარევს ბოსტნეული მცენარეებისთვის, რაც ილის ნაყოფიერებას ზრდის.
გადარგვა, სუბსტრატი: ილი არა მხოლოდ გარეგულად ჰგავს ბამბუკს, არამედ მისი სწრაფი და აგრესიული ზრდითაც. ნორმალური მოვლის პირობებში მცენარის ფესვები ერთ წელიწადში ავსებს ქოთანს მთლიანად და ასაკის მიუხედავად, გადარგვაც ესაჭიროება. მას რგავენ განიერ ჭურჭელში კარგა მოზრდილი სადრენაჟე ხვრელით ძირში. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს უნივერსალრი ნარევისგან, რომელიც კარგი წყალ- და ჰაერგამტარია, ან ნარევს თავად ამზადებენ - ნეშომპალის და კორდის მიწით და ქვიშის ნარევით - 2:2:1 პროპორციით. გადარგვა ფრთხილად უნდა მოხდეს ფესვების დაუზინებლად. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟის კარგ ფენას. მიწას ფრთხილად უტკეპნიან. გადარგვის მერე რამდენიმე დღე უჩრდილავენ და ჰაერის ტენიანობას შეძლებისდაგვარად ზრდიან.
დაავადებები: ილი მდგრადი ოთახის მცენარეა დაავადებების მიმართ. მხოლოდ ვირუსული ინფექციებით ავადდება ან მწერები აზიანებს იშვიათად. მშრალი ჰაერი, სხვა დაზიანებული მცენარეების სიახლოვე, არასწორი მოვლა  - ეს ის მიზეზებია, რის გამოც მასზე სახლდება აბლაბუდა ტკიპა ან ფარიანა.  მათ ებრძვიან მექანიკურად ჩამორეცხვის გზით, პირობების გამოსწორებით და ინსექტიციდებით.

გამრავლება: მრავლდება თესლით ან ვეგეტატიურად. ყველაზე მარტივია მისი ზრდასრული მცენარის დაყოფით გამრავლება. ყოველწლიური გადარგვისას შეიძლება მცეარის დაყოფა ისე, რომ ფესვები და კვირტები ყველა დანაყოფს ჰქონდეს. გადანაჭერს ამუშავებენ, მერე კი რგავენ დამოუკიდებლად. ასევე  შეიძლება მისი გამრავლება ტოტებითაც. მცენარის ტოტების წვეროს ნაწილები ადვილად ფესვიანდება სათბურებში  20-25 გრ ზე. კარგია, თუ დაამუშავებენ ზრდის ან ფესვის სტიმულატორით. სუბსტრატი სტანდარტული უნდა იყოს. შედარებით რთულია მისი გაზრდა თესლიდან. ითესება მიწაში ორმაგი თესლის ზომაზე. მერე ოდნავ რწყავენ, რომ მიწა დატენიანდეს, დებენ სიცხეში - 25-28გრ ზე. კარგ განათებაზე. ამოსული  ნათესი სუსტია, მაგრამ მერე უცებ მოღონიერდება და აქტიურ ზრდას იწყებს. პიკირება ხდება მეორე ფოთლის ამოსვლის მერე, ცალკე ქოთნებში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

07 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно