გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

პრევიკური

ორკომპონენტიანი ფუნგიციდია, რომელსაც იყენებენ ფიტოპათოგენების გასაკონტროლებლად მიწაში, ფესვის და ფოთლების დაავადებების სამკურნალოდ, რასაც ოომიცეტები იწვევენ. მას  მცენარეს ასხურებენ და რწყავენ  კიდეც.
ოომიცეტები  მიცელური ორგანიზმების ჯგუფია, რომელსაც ადრე სოკოებს აკუთვნებდნენ. მათ შორის მცენარეების სერიოზული დაავადებების გამომწვევიცაა - ფიტოფტორა, პერონოსპოროზი, დღეს ეს ჯგუფი პროტისტას სამეფოშია გაერთიანებული - სოკოს მსგავს ორგანიზმთა დაჯგუფებაში. ამიტომ მის წინააღმდეგ მიმართული პრეპარატები არაა ფუნგიციდები, თუმცა ამ პრეპარატების გაერთიანებას დასახელება ჯერ ვერ მოუძებნეს და ამიტომ ისევ ფუნგიცდებს უწოდებენ.
მოქმედი ნივთიერება - პროპამოკარბი და ფოსეტილი. ქიმიური კლასი - კარბამატები და ფოსფორორგანული ნაერთები. მოქმედების სისწრაფე და ლოდინის დრო - 24 სთ. გამოშვებულია 1ლ კანისტრებში  ან 60მლ ბოთლებში.
მოქმედების მექანიზმი - მოქმედი ნივთიერება სწრაფად აღწევს ფესვებიდან ან ფოთლებიდან, გადაადგილდება კაპილარებით . ცოტა რაოდენობა გროვდება ფოთლებში, ხდება მიწის სოკოს სპორების განადგურება, პათოგენის უჯრედების მემბრანის წარმოქმნის შეწყვეტით, მიცელიუმი ზრდას წყვეტს, ასევე არაპირდაპირი გზით ასტიმულირებს მცენარის იმუნურ სისტემას, ცვლის მეტაბოლიზმს
გამოყენება: მას იყენებენ სარწყავად ან შესასხურებლად ხეხილზე ან კენკროვან კულტურაზე, ბაღის ან ოთახის მცენარეებზე. პრეპარატი ვიწრო სპეციალიზაციისაა და მიმართულია შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:- ფესვის ლპობა, პერონოსპოროზი, ფიტოფტოროზი.
ინსტრუქცია:  პრეპარატის დამცავი ქმედება გრძელდება 7-14 დღე. იგი არ იწვევს რეზისტენტობას, მაგრამ დოზების გადამეტება  და გამოყენების სიხშირის ზრდა არ შეიძლება.
ხარჯვის ნორმები:
ფესვის და ფესვახლო ლპობის ან ფიტოფტორას წინააღმდეგ - 
სამუშაო ხსნარი მზადდება შემდეგი ნორმებით - 3მლ პრევიკურს ხსნიან 2ლ წყალში ან 15 მლ 10 ლ წყალში.  ხარჯი - 2ლ 1კვ.მ.ზე.
ბოსტნეულისთვის -  პომიდორს, კიტრს, პიმპილს, ბადრიჯანს, საზამთროს - ასე ამუშავებენ: თესლის დათესვის მერე; ჩითილების ამოსვლიდან 14 დღეში, ჩითილების მუდმივ ადგილზე დარგვიდან 2- 3 დღეში; ვეგეტაციის პერიოდში სჭირდება 5 დამუშავება 14 დღიანი ინტერვალით.
კარტოფილის დასაცავად ფიტოფტორასგან -  5მლ პრევიკური 1ლ წყალზე ან 25 მლ 5 ლ ზე, შესხურება 10-14 დღეში.
ოთახის მცენარეების დასაცავად - პროფილაქტიკისთვის და  დაავადების პირველივე ნიშნების სამკურნალოდ 3მლ ხსნიან 2ლ წყალში და კარგად რწყავენ მიწას. ფესვების ლპობის შემჩნვისას გადარგვის დროს - აშორებენ დაზიანებულ ნაწილებს, კარგად რწყავენ  ახალ მიწას, მერე ზღუდავენ მორწყვას მცენარის სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ მცენარე ტუტე სუბსტრატშია ან დარგვისას შეიტანეს ტუტე სასუქი მიწაში, საჭიროა ნიადაგის მჟავეობის დარეგულირება.
დაცვა პერენოსპოროზისგან: 5მლ ხსნიან 1ლ წყალში ან 25მლ 5 ლ ში, ხსნარს ასხურებენ ფოთლებს, განმეორებით დამუშავება შესაძლებელია 10-14 დღის მერე. ეფექტურია მიწის მორწყვაც.
პრეპარატი მაღალფასეულია მისი არარეზისტენტობის გამო, ადვილად ითვისებს მცენარე, მოქმედებას იწყებს 1 დღეში, კონტაქტის ადგილზე კი უკვე 30 წთ ში. არააა იმის საშიშროება, რომ წვიმა გადარეცხავს და არ სჭირდება მიმწებებელი საშუალებების დამატებაც. პრეპარატი დადებითად მოქმედებს ჩითილების ზრდაზეც, განსაკუთრებით კარგად ჩანს მცირე მოცულობაში - ქოთნებში, ყუთებსა და კონტეინერებში. ღია გრუნტში კი ფილტრაციის პროცესის გამო კონცენტრაცია ქვეითდება და ისე გამოხატული შედეგი შეიძლება არ ჰქონდეს.
თუმცა ზოგ სახეობის კარტოფილს და პომიდორს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ამ პრეპარატის მიმართ და პრევიკურმა შეიძლება დაწვას მათი ფოთლები, ამიტომ ჯერ უნდა მოსინჯოთ ერთ პატარა ბუჩქზე და თუ 2 დღის მერე ფოთლებზე დამწვრობა არ ექნება, მერე ყველაზე გამოიყენეთ თამამად.
არ ჩაატროთ შესხურება მზიან დღეს შუადღეზე, სჯობს საღამოს 6 სთ ის მერე ან დილით ადრე შეწამლოთ.  
არ გადაამეტოთ დოზებს. თუ მცენარეს რაიმე უცნობი ინფექცია აქვს, გამოიყენეთ პრეპარატების ნარევი - 1მლ ფალკონი და 1,5 მლ პრევიკური 1ლ წყალზე და ნეიტრალური რეაქციის შამპუნი მცირე რაოდენობით პრეპარატის მცენარეზე მისამაგრებლად.
თავსებადობა: იგი არათავსებადია სასუქებთან. ტრადიციული გზით შეწამვლისას ეფექტურია სხვა კონტაქტურ ფუნგიციდებთან ერთად.
პრევიკურის ხსნარი ლითონის კოროზიას იწვევს, სჯობს მისი მომზადება პლასმასის ჭურჭელში.
ტოქსიკურობა: ადამიანისთვის მას მინიჭებული აქვს 3 კლასი (ზომიერად ტოქსიკური) ასევეა ფუტკრებისთვისაც. არაფიტოტოქსიკურია, არ გამოიყენება სათევზე მეურნეობების სიახლოვეს. 0,2 % ზე დაბალი კონცენტრაციით შედარებით უსაფრთხოა ტიფლოდრომუსისთვის - მტაცებელი ტკიპასთვის, რომელიც არეგულირებს აბლაბუდა ტკიპების რაოდენობას.
უსაფრთხოების ზომები:  მასთან მუშაობისას საჭიროა ტრადიციული დაცვა -  ხელთათმანები, რესპირატორი . იგი იწვევს კანის და ლორწოვანის გაღიზიანებას. ანტიდოტი მის წინააღმდეგ არ არსებობს, გადაყლაპვისას ურეცხავენ კუჭს და აკითხავენ ექიმს. პრეპარატი ინახება მშრალად 0-25 გრ ზე საკვების და მედიკამენტებისგან მოშორებით, ბავშვებისგან  და ცხოველებისგანაც შორს
. ასევე სხვა პრეპარატების სანახავად დააჭირეთ ჭითლად აღნიშნაულ ტექს პრეპარატები პრეპარატები

თარგმანი თ. სუპატაშვილის

07 May 0 12 012

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно