ფიტოსპორინ-მ
ახალი თაობის მიკრობიოლოგიური პრეპარატი, ეფექტურია სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებზე სახლის მცენარეებისთვის და საბაღე კულტურებისთვის. ქიმიური კლასი - ბაქტერიული ფუნგიციდი და ბიოლოგიური პესტიციდები, მოქმედების სისწრაფე - დამუშავებისთანავე. გამოშვების ფორმა - ფხვნილი, პასტა, სითხე.
გამოყენება: იგი ეკუთვნის სისტემურ პრეპარატებს, რომლებიც ვრცელდება მცენარეში კაპილარებით, მისი საფუძველია სპორული კულტურა, რომელიც საკუთარი ცხოველმყოფელობის შედეგად გამოჰყოფს ფუნგიციდურ ოლიგოპეპტიდებს და სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გამომწვევების გამრავლების შეფერხებას იწვევს, იგი ეფექტურად მოქმედებს შემდეგ დაავადებებზე:
ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი, ბაქტერიული ლაქოვნება, ბაქტერიული კიბო, თეთრი ლაქოვნება, მურა ჟანგა, ფესვის ლპობა, მონოლიალური დამწვრობა, ქეცი, პერონოსპოროზი, ნაცარა სოკო, პენიცელოზური ლპობა, რიზოქტონიოზი, ბოლქვების სველი ან მშრალი ლპობა, ტრაქეომიკოზი, ფიტოფტორა, ფომოზი, ფუზარიოზული ლპობა, ცერკოსპოროზი. ცალკეა კიდევ ბოლქვების დაავადებები - ლპობის სხვადასხვა ფორმები, მაგრამ იგი პანაცეას არ წარმოადგენს ყველა დაავადების წინააღმდეგ, მისი ეფექტურობა სხვადასხვა მცენარისთვის სხვადასხვაა - 65 – 95 %. იგი მცირედ ტოქსიურია და სახლის პირობებშიც გამოიყენება უსაფრთხოდ.
მისი უპირატესობაა ასევე ცოცხალი კულტურების შენარჩუნება ტემპერატურის ფართო დიაპაზონში -50 +40 ის ჩათვლით. პრეპარატი ინარჩუნებს თვისებებს გაყინვისას და მერე გალღობისასაც. მისთვის არახელსაყრელ პირობებში ბაქტერიული კულტურა გადადის სპორულ მდგომარეობაში, სიცოცხლის უნარიანობა ჩერდება, მაგრამ პირობების გამოსწორებისთანავე ისინი აქტიურ მდგომარეობას უბრუნდებიან და პათოგენურ სოკოებს და ბაქტერიებს თრგუნავენ.
მისი მთავარი ღირსება კი გამოყენების პირობებია - დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება მისი გამოყენება - ვეგეტაციის, ყვავილობის, მსხმოიარობის დროს. მოსავალი კი ადამიანისთვის გამოსაყენებად ვარგისი და უსაფრთხოა თუნდაც შეწამვლის დღესვე. მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს - ფიტოსპორინში შემავალი გარკვეული ბაქტერიის შტამები იღუპებიან მზეზე. ამიტომ ამ პრეპარატით შეწამვლა სჯობს მოღრუბლულ ამინდში ან საღამოსკენ. ხილ-ბოსტნეული შეწამვლის მერე მოკრეფილი აუცილებლად გარეცხეთ ცხელ წყალში, კენკრა კი ცივ გამდინარე და ანადუღარ წყალში, საკვებად გამოყენების წინ.
ინსტრუქცია: პრეპარატი გამოიყენება თესლის, ჩითილების შესაწამლად, მიწის მოსაზადებლად დარგვა - დათესვის წინ, ხეხილის ან ბოსტნეულის შესაწამლად. დამუშავება შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში, მაგრამ წვიმა დამცავ აპკს, რომელიც მისი გამოყენების შემდეგ წარმოიქმნება, ნაწილობრივ ჩამორეცხავს, ამიტომ განმეორებით საჭირო იქნება შეწამვლა 7-14 დღის მერე. თუ მას სარწყავად იყენებენ, ბოსტნეულს რწყავენ თვეში ერთხელ, ხეხილს და კენკროვნებს ორჯერ, ოთახის მცენარეებისთვის საკმარისია ასევე თვეში 1 შეწამვლა.
ქეცის მოსაშორებლად ხეხილს და ბუჩქებისთვის 5გრ ფხვნილს ხსნიან 10ლ წყალში, კარგია მასთან ერთად ცირკონის - ზრდის სტიმულატორის შერევაც - 1მლ 10ლ წყალზე. პირველად წამლავენ ფოთლის გაშლისას, მერე როცა ნაყოფი მოსხმას იწყებს. ხეხილის მორწყვა პრეპარატის დიდ ხარჯვას გამოიწვევს და ასე მისი გამოყენება არარეკომენდებულია.
ფიტოსპორინის ფხვნილი: იხსნება წყალში 1-2 სთ ით ადრე გამოყენებამდე. ბოლქვების და გორგლების დასალბობად - 10გრ ფხვნილი 500მლ წყალში, ეს ხსნარი ჰყოფნის 20კგ ს. თესლის დასალბობად დათესვამდე 2 სთ ით ადრე - 1,5 გრ 100მლ წყალში. ფესვების დასალბობად დაავადებების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის - 10გრ 5ლ ზე, ალბობენ 12 სთ.
სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებების წინაააღმდეგ შესასხურებლად ფოთლებზე -
- კარტოფილისთვის 10 გრ 5ლ ზე, გამეორება შეიძლება 10-14 დღეში.
- კომბოსტოსთვის 6გრ 10 ლ ზე, გამეორება 2-3 კვირაში.
- პომიდორზე, პიმპილსა და ბადრიჯანზე - 5გრ 10ლ ზე, გამეორება 10-14 დღეში.
- კიტრისთვის - 10გრ 5 ლზე, შესხურება 3 ჯერ 10-15 დღეში.
სახლის და ეზოს ყვავილებისთვის - პროფილაქტიკისთვის 0,5 ჩ.კ. 2ლ წყალზე, სამკურნალოდ - 0,5 ჩ.კ. 1ლ ზე.
სათბურის და ნიადაგის მოსამზადებლად დარგვა- დათესვამდე - 5გრ 10ლ ზე ერთი კვირით ადრე დარგვამდე.
პასტა: იგი შეიცავს გუმ- ს, ამიტომ მას არაფრის მიმატება არ სჭირდება. 100გრ პასტას ხსნიან 200მლ წყალში. ასეთ ხსნარს ინახავენ და გამოყენების წინ კიდევ ერთხელ აზავებენ შემდეგნაირად:
- ბოლქვების და გორგლების დარგვამდე ან შენახვის წინ შესასხურებლად 3ს.კ 1 ჭ წყალზე.
- თესლის დასალბობად 2წვ, ხსნარს ხსნიან 0,5 ჭ წყალში, და ალბობენ 2 სთ
- დასაფესვიანებელ კალმებზე 4 წვ ერთ ჭ წყალზე.
- ხილ - ბოსტნეულის შესასხურებლად ფოთოლზე 3 ჩკ, 10 ლ წყალზე, ან 4 წვ 200მლ წყალზე,
- სახლის მცენარეებზე 10 წვ 1ლ წყალზე შესასხურებლად ან 15 წვ 1ლ ზე ქოთნების მიწის მოსაწყავად.
სითხე: მზა სახით გამოიყენება ვეგეტირებად მცენარეებზე შესასხურებლად, რაც სხვადასხვა ვარიანტითაა გამოშვებული ანგარიშით - 10 წვ ერთ ჭ წყალზე.
რეანიმატორი: ბაქტერიების სპორების კონცენტრატი შეიცავს ამინომჟავებს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ პათოგენური სოკოების და ბაქტერიების უჯრედების კედლის რღვევას. პრეპარატი ხელს უწყობს მცენარის ზრდის აღდგენას დაავადების ან არახელსაყრელი პირობების - დამწვრობის, გადამეტებული ტენიანობის, მოყინვის შემდეგ. შესაძლებელია მასთან ერთად ზრდის სტიმულატორის გამოყენებაც.
ხარჯვის ნორმები: დაავადების დასაწყისში 1წილ კონცენტრატს ხსნიან 20წილ წყალზე და ხსნარს ასხურებენ მცენარეს, განმეორება - 10 დღეში. შორსწასულ შემთხვევაში 1წილკონცენტრატს 2 წილ წყალში ხსნიან. განმეორება 10 დღეში. ხსნარის ხარჯი - 1ლ 10კვ.მ ზე.
გამოყენების მეთოდები: პრეპარატი შესაძლებელია გამოიყენოთ მსხმოიარობის დროსაც პომიდვრის, კიტრის, ყურძნის, მარწყვვის, ჟოლოს შესაწამლად, კენკრის ჭამა იმდღესვეა შესაძლებელი. მის შემადგენლობაში არსებული შტამები არაა მავნე ადამიანისთვის და ცხოველებისთვის,ზოგიერთი შტამი კი მედიკამენტების მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს, მაგ ბიოსპორინის, რომელსაც ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ იყენებენ, ბავშვებშიც კი.
თავსებადობა: ბევრ პესტიციდთან თანათავსებადია - დეცისი, აქტარა, ფიტოვერმი, ფუნგიციდთან - სტრობი, კვადრისი, ფუნდაზოლი, ვიტივაქს 200. ზრდის რეგულატორთან - ცირკონი, ეპინი, პლანტაფოლი, ანტიბიოტიკებთან - ფიტოლავინი. არ შეიძლება მასთან ერთად ტუტე რეაქციის ხსნარების გამოყენება
ტოქსიკურობა: მას აქვს 4 კლასის ტოქსიკურობა ადამიანისთვის და 3 კლასი ფუტკრებისთვის, არაფიტოტოქსიკურია, უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისთვისაც.
უსაფრთხოების ზომები: შეწამვლისას გამოყენეთ ხელთათმანები, მუშაობისას არ ჭამენ, არ სვამენ და არ ეწევიან. კანზე და ლორწოვანზე მოხვედრისას იბანენ უხვი წყლით, საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას სვამენ 3-4 ჭ წყალს, გააქტივებული ნახშირის რამდენიმე აბს. ინახავენ მშრალ, 20-30 გრ იან ადგილას ბავშვების და ცხოველებისგან შორს. შენახვის ვადა 4 წელი. სამუშაო ხსნარს ინახავენ ზომიერ ტემპერატურაზე მზისგან დაცულ ადგილზე. https://yvavilebismovla.ge/preparatebi/
თარგმანი თ. სუპატაშვილის