ფუნდაზოლი
სისტემური და კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, ქიმიური კლასი - ბენზიმიდაზოლები. მოქმედი ნივთიერება - ბენიმოლი. 500გრ 1კგ პრეპარატში. გამოშვების ფორმა - თეთრი ფერის ფხვნილი სუსტი გამაღიზიანებელი სუნით. პრაქტიკულად არ იხსნება წყალში და ორგანულ გამხსნელებში, არააქროლადი, საშიში ადამიანისთის - 2 კლასი (ძლიერ ტოქსიკური) ფუტკრებისთვის - 3-4 კლასი (ზომიერად ტოქსიკური)
ფუნგიციდური მოქმედება გამოიხატება სოკოს რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტაში უჯრედის ბირთვის გაყოფის ფაზის დარღვევის გამო მცენარის ფესვებით შეწოვის, თესლის დამუშავების, ფოთლებზე და ღეროზე წასმისას. სამკურნალო ეფექტი ვლინდება პირველ 3 დღეში. მომდევნო 7 დღე კი დაცვითი ფუნქცია ნარჩუნდება.
ფუნდაზოლს აკარიციდული ფუნქციაც აქვს - თრგუნავს აბლაბუდა ტკიპის ზრდასრულ მწერებს, ბუგრებს, ფოთლიჭამიას მატლებს. ეს ხდება მატლის ზრდასრულ მწერად გადაქცევის ეტაპის შეჩერებით. სავარაუდოდ, მას ნემატოდების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს.
იგი არაა ფიტოტოქსიკური, მაგრამ მიწაში მაღალი დოზების მოხვედრისას ვლინდება ტოქსიკური თვისება - მცენარე ითრგუნება. პრეპარატი ეფექტურია ტემპერატურის ფართო დიაპაზონში. შეიძლება მისი გ ამოყენება ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზეც. შეიძლება მისი არევა სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც ნეიტრალური რეაქცია აქვთ, მაგრამ არ შეიძლება კირთან ან სხვა ტუტე ხსნარებთან ერთად.
გამოყენება: ეფექტურია სოკოვანი დაავადებების წინაააღმდეგ: ნაცარა სოკოზე მცენარე მუშავდება 3ჯერ. ბოლქვის და ფესვის ლპობასა და ნაცრისფერ ლპობაზე - 2ჯერ. ლაქოვნებაზე - 2-4. თესლის დამუშავება, თესლის ობი - ერთჯერადად. ფუზარიოზზე - 2ჯერ.
ფუნდაზოლის თავისებურებები: მისი მოქმედი ნივთიერება მცენარეში კაპილარების გზით გადაადგილდება ქვემოდან ზემოთ, ანუ მორწყვის მერე ფესვებიდან შეწოვის გზით. შესხურებით მისი ეფექტი მხოლოდ პრეპარატის მოხვედრის ადგილზე ვლინდება და ერთი ფოთლიდან მეორეზე არ გადადის. ფუნდაზოლი არაეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ, თუმცა ზოგან ნებადართულია მისი გამოყენება ბოსტნეულის, მარცვლეულის, პარკოსნების ბაქტერიოზის წინააღმდეგ.
განსაკუთრებით პოპულარულია ეს პრეპარატი ორქიდეების და ბოლქვიანების სამკურნალოდ, თუმცა ბევრს იგი მაღალ ტოქსიკურ პრეპარატად მიაჩნია და სახლის პირობებში მის გამოყენებას არ მიესალმებიან. დღეს ფუნდაზოლი შეტანილია პესტიციდების სიაში, მაგრამ მას თავისი შეზღუდვები აქვს - დამუშავების ჯერადობა, საჭიროებს უსაფრთხოების წესების დაცვას. სისტმატური დამუშავებისას ერთი და იმავე ფუნგიციდით სოკოს სპორების მდგრადობა იზრდება 3-12 ჯერ. ამიტომ თუ პრეპარატი არ შველის, ნუ მიიჩნევთ მას ფალსიფიცირებულად. იგი არაეფექტურია ჟანგას, ცრუფარიანას და პერონოსპოროზის, ფიტოფთოროზის, შავი ფეხის დროს. ეს პარაზიტები მაღალი მდგრადობით გამოირჩევიან
ნორმები: ბოლქვიან მცენარეებს მაგ. კარტოფილს წამლავენ ხსნარით - 10გრ იხსნება 0,5ლ წყალში და ეს საკმარისია 10 სათესლე ბოლქვისთვის. ხმალას და ამარილისების ბოლქვებზე - მათ დებენ 3 სთ ხსნარში - 10გრ-2ლ წყალზე. ნიორს - ერთი დღე-ღამით 10გრ 0,5 ლ წყალზე. ფუნდაზოლის გამოყენება ნაცარა სოკოს ან სხვა დაავადებებზე ოთახის და ბაღის მცენარეებისთვის - ვეგეტაციის პერიოდში 0,1 % ხსნარით ასხურებენ მცენარეებს. 10გრ ფუნდაზოლს ხსნიან 10 ლ წყალში. 1,5 ლ ასეთი ხსნარი იხარჯება 10 კვ ,მ ზე შესხურება ბაღში ხდება ყვავილობამდე ან მოსავლის აღების მერე, ან დაავადების პირველი ნიშნების დაფიქსირებისას ოთხის ყვავილებზე.
ტოქსიკურობა: პრეპარატი ნაკლებ ტოქსიკურია ფუტკრების და ფრინველებისთვის, მეტად - თევზებისთვის, ძლიერ ტოქსიკურია ადამიანისთვის, ძუძუმწოვრებისთვის, ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს დერმატიტს.
უსაფრთხოების ზომები: აუცილებელია რესპირატორი, ხელთათმანები, მისი ხსნარი მზადდება არა სახლში, არამედ გარეთ - ეზოში, ქუჩაში. ერიდებიან მის მოხვედრას თვალში,კანზე. მუშაობისას არ შეიძლება ჭამა-სმა, მოწევა. მერე აუცილებელია სახის და ხელების კარგად დაბანა.პირველი დახმარება მოწამვლისას - პრეპარატის კანზე მოხვედრის დროს საჭიროა ჩამობანა დიდი ოდენობის წყლით. თვალში მოხვედროსას - გამდინარე წყლით ამორეცხვა. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას - 3-4 ჭ წყალს სვამენ, იწვევენ ღევბნებას, იღებენ გააქტივებული ნახშირის რამდენიმე აბს და აკითხავენ ექიმს.
ფუნდაზოლის გამოყენების მიზანშეწონილობა: როცა მცენარე ავადდება. განსაკუთრებით ყვავილები, იშვიათი ჯიშები,შორიდან გამოგზავნილი მცენარეები, ყველა ცდილობს ყოველგვარი საშუალებით მათ გადარჩენას და აღარ ფიქრობენ სამომავლო შედეგებზე. საჭიროა კარგად აწონ- დაწონოთ ფუნდაზოლის გამოყენების პლიუსები და მინუსები. თუ სახლში არ არიან ბავშვები, ორსულები, ცხოველები, ადამიანები ასთმით და სხვა იმუნური დაავადებებით, მაშინ შეიძლება ამ პრეპარატოს გამოყენება მცენარეთა გადასარჩენად გაურკვეველი დაავადების წინააღმდეგ. სახლის პირობებში იმის დადგენა, - ბაქტერიებმა დააავადა მცენარე, თუ სოკომ, შეუძლებელია. ზოგი მიიჩნევს, რომ მისი ეფექტურობა ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ძალიან მცირეა, სოკო კი საკმაოდ რეზისტენტულია სამკურნალო პრეპარატების მიმართ, ასე, რომ თქვენი ქმედება ლატარეას ემსგავსება. პესტიციდები საშიშროების მიხედვით დაყოფილია კლასებად და ეს აუცილებელია. მეორე კლასი ნიშნავს, რომ იგი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, სავარაუდო კარცენოგენია ადამიანისთვის და ძლიერი ტერატოგენი ცხოველებისთვის, ანუ ტოქსიკურად მოქმედებს რეპროდუქციაზე. იგი ნელა იშლება მიწაში, მისი ნახევარდაშლის პერიოდი 3-6 თვეა. ასევე სხვა პრეპარატები https://yvavilebismovla.ge/preparatebi/
თარგმანი თ. სუპატაშვილის