ინსექტიციდები ფერმერებისთვის
ბი - 58, დანადიმი, როგორ-ს: პრეპარატი წარმოადგენს დითიოფოსფატმჟავის ნაწარმს. თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, ზომიერად იხსნება წყალში, უკეთესად ორგანულ გამხსნელებში. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით იშლება. ნეიტრალურ და ტუტე გარემოში სწრაფად ჰიდროლიზდება, დაშლის პროდუქტები ნაკლებტოქსიკურია. თბილსისხლიანებსთვის საშუალოდ ტოქსიკურია. აქვს სუსტად გამოხატული კუმულაციური თვისება, სახიფათოა ფუტკრებისთვის და თევზებისთვის.
გამოოყენების წესი: კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი და აკარიციდია, აქვს სისტემური მოქმედებაც საწყისი მაღალტოქსიკურობით. მწერებზე ტოქსიკური ზემოქმედება განპირობებულია ნერვული სისტემის ქოლინერგულ სინაპსებში აცეტილქოლინესთერაზის აქტიობის ინჰიბირებით, მცენარის შიგნით პრეპარატი გადაადგილდება ქსილემაში, დაცვითი მოქმედება ბუნებაში 15-20 დღეა, მცენარის ზედაპირიდან წამალი ქრება 2-3 დღეში, მიწაში ჩერდება 12 თვემდე. რეკომენდებული კონცენტრაციით არაა ფიტოტოქსიური, მაგრამ იწვევს დეკორატიული მცენარეების ფოთლების დამწვრობას. მაღალი კონცენტრაციით კი აქვს ფიტოციდური ეფექტი.
შესაძლებელია მისი კომბინირება მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ფუნგიციდებთან,. გამოშვებულია 40 % კონცენტრაციის ემულსიის სახით.
ბი- 58: ხორბლის ვეგეტაციის პერიოდში 400გრ/ლ ასხურებენ 2ჯერ ბუგრის, ტრიპსების, ბუზების, რწყილის წინაააღმდეგ. ჭვავზე და ქერზე - 1-1,2 ლ/ჰა ორჯერ წურბელის , ტრიპსების, ბუგრის, ბუზის წინააღმდეგ. ზოგადად სხვადასხვა მცენარეზე კლავს ტკიპებს, ბუგრს, ჭრიჭინას, ბუზებს, ფოთოლხვევიას, რწყილებს, ხოჭოს, ფარიანას, , უმეტეს მცენარეებს ასხურებენ ორჯერ.
დინადიმი: 400გრ/ლ იყენებენ ხორბლის ვეგეტაციის პერიოდში შესასხურებლად ორჯერ ბუზების, ტრიპსების, ბუგრის წინააღმდეგ. ხეხილზე 2 ლ/ჰა ხოჭოს, ბუგრის, ბუზების, ფოთოლხვევიას წინააღმდეგ. იყენებენ ასევე ყურძნის, პარკოსნების, წიწიბურას, ლავანდის, ჭვავის, კარტოფილის, მოცხრის, ჟოლოს, თამბაქოს შესაწამლად.
როგორ - ს: მას ასხურებენ ჭვავს, ხორბალს, ქერს ვეგეტაციის დროს 1ლ /ჰა ორჯერ. ასევე იყენებენ წიწიბურას, პარკოსნების, ხეხილის. კარტოფილის, ჭარხლის, მოცხრის, ყურძნის შესაწამლად სხვადასხვა მავნე მწერების წინააღმდეგ - ხოჭოების, ჭრიჭინას, ბუგრის, ტკიპას, მუხლუხოების, ფარიანას და ცრუფარიანას წინააღმდეგ.
აკრძალულია მათი გამოყენება წყალსატევებთან, რომლებსაც სათევზე- სამეურნეო დანიშნულება აქვთ 2კმ ზე ახლოს ნაპირებიდან. დამუშავებიდან 4 დღის მერე შეიძლება მექანიზირებული სამუშაოების წარმოება, 10 დღის მერე ხელით შესასრულებლი სამუშაოების, დაცულ ნიადაგზე კი - მუშაობა უკვე შეიძლება 2 დღის მერე. კარტოფილზე, ყურძენზე მოცდის პერიოდი 20 დღეა, ხეხილზე - 40, კენკრაზე - 76, დანარჩენზე კი - 30 დღე.
თარგმანი თ. სუპატაშვილის