გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ზეფირანტესი

ამარილისისებრთა ოჯახს ეკუთვნის და აერთიანებს 35 სახეობას. გვხვდება ბუნებრივად ს. და ცენტრ ამერიკის მიდამოებში. ბერძნულად მისი სახელი ორნაწილიანია, "zephyr"და "anthos". ზეფირი დასავლეთის თბილი ნიავია, ანტოს - ყვავილს ნიშნავს.
ეს მცენარე ყვავილობს მაშინ,როცა მის სამშობლოში - ამერიკაში უბერავს დასავლეთის ქარი და იწყება წვიმის სეზონი. ბოლქვიანი მრავალწლიანი  ბალახოვანი მცენარეა, ქამრისებრი ფოთლებით,,გრძელ წვრილ ღერზე ერთი   ყვავილია ,წითელი, თეთრი ან ვარდისფერი, გვხვდება ორფერიც. სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა დროს ყვავის, მთლიანად კი მთელი წელი. სახლის პირობებში უმეტესად 5 სახეობაა გავრცელებული,
განათება - კარგი განათება სჭირდება, ამიტომ დებენ ს.მხარეს, თუმცა არც აღ. და დას. ფანჯრებზე იზრდება ცუდად, ზაფხულში გააქვთ გარეთ ან  ღია გრუნტში რგავენ, ოღონდ ორპირისგან და წვიმისგან დაცულ ადგილას.
ემპერატურა - გაზაფხულ-შემოდგომაზე  20-26გრ, ზამთარში სიგრილე -12გრ მდე.
მორწყვა - გაზაფხულიდან შემოდგომამდე რწყავენ უხვად და რეგულარულად ზედა ფენის გაშრობისას ნადგამი წყლით, ზამთარში ან გადარგვის მერე იშვიათად და ფრთხილად, რომ არ დაალპონ.   გარეთ  ღია გრუნტში დარგული მცენარე ფოთლებს ჰკარგავს , მიწაში ბოლქვები იზამთრებს  და ასეთ შემთხვევაში  მას არ რწყავენ.
კვება - მინერალური სასუქი სჭირდება ვეგეტაციის პერიოდში თვეში 3-4ჯერ.
ყვავილობა - ყვავილი გაშლილია დაახლოებით ერთი კვირა, ამიტომ ხანგრძლლივი ყვავილობისთვის რამდენიმე ბოლქვს ერთად რგავენ.
გადარგვა - გაზაფხულზე, მოსვენების პერიოდის დასრულებისას იგი უნდა გადაირგას, ერთ დაბალ,განიერ  ქოთანში რამდენიმე ბოლქვს რგავენ ერთად. ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტს ან დაფხვნილ აგურს.ნიადაგი შედგება ქვიშის, კორდის და ნეშომპალას მიწის თანაბარი რაოდენობისგან. ამატებენ ასევე ფოსფორიან სასუქს. ბოლქვის ყელი მიწის მაღლა უნდა იყოს. გრუნტში ჩარგულ მცენარეს სეზონის ბოლოს საკმაოდ მსხვილი ბოლქვი აქვს,რაც მომავალ წელს კარგი ყვავილობის საწინდარია,,გვიან შემოდგომაზე კარგავს ფოთლებს და იძინებს,,სახლის პირობებში კი აჭრიან ფოთლებს და გრილად ინახავენ ქოთანს,.ზამთრის დასასრულს კვლავ აბრუნებენ ძველ ადგილზე და ისევ იწყებენ მორწყვას..
გამრავლება შვილეული ბოლქვებით -  მრავლდება მოსვენების პერიოდში,დედა მცენარე 10-15 შვილეულ  ბოლქვს იძლევა. პატარა ბოლქვებს რგავენ დაბალ ქოთნებში ერთად, გრძელყელიან ბოლქვებს ყელს არ  უფარავენ მიწით. პატარებს კი კარგად ფლავენ მიწაში.ყვავილობს მომდევნო წლიდან.
სამკურნალო თვისებები -- მას ბევრ ქვეყანაში იყენებენ გაციების, დიაბეტის, ტუბერკულოზის და სიმსივნის სამკურნალოდ. თეთრი ზეფირანტესით ჩინეთში  მკურნალობენ ჰეპატიტს, მსხვილყვავილა მცენარით კი ღვიძლის სხვა დაავადებებს.
დაავადებები - პრაქტიკულად თითქმის არ ავადდება, არც  ბევრი მავნებელი  მტრობს. მაგრამ ადვილად იღუპება ზედმეტი მორწყვის გამო, გვალვის დროს კი შეიძლება ტკიპა გაუჩნდეს,ამას ებრძვიან საპნიანი წყლით,თუ არ უშველა,მერე ინსექტიციდებით.
სახეობები - 1. თეთრი ზეფირანტესი - ბოლქვი მრგვალი, 3 სმ დიამეტრის, ყელის სიგრძე 5სმ მდე. ფოთოლი ყვავილთან ერთად ამოსდის , 30სმ ს აღწევს სიგრძეში,ყვავილი სიგრძით 6სმ ,თეთრია , ყვავის ზაფხულის შუიდან შემოდგომის შუა პერიოდამდე. 2. ოქროსფერი ზეფირანტესი - ბოლქვი 3სმ დიამეტრის, კვერცხის ფორმის, ფოთლები 30სმ მდე,ხაზოვანი,ყვავილი მილისებრია, ყვავის ზამთარში.3. მსხვილყვავილა ზეფირანტესი - ბოლქვის ზომა აქაც 3სმ, ყელი მოკლეა, ფოთლები ხაზოვანი,30სმ მდე, ვარდისფერ -წითელ ყვავილებს  ფურცლები ლანცეტისებრი აქვთ, სიგრძეში 5სმ ს აღწევენ. ყვავის გაზაფხულის შუიდან ზაფხულის შუამდე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

12 February 0 8 742

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно