ოთახის მცენარეების დაავადებები

ოთახის მცენარეები ხშირდ ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით. მიზეზი აგროტექნიკაში დაშვებული შეცდომებია - ზედმეტი მორწყვა, გადაციება, ზედმეტი სასუქი, ან კიდევ გაუსტერილებელ ნიადაგში დარგვისას ერთდროულად რამდენიმე დაავადება ერთად ემართება. გარემოში ხომ უამრავი მიკროორგანიზმია. არსებობს სპეციფიური დაავადებები, რომელთა სხვაში არევა გამორიცხულია, ასეთია ნაცრისფერი ლპობა, ნაცარა სოკო, სუკულენტების წყალმანკი, და სხვ. ხშირია ერთდროულად რამდენიმე დაავადებაც. მაგ, ორქიდეას შეიძლება ერთად გაუჩნდეს ფუზარიოზი, სეპტორიოზი ან ფილოსტიკოზი. თუმცა ფუნგიციდები ეფექტურად მოქმედებენ ამ დაავადებების წინააღმდეგ.
ალტერნარიოზი და მშრალი ლაქოვანება: გამომწვევია სოკო - alternaria,  რომელიც აზიანებს ფოთლებს, ზოგჯერ ღეროს და ბოლქვებს. სიმპტომები: თავიდან ფოთლებზე ჩნდება მშრალი ყავისფერი ლაქები, ჯერ დაბლითა, მერე კი ზედა ფოთლებზეც. ლაქებზე ეტყობა კონცენტრული წრეები, ლაქა გადიდებისას შავდება, ზემოდან კი ნაცრისფერი კონიდიები ჩნდება. დაავადების მიზეზი ტემპერატურის და ტენიანობის ხშირი ცვლილებაა გარემოში.სოკოს განვითარებისთვის ოპტიმალურია 25-30გრ და 90 % ტენიანობა.
პროფილაქტიკა: არ შეიძლება, რომ  მცენარე ქოთანში ხშირი იყოს - დროულად უნდა შეაცალოთ ზედმეტი ტოტები, ფოთლები, ოთახი უნდა განიავდეს. თუ ყვავილი აივანზეა, მას კარგი ვენტილაცია სჭირდება, ისე, რომ ქოთნის კედლებზე არ იყოს ობი - ეს მიკროკლიმატის დარღვევის მაჩვენებელია.

 
ბრძოლის მეთოდები: ალტერნარიოზს ებრძვიან სხვადასხვა ფუნგიციდით: აბიგა პიკ - 50გრ 10ლ წყალზე, აკრობატი მც - 20გრ 5 ლ წყალზე, ოქსიხომი 20გრ 10ლ წყალზე, ხომ 40გრ 10ლ წყალზე, ალირინ -ბ - 2 აბი 1ლ წყალზე, ვიტაროსი - 2მლ 1ლ წყალზე.  ეს ფუნგიციდები უნდა შეასხურონ მცენარეს 3ჯერ 10დღის შუალედებით.
ანთრაკნოზი: გამომწვევია სოკო, - colletotrichum, gloeosporium, kabatiella.  ხშირად ავადდება ფიკუსი, პალმები, ანთურიუმი და სხვ.


 
სიმპტომები: ზიანდება ფოთლები, ღერო, ყლორტები, ნაყოფი, სხვადასხვა მცენარეზე სხვადასხვა დაავადების  გამომწვევის მიერ მიყენებული დაზიანება სხვადასხვაგვარად გამოიყურება.
kabatiella  zeae- იწვევს წვრილი მრგვალი, ან არასწორი ფორმის ლაქებს. 2-5 მმ დიამეტრის მკვეთრი საზღვრებით, მოყვითალო ფერის, შუაში შავი წერტილით. თუ  ლაქა დიდია, შავი წერტილის ნაცვლად მუქი არშია ჩანს, მასში კი ნაცრისფერი რგოლი.
colletotrichum orbiculare -ფოთოლზე ქმნის მოწითალო-მოყავისფრო ლაქებს მოყვითალო არშიით, 2-12 მმ ზომის, მრგვალი ან წაგრძელებული ფორმით, მერე ეს ლაქები ერთიანდება, ფოთოლი პერგამენტს ემსგავსება, იხლიჩება, ჩნდება ხვრელები.
colletotrichum trichellum -შედარებით დიდ, მურა მოყვითალო ან მურა ნაცრისფერ ლაქებს ქმნის ფოთლებზე და ღერზე, ლაქებზე სპორებიანი მუქი ბალიშებია . ლაქების ზედაპირი არაა სადა და დაფარულია სპორების ბეწვით, თუმცა სპორები უკვე ძლიერი დაზიანებისას ჩანს ფოთოლზე. ნაყოფს უჩნდება ნაცრისფერ-ყავისფერი ჩაზნექილი ლაქები მუქი ცენტრით. სწრაფად ვითარდება სათბურში, ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში (90-100 %), მაღალ ტემპერატურაზე (22-27გრ). ასევე მისი ხშირი დანამვით. სოკო ყინვაგამძლეა - ნარჩუნდება მცენარეულ ნარჩენებში, თესლში, გადაეცემა სარწყავი წყლითაც.  
პროფილაქტიკა: საჭიროა საეჭვო შესახედაობის ფოთლების დროული მოცილება, მიწის დეზინფექცია, თესლის დამუშავება, ახალნაყიდი საეჭვო მცენარეებისთვის კარანტინის მოწყობა, დაავადების ნიშნების გაჩენისას მცენარის დანამვა უნდა შეწყდეს.
ბრძოლის მეთოდები: საჭიროა მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით სამ ჯერადად: 1 % ბორდოს ხსნარი ინსტრუქციის მიხედვით გაზავებული, ოქსიხომი - 15-20გრ 10 ლ წყალზე, შაბიამანი - 100გრ 10ლ წყალზე, კოლოიდური გოგირდი - 50-100გრ 10ლ წყალზე, აბიგა-პიკ - 50გრ 10ლ წყალზე.

ასკოჰიტოზი: გამომწვევი - სოკო ascochyta . იგი საკმაოდ მძიმე დაზიანებას იწვევს ქრიზანთემებში. ყველაზე ხშირად სწორედ ეს მცენარე ავადდება.


 
სიმპტომები: საწყის ეტაპზე ფოთლებზე ჩნდება წვრილი, 1-2მმ ზომის წითელი ან ყავისფერი ლაქები, სხვადასხვა ფორმის, ზოგჯერ ყავისფერი არშიით. ლაქები იზრდება , მუქდება, სპორების წვრილი შავი წერტილები მხოლოდ ლუპით ჩანს. ხანდახან სოკო ღეროს გარშემო მრავლდება რგოლისებურად, ასეთი ღერო ადვილად ტყდება. ხანდახან დაავადება იწყება მცენარის გადაშრობის მერე - უხმება ფოთლის წვერები, საღ ქსოვილთან შეხების ადგილზე მუქი ყავისფერი ზოლი ჩნდება. დაავადების გამომწვევი ძალიან მედგარი სოკოა ტემპერატურული მერყეობის მიმართ, იტანს ძლიერ სიმშრალეს , მიწის გაყინვას, ნარჩუნდება მცენარეულ ნარჩენებში, თესლში. დაავადებას ავრცელებს ქარი, არადეზინფიცირებული მიწა,სარწყავი  წყალი,
მკურნალობა და პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორც ანთრაკნოზის დროს.
ფოთლის წყალმანკი: დაავადება გამოწვეულია არა სოკოთი ან ბაქტერიებით, არამედ მიწის ზედმეტად დატენიანების გამო, ხშირად არასაკმარისი განათების შედეგად ძირითადად სუკულენტებზე, კერძოდ - ხშირად ავადდება პეპერომია, მსუქანა, კალანჰოე, ზოგჯერ შეფლერა, ბალბიფოთოლა.


 
სიმპტომები: ფოთლის ქვედა მხარეს ძლივს შესამჩნევი პატარა ბუშტულები ჩნდება, ხშირად წყლიანივით, თუმცა სინამდვილეში მკვრივია, გარეგნულად ჰგავს მეჭეჭს, ფოთლის ფერი შენარჩუნებულია, ლაქებიც მწვანე, ზოგჯერ იძენს მოყავისფრო ელფერს, დაავადება ვითარდება მიწის გადაშრობის  ან ზედმეტი მორწყვის, ან გადაციების გამო ფესვების ნაწილის კვდომის შედეგად. ირღვევა მცენარის კვება, რაც ხორციელდება სწორედ იმ ფესვებით და ფოთლებს უჩნდება ლაქები. დაზიანებული ფოთლები ვეღარ აღდგება, თუმცა თუ პირობები გამოსწორდება, ახალი ფოთლები უკვე საღი ექნება. სხვა დაავადებისგან განსხვავებით მცემარე არაა მოწყენილი, იზრდება კიდეც, ლაქები სულ რამდენიმე ფოთოლზეა, ეს ფოთლებიც არ ყვითლდება, არ ხმება და არ ცვივა.
მკურნალობა და პროფილაქტიკა: უნდა დარეგულირდეს მორწყვა, მიწაც უნდა გაფხვიერდეს პერიოდულად, მიწა უნდა იყოს კარგად დრენირებული.პერონოსპოროზი: გამომწვევი -სოკო  peronospora. დაავადება აზიანებს ოთახის ნებისმიერ მცენარეს, თუმცა დაავადება საკმაოდ იშვიათია. 


 
სიმპტომები: ფოთლის ზედა მხარეს ჩნდება ყვითელი,არასწორი ფორმის ლაქები, რომლებიც თანდათან მუქდება. მერე ნეკროზდება, ქვედა მხარეს კი ღია ნაცრისფერი კონიდიების ნადები ჩნდება, მერე ეს ნადებიც თანდათან შავდება. დაავადებული ფოთლები ყვითლდება, იჭმუჭნება, ხმება. ძლიერი დაზიანებისას სოკო აღწევს კაპილარულ სისტემაში, და ეს ჩანს გადანაჭერზე მუქი ძარღვების სახით. დაავადება უფროო ხშირად ვითარდება მჟავე ნიადაგზე, ზედმეტი ტენიანობის და ცუდი ვენტილაციის პირობებში. დაავადების წყარო - არადეზინფიცირებული მიწა და თესლია.
პროფილაქტიკა: ჰაერის საშუალო ტენიანობის დაცვა, ხშირი განიავება, ბუჩქების გამოხშირვა, მიწის შეცვლა და დეზინფექცია. თუ დაავადება უკვე არსებობს, არ შეიძლება მცენარის დანამვა. მორწყვისას კი მცენარის ფოთოლს არ უნდა მოხვდეს წყალი.
ბრძოლის მეთოდები: დაზიანებულ ფოთლებს აცლიან, მცენარის დასამუშავებლად იყენებენ სპილენძშემცველ პრეპარატებს. ეს ფუნგიციდები იაფი და საკმაოდ ეფექტურია, არის უფრო თანამედროვე საშუალებებიც, მაგრამ მათ  მცირე რაოდენობისთვის დაფასოებულად არ ჰყიდიან, ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენება დიდ ფართობზე სამუშაოდ. ოთახის მცენარეებში გამოიყენება: ტოპაზი - 4მლ 10ლ წყალზე, აბიგა-პიკ - 50გრ სუსპენზია 10ლ წყალზე, ოქსიხომი  - 15-20გრ 10ლ წყალზე , სამჯერ.. მცენარე უნდა დამუშავდეს დაზიანების პირველი ნიშნების დანახვისთანავე, და განმეორდეს 7-10 დღეში, განსაკუთრებით უნდა დამუშავდეს ფოთლის ქვედა მხარე. სულ სჭირდება 3-4 დამუშავება.
ცრუფარიანა: საკმაოდ გავრცელებული დავადებაა, გამომწვევი სოკო - podosphaera fuliginea, erysiphe cichoracearum , oidium.


 
სიმპტომები: დაავადების დასაწყისში ყვავილებზე და ფოთლებზე მცირე ზომის ლაქები ჩნდება, რომლებიც ადვილად იწმინდება, მაგრამ მერე ისევ ჩნდება, იზრდება ზომაში, ნაცრისფერდება, მერე სოკო მატულობს, ფოთლის ორივე მხარეს ჩნდება, ფოთლები თანდათან ხმება, კოკრები და ყვავილები სცვივა, მცენარე ზრდას აჩერებს, დაავადება ვითარდება მომატებული ტენიანობისას (60-80 %) 15-26გრ ზე. ეს სოკო ხშირად აზიანებს დაფნას, სენპოლიებს, გლოქსინიას, ვარდს, გერბერას ,კალაჰოეს,,
პროფილაქტიკა: მცენარეს აფრქვევენ გოგირდს ზაფხულის განმავლობაში 3-4ჯერ. აზოტიანი სასუქის ჭარბად გამოყენებისას, განსაკუთრებით კოკრობისას იმატებს ამ დაავადების საშიშროება. ფოსფორით და კალიუმით კვება კი პირიქით, მცენარეს აძლიერებს და ზრდის მისი წინააღმდეგობის უნარს მოცემული დაავადების მიმართ. გოგირდის გარდა შეიძლება მცენარის დამუშავება რძის შრატით, ჩვეულებრივი რძით. მათ აზავებენ 1:3 ზე და ასხურებენ მცენარეს, იმეორებენ 2 კვირაში .
ბრძოლის მეთოდები: მის წინააღმდეგ  სახლის პირობებშიც იგივე საშუალებებს იყენებენ, რასაც ეზოში, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ტოპაზს და სკორს. ისინი მცირე ზომების დაფასოებოთ იყიდება. ზავდება 2მლ 5ლ წყალზე. ხეხილის, ბოსტნეულის და კენკრისთვის - 2გრ 10ლ წყალზე, სულ 4 ჯერ ასხურებენ  12-14 დღეგამოშვებით, პროცედურები უნდა დასრულდეს 20 დღთ ადრე მოსავლის აღებამდე.
შედარებით უსაფრთხო მეთოდია კალცინირებული სოდის და შაბიამნის გამოყენება საპნის დამატებით. ანტიბიოტიკებით მცენარის დამუშავება უსარგებლოა სოკოს წინააღმდეგ. პროფილაქტიკისთვს იყენებენ იოდს - 1მლ სპირტხსნარს აზავებენ 1ლ წყალში, ვარდზე შეიძლება კონცენტრაციის გაზრდდა - 1მლ-400მლ წყალზე.
სეპტორიოზი: გამომწვევია სოკო septoria.



სიმპტომები: მუქი ნაცრისფერი ლაქები ყვითელი არშიით ანთურიუმზე, წითელი ლაქები აზალიაზე, რომლებიც თანდათან იზრდება, მერე ცენტრში ჩნდება შავი წერტილი, ეს სოკოს გამრავლების ორგანოა, რომელსაც შეუძლია, გამოიზამთროს კიდეც ფოთოლზე მინუს ტემპერატურაზე, გაზაფხულზე კი ისევ გაგრძელდეს დაავადება. ამ სოკოს სხვადასხვა ფორმას განსხვავებული სურათის მოცემა შეუძლია. პროფილაქტიკა: საეჭვო ლაქებიანი ფოთლების მოშორება, მიწის დეზინფექცია, დაავადების დასაწყსში უნდა შეწყდეს შესხურება, ხშირად უნდა განიავდეს ოთახი. მკურნალობა: როცა ლაქები უკვე არსებობს და ისინი იზრდებიან, საჭიროა მცენარის შესხურება ბორდოს ხსნარით , შაბიამნით - 100გრ 10ლ წყალზე,ასევე: კოლოიდური გოგირდი - 50-100გრ 10ლ წყალზე, აბიგა-პიკ - 40-50გრ 10ლ წყალზე, ფუნგიციდები - 4მლ 5ლ წყალზე, ვიტაროსი - 2მლ 1ლ წყალზე, შესხურებას იმეორებენ 7-10 დღეში. ნაცრისფერი ლპობა: გამომწვევია სოკო  botrytis.



სიმპტომები: დაზიანებულია ღერები , მათზე ნაცრისფერი ნადები ჩნდება, შემდეგში გადადის ფოთლებზე, ყვავილებზე და ნაყოფზე. თანდათან გარეგნულად ემსგავსება მშრალ ლპობას კონცენტრირებული ლაქებით, რამდენიმე დღეში რგოლივით ეხვევა ღერს. მისი  დაზიანებული ნაწილი ჰგავს ბამბის ნადებს ან ობს, შიგნით ქსოვილი ნეკროზდება, კვდება ძარღვები, წყალი აღარ მოძრაობს, დაზიანების ზემოთ ღერო ჭკნება. ინფექცია ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის, დაუბანელი ხელების ან მტვრის საშუალებით. ხელის შემწყობი ფაქტორებია არასაკმარისი განათება, ჰაეროს მაღალი ტენიანობა, ხშირი ნარგავები, 17-25გრ.
პროფილაქტიკა: მიწის დეზინფექცია გადარგვისას, ოთახის რეგულარული განიავება, დაზიანებული ფოთლების მოცილება, გამოხშირვა, განათება. არ შეიძლება ზედმეტად მორწყვა, განსაკუთრებით სიცივეში, გადარგვისას მიწაში ურევენ ტრიქოდერმინს, ბარიერს, ფიტოსპორინს და სხვა პრეპრატებს.,
ბრძოლის მეთოდები: დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისას დაზიანებულ ადგილებს აყრიან ხის ნახშირს, ცარცს, ნაცარს, უსვამენ ტრიქოდერმინის პასტას, ასხურებენ ტოპსინს ან ფიტოსპორინს. ძლიერი დაზიანებისას კი - ფუნდაზოლს - 0,2 %, სპილენძ-საპნიან ხსნარს - 0,2 % შაბიამანი და 2 % სარეცხი საპონი, ფუნგიციდებს - 4მლ 5 ლ წყალზე. განმეორებით ამუშავებენ მცენარეს 7 – 10 დღეში. 
ჭვარტლის სოკო: ეს დაავადება ჩანს ღერზე ჭვარტლივით აპკით.  გვხვდება აუკუბას, დაფნის ფოთლებზე. დაავადების გამომწვევი ვითარდება ბუგრის, ფრთათეთრას ან ცრუფარიანას გამონაყოფზე. თავად ნადები  საშიში არაა, მაგრამ იგი ახშობს ფორებს და მცენარის სუნთქვას უშლის ხელს, მისი ზრდა ჩერდება და  მცენარე სუსტდება.
ბრძოლის მეთოდები: მავნებლების  დროული აღმოჩენა, დაავადებული მცენარის გულდასმით გაწმენდა სველი ღრუბლით და საპნიანი წყლით, მერე კი ფიტოსპორინით დამუშავება- სითხეს ან პასტას ამატებენ ერთ ჭ, წყალს და მას ასხურებენ ფოთლებზე.ზოგჯერ ამ დაავადების გამომწვევი სოკო სახლდება ფოთლებზე, რომლებიც უკვე სხვა სოკოებითაა დაზიანებული, ამიტომ საყურადღებოა დაზიანებული ადგილის შესწავლა, ლაქების გულდასმით დათვალიერება და მცენარის მოთავსება კარანტინში რამდენიმე დღე.
ფოთლის ჟანგა: გამომწვევია ჟანგა სოკო.


 
სიმპტომები: ფოთლის ზედა მხარეს ნარინჯისფერ- ყავისფერი ამობურცულობებია, ზოგჯერ წითელი ან ყვითელი ლაქები, ქვედა მხარეს კი მეჭეჭები ოვალური ან მრგვალი ფორმის, თანდათან ეს ლაქები ზოლებად გადაიქცევა, ფოთლები ყვითლდება და სცვივა.
პროფილაქტიკა: დაავადების პროვოცირებას იწვევს არარეგულარული მორწყვა, ჰაერის მაღალი ტენიანობა, მაგრამ იგი გადადის ასევე ახალნაყიდი მცენარეებიდან, ბაღის მიწიდან, რადგან ჟანგა ხშირად აზიანებს ბარში ხეხილს - ვაშლს ან მსხალს.
ბრძოლის მეთოდები:  აშორებენ დაზიანებულ ნაწილებს და წამლავენ ფუნგიციდებით: აბიგა-პიკ 50გრ 10ლ წყალზე, ბაილეტონი 1გრ 1ლ წყალზე, ვექტრა 2-3მლ 10ლ წყალზე, ბორდოს ხსნარი 1  %, შაბიამანი 10გრ 1ლ წყალზე, ოქსიხომი - 15-20გრ 10 ლ წყალზე, ტოპაზი - 4მლ 10ლ წყალზე, ხომი- 40გრრ 10ლ წყალზე, , მცენარის დამუშავებას იმეორებენ 2-3 ჯერ 10 დღეში ერთხელ,
ფილოსტიკოზი: გამომწვევია სოკო -  phyllosticta. 
ზიანდება ვარდი, ჰიბისკუსი, ორქიდეა,


 
სიმპტომები: მცენარეზე ჩნდება წვრილი მუქი წითელი ან იისფერი წერტილები, თანდათან ზომები იმატებს და დიდ ყავისფერ ან იისფერ ლაქებად იქცევა, მოშავო არშიით კიდეებზე, შუაში ფოთოლი თხელდება, ხმება და ჩნდება ხვრელი, ლუპით დათვალიერებისას ჩანს მსხვილი სპორები. დაავადებას ავრცელებს ქარი, წყალი, მიწა,
პროფილაქტიკა: ჰიგიენის და მოვლის სწორი პირობები, მორწყვისას წყალი არ უნდა ხვდებოდეს  ფესვის ყელს, ფოთლის უბეს, სარწყავად იყენებენ მხოლოდ თბილ წყალს, ქლორის და მარილების გარეშე, უნდა იყოს კარგი განათება. ქლოროზით დაავადებული ფოთლები უფრო ადვილად ზიანდება, საჭიროა ოთახის ხშირი განიავება ორპირის გარეშე, ტემპერატურული რეჟიმიც დაცული  უნდა ოყოს.
მკურნალობა: ფუნგიციდი ვექტრა - 2-3მლ 10ლ წყალზე, აბიგა-პიკ - 50გრ 5 ლ წყალზე, ოქსიხომი - 20გტრ 10ლ წყალზე, ფუნგიციდები - 1მლ 1ლ  წყალზე, ვიტაროსი - 2მლ 1ლ წყალზე. დამუშავებას იმეორებენ 7-10 დღეში, აშორებენ დაზიანებულ ნაწილებს.
ფესვის ლპობა: ეს დაავადების დიდი ჯგუფია, რომელსაც იწვევს სხვადასხვა გვარის სოკოები. იგი ვლინდება ფესვზე, იწყება ასევე ფესვებიდან. თუ მცენარე ახალგაზრდაა და დაავადების გამომწვევი საკმაოდ ძლიერი სოკოა, ფოთლები ვერც ასწრებენ გაყვითლებას - ფესვები სწრაფად ლპება, ლპება ღეროს ქვედა ნაწილიც. 


   
ხშირად ემართება სენპოლიებს, ორქიდეებს, კაქტუსებს და სუკულენტებს, მიზეზი -აგროტექნიკის დარღვევაა. 
„შავი ფეხი“  ღეროს ქვედა ნაწილის ლპობით ვლინდება - შავდება და რბილდება, ძირითადად ზედმეტი მორწყვის გამო, როცა მიწა იმდენად მკვრივდება, რომ ჰაერს ვეღარ ატარებს და ფესვების გარშემო მუდამ ანაერობული გარემოა. მიზეზი - არასტერილური მიწა, ინვენტარი, ქოთანია, რასაც იყენებდნენ დაავადებულ მცენარეებზე.
 
ფიტოფტოროზი: ეს ფესვის ლპობის სახესხვაობაა. მცენარე ჯერ ზრდას აჩერებს, მერე იწყენს, ფოთლები ფერმკრთალდება, მერე იწყება ფესვების ლპობა და მცენარე კვდება. პირველი შთაბეჭდილებით მას არ ჰყოფნის წყალი, მაგამ მორწყვის შემდეგ ტურგორი არ აღდგება, ფოთლები მეტად იწყენს და ჭკნება, მკვრივფოთლიანი მცენარეები კი  იფარებიან მუქი ფერის დიდი ლაქებით, რომლებიც ცენტრალური ძარღვიდან იწყებს ზრდას.
პროფილაქტიკა: გრუნტის სწორი შერჩევა, გამაფხვიერებლების დამატება მასში, მიწა არ უნდა დატენიანდეს მეტად, ვიდრე საჭიროა, უნდა მოირწყოს მას შემდეგ რაც ზედა ფენა გაშრება, ამას ამოწმებენ თითის ჩაყოფით ქოთანში,- ზედა ფენა მშრალია, ქვევით კი ნამიანი. მცენარის ზომიერად მორწყვა გულისხმობს მის მორწყვას მიწის მთლიანად გაშრობის მერე - თითით მიწის შემოწმებისას იგი სიღრმეშიც მშრალი უნდა იყოს, ზოგადად, ასეთ შემთხვევაში რწყავენ ზედა ფენის გაშრობიდან 2-3 დღეში. თუ გარეთ გრილა, მაშინ 5-7 დღეში ერთხელ.
ბრძოლის მეთოდები: თუ ფესვის დიდი ნაწილი დამპალია, ტოტები უჭკნება და სიმკვრივე დაკარგული აქვს, ასეთი მცენარე მკურნალობას არ ექვემდებარება. თუ ტოტს წვერო გაუშავდა, მას აჭრიან, დებენ ფიტოსპორინში და მერე თავიდან აფესვიანებენ. თუ მცენრე ჭკნება, მიწა სველია, მას იღებენ ქოთნიდან, რეცხავენ ფესვებს, აშორებენ მომპალ ნაწილებს, ამუშავებენ ფუნგიციდებით: გამაირი 2 აბი 1ლ წყალზე, ორდანი 5გრ 1ლ წყალზე, პრევიკური - 3მლ 2ლ წყალზე, ბაქტოფიტი - 10მლ 5ლ წყალზე, ხომი - 20გრ 5ლ წყალზე, ვიტაროსი - 2მლ 1ლ წყალზე.
ლაქოვნება:  ამ დაავადებას სოკო ან ბაქტერიები იწვევს. გამომწვევის ზუსტი დადგენა ჭირს. ეს შეიძლება იყოს ანთრაკნოზი, სეპტორიოზი, ფილოსტიკტოზი, მაგრამ ლაქები მკვეთრად არ იყოს გამოხატული. დაავადების გაძლიერებასთან ერთად ლაქები იზრდება, ერთდება და მთელ ფოთოლს აზიანებს. თუ მცენარე ძლიერია, უძლებს დაავადებას და თუ მას კარგად უვლიან, ლაქები ნელა იზრდება და ფოთლებიც ნელა ხმება.

 
პროფილაქტიკა:  ზედმეტად მორწყვა, განსაკუთრებით ცივი წყლით ან სიცივეში ტრანსპორტირება დაავადების პროვიცირებას იწვევს. ლაქოვნება შეიძლება სითბოშიც გავითარდეს, ტენიან გარემოში ცუდი ვენტილაციის გამო, თუ მცენარე მძიმე თიხიან ნიადაგშია ჩარგული. არ შეიძლება ბევრის ერთად ჩარგვა, არც ზედმეტად მორწყვა, პროფილაქტიკის მიზნით მცენარეს რწყავენ ფიტოსპორინის ან ბაქტოფიტის ხსნარით ან მიწას ურევენ გლიოკლადინის აბებს,
ბრძოლის მეთოდები:  ბაღში ლაქებიან მცენარის ნაწილებს აგროვებენ და ანადგურებენ, სახლში კი დაზიანებულ ნაწილებს აჭრიან მცენარეს, მერე კი ამუშავებენ ფუნგიციდებით: აბიგა- პიკ, ოქსიხომი, ხომი, ვექტრა, აკრობატი, ფუნდაზოლი, შაბიამანი, ბორდის ხსნარი, ვიტაროსი.


 
წითელი დამწვრობა: დაავადების გამომწვევია სოკო staganospora. ძირითადად აზიანებს ჰიპეასტრუმს და ზოგ ბოლქვიანებს,
სიმპტომები: ფოთლებზე და საყვავილე ღერზე ჩნდება წითელი წვრილი ლაქები, რომლებიც შემდეგ იფარება სპორებიანი ქერქით. ქერცლები მთლიანად უწითლდებათ, ფოთლები და ყვავილები დეფორმირდება, ყვავილობა ან არ იწყება ან წყდება ადრეულად  და ბოლქვები ლპება. მკურნალობა: ბოლქვებს ამუშავებენ ფუნგიციდებით. იყენებენ მაქსიმს ბოლქვების დასალბობად, მაგრამ მას შეუძლია ფოთლების და საყვავილე ღეროს ჩანასახების დამწვრობა გამოიწვიოს, რადგან მათ ძალიან თხლი ეპიდერმისი აქვთ.
ჰიპეასტრუმის ბოლქვების მკურნალობა შესაძალებელია კიდევ ასეთი ფუნგიცდებით: ბენომილი 1გრ 1ლ წყალზე, ვიტაროსი - 2მლ 1ლ წყალზე, ოქსიხომი - 4გრ 1ლ წყალზე.
შავლაქოვნება: გამომწვევია სოკო rhytisma, dothidella. 

 
სიმპტომები: ფოთლებზე დიდი ამობურცული ლაქებია, თავიდან მოყვითალო, მერე შავი წერტილები უჩნდება, ერთიანდება და ქმნის შავ პრიალა სტრომებს მიყვითალო არშიით, ან იქმნება ნაცრისფერი ლაქები, თავიდან პრიალა, მერე იხორკლება, უჩნდება ნადები,მეჭეჭისებრი. მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ჰაერში, ჩრდილი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია,
მკურნალობა: ამუშაცვებენ ფუნგიციდებით - აბიგა-პიკ, აკრობატი, ფუნდაზოლი, ვექტრა, ოქსიხომი, ხომი, ვიტაროსი, ამუშავებენ 3ჯერ 10 დღის შუალედებით.
ტრაქეომიკოზი: ამ დაავადებებისგამომწვევი ხვდება მცენარეში ფესვებიდან და აზიანებს ძარღვებს, მიცელიუმი ახშობს კაპილარებს, გამოჰყოფს ტოქსინებს, მცენარე ვერ იღებს წყალს და საკვებს და იწყება ჭკნობა. ამ ჯგუფს ეკუთვნის - ვერტიცილოზი, ფუზარიოზი, მათ მსგავსი სიმპტომები აქვთ, და ზუსტი დიაგნოსტირება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით შეიძლება. მათი განკურნება ვერ ხერხდება, დაავადება შორსწასულ პერიოდში ამოიცნობა, როცა დაზიანება ღრმადაა წასული ქსოვილებში. ზიანდება ორქიდეა, ფალენოპსისი, დენდრობიუმი, კატლეა, კიდევ ფუქსია, ვარდი, უკადრისა, ბეგონია, ასევე პეტუნია, მიხაკი, ქრიზანთემა, ასტრა , გეორგინა, და კიდევ - კომბსტი, ნიახური, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი,
ზოგი მცენარე უფრო მდგრადია მის მიმართ - სენპოლიები, ციცინო, წინწკალა, ტუხტი, ფურისულა, კვირისტავა, გვიმრა, სატაცური, სიმინდი.
ვერტიცილოზი: გამომწვევია სოკო verticillium. 

   
იგი მრავლდება არასქესობრივი გზით - კონიდიებით, აზიანებს ფესვებს და ქსოვილებს წამლავს, იზრდება და აზიანებს მცენარეს სისტემურად. სიმპტომები: თავიდან  ქვედა ფოთლები იღებს  მონაცრისფრო მომწვანო ფერს ძარღვთაშუა უბნების დანეკროზების გამო. ქსოვილები მურა ფერს იღებს, იხვევა და ხმება, გადანაჭერზე მურა ფერი ჩანს ძარღვების ადგილებზე, მცენარე არ იზრდება, ცუდად ვითარდება და ბოლოს კვდება კიდეც. თუ პირობები ხელსაყრელია სოკოსთვის, იგი მერე სხვ ტოტებზეც გადადის და  მთელი მცენარე უცებ კვდება, თუ შედარებით არახელსაყრელი პირობებია სოკოსთვის, დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს და მცენარის ნაწილი ჯანმრთელად გამოიყურება, ნაწილი კი კვდება. გამომწვევი ინახება მიწაში რამდენიმე წლის განმავლობაში მიკროსლეროციების სახით, მათთვის ოპტიმალურია 25-27გრ, ტენიანობა კი 60-70 %. მიწის მჟავეობა ნეიტრალური უნდა იყოს - 7-7,5 ph. სპორები იზრდებიან და აღწევენ ქსოვილებში, სადაც მიცელიუმი მრავლდება და კაპილარების დახშობას იწვევს. ქვემოდან ზემოთ, ასევე იწყება ფოთლების ჭკნობაც ქვემოდან ზემოთ.
პროფილაქტიკა: არ შეიძლება ბაღის მიწის გამოყენება ოთახის მცენარეებისთვის, წინასწარი დამუშავების გარეშე , -  მიწას ყრიან საცხობ დაფაზე და გაზურაში ახურებენ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 20წთ,
ბრძოლის მეთოდები: ქიმიური საშუალებები ნაკლებეფექტურია მათთან საბრძოლველად და ვარგისია მხოლოდ საწყის ეტაპზე, კერძოდ,  ამუშავებენ ფუნდაზოლით, ვექტრათი, ან ტოპსინ- მ ით.
ფუზარიოზი: გამომწვევი - სოკო fusarium.

   
ვითარდება დასუსტებულ მცენარეებზე, მცენარე ავადდება ნებისმიერ ასაკში, სოკო ნიადაგშია და მცენარეში ფესვებიდან აღწევს, წყლის, არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით მყნობის ან გასხვლის დროს. მას ხელს უწყობს ნიადაგის და ჰაერის მაღალი ტენიანობა. სიმპტომები: ახალგაზრდა მცენარეებში დაავადება ვითარდება ფესვების ლპობით , როცა დაზიანების ადგილებში ფესვები მუქდება, ღერო წვრილდება და ფოთლები ყვითლდება, ტოტებს წვერები უჭკნებათ, მერე კი მცენარე ხმება. სოკო მცენარის ნაწილს აზიანებს. მეორე ნაწილი კი გარკვეული პერიოდი საღი რჩება.  თუ დროზე ნახავთ ასეთ ნაწილებს და მოაშორებთ მცენარეს, მისი გადარჩენა შესაძლებელია, დაავადების  მიმდინარეობა დამოკიდებულია, რამდენად ხელსაყრელი პირობებია სოკოსთვის გარემოში, მაღალ ტენიანობასა და სითბოში დაავადებამ შეიძლება მცენარე დაღუპოს რამდენიმე დღეში, თუ ტენიანობა დაბალია, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის, მცენარე დიდხანს კვდება - 3-4 კვირის განმავლობაში.
ბრძოლის მეთოდები: დაავადებულ მცენარეს ანადგურებენ  მიწასთან ერთად, ქოთანს კი დეზინფექციას უტარებენ შაბიამნის 5  % სხნარით ან მდუღარის გადავლებით. თუ დაავადება ახალი დაწყებულია, შეიძლება ასეთი ფუნგიციდების გამოყენება - ვექტრა, ფუნდაზოლი, ვიტაროსი.  მცენარეს ასხურებენ 3 ჯერზე 7-10 დღიანი ინტერვალებით. მცენარეების უმრავლესობა დარგვის წინ მუშავდება  მაქსიმით, ფიტოსპორინით, აუცილებელია ინსტრუმენტების სტერილიზაცია სპირტით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
19 March 0 15 992
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно