ბალბიფოთოლა - მოვლა, გამრავლება, დაავადებები

ნემსიწვერასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ს. აფრიკიდან. ოჯახი ითვლის 400 მდე სახეობას. ევროპაში  ეს გვარი გამოჩნდა მე 15-16 ს ში.მისი ახლო ნათესავები - მინდვრის ნემსიწვერა და ჩვეულებრივი ნემსიწვერა, გარეთ მინდორში ხარობენ. ოთახის მცენარეებს ამ გვარიდან კი  ერთი სახელით იცნობენ - ოთახის ბალბა.
იგი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა, მას დიდი მოვლა არ  უნდა, თუმცა გარკვეული პირობების დაცვა მასაც სჭირდება:
 - მას ზამთარში სიგრილე მოსწონს, თუმცა 10გრ ზე დაბალი ტემპერატურა არ უნდა იყოს.
 - ძალიან მოსწონს მზეზე, იდეალური ადგილია ს. ფანჯრის რაფა.
 - იგი მთელი წელი იყვავილებს და ამისთვის არც ისე ნოყიერი მიწა და უხვად მზე სჭირდება - იგი ხომ აფრიკიდანაა,.
 - იმისთვის, რომ კარგად დაიტოტოს,   ტოტებზე თავები ხშირად უნდა წააწყვიტოთ.
 - მომჭკნარი ყვავილები კი უნდა მოშორდეს,
 - მის ყველა სახეობას სჭირდება აუცილებელი გასხვლა.
ოვლა: სახლში მისი მოვლა ძალიან ადვილია.მიწა ზომიერად ნოყიერია. ასე მას ბევრი ყვავილი და ნაკლები მწვანე მასა ექნება. ქოთანში კარგი დრენაჟის ფენა უნდა ჩაიყაროს. მორწყვა უხვი სჭირდება, მიწის  გამოშრობის მერე. ზამთარში კი თითქმის არ რწყავენ.  მას არ ნამავენ, ზაფხულში გააქვთ გარეთ, სუფთა ჰაერზე, რომ მზეც მოხვდეს. მხოლოდ ძალიან დიდ სიცხეში უჩრდილავენ შუადღეზე.
სასუქი: მცენარეს კვებავენ 2 კვირაში ერთხელ მარტის ბოლოდან ნოემბრამდე თხევადი სასუქით, სასარგებლოა იოდის ხსნარით მორწყვა: 1 წვ იოდი 1 ლ წყალში. ხსნარს ფრთხილიად ასხამენ ქოთნის პირზე 50 მლ ოდენობით. მეტი არ სჭირდება, რომ ფესვები არ დაეწვას. ასეთი კვებით იგი დიდხანს და უხვად იყვავილებს, იგი ვერ იტანს სასუქად ახალ ორგანიკას.
გადარგვა:  მცენარეს არ უნდა ხშირად გადარგვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფესვები გარეთ გამოუვა დრენაჟის ნახვრეტიდან, გადარგავენ ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციური ზრდის დასაწყისში. ქოთანი ოდნავ მეტი უნდა იყოს წინაზე, თორემ დიდ ქოთანში ჩარგული ბევრ მწვანე მასას ივითარებს ყვავილების გარეშე.
გასხვლა: ეს შემოდგომაზე უნდა მოხდეს. ტოტზე უნდა დარჩეს 6-7 ფოთოლი, უნდა მოაშოროთ ის ტოტები, რომლებიც ფოთლის უბეებიდან ამოდის. თუ ზამთარში მცენარე გაიზარდა, ადრე გაზაფხულზე ისევ სხლავენ. გადანაჭერი დასაფესვიანებლად გამოდგება. დეკემბერ-იანვარში მისი გასხვლა არაა მიზანშეწონილი.
გამრავლება თესლით: ეს არც ისე რთულია. ნაყიდი თესლი ადვილად ამოდის. საკუთრად აღებული და დათესილი თესლი კი არც ისე კარგ შედეგს იძლევა, თანაც ჰიბრიდული მცენარიდან აღებული თესლიდან მიღებული ნათესი  დედის თვისებებს არ იმეორებს. მცენარე ითესება ფხვიერ ნამიან გრუნტში - ტორფი, ქვიშა, კორდის მიწა 1:1:2 პროპორციით. თესლს ზემოდან იმავე მიწას აყრიან 2სმ სისქეზე. მერე ნამავენ პულვერიზატორით. იმითვის, რომ ნათესი არ დაავადდეს „შავი ფეხით“, სუბსტრატს დათესვამდე რწყავენ ვარდისფერი „ მარგანცოვკით“, დათესილ კონტეინერს ასათბურებენ, 18-22 გრ ზე. პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ. ამოსვლის მერე დებენ 16-20გრ ზე. 2 თვეში მას 2-3 ნამდვილი ფოთოლი ამოუვა, მერე  მცენარეებს ქოთნებში რგავენ. 5-6 ფოთოლზე კი უკვე თავს აწყვეტენ დასაბუჩქად.
გამრავლება ტოტებით: ტოტები მთელი წელი შეიძლება აფესვიანოთ. მაგრამ სჯობს გაზაფხულზე. ტოტი უნდა იყოს 5-7 სმ და 2-3 ფოთოლი უნდა ჰქონდეს. ახალმოჭრილ ტოტს დებენ ჰაერზე  ერთი დღით, მერე გადანაჭერს აყრიან ნახშირის ფხვნილს და მერე რგავენ ფხვიერ გრუნტში,რომელიც მუდამ ნამიანი უნდა  იყოს, მორწყვისას წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლებს და ღეროს, რომ არ დალპეს. ოპტიმალური ტემპერატურა დასაფესვიანებლად 20-22გრ უნდა იყოს.
დაავადებები: იგი იშვიათად ავადდება და ამის მიზეზი უპირველესად არასწორი მოვლაა. ზოგჯერ ახალგაზრდა მცენარეს „შავი ფეხი“  ემართება, ასეთი მცენარე არ იკურნება, მას ანადგურებენ, მიწას კი ასტერილებენ ან მასაც ცვლიან. ზედმეტი მორწყვისას შესაძლოა დაემართოს „შავი ფეხი“, ფესვის ან ნაცრისფერი ლპობა. ზოგჯერ ემტერება ბუგრი, ფრთათეთრა, ტკიპა. მათ ებრძვიან საპნიანი ხსნარით, სააფთიაქო გვირილის ნაყენით. 2-3 სთ ის მერე კი ჩამორეცხავენ სუფთა წყლით. ან კიდევ ინსექტიციდებით - კონფიდორი, აქტელიკი, ფუფანონი.
მცენარეს ზოგჯერ ფოთლები უყვითლდება. მიზეზი რამდენიმეა:
თუ ფოთოლი უყვითლდება და კიდეები უხმება, მას არ ჰყოფნის ტენი. თუ ფოთოლი მოწყენილია, წყალი ჭარბადაა. ყვითლდება და ცვივა ქვედა ფოთლები - არასაკმარისი განათების გამო, შესაძლოა ქოთანი იყოს პატარა. ზოგჯერ ფოთლის გაყვითლების მიზეზი ადგილის შეცვლა ან გადარგვაც შეიძლება იყოს.                                                                                               რატომ არ ყვავილობს მცენარე? მიზეზი რამდენიმეა:
ძალიან დაბალი ტემპერატურა, არასაკმარისი განათება, ზედმეტად ნოყიერი მიწა, ზედმეტად ფართო ქოთანი, არასათანადო დროს გასხვლა, არარეგულარული კვება.
რატომ ხმება მცენარე? თუ ფოთლებს მხოლოდ წვერები უხმება, არ ჰყოფნის წყალი. შესაძლოა მიზეზი ჟანგა იყოს, სოკოვანი დაავადება - ფოთლებზე ჩნდება მოწითალო მურა ლაქები, ფოთოლი ხმება და მერე ცვივა. ასეთ მცენარეს ამუშავებენ 5 % ბორდოს ხსნარით ან ფიტოსპორინით 2ჯერ ერთკვირიანი ინტერვალით. 

სახეობები: ოთახში ხშირად აქვთ ზონალური ბალბიფოთოლა - მას ფოთლებზე მუქი კონცენტრული წრეები აქვს, 30-60სმ სიმაღლისაა, ზოგჯერ 1მ საც აღწევს, ყვავილობს მარტივი ან ხუჭუჭა ყვავილებით, რაც ერთადაა შეკრული ქოლგა ყვავილედებად, ფერი მერყეობს თეთრიდან ჟოლოსფრამდე.
სუროსფოთოლა ბალბიფოთოლა - ამპელური მცენარე 1მ მდე სიგრძის
ჩამოკიდებული ტოტებით, მარტივი ან ხუჭუჭა სხვადასხვა ფერის ყვავილებით.
სამეფო ბალბიფოთოლა - მრავალი ჯიშისაა, სხვადასხვა ფორმის და ფერის, 50 სმ მდე სიმაღლის, ქვედა ფურცლებზე მუქი ლაქა ან ზოლები გასდევს.
სურნელოვანი ბალბიფოთოლა - ლიმონის, პიმპილის, პიტნის, კოჭას, ანანასის, მარწყვის, ქოქოსის, ან ბარამბოს სურნელით ხელის შეხებისას ფოთლებზე. ეს ბალბიფოთოლას ზეთის გამოა, რასაც სამედიცინო, კოსმეტიკურ ან საკვებ მრეწველობაში იყენებენ, მისი ყვავილი წვრილი, ვარდისფერი ან  იისფერია.
ანგელოზები - ეს ბალბიფოთოლები ჰგავს ვიოლას, კომპაქტური ბუჩქებია 30 სმ სიმაღლის, გრძელი, ჩამოკიდებული ყვავილედებით. 

უნიკუმები - ბრწყინვალე და სამეფო ბალბიფოთოლების ჰიბრიდი, დაჭრილი ფოთლებით და სანელებლების სურნელით, ულამაზესი ყვავილებით.
სუკულენტური ბალბიფოთოლები - 10 სახეობისაა. ეკლებიანი, როგორც კაქტუსები, ან უეკლო, მოხრლი ღერებით, გარეგნულად ბაობაბს ჰგავს, იყენებენ ბონსაისთვის.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

19 June 0 48 565
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно