ოთახის ყვავილების მორწყვა

ყვავილების არც თუ ისე ფანატიკური მოყვარულების უმრავლესობისათვის მცენარეთა მოვლა მოხლოდ მათი რეგულარული მორწყვით გამოიხატება.მართლაც სითხის ნაკლებობა პირველ რიგში მათ გარეგნულ იერზე და ცხოველქმედებაზე აისახება.მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სხვადასხვა მცენარის მოთხოვნილება მორწყვის მიმართ ძალიან ინდივიდუალურია,ამიტომ საერთო რეკომენდაციები ყოველთვის გამოსადეგი არ არის.თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი რომელთა დაცვაც აუცილებელია ნებისმიერი მცენარის მოსავლელად.
რატომ არის საჭირო მორწყვა   საერთოდ რატომ არის საჭირო ოთახის მცენარეების მორწყვა?რისთვის ჭირდება მცენარეს წყალი?უცნაური შეკითხვაა.წყალი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ესაჭიროება,იგი უნივერსალური გამხსნელია,სწორედ წყალში ხდება ყველა ნივთიერების შერევა,მიმდინარეობს სხვადასხვა რეაქციები ენერგიის გამოსამუშავებლად,როგორც მცენარეებში ისე ცხოველებში.

როგორც ცნობილია მცენარე ‘’იკვებება’’ მზის სინათლით,უფრო ზუსტად,ახდენს ორგანული ნივთიერებების სინთეზს ნახშიროჟანგიდან და წყლიდან  მზის სინათლის მეშვეობით.ამიტომ წყალი მცენარის ცხოველქმედების პროცესში ძირითადი ნივთიერებაა.გარდა ამისა მცენარე გახსნილი სახით შეითვისებს ნახშირორჟანგს ჰაერიდან,ბუნებრივია იგი წყალში იხსნება.დიდი  რაოდენობით წყალი ორთქლდება ფოთლის ბაგეებიდანაც.ამიტომაც მცენარის ფესვებიდან განუწყვეტლივ უნდა შეიწოვებოდეს წყალი,როგორც ტუმბოდან.წყალთან ერთად კი მცენარე მოიხმარს მინერალურ ნივთიერებებს,რომლებიც ასევე საჭიროა მცენარეული ორგანიზმის სხვადასხვა პროცესში,ზოგიერთი ფერმენტის სინთეზში  და სხვა.ისინი მცენარის ორგანოებში ხსნარის სახით აღწევენ და გამხსნელი რათქმა უნდა წყალია. მაგრამ ძირითად ‘’საკვებს’’ მცენარე ფოთლებიდან ღებულობს.სინთეზირებული ორგანული ნივთიერებები ისევ და ისევ წყლის დახმარებით აღწევენ მცენარის  სხვა ნაწილებში.ანუ წყალი - ესაა სატრანსპორტო საშუალებაც და  ნივთიერებაც მცენარის ორგანიკის სინთეზისათვის. წყალი ავსებს მცენარეული ორგანიზმის თვითოეულ უჯრედს,აძლევს მათ განსაზღვრულ ფორმას.ეს წნევაა, რომელიც ნარჩუნდება ფოთლების და ღეროების  შიგნით,მას ‘’ტურგორი’’ ეწოდება.თუ მცენარე სითხეს დაკარგავს  მისი ფოთლები უსიცოცხლოდ ჩამოეშვება.ერთი სიტყვით მცენარეს წყლის გარეშე არსებობა არ შეუძლია.მისი რაოდენობა მცენარეში 80% და ხანდახან  95% კი აღწევს. ბუნებაში მცენარეები ნიადაგიდან გამუდმებით შთანთქავენ წყალს,რომელიც წვიმის მეშვეობით ტენიანდება.სახლში კი საყვარელი ბინადრების დარწყულება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.მიწა გამუდმებით შრება,იმიტომ რომ ორთქლდება და მცენარე მოიხმარს,ამიტომ ჩვენ წვიმის როლში ყოფნა მოგვიწევს.

რა სიხშირით უნდა მორწყვა

ამ კითხვაზე პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი  და პირველ რიგში დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე. სუკულენტურ  მცენარეებს,ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ბინადრებს,რომლებიც შეჩვეულები არიან უწყლოდ არსებობას გარკვეული დროით,შეუძლიათ წყლის მომარაგება თავის ხორციან ღეროებსა და ფოთლებში,ისინი შეძლებენ გაძლონ რეგულარული მორწყვის გარეშე.სხვა მცენარეებს  პირიქით, სველი ნიადაგი უყვართ რადგან პრაქტიკულად ჭაობში სახლობენ (განსაკუთრებით ეს ეხება ციპერუსს,ასევე ტენისმოყვარულია აზალია და სხვა.) როგორც წესი ტენის მიმართ მდგრად ყვავილებს უფრო წვრილი ან მკვრივი ფოთლები აქვთ,რომლებიც დაფარულია კუტიკულით ან ცვილით.ასეთი ფოთლებიდან აორთქლება ისეთი ინტენსივობით არ მიმდინარეობს,ამიტომ წყლის უქონლობა მცენარის ქსოვილებზე არ არის ძალიან კრიტიკული.ნაზფოთლიანი მცენარეები კი,განსაკუთრებით თუ მოზრდილი ფოთლებია,ნიადაგის მცირე გამოშრობის დროსაც კი ჭკნებიან(მაგალითად სანხეზია,სპატიფილუმი) წყლის მოთხოვნილების მიხედვით მცენარეები ოთხ ჯგუფად იყოფა.

პირველი ჯგუფი -  ეს განსაკუთრებული ტენისმოყვარე ჭაობის მცენარეებია.მაგალითად ციპერუსი,კოთხუჯი.ამ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს წყლის პახირა.მსგავი მცენარეები არც ისე ბევრია.მათ გამუდმებით ესაჭიროებათ სველი,გამოუშრობი სუბსტრატი.მცენარეთა უმრავლესობას მსგავსი პირობების ატანა არ შეუძლია.საქმე იმაშია რომ ფესვებს სჭირდებათ არა მარტო წყალი არამედ სუნთქვაც,რაც ჟანგბადის გარეშე შეუძლებელია,სველ ნიადაგში კი ჟანგბადის დონე იკლებს,ამიტომ ფესვები ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს.მხოლოდ რამდენიმე მცენარეა შეგუებული გადაჭარბებულ ტენიანობას,მათ სპეციალური მექანიზმი გამოიმუშავეს ასეთ პირობებში საარსებოდ.

მეორე ჯგუფის მცენარეები - საჭიროებენ ტენიან ნიადაგს,მაგრამ არაგადაჭარბებულად.ესენია:დიფენბახია,კალათეა,მარანტა, აბუტილონი, აკალიფა, აგლაონემა, ალოკაზია, აფელანდრა,კალადიუმი, ქლოროფიტუმი, ბალზამინი, სანხეზია და სხვა.ეს მცენარეები მაშინ უნდა მოირწყას როდესაც ნიადაგის ზედა ფენა გაუშრებათ,ამის დადგენა შეიძლება ხელით შეხებით,თუ ნიადაგი შემშრალია საჭიროა მორწყვა. 
მესამე ჯგუფს - შეადგენს მრავალი მცენარე,რომლებსაც ურჩევნიათ მორწყვებს შორის ნიადაგის გაშრობა.ამ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს.დრაცენა,სენპოლია,ციკლამენი,ანთურიუმი, ასპარაგუსი, ბეგონია, კლივია, კოდიეუმი,კორდილინა,ფატსია,ფიკუსი,ბრომელიასებრნი,ჰიბისკუსი, ჰიპოესტესი, კალანჰოე, სპატიფილუმი, სინგონიუმი და სხვა. მორწყვის საჭიროების დადგენა შეგვიძლია ნიადაგში თითის ჩაყოფით,თუ ის ფრჩხილის სიღრმეზე გამშრალია,მცენარეს მორწყვა ესაჭიროება.  

და ბოლოს მეოთხე ჯგუფი - სუკულენტები,მათ მორწყვებს შორის სრულად უნდა გამოუშრეთ ნიადაგი.ამ ჯგუფს მიეკუთვნება კაკტუსები,რძიანა,კრასულა,ხავორტია,სანსევიერა და სხვა. აქ ყველაფერი მარტივია - მცენარეს ვრწყავთ მაშინ როდესაც ნიადაგი სრულად გაუშრება.მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ქოთანზე,რაშიც იზრდება მცენარე.თიხის ქოთნები ტენს უფრო სწრაფად აორთქლებენ,ვიდრე პლასტმასის,ამიტომ თიხის ქოთანში დარგული მცენარე შედარებით ხშირად უნდა მოირწყას.ზოგი გვთავაზობს ქოთნის ჩადგმას კერემიკის კაშპოში,რომ აორთქლება არ მოხდეს სწრაფად.რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მცენარეები უფრო ხშირად ჭარბი მორწყვისა და სიდამპლისაგან იღუპებიან, ვიდრე წყლის ნაკლებობისაგან.ამითომ მორწყვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. საერთო ჯამში მცენარეთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს იშვიათ, მაგრამ უხვ მორწყვას,ვიდრე  ხშირსა და სუსტს.თუ მცენარეს ხშირად,მაგრამ ცოტა წყლით მოვრწყავთ,მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენა დასველდება და  ქვედა ფენა მუდამ მშრალი დარჩება. ჭარბი წყალი განსაკუთრებით სახიფათოა ზამთარში,როდესაც მცენარე პრაქტიკულად არ იზრდება,წყალი ძალიან სუსტად შეიწოვება და არაინტენსიურად ორთქლდება ფოთლებიდან,ცივი და სველი ნიადაგი კი გამოიწვევს ფესვების ლპობას.ამიტომ ზამთრის და ზაფხულის მორწყვის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სიცხეების დროს მორწყვა უნდა ხდებოდეს უხვად,რადგან ფოთლებიდან დიდი რაოდენობით წყალი ორთქლდება.უხვი მორწყვა მცენარეს აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება,როდესაც ფორმირდება ახალი ორგანოები,ყალიბდება კვირტები.სწორედ ასეთ დროს იხარჯება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი.როდესაც მცენარე მოსვენების მდგომარეობაშია დიდი რაოდენობით წყალი მას არ ესაჭიროება. პატარა ქოთანში დარგული მცენარე შედარებით ხშირად უნდა მოირწყას,ვიდრე მოზრდილ ქოთანში მყოფი.მცენარის მორწყვა პერიოდულად კი არა მისი მოთხოვნილების შესაბამისადაა საჭირო.ასევე ყველა მცენარეს ერთ დროს მორწყვა არ სჭირდება,მორწყეთ მხოლოდ ისინი რომლებსაც იმ მომენტში აქვთ მოთხოვნილება.

რა რაოდენობის წყალია საჭირო მოსარწყავად

  მორწყვისას უნდა გაითვალისწინოთ ნიადაგის თვისებები,როგორც ხარისხი,ასევე წყლის შეწოვის უნარი.საქმე იმაშია რომ სხვადასხვა სახის ნიადაგს შეუძლია შეიწოვოს და შეაკავოს სხვადასხვა რაოდენობის წყალი.წყლის მთელი რაოდენობა კი მცენარისათვის არ არის ათვისებადი.ყველაზე დიდი რაოდენობის წყალს აკავებენ ტორფიანი და თიხიანი ნიადაგები,მაგრამ ისინი ძალიან მცირე რაოდენობით აწვდიან მცენარეს წყალს.ამიტომ ასეთი სახის ნიადაგები მეტად უნდა მოირწყას.განსაკუთრებით დაუშვებელია ტორფიანი ნიადაგის გამოშრობა.

ქვიშიანი,ფხვიერი ნიადაგები კი პირიქით, წყალს ცუდად აკავებენ.მათი მორწყვა ძლიაერდ კი არა ხშირად უფრო მოგვიწევს. სწორი მორწყვის შემთხვევაში ქოთნის მთელი ნიადაგი ტენიანდება და ზედმეტი წყალი გამოდის სადგამზე,საიდანაც შემდეგ წყალი უნდა გადაიღვაროს.პალმებს,დრაცენებს,ფიკუსებს,ციტრუსებს ეს წყალი ზაფხულობით შეიძლება არ გადაუღვაროთ და დაელოდოთ ვიდრე მას ბოლომდე შეიწოვს მცენარე. თუ მიწა დახეთქილი და ძლიერად გამომშრალია სადგამზე გამოსული წყალი 1-2 საათის განმავლობაში უნდა დაუტოვოთ,რომ ნიადაგმა შეიწოვოს და შემდეგ გადავღვაროთ დარჩენილი.ციპერუსსა და კოთხუჯს თეფშზე მუდამ უნდა ქონდეთ წყალი,გადაღვრა საჭირო არ არის.

წყლის ხარისხი და შემადგენლობა

  ყველა მეყვავილისთვის  ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მოსარწყავად გამოსაყენებელი წყლის ხარისხი .საიდულმოს არ წარმოადგენს,რომ ჩვენი ყვავილების წარმატებული ზრდა განპირობებულია წყლის  შემადგენლობით.

მცენარეთა უმრავლესობას წვიმის წყალი ურჩევნია,რადგან ბუნებაში წვიმის წყლით საზრდოობენ და შეჩვეულები არიან.მაგრამ თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ წვიმის და თოვლის ნადნობი წყლის გამოყენება ძალიან პრობლემატურია.ასეთ წყალში შეიძლება შედიოდეს მცენარისათვის სახიფათო ელემენტები. ამიტომ მეყვავილეთა უმრავლესობა ონკანის წყალს იყენებს.ზოგიერთი კი გაყინულ და შემდეგ დამდნარ წყალს იყენებს,რომ მისი შემადგენლობა ბუნებრივს მიუახლოვონ.მაგრამ თუ თქვენ ბევრი ოთახის მცენარე გყავთ ასეთი წყლის მისაღებად ცალკე მაცივრის ყიდვა მოგიწევთ.ყველაზე მთავარი წესი,რომელიც მოყვარულებმაც კი იციან არის - მოსარწყავად ნადგამი წყლის გამოყენება(მინიმუმ ერთი დღე-ღამე).ეს საჭიროა მასში შემავალი ქლორის სრულად ასაორთქლებლად და სხვადასხვა ნივთიერების დასალექად.ქლორის მოცილება დუღილითაც შეიძლება.ან 0.5 ჩაის კოვზი სოდის დამატებით 1 ლიტრ წყალზე. თუმცა ვხდებით კიდევ ერთ პროლემას -ესაა სიხისტე.თუ ხისტი წყლით  ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოვრწყავთ მცენარეებს,ნიადაგის ზედაპირზე წარმოიქმნება თეთრი ნალექი.იგი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენ,მაგრამ არსებობს მრავალი მცენარე,რომლებსაც მხოლოთ რბილი წყლით მორწყვა ესაჭიროებათ. სიხისტე - ეს არის კალციუმის და მაგნიუმის მარილების სიჭარბე წყალში.ისინი წყალში გროვდება კირქვის,ცარცის,დოლომიტისა და თაბაშირის ქანებში წყლის გავლისას.ქიმიის სასკოლო კურსიდან ცნობილია რომ სიხისტე არის დროებითი და მუდმივი.დროებითი სიხისტე დაკავშირებულია კალციუმის და მაგნიუმის კარბონატული მარილებით.დროებითი იმიტომაა,რომ დუღილისას კარბონატები საკმაოდა ადვილად იშლება ნახშირორჟანგად,რომელიც ჰაერს უერთდება და თვითონ კალციუმად და მაგნიუმად,რომლებიც ნალექის სახით გროვდება ჩაიდნის კედლებზე.მუდმივ სიხისტესთან ბრძოლა შედარებით რთულია,იგი გამოწვეულია კალციუმის და მაგნიუმის გოგირდმჟავა და სხვა მარილებით და მათი მოშორება არც ისე ადვილია. ამჟამად არსებობს ფილტრები, რომელთა მწარმოებლები ამტკიცებენ რომ მათი მეშვეობით ნებისმიერი სიხისტის მოშორება შესაძლებელია,ფილტრის დოქების კარტრიჯები შეიცავს სპეციალურ იონოცვალებად ფისებს და ნახშირის ნაწილაკებს,რომლებიც წყალს არა მარტო მარილებისგან,არამედ ქლორისგანაც ანთავისუფლებენ.არის უფრო რთული,მაგრამ უფრო საიმედო ფილტრები,სადაც წყლის გასუფთვება ხდება ოსმოსის ხარჯზე,ისინი შესაბამისად უფრო ძვირადღირებულია.ზოგიერთ ლიტერატურაში მითითებულია რომ ფილტრით გასუფთავებული წყლის გამოყენება მცენარეებისათვის არ შეიძლება,თუმცა განმარტებული არაა რატომ. ცნობილია რომ თუ ხისტი წყლით დავნამავთ მცენარეს,მის ფოთლებზე თეთრი ნადები გაჩნდება,თუმცა გაფილტრული წყლის გამოყენებითაც იგივე შედეგი მიიღება,მაგრამ ნაკლები რაოდენობის მარილებით.შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ფილტრები სრულად ვერ ათავისუფლებენ წყალს მარილებისაგან. მცენარეთა უმრავლესობისათვის ნორმალურ სიხისტედ ითვლება 100 dh(dh ეს არის სიხისტის საზომი ერთეული - გერმანული გრადუსები, 1dh= 10მგ CaO ერთ ლიტრ წყალზე).ასეთი სიხისტის მქონე წყლით შესხურებისას ფოთლებზე წარმოიქმნება მცირე ნალექი,უფრო მეტი სიხისტისას კი თეთრი ნადები მკაფიოდ გამოისახება.იუკა - ერთ ერთი მცენარეა რომელიც საკმაოდ მომთმენია ხისტი წყლის ნალექის მიერ. თუმცა არის მცენარეები რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხისტი წყლის მიმართ და საჭიროებს მის დარბილებას.ესაა რა თქმა უნდა

აზალია,გარდენია,კამელია,ორქიდეები,ჰორტენზია,აფელანდრა,სტანოტისი,ბრუნფელზია.ეს მცენარეები იზრდება მჟავე ნიადაგში PH 5.0-5.5.მაგრამ თუ ისინი თავიდან მჟავე,ტორფიან  ნიადაგშია დარგული,დროთა განმავლობაში მასში მაინც გროვდება მარილები ხისტი წყლისგან.ამიტომ საჭიროა ნიადაგის პერიოდული შემჟავება.აზალიის აქტიური ზრდის და ბუტონიზაციის  პერიოდში ეს პროცედურა აუცილებელია თვეში ორჯერ ჩავატაროთ,უფრო მოზრდილი მცენარეებისათვის კი კვირაში ერთხელ.მანანასებრთა წარმომადგენლების და ასევე ჰორტენზიის შემჟავება ხდება წელიწადში ორჯერ: აქტიური ზრდის პერიოდის დასაწყისში და კვირტების განვითარების დროს, შედარებით იშვიათად სჭირდებათ შემჟავების პროცედურა ისეთ მცენარეებს რომლებსაც სუსტადმჟავე რექციის ან ნეიტრალური სუბსტრატი ესაჭიროებათ.მაგალითად პრიმულები,ვარდები კარგად იზრდება სუსტადმჟავე რეაქციის ნიადაგში PH 6.3-6.7.ამიტომ მათ შემჟავება იშვიათად ესაჭიროებათ: 1-2 ჯერ წელიწადში.დანარჩენ მცენარეებს შემჟავება წელიწადში ერთხელ სჭირდებათ. ნიადადის შემჟავება ხდება ლიმონის ან ვაშლის მჟავით,ძმრით (1 ჩაის კოვზი 9%-იანი ძმარი ერთ ლიტრ წყალზე),ყველაზე უკეთესი კი არის მჟაუნმჟავა.შემჟავება საჭიროა ოდნავ რამდენიმე კრისტალის წყალში შერევით. მჟავე,ტორფიან ნიადაგში მყოფი მცენარეებისათვის წყლის მაღალი სიხისტე ნაკლებად საშიშია.რაღაც პერიოდის განმავლობაში ასეთ ნიადაგში მოხვედრილი კიროვანი მარილები ნეიტრალდება,მაგრამ თანდათანობით ნიადაგი მარილებით გაჯერდება.ზოგიერთ  სასუქს აქვს ნიადაგის შემჟავების უნარი.ესაა მაგალითად: ამონიუმის ქლორიდი,ალუმინის სულფატი,შარდოვანა,კალიუმის მარილები. საჭიროა აღინიშნოს რომ უკეთესია მოსარწყავად არ გამოიყენოთ დისტილირებული წყალი,რადგან იგი საერთოდ არ  შეიცავს მაკრო და მიკრო ელემენტებს,რაც მცენარისათვის ძალიან საზიანოა. თუმცა მარილების სიჭარბესაც არ მოაქვს სარგებლობა ოთახის მცენარეებისათვის.ზოგიერთი მეყვავილე(გამოცდილებიც კი) ცხელი წყლის ონკანიდან აღებულ წყალს იყენებენ,რადგან მიაჩნიათ რომ ის ქლორირებული არ არის და ასევე ტექნიკურია,ამის გამო მრავალ ელემენტს შეიცავს.ზოგიერთ მეყვავილეს კი უყვარს თავისი მცენარეების მინერალური წყლით მორწყვა.მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ რამდენად სასარგებლოა მინერალური მარილების ჭარბი რაოდენობა მცენარეებისათვის.სინამდვილეში მინერალური მარილების გამუდმებული მატება ნიადაგში როგორც წყლიდან ისევე სასუქებიდან,საგრძნობლად აუარესებს მცენარის მდგომარეობას.საქმე იმაშია რომ ყველანაირი სახის მარილი რომელიც ნიადაგში ხვდება, არ არის მცენარისათვის ადვილად ათვისებადი ფორმით წარმოდგენილი.ზოგიერთო მონაცემის მიხედვით 3 წლის განმავლობაში ქოთანში შეიძლება დაგროვდეს ნახევარ ჭიქამდე მცენარისათვის უსარგებლო  მარილები.რით ემუქრება ეს მცენარეს?

ფიზიკიდან ცნობილია რომ წყალი მემბრანებიდან იქით მიეწოდება სადაც მარილების კონცენტრაცია მაღალია.თუ ნიადაგში მინერალები შედარებით ნაკლებია, მაშინ წყალი ფესვებს წარმატებით მიეწოდება.მაგრამ თუ მარილები ნიადაგში  მეტია,ვიდრე მცენარის ფესვებში,მაშინ წყალი გარეთ გამოვა.მცენარე ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის წყალს,ჩვენ კი დავუსხამთ მეტს და მეტს,მაგრამ წყლის ათვისება მინიმალური იქნება.ნიადაგში დაგუბდება წყალი,რაც გამოიწვევს ჟანგბადის ნაკლებობას,ფესვების სუნთქვის გაძნელებას და მათ დალპობას.სწორედ ნიადაგის ‘’დამჟავება’’,უფრო ზუსტად კი მასში ჭარბი უსარგებლო მარილების დაგროვება იწვევს მცენარის გადარგვის აუცილებლობას.ნიადაგში მარილების სიჭარბის მთავარი ნიშანია მის ზედაპირზე მარილის ფენის წარმოქმნა. ყველა ზემოთთქმული მიზეზიდან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია რომ მცენარეები მოირწყას რბილი წყლით და  არა მარტო ისინი რომლებსაც ‘’მჟავე’’ ნიადაგი ურჩევნიათ,არამედ ყველანაირი მცენარე.ნიადაგში მარილების დაგროვებას შეიძლება სხვა ხერხებითაც ვებრძოლოთ,რომელთაგან ერთ ერთია მარილებიანი ზედა ფენის  ყოველწლიური გამოცვლა.მრავალი მოყვარული მულჩირებას უკეთებს ნიადაგს,ზემოდან სფაგნუმს აფენს.სფაგნუმის ხავსი არამხოლოდ ტენს ინარჩუნებს,არამედ შეიწოვს ჭარბ მარილებსაც.თუმცა მისი გამოცვლაც ყოველწლიურად იქნება საჭირო.ხანდახან მარილების მოშორება შესაძლებელია დიდი რაოდენობის წყლის დასხმით,შემდეგ კი მცენარე ნესტიან ქაღალდზე ან ნაჭერზე უნდა დაიდგას,რომ ზედმეტი წყლის შეწოვა მოხდეს.დაბოლოს,ყველაზე სწორი იქნება მცენარეების განოყიერება ორგანული სასუქებით(ჰუმუსი,ნაკელი),რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებენ ნიადაგის მდგომარეობას და მცენარეების გადარგვა იშვიათად მოგვიწევს.თუმცა ყველა მეყვავილე არ ეთანხმება იმას,რომ ორგანული სასუქი სრულად დაიშლება და შეითვისება ქოთნის შეზღუდულ სივრცეში,სადაც აუცილებელი მიკროფლორის ნაკლებობაა.მაგრამ ორგანულ სასუქს ბევრი ჩვენთაგანი მაინც იყენებს.

ასე თუ ისე,მცენარის ნორმალური არსებობისათვის მთავარია ხარისხიანი ნადგომი და რბილი წყალი,რომელიც საუკეთესოდ შეითვისება მცენარის მიერ და ხელს უწყობს მის ოპტიმალურ ზრდას.

  როდის არის საჭირო მორწყვა

მცენარის მორწყვა ერთმნიშვნელოვნად უკეთესია დილით.საღამოს მორწყვამ შეიძლება  ფესვების გადაციება გამოიწვიოს ღამის სიცივეების გამო და დალპეს.ასევე შეიძლება წარმოიშვას სოკოვანი ინფექციები.

შუადღით მორწყვისას კაშკაშა მზეზე შეიძლება წყალი ფოთლებზე დარჩეს და ლაქების წარმოშობა გარდაუვალი იქნება,რაც დააუშნოვებს მცენარეს და სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის წყარო გახდება.განსაკუთრებით საშიშია შუადღით მორწყვა  იებისათვის და მსგავსი მცენარეებისათვის.დილით მორწყვისას ფოთოლზე რომ დარჩეს წყლის წვეთები,შუადღემდე  შეშრება და უსიამოვნო შედეგებს აღარ მივიღებთ.

როგორ მოვრწყათ  

 ადამიანების უმეტესობა მცენარეს ზემოდან რწყავს.შეიძლება ეს მეთოდი ყველაზე ოპტიმალურია.საქმე იმაშია რომ ზემოდან მორწყვის დროს წყალი ყველა საკვებ ნივთიერებას ნიადაგის ქვედა ფენაში ჩარეცხავს,თუმცა აორთქლებისას  ისინი კვლავ ზედაპირთან ამოდიან.მინერეალური ნივთიერებების ნაწილი კი მაინც გამოედინება გარეთ და ამ დანაკარგის შესავსებად საჭიროა სასუქების  დროულად შეტანა. ერთადერთი საშიშროება რაც ზემოდან მორწყვისას წარმოიშობა ესაა მცენარის გულში წყლის ჩასვლა,რამაც შეიძლება,ღეროსა და ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.განსაკუთრებით ეს შეეხება ციკლამენს,რომლის ზემოდან მორწყვა სამწუხარო შედეგბამდე მიგვიყვანს.ამიტომ მორწყვისას საჭიროა სიფრთხილე,სარწყავს  წვრილი წვერი უნდა ქონდეს და ის ქოთნის კიდესთან ახლოს უნდა დავიჭიროთ.კიდევ ერთი ნაკლი ზემოდან მორწყვისას ისაა რომ წყალი ყოველთვის არ აღწევს ქოთნის ძირამდე,ამიტომ თუ მორწყვიდან 10 წუთის შემდეგ ქოთნის ძირიდან წყალი არ გამოჟონავს,მორწყვა უნდა გაიმეოროთ.ბევრი მეყვავილე უპირატესობას ანიჭებს ქვემოდან(სადგამიდან) მორწყვას.ასეთი მეთოდი სრულიად მისაღებია სენპოლიებისათვის,ციკლამენისათვის,ციპერუსისათვის,ფილოდენდრონისათვის,მონსტერასათვის,ზანტედესხიისა და სხვა.ამ მეთოდსაც გააჩნია თავისი ნაკლი.აორთქლებისას წყალი ქვემოდან ნიადაგის ზედა შრეებისაკენ მიიწევს და თან მიიყოლებს მინერელურ ნივთიერებებს,შედეგად ვღებულობთ ზედა ფენის გაჯერებას მარილებით,რაც არ არის სასურველი,ქვედა ფენები კი,სადაც შემწოვი ფესვების უმეტესობაა განლაგებული,საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის.ქვემოდან მორწყვის კიდევ ერთი ნაკლი ისაა,რომ წყალი ყოველთვის არ ადის ნიადაგის ზედა ფენებამდე.ამიტომ უმჯობესი იქნება ზედა და ქვედა მორწყვის მეთოდები მონაცვლეობით გამოვიყენოთ. ქვემოდან მორწყვის დროს მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი საათის შემდეგ თეფშზე დარჩენილი აუთვისებელი წყალი გადაიღვაროს,ამით თვიდან ავიცილებთ ფესვების ლპობას.ასევე უნდა ამოვდგათ მცენარე სადგამიდან და ვაცადოთ რომ დარჩენილი წყალი ბოლომდე გამოვიდეს გარეთ.განსაკუთრებულად უნდა მოირწყას ეპიფიტური მცენარეები.ზოგიერთი ბომელიასებრი მოითხოვს ჩვეულებრივი მორწყვის გარდა წყალი მის შუაგულშიც ჩავასხათ.ორქიდეები ირწყვება ან სუბსტრატზე წყლის ხანგრძლივი დასხმით,ან წყალში ჩადგმით 15 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მორწყვის შემდეგ ნიადაგის მსუბუქად აფხვიერება.კიდევ ერთი საჭირო მომენტია ის რომ ქოთანში წყლის ჩასასხმელი ადგილი უნდა იყოს დარჩენილი,ანუ მიწა ბოლომდე არ უნდა ავსებდეს მას.(პატარა ქოთანს 1 სმ. უნდა აკლდეს,საშუალოს 2 სმ. და მოზრდილს 3 სმ). წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ქოთნიდან გადმოიღვრება.

თუ მცენარე არასწორი მორწყვით დაზარალდა

  ხანდახან მორწყვისას მთელი წყალი გარეთ გამოედინება,ისე რომ ნიადაგი საერთოდ არ სველდება.ეს მაშინ ხდება როდესაც ფესვვები მთლიანად ავსებენ ქოთანს და ნიადაგისთვის ადგილი აღარ რჩება(ასეთ შემთხვევაში მცენარის გადარგვაა საჭირო),ან მიწა ძლიერადაა დატკეპნილი და გამომშრალი(განსაკუთრებით ეს ემართება ტორფიან სუბსტრატებს),ამ შემთხვევაში მცენარე უნდა ჩაიდგას წყლიან ჯამში ვიდრე ქოთანში მიწის ზედაპირზე არ გამოჩნდება სისველე.ასევე შეიძლება დავახშოთ დრენაჟის ნახვრეტები და მოვრწყათ იქამდე ვიდრე ნიადაგი წყლით არ დასველდება,შემდეგ კი გავანთავისუფლოთ სადრენაჟე  ხვრელი.

სხვა შემთხვევაში მორწყვისას წყალი არ ჩაედინება ნიადაგში მასზე წარმოქმნილი მკვრივი ქერქის გამო.გამოსავალი მხოლოდ ნიადაგის გაფხვიერებაა.

საერთოდ არასწორმა მორწყვამ შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს,პირველ რიგში მცენარის დაჭკნობამდე.ამიტომ უნდა გაირკვეს რით არის გამოწვეული დაჭკნობა: გამოშრობით თუ პირიქით ზედმეტი სინოტივით.თუ ნიადაგი მშრალია,მაშინ ვიყენებთ ზემოთ აღწერილ რეაბილიტაციის მეთოდს(წყალში ჩადგმა).ჩვეულებრივ მცენარე ერთი საათის განმავლობაში გამოცოცხლდება. თუ მცენარე დაჭკნა მაგრამ იმყოფება ძალიან სველ ნიადაგში,იგი უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან და დავათვალიეროთ ფესვები,თუ ისინი დამპალია,მცენარე სასწრაფოდ საჭიროებს გადარგვას, დაზიანებული ადგილების წინასწარ მოცილებით.თუ ფესვები ნორმალურად გამოიყურება(ჯანმრთელია და თეთრი ფერის),საკმარისია მხოლოდ ნიადაგის შეშრობა.რამდენჯერმე დავადოთ ქაღალდის ხელსახოცი, ვიდრე იგი შეძლებისდაგვარად არ შეიწოვს ზედმეტ წყალს.ამის შემდეგ ჩავრგათ მცენარე და გარკვეული დროის განმავლობაში არ დავდგათ მკვეთრ სინათლეზე.სწორი 
მორწყვა მცენარის ჯანმრთელობის და აქტიური ზრდის გარანტიაა.თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მოვლის სხვა პროცედურებიც: კვება,ყოველწლიური გადარგვა,ჰიგიენა,გასხვლა. 

წყლის სიჭარბე

ზრდის შენელება,დამჭკნარი ფოთლები,სიდამპლის ნიშნები

დაგრეხილი და გაყვითლებული ქვედა ფოთლები,ყავისფერი ფოთლის წვერები 

ყვავილებზე წამოქმნილია ობი

ახალგაზრდა და ზრდასრული ფოთლები ერთდროულად ცვივა,ფესვევი ყავისფერია

 წყლის ნაკლებობა

 ზრდის შენელება ან შეჩერება,დამჭკნარი ფოთლები

 გაყვითლებული ფოთლები,ყავისფერი ფოთლის  ნაპირები

 ყვავილები ცვივა ან მალე ჭკნება

 პირველ რიგში ცვივა ძველი,ზრდასრული ფოთლები



თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის.

22 February 0 31 408
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно