მანდარინის გაზრდა სახლში კურკიდან

ბევრს უყვარს მანდარინი, როგორც ხილი - ნარინჯისფერი, არომტული, ლამაზი ლებნებით და ზოგჯერ  პატარა კურკებით მასში. ბევრსაც ჩაურგავს ეს კურკები ალბათ მიწაში, იმ იმედით, რომ ამოვიდოდა, მერე დავიწყებამიცემული, კიდეც ამოსულა, აქ კი ისმის ახალი შეკითხვა - როგორ მოვუაროთ ასე გაზრდილ მანდარინს, რომ მოსავალიც მივიღოთ.
მაგრამ სანამ კურკას მიწაში ჩადებთ, დასვით კითხვა - მზად ხართ, გასწიოთ გარკვეული შრომა და ზრუნვა შედეგის მისაღებად, და რა გსურთ უფრო - დეკორატიული ხე თუ ნაყოფიც მასთან ერთად?..მზად ხართ ლოდინისთვის? მანდარინი საკმაოდ დიდხანს იზრდება კურკიდან. მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის?- აყვავებას რამდენიმე წელი უნდა ელოდოთ, თუმცა ზოგჯერ საერთოდ  არ აპირებს და მაშინ მიხმარება დასჭირდება. თუ კურკიდან ამოსულ ხეს ნაყოფი  აქვს,  იგი სულაც არ ჰგავს იმ მანდარინს, საიდანაც აიღეთ დასათესად კურკები. მაგრამ რასაც მიიღებთ, ის მაინც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ვირჩევთ თესლსსჯობს აარჩიოთ თესლი  ჰიბრიდებისგან, რაც ასე ბევრია  დღეს ბაზარზე. იგი სწრაფად ამოდის, მალე იზრდება, ყვავილობს და საკვებად ვარგის ნაყოფსაც იძლევა, მისი გამორჩევა ჩვეულებრივი მანდარინისგან ადვილია - ნამდვილს კურკები არ აქვს ან ძალიან ცოტაა, ჰიბრიდული კი ყოველთვის კურკიანია. დასათესად არჩეული თესლი  არ უნდა იყოს თხელი, დაჩუტული, დეფორმირებული მუქი წვერით, სჯობს დაითესოს არანაკლებ 5 თესლისა, ყველა ხომ მაინც  არ გაიზრდება და თუ დასამყნობად გინდათ, მაშინ - არანაკლებ 10 -სა, რადგან აქაც ყველაზე დამყნობა არ გამოგივათ. 

ვამზადებთ მიწას: მასში არაა საჭირო ტორფი, რადგან მანდარინს არ მოსწონს მჟავე ნიადაგი. კარგია ნეიტრალური ნიადაგი, რომელიც იყიდება მზა  - მაღაზიებში, ან თავად თუ მოამზადებთ - 2 წილი ნეშომპალის, 2 წილი ტყის მიწის და 1 წილი მდინარის ქვიშისგან. ზოგჯერ ნეშომპალასაც არ უმატებენ.
ოთანი: სულ თავიდან ივარგებს პლასმასის ერთჯერადი 200მლ იანი  ჭიქებიც , 7-9სმ დიამეტრიანი პატარა ქოთნებიც
დათესვაციტრუსებისთვის გამოდგება ერთი წესი - რაც სწრაფად მოხვდება კურკა მიწაში, მით სწრაფად ამოვა. ამიტომ მანდარინს, როგორც კი შეჭამთ, მაშინვე შეიძლება კურკების ჩაყრა მიწაში, დაახლოებით 4სმ სიღრმეზე. თუ ასე ჩათესვა  უცებ არ ხერხდება, რამდენიმე დღე დალბობაა საჭირო დათესვის წინ. ჭურჭელი უნდა იყოს ბრტყელი, ნაჭერი, რაზეც დადებთ კურკებს, კარგად ნამიანი, მაგრამ არა-  სველი, ადგილი კი, სადაც დევს ასე  კურკები, - თბილი, მაგრამ არა-  მზიანი.  ამიტომ იღებენ ბრტყელ თეფშს, ასველებენ და წურავენ ნაჭერს, შიგ ახვევენ კურკებს და დებენ თბილ ადგილზე, ნაჭერი რომ არ შეშრეს, მთლიანად თეფშს დებენ პოლიეთილენის პარკში, მაგრამ თავს რომ არ უკრავენ.
დათესვიდან ამოსვლამდე - დრო ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგან 15 დღე სჭირდება, ზოგან თვეც კი, მთავარი პირობა სინესტის შენარჩუნებაა, ტემპერატურა კი 20-25 გრ ფარგლებში უნდა იყოს. სათბურის გადაადგილება არ  შეიძლება, ნათესი მერე თანდათან უნდა მიაჩვიოთ  ჩვეულ გარემოს.
გადარგვათუ კურკები ერთად იყო ჩარგული, 4 ფოთლის ამოსვლის მერე ცალკე ჭიქებში უნდა გადარგოთ, მათგან ირჩევენ ყველაზე ძლიერს, დანარჩენს კი იწუნებენ.
ზოგჯერ ერთი კურკიდან 2 ტოტიც ამოდის, ამ შემთხვევაში ან შედარებით სუსტს აშორებენ და ერთს ტოვებენ და ასე ზრდიან, ან აცალკევებენ - მათ საკუთარი ფესვთა სისტემები  აქვთ და ცალკე რგავენ. მომდევნო გადარგვა დამოკიდებულია  ფესვების გავითარებაზე: როცა ფესვები ავსებენ ქოთანს, მიწიანად გადააქვთ ცოტა ფართო ქოთანში.
პირდაპირ დიდ ჭურჭელში გადატანა არ ვარგა - ასე ხდება მიწის  ზედმეტად დატენიანება, რაც ხელს უშლის მცენრის ზრდას. ახალგაზრდა ხე ყოველწლიურად უნდა  გადაირგას, მსხმოიარე - 2-3 წელიწადში ერთხელ ისე, რომ ქოთნის დიამეტრი თანდათან გაიზარდოს - 4-6 სმ ით. ფესვის ყელი გადარგვისას ძალიან არ უნდა ჩაფლათ მიწაში. დიდ მცენარეებს და ასაკოვან ხეებს აღარ რგავენ, უბრალოდ, მიწის ზედა ფენას უცვლიან ხოლმე. 

ვარჯის ფორმირება: მას ესაჭიროება ჩარევა ვარჯის ფორმირებისთვის. პირველად ტოტებს თავს აწყვეტენ, როცა ნერგი 30-40 სმ სიგრძის გახდება, - ასე გვერდითა ტოტების გამოტანა იწყება, მაგრამ  ყვავილობისთვის ეს საკმარისი არაა, მას ყვავილი გამოაქვს მესამე- მეოთხე რიგის ტოტებზე, ამიტომ აგრძელებენ ტოტებზე თავის წაწყვეტას მე 4 – 5 ფოთლის მერე, აშორებენ სუსტ ღეროებსაც ვარჯის შიგნით. ამას დაახლოებით 3- 4 წელი დასჭირდება,  თუმცა ზოგჯერ სხვაგვარად იქცევიან - მავთულის ერთ ბოლოს მოაბამენ ტოტზე, მეორე ბოლოს კი ქოთნის კიდეზე აფიქსირებენ ისე, რომ ტოტი დაიხაროს და თითქმის  მიწის პარალელური მდებარეობა მიიღოს. ეს უფრო შრომატევადი საქმეა, მაგრამ საინტერესო შედეგიც აქვს 
მანდარინის გაზრდა სახლში ასაკის და დანიშნულების მიხედვით მისი მოვლა განსხვავებულია. ახალგაზრდა ხეს 5 წლამდე ან მხოლოდ დეკორატიული მიზნით გაზრდისას რეგულარულად რწყავენ, ნამავენ  საკმაოდ ხშირად და დებენ კარგად განათებულ ადგილზე. მხოლოდ ზაფხულში მწველი მზისგან იცავენ, ზამთარში უდგამენ დამატებით განათებას, თბილ თვეებში გააქვთ აივანზე უქარო ადგილზე, თვეში ერთხელ უწყობენ თბილ შხაპსაც.
როცა ყვავილობას დაიწყებს, მერე ზამთარში მოსვენების პერიოდიც სჭირდება 10-12 გრ ზე, შედარებით იშვიათი მორწყვით. გაზაფხულიდან თანდათან უმატებენ ტემპერატურას და 16-18 გრ ზე უკვე კოკრების გამოტანას დაიწყებს, ზაფხულშიც ზომიერი სითბო უნდა - 25 გრ მდე, უფრო ზემოთ - კოკრები და ყვავილები დასცვივა, საჭიროა ასევე ზომიერი შესხურებაც ფრთხილად, რომ წყალი არ მოხვდეს ყვავილებს.
სხვა ციტრუსების მსგავსად, ისიც ატრიალებს ფოთლებს სინთლის წყაროსკენ, ამიტომ იმისთვის, რომ თანაბრად გაიზარდოს ვარჯი, პერიოდულად შეტრიალება სჭირდება მზისკენ, დაახლოებით 10 გრ ით ღერძის გარშემო ერთ ჯერზე, 2 კვირაში ერთხელ.  მის დამწიფებას 6 თვე უნდა, დგება საკითხი - მოუწყონ თუ არა მას დასვენების პერიოდი ზამთარში, თუ დამატებითი განათება დაუდგან იმისთვის, რომ ნაყოფი მომწიფდეს? პასუხი დადებითია.  ნელნელა, მაგრამ ნაყოფი  მაინც მწიფდება.
კვება: ახალგაზრდა ხეებს არ კვებავენ, მოზრდილებს კი სჭირდებათ  კვება გაზაფხულიდან შემოდგომამდე სპეციალური სასუქით ციტრუსებისთვის ან საქონლის ნაკელით (1:10 გაზავებით წყალში) 2 კვირაში ერთხელ. გამოდგება ქათმის სკინტლიც ძლიერ გაზავებული.  გადარგვამდე 3 დღით ადრე მცენარეს სასუქს არ აძლევენ. მიწიანად გადატანის მერე კი მომდევნო 2 კვირა არ სჭირდება საკვები. არც ზამთარში უნდა მანდარინს სასუქი.
მსხმოიარობა: ნაყოფს ასე კურკიდან ამოსული მცენარე იძლევა 5-6 წლის მერე. იგი დედა მცენარის ნაყოფის საგემოვნო თვისებებს არ იზიარებს ზუსტად, განსხვავდება ზომით, სიტკბოთი, ზოგჯერ უკეთესი  მხრითაც კი, და პირველი მსხმოიარობაც სრულად არ ახასიათებს მის ნაყოფიერებას, ამიტომ როცა აყვავდება და მოისხამს ხილს, მერე სჭირდება მაქსიმალურად მისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომ მომდევნო წელს თავისი მაქსუმუმი გვაჩვენოს.
როგორ ვაიძულოთ აყვავება: კარგია, თუ მცენარე თავისით აყვავდება, მაგრამ ზოგჯერ ჭირვეულობს და სტიმულირება ესაჭიროება. ამისთვის სპილენძის მავთულს მჭიდროდ ახვევენ ღეროს ძირს ისე, რომ ქერქში ჩაეჭრას, ასე წვენის მიმოქცევა ირღვევა და მცეანრე „ფხიზლდება“ - იწყებს ზრუნვას შთამომავლობაზე. ნახევარი წლის მერე მავთულს ხსნიან,  ჭრილობას ამუშავებენ ბაღის მალამოთი, იგი უცებ მოშუშდება. მაგრამ ეს მეთოდი არ გაამართლებს, თუ მისი ვარჯი არ იყო ფორმირებული და არ ჰქონდა ზამთარში მოსვენების პერიოდი. ამიტომ ექსპერიმენტის დაწყებამდე ახალი მე 4-5 რიგის ტოტების გაზრდაა საჭირო და გრილი გამოზამთრების მოწყობაც აუცილებელია.
მყნობა:, კიდევ ერთი მეთოდი ახალი მცენარიდან ნაყოფის მიღებისთვის - მყნობაა. ამისთვის საჭიროა საძირეს არჩევა კურკიდან გაზრდილი მანდარინისგან, და მისი გაზრდა ისე, რომ ღეროს სიმსხო ფანქრის ტოლი იყოს. (6მმ) მერე უნდა მოიძებნოს დასამყნობი მასალა - ტოტი ჯიშიანი მანდარინიდან. უფრო ზუსტად - კვირტი ერთი ფოთლით.
მიწიდან 7სმ სიმაღლეზე ქერქზე აკეთებენ ჩანაჭერს სპეციალური სამყნობი დანით T-სმაგვარი ფორმით ისე, რომ თავად ხე არ დაზიანდეს. დანის პირით ფრთხილად გადასწევენ ქერქს აქეთ-იქეთ და შიგ სვამენ პატარა კვირტს. ქერქს თავის ადგილზე აბრუნებენ, ამ ადგილს უსვამენ ბაღის მალამოს  და ხეს მჭიდროდ ახვევენ საიზოლაციო ლენტას. მერე ამ ადგილს პაკეტით სათბურს უკეთებენ. თუ ყველაფერი კარგად  გაკეთდა, 3 კვირაში კვირტი კარგად შეეზრდება ძირს.  მასზე არსებული ფოთლის ყუნწი გაყვითლდება და ფოთოლი ჩამოვარდება. თუ დამყნობა არ ჩატარდა წესიერად, კვირტი გაშავდება.
დამყნობილ ადგილზე პაკეტს ხშირად ხსნიან მერე და ანიავებენ,  რომ თანდათან მიეჩვიოს გარემო პირობებს. ერთ თვეში ახალი კვირტიდან ტოტის ზრდა დაიწყება, საძირე ხეს კი დამყნობილი ადგილის ზევით 5მმ სიმაღლეზე ტოტს აჭრიან, იმ ადგილს კი ამუშავებენ ბაღის მალამოთი. შემოხვეულ მასალას ხსნიან.
მოვლა ყვავილობის პერიოდში: ამ პერიოდში მანდარინს ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი სჭირდება მეტი, ვიდრე აზოტი. მორწყვა უნდა რეგულარული და არც ისე ბევრი, ყვავილობის დაწყების მერე ხშირად ნამავენ ისე, რომ წყალი ყვავილს არ მოხვდეს.
ხშირად მანდარინს ზედმეტი ყვავილიც სცვივა და ნაყოფიც, ასე თავად მცენარე არეგულირებს დატვირთვას. თუ ასე ხდება, უნდა მიეხმაროთ მას და მცენარეზე დატოვოთ ერთი ნაყოფი ყოველ 15-20 ფოთოლზე. თუ  მომწიფებისას მისი ნაყოფი სკდება,  ეს ნიშნავს, რომ არარეგულარულად რწყავდნენ ან აზოტიანი სასუქი სჭარბობს.
მავნებლები: კურკიდან გაზრდილ ხეს ნაკლებად აწუხებენ მავნებლები, თუმცა არასწორი მოვლისას ეტანება ბუგრი, ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა
აბლაბუდა ტკიპა - 0,3-0,6მმ სიგრძის მწერი, თვალით არც ჩანს, მაგრამ ფოთლებზე ქვედა მხრიდან ჩნდება წვრილი ღია ფერის წერტილები და წვრილი აბლაბუდა, ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ ზომების მიღებაა საჭირო- მცენარე უნდა გაირეცხოს თბილი გამდინარე წყლით და სარეცხი საპნით, მერე კი 10 დღიანი ინტერვალებით მისი დამუშავებაა საჭირი ფიტოვერმით, აქტელიკით, ინტრავირით.
ფარიანა - ოვალური ფირფიტის მსგავსი მწერები 4მმ სიგრძის, მათ არსებობაზე მიუთითებს წებოვანი გამონაყოფი, რაც ფოთლებზე ჩანს, თუ მწერს არ გაანადგურებთ, ხე სწრაფად დასუსტდება და გახმება. მის საწინააღმდეგოდ მცენარეს ამუშავებენ საპნიანი ხსნარით ნავთის დამატებით - 1ლ წყალზე 5გრ საპონი და 10გრ ნავთი. ასხურებენ კვირაში ორჯერ. უფრო შედეგიანია მისი დამუშავება აქტარით ან ფიტოვერმით 3-5ჯერ 15 დღიანი ინტერვალებით. მაგრამ ასეთი მკურნალობის მერე მისი ნაყოფის საკვებად გამოყენება არ  შეიძლება.
ცრუფარიანა - მისი გამოვლენა ადვილია - ფოთლებზე ჩანს თეთრი ნადების სახით, მას ხელით აშორებენ, ან იყენებენ კარბოფსს, დეცისს, ინტრავირს, ან კიდევ საპნის და ნივრის ნაყენს- 2კბილ ნიორს 0,5ლ მდუღარეს ასხამენ და აყენებენ 4 სთ.
ბუგრი -  ღია მწვანე ფერის, 1-3მმ სიგრძის მწერი, სწრაფად მრავლდება, ცხოვრობს კოლონიებად, სწოვს მცენარეს წვენს ღეროდან და ფოთლებიდან, იწვევს მათ დეფორმირებას და მცენარე სუსტდება. ებრძვიან საპნიანი ხსნარით 5-7 დღიანი ინტერვალებით, ასხურებენ ნივრის ნაყენსაც - 1 თავ დაჭრილ ნიორს 1 ჭ, წყალში ყრიან და აყენებენ 2 დღე, ან თამბაქოს ნაყენს - 40გრ 1ლ წყალზე.
პრობლემები მანდარინის გაზრდისას: მცენარეს ხშირად უყვითლდება და სცვივა ფოთლები, მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს- ამიტომ დიაგნოზის დასმა სწორად ძალიან მნიშვნელოვანია. ზრდასრულ მცენარეს ფოთლები სიბერის გამოც შეიძლება უყვითლდებოდეს და სცვიოდეს, ასეთ შემთხვევაში მცენარე ჯანსაღად გამოიყურება. ზოგადად ფოთლების გაღიავება განათების ნაკლებობაზე მიუთითებს, ამიტომ მცენარე უნდა გადაიდგას უფრო ნათელ ადგილზე, ან უნდა დადოთ ხელოვნური განათების ქვეშ.  
ფოთოლცვენას ზოგჯერ ზედმეტად მშრალი ჰაერიც იწვევს, როცა მას არ ნამავენ, ან არასწორი გადარგვა - ფესვის ყელის ღრმად ჩაფლვა მიწაში,  დიდ ქოთანში ჩარგვა, ორპირი,  ამ მიზეზების აცილებით და პირობების გამოსწორების შემდეგ  მცენარის მდგომარეობაც გამოსწორდება მალე.
ქვედა ფოთლების გამოშრობა და ცვენა, როცა გახმობა წვეროდან იწყება, ზედმეტი მორწყვის შედეგია, ან დიდი ქოთნის გამოა, ნერგთან შედარებით. ყოვლ შემთხვევაში მცენარე უნდა  გადაირგას შესაფერის ქოთანში ახალ ფხვიერ მიწაში. მანამდე კი მას მომპალ ფესვებს აშორებენ.
 თუ სიყვითლე ხის ძირიდან დაიწყო და ვრცელდება წვეროსკენ, ეს აზოტის ნაკლებობის გამო ხდება  და სასუქის მიხმრება ესაჭიროება.
ღია  ყვითელი ფერი ახალ ფოთლებზე, რაც თანდათან შედარებით ძველ ფოთლებზეც გადადის მერე, მიუთითებს ქლოროზზე, ამ შემთხვევაში ესაჭიროება რკინის ქელატით დამუშავება.
 თუ ფოთლები თითქოს და უმიზეზოდ სცვივა, ეს კალიუმის ნაკლებობის ბრალია და მცენარეს კალიუმის გვარჯილა უნდა მივახმაროთ.
ზოგჯერ ხდება, რომ ახალგაზრდა მცენარეს გრძელი ეკლები გამოსდის - ამის საწინააღმდეგოდ არაფერი უნდა მოიმოქმედოთ. ზამთარში ციტრუსები  ფოთლებს, მწვანე მასას  ივითარებენ და ეს ფოთლები გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულზე გაზრდილი.
მანდარინის და ლიმონის ნერგების გარჩევა ფოთლების სუნით შეიძლება- ლიმონისას ცოტრუსის სუნი აქვს, მანდარინს კი-  ახალი ბალახის. შედარებით დიდ მცენარეებს ფოთლის ყუნწებით არჩევენ - ლიმონს მარტივი ყუნწი აქვს, მანდარინს - წვრილი გრძელი ფრთებით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

07 April 0 14 253
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно