ოთახის მცენარეების გადარგვა

სახლის მცენარეები იზრდებიან და წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ გადარგვა სჭირდებათ.  ასევე უნდა გადაირგას ახალმოტანილი მცენარე აკლიმატიზაციის პერიოდის შემდეგ (10-14 დღე) ახალ მიწაში ახალ, შედარებით დიდ ქოთანში.
ჩვეულებრივი ბაღის მიწა მისთვის არ ივარგებს. იგი შეიძლება დაინვაზირებული იყოს  მავნებლებით, რომლებიც სახლში, სითბოში სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ ოთახის მცენარეებისთვის სპეციალურ მომზადებულ მიწას ყიდულობენ, ან უნივერსალურს , რომელიც ნებისმიერ მცენარეს გამოადგება. აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს კი სასუქის სახით აძლევენ.
სჭირდება თუ არა მცენარეს გადარგვა? თუ მცენარეს ქოთანი უჭერს, ღერო და ფოთლები ნელა ეზრდება, მიწა სწრაფად შრება ან ფესვები მალე გამოდის სადრენაჟე ხვრელიდან, მცენარეს გადარგვა სჭირდება. საბოლოოდ რომ დარწმუნდნენ გადარგვის საჭიროებაში, მცენარეს მიწიდან იღებენ და ათვალიერებენ მიწის კოშტს. თუ ქოთანი პატარაა, ფესვები კარგად ავსებენ მას, მიწაზე შემოხვეულია მჭიდროდ. ზოგი თავს კარგად გრძნობს მჭიდრო ქოთანში და ყვავილობს კიდეც, ამიტომ უნდა ნახოთ მცენარის აღწერა და კარგად გაეცნოთ მას.
თუ იგი თავიდანვე დიდ ქოთანშია ჩარგული, გადარგვა არასასურველია, სჯობს მიწის ზედა ფენის შეცვლა ახლით. გადარგვისთვის კარგი დროა გაზაფხული. მოსვენების პერიოდის დადგომამდე მცენარე ფესვებს კარგად ივითარებს. ახალი ქოთანი ოდნავ მეტია წინაზე ზომით. უფრო დიდ ქოთანში გადარგვისას იგი მიწისზედა ნაწილის ზრდას აჩერებს. წინასწარ უნდა მოიმარაგოთ ქოთანი, მიწა, სარწყავი,
1. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს - დამტვრეულ კრამიტს, კენჭებს. ნახვრეტის არსებობის მიუხედავად ქოთანში კენჭებს მაინც ყრიან. ეს საჭიროა ფესვის ლპობის ასაცილებლად.
2. დრენაჟს ზემოდან თხელ ფენად აყრიან მიწას.
3. იღებენ მცენარეს ძველი ქოთნიდან, გადააბრუნებენ მას და ფრთხილად მოუკაკუნებენ გვერდებზე, ან დანას შემოატარებენ კიდეებში.
4. ძველი დრენაჟი  უნდა გადაყარონ, დამპალი ფესვები მოაცალონ.
5. დებენ მცენარეს ახალდაყრილ მიწაზე და ქოთანს ავსებენ მიწით.
6. მოუტკეპნიან მიწას, და ამატებენ კიდევ, სანამ მისი ზედაპირი ღეროს დსაწყისს არ გაუთანაბრდება.
7. რწყავენ მცენარეს და დებენ ჩრდილში ერთი კვირით, ყოველდღე ნამავენ. მერე შეიძლება გადადგან მუდმივ ადგილზე და მას სხვა მცენარეების მსგავსად მოუარონ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/276-crdilis-amtani-mcenareebi.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно