ვზრდით ოთახის მცენარეებს

ყველა რაღაც საქმიანობას პირველად კიდებს ხელს, ზოგს გამოსდის, ზოგს - არა. ზოგი სანამ მცენარეების მოვლას გადაწყვეტს, ინტერესდება, რამდენად რთულია ეს საქმე, არკვევს, რა სჯობს, საიდან უნდა დაიწყოს, როგორ უნდა მიხედოს მცენარეს, როგორ დააფესვიანოს,  ბევრი უეცრად „ავადდება“ ყვავილების სიყვარულით, როცა ლამაზ და უცხო მცენარეს დაინახავს და მას მერე, რაც მცენარე სახლში აღმოჩნდება, მერე იწყებს რკვევას, რა და როგორ უნდა აკეთოს.
მცენარის დასახელება: აი,სანუკვარი და საოცნებო მცენარე უკვე სახლშია, იწყება შეკითხვების სერია - სად დადოთ, რა ჰქვია მცენარეს, როგორ უნდა მოუაროთ.
სახლის მცენარეების უმრავლესობა სხვადასხვა სახეობას განეკუთვნება და საჭიროა მათზე თუნდაც მცირე ინფორმაციის ცოდნა. პირველ რიგში - დასახელების. მცენარეებს ბოტანიკური სახელწოდება აქვთ. მაგ - dracaena marginata tricolor, -  პირველი სიტყვა მცენარის გვარს აღნიშნავს, მეორე - სახეობას,  მესამე კი ჯიშზე მოუთითებს. თუმცა მაღაზიებში ხშირად ასე არაა მითითებული წარწერებზე, ხშირად აწერია - „მიქსი“, რაც ნარევს ნიშნავს, ეს კი არც სახელია მცენარის და არც გვარი, ამიტომ თუ ასე უცნობი მცენარე მოიტანეთ, უპირველესად უნდა გაიგოთ სახელი.  ასევე უნდა მოიქცეთ, თუ უცნობი მცენარის ტოტი მოიტანეთ დასაფესვიანებად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოიძიოთ ელემენტარული ცნობები მის შესახებ,  მცენარეზე ბევრი რამის გაგება ექსპერიმენტებით და შეცდომებზე სწავლითაც შეიძლება, მაგრამ ეს მეტად სარისკოა - მაგ.  ზოგი მცენარე მეტად პრეტენზიულია და ზედმეტი მორწყვით იღუპებიან. ბევრს სითბო სჭირდება, ზოგს -  შეზღუდული მორწყვა, მცენარის სახელის დადგენის მერე მასზე ელემენტარული ინფორმაციის მოძიებაც შესაძლებელი ხდება, რა მოსწონს და და არა.  
ნაყიდი მცენარის გადარგვა -  ეს მნიშვნელოვანი საკითხია - საჭიროა თუ არა ახალმოტანილი მცენარის გადარგვა, როდის, როგორ და რაში უნდა გადაირგას. ნაყიდი მცენარეების უმეტესობა სატრანსპორტო ჭურჭელშია, რაც ხშირად არადეკორატიულია, მცენარე ჩარგულია ტორფში, მათ კი უფრო სპეციფიური ნიადაგი ესაჭიროებათ - ზოგს ნოყიერი. ზოგს - მსუბუქი ფხვიერი.  ხშირად ამ მცენარეების ფესვები ავსებენ მოცემულ ჭურჭელს და მცენარე ვიწროდაა მასში. ამიტომ, ზოგადად, გადარგვა საჭიროა. ლამაზი და ჯანმრთელი მცენარე პრაქტიკულად მოტანის დღესვე შეგიძლია გადარგათ, თუ ოთახის პირობები დიდად არ განსხვავდება მაღაზიის პირობებისგან. მაგრამ თუ პირბები განსხვავებულია, მცენარე სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება და ახალ პირობებთან შეგუებისთვის  დრო სჭირდება,. ასე, უცებ  გადარგულ მცენარეს ფოთოლი შეიძლება დასცვივდეს. ამიტომ ახალ მცენარეს აკლიმატიზაციის პერიოდის გავლა  სჭირდება - მას დებენ ერთ ადგილზე და აჩვევენ ახალ გარემოს.
 2 კვირის განმავლობაში მცენარეს აკვირდებიან, რა მოსწონს და რა - არა, ამ პერიოდში შეიძლება აღმოაჩინონ ასევე მასზე მავნებლები ან დაავადებები, დაკვირვება მათ ნაადრევად აღმოაჩენს და შესაბამისად გაჯნსაღების ალბათობაც მეტი იქნება, ზოგი მოყვარული ახალმოტანილ მცენარეს მაშინვე აუშავებს ინსექტიციდით ან ფუნგიციდით პროფილაქტიკის მიზნით, ეს გამართლებული მეთოდია, რადგან ასე შეიძლება მწერების ან დაავადებისგან თავის დაცვა.  სოკოვანი დააადება ხშირად დაღუპველია მცენარისთვის, განსაკუთრებით, თუ მას მაღაზიაში ხშირად და გადამეტებულად რწყავდნენ. ზოგჯერ საკმარისია მიწის უბრალოდ გამოშრობა, ზოგ მცენარეს კი ფუნგიციდით დამუშავება სჭირდება.
გასარკვევია ასევე, რაში უნდა გადაირგოს მცენარე - რა სჯობს - პლასმასი თუ თიხა, საჭიროა ქოთანს კარგი სადრენაჟე ხვრელი ჰქონდეს, თიხის ქოთნები-ზოგი მოჭიქულია ისინი პლასმასის ქოთნის მსგავსად - არ იწოვენ წყალს, შესაბამისად, განსხვავებული იქნება მორწყვის რეჟიმი მათთვის და მოუჭიქავ ქოთნებს შორის.
მნიშვნელოვანია ქოთნის ზომაც. ზოგს არ მოსწონს დიდი ქოთანი - (ზამიოკულკასს, სუკულენტებს,) ზოგს კი ,პირიქით, ფართო ადგილი უნდა და საკვების მეტი მარაგი, (პალმები). მაგრამ დიდ ქოთანს მინუსიც აქვს - მასში მიწა მალე მჟავდება,  არ სუნთქავს, ფესვები კი მალე ლპება.
ლაქები ფოთლებზე:  გადარგვის საკითხის მერე დგება ახალი შეკითხვის რიგი - რა ჭირს მცენარეს ფოთლებზე? რა ლაქებია მასზე,, ავად ხომ არაა მცენარე. ლაქების წარმოქმნას ბევრი მიზეზი განაპირობებს, და ყველა კონკრეტული შემთხვევის  ცალკე განხილვაა საჭირო. შეიძლება დაზიანდა ტრანსპორტირების დროს, მოიყინა, მზემ დაუწვა, ზედმეტი სასუქის ზემოქმედების შედეგია, ან პირიქით საკვების ნაკლებობის გამოა, ზოგჯერ ლაქების მიზეზი შეიძლება მორწყვის რეჟიმის ცვლილებაც იყოს. თუ მცენარე უფრო უხვად ან ხშირად ირწყვება, ვიდრე ადრე, ან მიწა დიდხანს რჩება სველი, ესეც შეიძლება იყოს ლაქების მიზეზი. იმის დადგენა, რამ გამოიწვია ეს ლაქები - მორწყვის სიჭარბემ თუ ნაკლებობამ, ხშირად შეუძლებელია. ფერი, ხასიათი, სტრუქტურა მსგავსია. ზოგჯერ მიწა ზემოდან ნამიანია, შიგნით კი წყალი ბევრია, და თუ მცენარეს ამოიღებთ , ფესვები ხშირად სულ მომპალი აქვს, ამიტომ მორწყვის წინ მიწას თითით სინჯავენ. ბევრი მცენარე, თუნდაც ტროპიკული წვიმიანი სარტყლიდან, ოთახის პირობებში უფრო ადვილად იტანს სიმშრალეს, ვიდრე გადამეტებულ მორწყვას - ფიკუსი, დრაცენა, ანტურიუმი, გარდენია, კიდევ ერთი მიზეზი ფოთლებზე ლაქების გაჩენის, ქლოროზის, ფოთლების დახვევისა - ჭარბი სასუქია. ზოგი დიდ მონდომებას იჩენს მცენარეების მოვლაში და ხშირად და დიდი დოზებით აძლევს სასუქს, გადარგვისთანავე, თუმცა მიწა ჯერ თავად სავსეა საკვები ნივთიერებებით. ან მცენარეებს ნამავენ ათასგვარი სტიმულატორებით. მათი სიჭარბე, ისევე, როგორც დანაკლისი, მავნეა მცენარისთვის.
ადგილი: სად უნდა დააწყოთ მცენარეები, რომ მათ სინთლე კრგად ხვდებოდეს, კარგი განათება სამ ვარიანტს მოიცავს - მცენარეებს მოსწონთ კარგი გაბნეული სინათლე ან ოდნავ ჩრდილი - ასეთია მუქ ფითლიანი დრაცენები, დიფენბახები, ასპიდისტრა, ფილოდენდრონი, მონსტერა,
-მცენარეებს მოსწონთ კარგი გაბნეული სინათლე და მცირე დოზით მზის სხივებიც დილა-საღამოს.- ევკალიპტი, ტყის კაქტუსები, პალმები, ფიკუსები, ბრომელიასებრნი, ანტურიუმი
- მცენარეებს სჭირდებათ სრულყოფილი ოდენობით მზით განათება - პლუმერია . ადენიუმი, კაქტუსების უმეტესობა, ვნების ყვავილი,
პირველ ჯგუფში შედარებით ცოტა მცენარეა. უმეტესობას მზე სჭირდება ცოტ ხნით მაინც ან მთელი დღის განმავლობაშიც,,კარგად განათებული ადგილი ნიშნავს გაბნეულ სინათლეს, რომელიც აღწევს ოთახში ტულის ფარდებს იქედან. რაც უფრო მკვრივია ფარდა, მით ნაკლები მზე შედის ოთახში და მით ახლოს უნდა დაიდოს მცენარეები ფანჯარასთან. შემოდგომაზე და ზამთარში ასეთი ფარდა კიდევ უფრო ნაკლებ სინთლეს უშვებს ოთახში, ზაფხულში ასევე არ ჰყოფნის განათება განსაკუთრებით სინათლის მოყვარულ მცენარეებსაც  თუნდაც სამხრეთ ფანჯრის რაფაზე ასეთი ფარდის აქეთ. . „კარგი გაბნეული განთება „- გულისხმობს მცნარის დადებას აღ რაფაზე, ჩრ, ჩრ-დას ან ს-აღ მხარეს, თუ ქუჩის მხრიდან ფარდა არაა ჩამოფარებული. მაგრამ პირველ-მეორე სართულზე ჩრ მიმართულების ფანჯრებზე მეტი სიბნელე იქნება. თუ ს. მიმართულების ფანჯრები არააა ჩამოფარებული, ამ ფანჯრებზე დებენ სუკულენტებს, კაქტუსებს. აღ. მხარე განსხვავდება არა განათებით, არამედ  ტემპერატურით. აღ მხარეს გრილა დილით, დას მხარეს მზე ადგება, როცა ტემპერატურა ისევ მაღალია, მაქსიმალური, და ამიტომ სამხ, ან დას მხარეზე სიცხე და მზეა; სწორედ ამ კომბინაციას ვერ იტანს ოთახის მცენარეების უმეტესობა. ახალმოტანილი მცენარისთვის ადგილის შერჩევისას პირვლ რიგში გასათვალისწინებელია მისი სინათლისმოყვარეობის ხარისხი და თუ ოთახში არასაკმარისი განათებაა, დადეთ მცენარე დამატებითი განათების ქვეშ. ბევრი ყიდულობს მცენარეს ინტერიერის გასალამაზებლდ და თუ იგი ცუდი განათების ადგილხე მოხვდება, ჯანმრთელი ლამაზი მცენარის ნაცვლად გრძელი სუსტი მცენარე დაგრჩებათ  იშვითად განლაგებული ფოთლებით.
მოკლე სინათლის დღის დროს- სექტემბერ - თებერვლის პერიოდში ჩრ მხარეს ფანჯარაზე განლაგებულ  მცენარეებს დამატებით განათებას უდგამენ 8-10 სთ განმავლობაში -  უფრო დილით ან საღამოს. თუმცა სინათლის მოთხოვნილება შენობაში, განსაკუთრებით, თუ გარეთ ცივა, უფრო ნაკლებია. მას ადვილად გადააქვს სინათლის უკმრისობა, მცენარეში სასიცოცხლო  პროცესები მუხრუჭდება და დგება მოსვენების პერიოდი.

როგორ მიწაში ირგვება მცენარე: 
სად უნდა ავიღოთ მიწა მცენარის ჩარგვისთვის? კარგია მაღაზიაში შეძენილი სხვადასხვა დასახელების და შემადგებლობის ნარევი;. მაგრამ ეს მიწები უნივერსალურია და არ ითვალისწინებს მცენარის სურვილებს. ძირითადად ტორფს შეიცავს და ცოტა ქვიშას, მასში საკვები ნივთიერება სწრაფად ილევა. მცენარე იწყებს შიმშილობას, ამიტომ ასეთ მცენარეებს სჭირდებათ  კორდის მიწის დამატება, იგი ასე სუფთა სახით არ იყიდება, მაგრამ შედის სხვადასხვა ნარევის შემადგენლობაში. მას თავადაც ამზადებენ  მინდორში, ჭრიან კორდიან ფენას, მერე ცრიან და ათავისუფლებენ ბალახის ფესვებისგან. ზოგ მცენარეს მსუბუქი ფხვიერი მიწა სჭირდება. ასეთია ტყის მიწა, რომელიც ფოთლოვანი ხეების ძირშია, ხეებ ქვეშ ადგილს ათავისუფებენ ფოთლებიდან და ჭრიან მიწის ზედა ფენას. ეს მიწა გამოდგება გვიმრებისთვის, ბრომელიებისთვის, ქაბისჩალასებრთათვის, ნიადაგს უმატებენ სხვა მცენარეებისთვის განკუთვნილ სუბსტრატს.
ასეთი მიწების გარდა, სუბსტრატი უნდა შეიცავდეს ხავსს, პერლიტს, ვერმიკულიტს, ტორფს, ქერქს, ხის ნახშირს, კერამზიტს, მდინარის ქვიშას.ეს დანამატებიც არჩევითია, ზოგ მცენარეს ხავსი სჭირდება ნიადაგში ტენის შენარჩუნებისთვის, ზოგს  ლპობის თავიდან ასაცილებლად - პირიქით, ხავსის ნაცვლად ქოქოსის ჩიფსები. ვერმიკულიტს, პერლიტს ქვიშას მიწის გასაფხვიერებლდ ამატებენ, ასეთი მიწა კარგია დასაფესვიანებლად. ბევრი ტოტი დაფესვინებისთვის სუბსტრატში ჩადებული, ლპება ხშირი მორწყვისას, ან პირიქით, სიმშრალეში - ხმება.  იმისთვის, რომ კალამი შეეგუოს ახალ პირობებს ან გადარგვა კარგად გადაიტანოს, მიწაში აკეთებენ ორმოებს, შიგ დებენ ტოტებს, მერე ყრიან ვერმიკულიტს, ან ცეოლიტს, ისინი ინარჩუნებენ ტენიან გარემოს ფესვებთან ახლოს, ხელს უშლიან მიწის შეწებებას და ფესვების ლპობას. ტოტი ფესვიანდება, მერე ზრდას იწყებს, მიწაში კი ივითარებს ძლიერ ახალ ფესვებს.

https://yvavilebismovla.ge/movla/203-sasuqi-bananis-kanisgan-misi-dadebiti-da-uaryofiti-tvisebebi.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის
24 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно