ჩრდილის ამტანი მცენარეები
ყველა სახლს მოეძებნება კუთხე, რომლის მცენარეებით გალამაზებაზეც უარს არ იტყოდნენ დიასახლისები. თუმცა ზოგჯერ ეს კუთხეები საკმაოდ ბნელია, შორსაა ფანჯრებიდან და მზე იქ არ ხვდება, მიუხედავად ამისა, გამოსავალი მაინც მოიძებნება - არსებობენ მცენარეები, რომლებიც მშვენივრად იზრდებიან ასე ჩრდილიან ადგილებში.
- ყველაზე ჩრდილის ამტანი მცენარეები ოთახის მცენარეებს შორის - ესენი ძირითადად 2 ოჯახის წარმომადგენლები არიან:
- ქაბისჩალასებრნი - მათ მოსწონთ ნახევრადჩრდილი ან გაბნეული სინათლე, შესაძლოა მზე ადგებოდეთ მხოლოდ დილის საათებში ან დღის ბოლოს. უფრო ინტენსიურ განათებაზე მათი ფოთლები იწვება ან ფერი უფუჭდება. ამ მცენარეების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განათების ქვეშ.
- ნიუკასებრნი - გაზაფხულ ზაფხულის პერიოდში სჭირდებათ შუადღის მწველი მზის სხივებისგან დაცვა, ზამთარში კი კარგი განათება და პირდაპირი მზის სხივები აუცილებელი და სასარგებლოა მათთვის.
მართალია, ასეთ კუთხეებში მოყვავილე მცენარეებს ვერ გაზრდით, მაგრამ დეკორატიულფოთლიანების დადგმა სრულიად შესაძლებელია. მათ კეთილდღეობას განსაზღვარავს ფანჯრების განლაგება, დაშორება მცენარემდე, დამატებით განათების არსებობა და ზოგადად, მათი მოვლის წესები. ქვემოჩამოთვლილი მცენარეები განლაგებულია ჩრდილისამტანობის კლებადობის პრინციპით.მცენარეები, რომლებიც ყველაზე ბნელ ადგილებსაც იტანენ და არ სჭირდებათ დამატებითი განათება:
ასპიდისტრა- ყველაზე უკეთ იტანს ძლიერ ჩრდილს
აუკუბა - იგი სუბტროპიკების ტყეებში გვხვდება და მისი ფოთლები იმდენად იტანენ ჩრდილს, რომ ასეთ ტყეებში, ხეების ქვეშ მის გარდა, არც არაფერი ხარობს.
პალისოტა- შედარებით იშვიათად გვხვდება, იტანს საკმაოდ დაჩრდილულ ადგილს
პელიონია - ესეც იშვიათი ოთახის მცენარეა. მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა ოჯახს, ეგუება ნახევრადჩრდილს. მცენარეები, რომლებიც იტანენ ჩრდილს, მაგრამ სჭირდებათ დამატებითი განათება:
აგლაონემა - დიფენბახიას ნათესავია, მისი მსგავსია,თუმცა შედარებით ვიწრო ფოთლები აქვს, ზომითაც პატარა მცენარეა, ფორმით ჰგავს ბუჩქს. ზამთარში სჭირდება დამატებითი განათება.
ალოკაზია - ლამაზი ოთახის მცენარეა დიდი ისრისებურ-ოვალური ან გულის ფორმის ფოთლებით, ზამთარში საჭიროებს დამატებით განათებას
ანთურიუმი - ლამაზადმოყვავილე და დეკორატულფოთლიან მცენარედ ზრდიან. კარგია მოჭრილიც ლარნაკში. სინათლის ნაკლებობისას ფოთლები უწვრილდება და ყვავილს ფერი ეკარგება.
ასპლენიუმი - არსებობს მისი რამდენიმე სახეობა, გარეგნულად ძლიერ განსხვავებული ფორმის. უკეთ გრძნობს თავს ტენიან თბილ ორანჟერეებში
ფოთლოვანი ბეგონიები - მათ არ მოსწონთ პირდაპირი მზის სხივები, ამჯობინებენ ნახევრადჩრდილში ყოფნას. თუ იგი რაფაზე დგას, ზრდა - გავითარებისთვის საკმარის სინათლეს იღებს, მაგრამ ხშირად ეწვება ფოთლები, ამიტომ ესაჭირება შუადღეზე ჩამოფარება პირდაპირიი მზის სხივებისგან დასაცავად, ზოგიერთი სახეობა თავს უკკეთ გრძნობს ნახევრადჩრდილში, ან ჩრ. მხარეს ფანჯრის რაფაზე, ამიტომ მისი ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ თავად მცენარის დამოკიდებულება მზის სხივების და განათებისადმი. დეკორატიულფოთლიანი ბეგონიები ამ მხრივ ნეიტრალურ პოზიციაზე რჩებიან. ისინი კარგად იზრდებიან და ყვავილობენ კიდეც როგორც მოკლე, ასევე გრძელი დღის სინათლის პირობებში. შედარებით ჩრდილისამტან სახეობებს წარმოადგენენ - ყურძნისფოთოლა, წითელფოთოლა, ფერადფოთლიანი, ჭრელი, რიჩარდსონის, ფისტის, ფუქსიისებრი, შმიდტის ბეგონიები. ვერცხლისფერ-ლაქებიან ბეგონიას კი მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი სჭირდება.
დიფენბახია - ზამთარში დამატებით განათებას საჭიროებს.
დრაცენა - კარგი ზრდა-გავითარებისთვის ინტენსიური განათება სჭირდება, ჭრელფოთლიან სახეობებს მეტი, ვიდრე მწვანფოთლიანებს. თუ ზაფხულში განათება საკმარისია, ზამთარში იგი ფანჯარასთან ახლოს უნდა დაიდგას, რომ მეტი განათების ქვეშ იყოს, თუმცა კარგად იზრდება ხელოვნური განათების პირობებშიც
კტენანთე - კარგად განათებულ ან ძლიერ ჩრდილიან ადგილზე ფოთლებს ფერი ეკარგებათ, ამიტომ მისთვის ოპტიმალურ ადგილი ნახევრადჩრდილია. ზამთარშიც არ სჭირდება ფანჯრის ახლოს დადგმა. ზაფხულში კი უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზეს,
მულენბეკია - სინათლე უყვარს, თუმცა ცხელი შუადღის მზე დამღუპველია მისთვის.’
ნეფროლეპისი - შეუძლია საკმაოდ ჩრდილიან ადგილზე იდგას, მაგრამ ბუჩქი არადეკორატიული გაიზრდება.
ოფიოპოგონი - უპრეტენზიოა განათების მიმართ, კარგად გრძნობს თავს ჩრდილშიც და განათებულ ადგილზეც
სურო - იგი ცუდად იტანს პირდაპირ მზის სხივებს. განსაკუთრებით ჭრელფოთლიანი სახეობები, მაგრამ კარგად გრძნობს თავს განათებულ ადგილზე და სინათლის წყაროს მიმართ ადგილმდებარეობის შეცვლაზე ცუდად რეაგირებს. ზამთარში შედარებით განათებული ადგილი ურჩევნიათ.
ფიტონია - კარგადაა ნახევრადჩრდილში. ძლიერ მზეზე ან ზედმეტად ჩრდილიან ადგილში ფოთლებს ფერი ეკარგებათ. პირდაპირ მზეს უნდა მოერიდოს და არც ზამთარში უნდა დიდად ფანჯრის სიახლოვეს დადება.
მცენარეები, რომლებიც იტანენ მსუბუქ ჩრდილს და საჭიროებენ დამატებით განათებას:
ბრუნფელსია - მოსწონს გაბნეული სინათლე, თუმცა მისი ზოგი სახეობა კარგად ვითარდება მზეზეც და ჩრდილშიც.
კალათეა - უპირატესობას ანიჭებს მომატებულ ტენიანობას ჰაერში, ცუდად უძლებს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, იდეალური ადგილი მისთვის დახურულ ფანჯარასთანაა,
კორდილინა - ურჩევნია ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს, სიბნელეში იგი ცუდად იზრდება. ჭრელფოთოლა მცენარეს მეტი სინათლე უნდა, ვიდრე მწვანეფოთლიანს. ზამთარში ახლოს დებენ ფანჯარასთან, რადგან ამ სეზონზე განათება არ ჰყოფნის.
კვიდო - ნებისმიერ ადგილზე თანახმაა - კარგად იზრდება ჩრდილშიც და მზეზეც.
ქაბისჩალა - კარგ პირობებში მისი ფოთლები ჰორიზონტალურადაა განლაგებული, არასასურველ გარემოში და განათების ნაკლებობისას კი მცენარე ფოთლებს მაღლა სწევს და კეცავს ერთად
მონსტერა - არ მოსწონს მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა, ზოგს მიაჩნია, რომ იგი ჩრდილის მოყვარულია და ყველაზე ბნელ კუთხეში დებენ, მაგრამ ასე არაა,- იგი იტანს ჩრდილს, თუმცა უკეთ იზრდება გაბნეულ სინაათლეზე ან ნახევრადჩრდილში.
პეპერომია - მუქი მწვანე ფოთლებიანი მცენარე კარგად ხარობს მსუბუქ ჩრდილში, ჭრელფოთლიანებს მეტი სინათლე სჭირდებათ. ზამთარში დებენ კარგად განათებულ ადგილზე, სხვაგვარად ფოთლები დაუწვრილდება და ფერი დაეკარგება
სინგონიუმი - მუქი მწვანეფოთლიანი მცენარე უკეთ იტანს მსუბუქ ჩრდილს, ვიდრე ჭრელფოთოლა.
ურთხელი - მარადმწვანე კოლონის მსგავსი ბუჩქი, მკაცრად ვერტიკალური, განტოტვის გარეშე, ახლო-ახლო განლაგებული ხშირი ტოტებით. ძალიან ნელა იზრდება
ფაცია - იტანს ნახევრადჩრდილს. ზამთარში გადააქვთ უკეთეს განათებულ ადგილას.
ფილოდენდრონი - ხვიარა ლიანაა ნახევრადგახევებული ტოტებით და გრძელი საჰაერო ფესვებით
ხამედორეა - „ბამბუკის პალმა“ - მოსწონს კარგი გაბნეული განათება, თუმცა იტანს ოდნავ ჩრდილსაც და პირდაპირი მზის სხივებსაც, ზაფხულში მას მზის პირდპირი სხივებისგან იცავენ.
ცისუსი - სხვადასხვა ფერიან და ანტარქტიკულ სახეობებს არ დებენ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, მაგრამ კარგად გრძნობენ თავს აღ. ან დას. ფანჯრის რაფაზე.
ეუჰარისი - ყვავილობისას მშვენიერი სოლიტერული მცენარეა, ალამაზებს ოფისში თაროებს, სახლში კი საწოლთან მდებარე ტუმბოებს, ჟურნალის მაგიდებს, დებენ ასევე სააბაზანოშიც, რომელსაც ფანჯარაც აქვს, მოსვენების პერიოდში კი მისი ლამაზი ფოთლები შესანიშნავ ფონს ქმნის ქოთნიანი ოთახის მცენარეების კომპოზიციისთვის.ზამთის ბაღში მას დებენ დიდი მცენარეების ქვეშ.
ფიკუსი - სახლის პირობებს უძლებს, ასევე გამოდგება საოფისედ ან ზამთრის ბაღისთვის. ხისმაგვარი ფიკუსი ლამაზია ინტერიერში, ხვიარა და მცოცავი კი ეფექტურია ჩამოკიდებულ ქოთნებში ან კაშპოებში, იგი სწრაფადმზარდი მცენარეა, შედარებით არამომთხოვნი სინათლის მიმართ.