ტრადესკანცია და მისი პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ ტრადესკანცია ითვლება ერთ-ერთ ყველზე უპრეტენზიო მცენარედ, შეცდომის დაშვების პირობებში საკმაოდ მალე კარგავს დეკორატიულობას. ამიტომ სასურველია ვიცოდეთ მისი მოვლის ძირითადი მეთოდები:

მავნებლებთან ბრძოლა მავნებლების გაჩენაზე მცენარე ადრეულ სტადიაზე რეაგირებს. მთავრია ვიცოდეთ განგაშის ნიშნების სწორი ამოკითხვა. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ყლორტებმა დაიწყეს გაფერმკრთალება, ლაქების გაჩენა, წებოვანი ნადების გამოტანა, კვდომა და დეფორმირება,  ეს სიგნალია, რომ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. ტრადესკანციებს ყველაზე ხშირად სტუმრობენ: ფარიანები, ბუგრი, ფქვილისებური ცრუფარიანები და ტრიფსები. მავნებლები იბუდებენ ფოთლისა და ღეროს ზრდის ადგილზე. ფარიანების შემთხვევაში საჭირო იქნება მცენარის საპნიანი წლით გასუფთავება. შემდეგ მცენარე უნდა შეიწამლოს ინსექციდით.
მცენარის ფორმირება ტრადესკანცია მალე „ბერდება“, როგორც მცენარე. ამიტომ გასხვლა და ფორმირება მხოლოდ დადებითად მოქმედებს მასზე. თუ ღეროები ძალიან გაიზარდა სიგრძეში, ამასთან ფოთლებიც დაცვივდა და გაშიშვლდა, მაშინ დროა მოვატეხოთ მცენარეს ბოლოები. ტრადესკანციის გასხვლა და ფორმირება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. იმისათვის, რომ მცენარე ჯანსაღად გამოიყურებოდეს  და თან თუ უკვე 2 წლისაა, ადრე გაზაფხულზე საჭირო იქნება საფუძვლიანი გასხვლა გრუნტთან ახლოს.
თავისუფალი სივრცე ყველაზე კომპაქტურ ტრადესკანციასაც კი სჭირდება საკმარისი სივრცე. კედელთან, თაროსთან, ფანჯარასთან მიჯრით მცენარის განთავსება მაინცდამაინც რეკომენდირებული არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ, ტრადესკანციას ფოთლები და ტოტები საკმაოდ მსხვრევადია და მეორე, თუ მცენარეს საკმარისი სივრცე არ აქვს, დაკნინდება და დაკარგავს დეკორატიულობას. ამიტომ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ტრადესკანციას ჩამოკიდებულ ქოთნებში გაზრდა ან ავეჯის თავზე განთავსება. მცენარეს უყვარს ჰაერი და ამიტომ თავისუფალ სივრცეში განთავსება ჰარის გამტარობისათვის კიდევ ერთი დადებითი პირობაა.
ადგილის შეცვლა ადგილის შეცვლა და მცენარის მოტრიალებაც კი უკვალოდ არ ჩაივლის. მცენარე რეაგირებს სინათლის ინტენსივობისა და მიმართულების ცვლილებებაზე. ამიტომ უმჯობესია ხელი არ ვახლოთ. მაგრამ თუ აუცილებელი გახდა ადგილის ცვლილება, მაშინ შევეცადოთ თანდათან შევაჩვიოთ მცენარე ახალ გარემოს.
სინათლე ტრადესკანციას ყველა სახეობა, მათ შორის ყველასათვის საყვარელი რეო, შესაძლებელია გავზარდოთ ყველანაირი ტიპის განათებაზე. მაგრამ სინამდვილეში ამ მცენარეს სჭირდება კარგი სინათლე. განსაკუთრებით თუ საქმე ეხება „ზოლიან“ ან მოწითალო სახეობებს. პირდაპირი მზის სხივებს უმჯობესია ტრადესკანციები მოვარიდოთ. სინათლის უკმარისობის დროს მცენარის ტოტები იწელება, დეფორმირდება. ფოთლები კარგავენ სიკვასკვასეს. ზამთარში უმჯობესია მცენარის უფრო განათებულ ლოკაციაზე გადატანა ან ხელოვნური განათების დამატება.
ტემპერატურის მოწესრიგება ძლიან კარგი და ღირებული თვისება, რომელიც აქვს ტრადესკანციებს, არის მისი უნარი, გაიხაროს ოთახის ტემპერატურის ნებისმიერ ნიშნულზე. ერთად-ერთი მოვლენა, რომელიც ავნებს მცენარეს, არის ტემპერატურის +10° დაბლა დაწევა. რაც შეეხება ტემპერატურის აწევას, მცენარე არ ზიანდება მნიშვნელოვნად.
მორწყვა მცენარეს უყვარს, როცა გრუნტი აქვს ოდნავ ტენიანი. მორწყვა ნებისმიერი ტრადესკანციასათვის უნდა იყოს ზომიერი და დროული. რაც შეეხება გრუნტში ტენის დაგროვებას, იზრდება ფესვების ლპობის ალბათობა. ყველაზე კარგი გამოსავალი არის მცენარის მორწყვა მაშინ, როცა გაშრება გრუნტის ფენა 3-5სმ. და აუცილებელია ზედმეტი წყლის გადაღვრა. ზამთარში მორწყვა უნდა შემცირდეს. მორწყვის ინტენსიობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და გრუნტის სიმშრალეზე.
წყლის შესხურება საჭიროა მცენარის შესხურება, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია და ტენიანობა დაბალი. ტრადესკანციები უპირატესობას ანიჭებენ ჰაერის ტენიანობას 60%-70% დიაპაზონში. მცენარე თავად იძლევა ნიშანს რომ უჭირს-ხმება ფოთლის კიდეები.
ჰაერის უკმარისობა ღია ცის ქვეშ ტრადესკანცია გაცილებით ჯანსარად და ლამაზად გამოიყურება, ამიტომ, თუ შესაძლებელი იქნება გავიტანოთ თბილ სეზონებზე  ჰაერზე. ჰაერის უკმარისობაზე მცენარე რეაგირებს დაბერების პროცესის დაჩქარებით.
კვების უკმარისობა განსაკუთრებით, თუ სასუქის შემადგენლობაში ჭარბობს აზოტი, მცენარე „სუქდება“, იზრდება სწრაფი ტემპით, კარგავს ფოთლების ფერის სიმკვეთრეს, ფორმას. მაგრამ კვების უკმარისობის დროს წვრილდება და იჩაგრება. ამიტომ საჭიროა „ოქროს შუალედის“ მოძნებვნა, რომ მცენარემ არ დაკარგოს დეკორატიულობა.  კვება უნდა შევაშველოთ მარტიდან სექტემბრამდე, სტანდარტულად ორ კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში 1,5 თვეში ერთხელ საკმარისი იქნება.
კარგი გრუნტი ჩარგვისა და გადარგვის ელემენტარული წესების დაცვის შემთხვევაში ტრადესკანციას პრობლემები ნამდვილად არ შეექმნება. მცენარე კარგადვ თავის დეკორატიულობას მაშინ, როცა:
ზომაზე მეტად გაიზარდა და დიდი ხანია ფესვები გამოძვრნენ სადრენაჭე ნასვრეტებიდან;
ქოტანში არ არის სადრენაჟე ფენა;
ღარიბი, მძიმე და თიხიანი ნიადაგის გამოყენება;
ქოთანი ზომაზე მეტად დიდია ან ღრმა(ქოთნის დიამეტრი მეტი უნდა იყოს სიმაღლეზე);
მცენარე ძალიან ღრმად არის გრუნტში ჩარგული.
ტრადესტანცია სიცოცხლის მოყვარული მცენარეა. თუ ბუჩქი დაზიანდა და რამოდენიმე ღერო დარჩა, იმედი არ უნდა გაქრეს. გადარჩენილი ღეროები ადვილად გამოიტანენ ფესვებს, ხოლო გაკრეჭილი ბუჩქი, სწორი მოვლის პირობებში. მალე გამოცოცხლდება.
შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ ჯგუფს facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
ასევე, გაეცანით სტატიებს ტრადესკანციების შესახებ აქ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/502-zebrina-wortanas-ulamazesi-gvari.html
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი


10 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно