გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ზებრინა - ჭორტანას ულამაზესი გვარი

ასეთი ორიგინალური სახელი აქვს ამ ლამაზ, მრავალწლიან ამპელურ ბალახოვან მცენარეს ვერცხლისფერი ფოთლებით სხვადასხვა ფერის სიგრძივი ზოლებით ზედ- ღია მწვანე, მოწითალო, თეთრი, ეს მცენარე გამოდგება კაშპოებში, საიდანაც მისი გრძელი ტოტები გადმოეკიდება ხოლმე, გვარში რამდენიმე სახეობაა, რომლებსაც სახლში ზრდიან: ჩამოკიდებული ზებრინა - ყველაზე გავრცელებულია, გამოიყენება სამკურნალოდ. აქვს გრძელი ფოთლები, ბოლოში ბეწვიანი. ზედა ნაწილი მოწითალო- მწვანე ფერისაა ზედ 2 ვერცხლისფერი ზოლით. ქვედა მხარე კი მოწითალო მეწამული ფერისაა. ზებრინა პურპუზა - მას მკვეთრი ზოლები არ აქვს ფოთლებზე. ზედა ნაწილი შებუსულია, აქვს მოწითალო, ზეთისხილისფერი, ქვედა მხარე კი მეწამულია. ზებრინა ფლოკულოზა - მოთეთრო, ხაოიანი, რბილი ფოთლებით.გაზრდა სახლის პირობებში: სანამ მცენარე პატარაა, ტოტები სწორდგომია, მერე იზრდება და გადმოეკიდება ქოთნიდან.იგი სწრაფად ბერდება, ტოტებს ქვედა ფოთლები მალე შემოეცლება და უშიშვლდება. იმისთვის, რომ მცენარე კარგად დაიბუჩქოს, მათი ზრდა უნდა შეზღუდოთ ტოტების თავების წაწყვეტით. ძველ ტოტებს კი აჭრიან. იგი არც ისე ხშირად ყვავილობს სახლში, თუმცა პატარა ვარდისფერი ან იასამნისფერი ყვავილები აქვს ტოტის ბოლო ფოთლების უბეში. მცენარე მისი ლამაზი, ჭრელი ფოთლების გამო აქვთ სახლში. ყვავილობს გაზაფხულზე ან ზაფხულში. საკმაოდ უპრეტენზიოა, გამოდგება დამწყები მოყვარულებისთვის. მკვეთრ განათებაზე მისი ფოთლები ძალიან ეფექტურად გამოიყურება, განათების ნაკლებობისას კი ფერს ჰკარგავს. ტემპერატურა ზამთარში 12-15 გრ, ზაფხულში - 18-25გრ უნდა იყოს. რწყავენ გაზაფხულ- ზაფხულში უხვად, ზამთარში კი ზომიერად. მოსწონს პერიოდულად ფოთლების დანამვაც. გადარგვა სჭირდება 2 წელიწადში ერთხელ. მიწა უნდა იყოს ნეშომპალიანი, ფოთლოვანი ,კორდის, და ქვიშის ნარევი. ქოთანი კი დაბალი და ფართო. მას კვებავენ კომპლექსური სასუქით 2 კვირაში ერთხელ. მცენარე საკმაოდ მედეგია მავნებლების და დაავადებების მიმართ. იშვიათად ემტერება აბლაბუდა ტკიპა და ბუგრი. გადაჭარბებული მორწყვისას კი ფოთლები ულაქავდება. ადვილია გამრავლებაც - ტოტი სწრაფად ფესვიანდება წყალში და მიწაშიც, თუ დაასათბურებთ. დაფესვიანებულ რამდენიმე ტოტს ერთად რგავენ ერთ ჭურჭელში. შესაძლებელია ზებრინას გამოყენება ასევე ნიადაგმფენ მცენარედაც, როდესაც მათ მიურგავენ ხისებრ მაღალ მცენარეებს ქოთანში - ფიკუსს, დრაცენას.. ზებრინა, ჭორტანა, „ოქროს ულვაში“ - ყველა ერთი ოჯახიდანაა და სამკურნალო თვისებები აქვთ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მცენარეები ბუდისტ ბერებს

შორის. მის წვენში ფოტონციდებია. რომლებიც კლავენ მიკრობებს, ასევე ნივთიერებები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის შემცველობას. მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმკრობული, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიდიაბეტური, სისხლის აღმდგენი თვისებები. ზებრინა ასევე კარგად ასუფთავებს ჰაერს.
 

02 September 0 9 034

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно