ფარიანები და ცრუფარიანები

ყველა ფარიანა და ცრუფარიანა უზარმაზარ ზიანს აყენებს მცენარეებს.მათი თანმხლები სიმპტომები დამახასიათებელია ყველა სახის ფარიანებისათვის.იმ ადგილებში, სადაც ფარიანა მიწებებულია ფოთლებზე,ჩნდება ყვითელი ლაქები,რომლებიც ზომაში მატულობს მცენარიდან წვენის გამოწუწვნის მიხედვით.შემდეგ ფოთოლი მთლიანად ყვითლდება, იჭმუჭნება და სძვრება.მცენარე ზრდას აჩერებს,ტოტები უშიშვლდება,იწყებს ხმობას და იღუპება.ფოთლების გარდა ფარიანა აზიანებს მანდარინის,ლიმონის და ფორთოხლის ნაყოფსაც. ყავისფერი ფარიანა (Chrysomphalus dictyospermi)

ფარიანას გარჩევა ცრუფარიანასაგან შემდეგი ნიშნებით შეიძლება:

ფარიანას ზემოდან მფარავი ფარი არ არის შეზრდილი შიგნით მყოფ მწერთან.ეს ადვილი დასადგენია,ფარის აძრობისას მავნებელი ისევ მცენარეზე მიმაგრებული რჩება.როგორც წესი (მაგრამ არა ყოველთვის), ფარიც განსხვავებულია ფორმით - უფრო ხშირად ფარიანას ბრტყელი ფარი აქვს,ცრუფარიანას კი - ამობურცული.

ფარიანები - ლათინური სახელწოდებაა - Diaspididae .ნახევრადხეშეფრთიანთა ოჯახი,ჭიების ქვესახეობა.ოჯახში 2400-მდე სახეობაა.სხეული ზემოდან დაფარულიაცვილოვანი ფარით(აქედან წარმოსდგება სახელწოდებაც). ყველა ფარიანა გამოირჩევა დამცავი ფარით,რომელიც მცენარეზე ბალთებივითაა მიმაგრებული.პირის აპარატი ყველა ფარიანას მწუწნავი აქვს.ისინი მხოლოდ ზომითა და შეფერილობით განსხვავდებიან.განსაკუთრებით საშიშია ფარიანა იმიტომ რომ,კვერცხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში ჭუპრები მთელ მცენარეზეა მოდებული და იწყებენ მისი წვენის წუწვნას,ფოთლის ფირფიტები კი იფარება ფარებით. ყავისფერი ფარიანა (Chrysomphalus dictyospermi) ძირითადად ფოთლებს აზიანებს,სახლდება რა მათ ზედა მხარეზე.ზრდასრული დედალი ფარიანას ფარი დაახლოებით 2 მმ-ია დიამეტრით,ზემოდან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობისაა.მამრი ფარიანა უფრო მომცროა და მისი ფარი უფრო წაგრძელებული ფორმისაა.

ცრუფარიანები - ცრუფარიანები ნამდვილი ფარიანებისაგან იმით განსხვავდებიან რომ არ გააჩნიათ ცვილოვანი ჯავშანი,კვრცხებს და ლარვებს კი მკვდარი მდედრის გამშრალი გარსი იცავს.

(ცრუფარიანა Coccidae)

ცრუფარიანები ანუ კოკციდები (Coccidae) - ნახევრადხეშეშფრთიანთა ოჯახი,ჭიების ქვესახეობა.აღწერილია 1100-მდე სახეობა,რომელთაგანაც ევროპაში გვხვდება დაახლოებით 150 სახეობა.

ფარიანების და ცრუფარიანების გამრავლება

ფარიანების უმეტესობა კვერცხის დადებით მრავლდება,მაგრამ არის ცოცხლადმშობი სახეობებიც.მავნებლები ემაგრებიან მცენარის ფოთლებს,ტოტებს და ღეროებს.ახალ ადგილებზე ახალგაზრდა ლარვები განსახლდებიან,ზრდასრული მწერები უძრავად არიან მიმაგრებული.ძლიერი დასნებოვნების დროს ძარღვების გაყოლებაზე და ღეროებზე შეინიშნება  მავნებლების დიდი დაჯგუფებები.დაზიანებულ მცენარეებს შეჩერებული აქვთ ზრდა და განვითარება,ფოთლები უყვითლდებათ და სცვივათ.ფარიანები და ცრუფარიანები გამოყოფენ წებოვან სითხეს - ცვარტკბილს,რომელზეც სახლდება ჭვარტლის სოკო,რაც უფრო მეტად აუარესებს მცენარის მდგომარეობას.ეს მავნებლები აზიანებენ მრავალ მცენარეს: პალმებს,ციტრუსებს,ოლეანდრს,სუროს,სიპერუსს,ასპარაგუსს,აუკუბას და სხვებს.

ზრდასრული ინდივიდები და ლარვები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ,წოვენ მცენარის უჯრედოვან წვენს.დაზიანებული მცენარე ყვითლდება,არასწორად ვითარდება,ფოთლები სცვივა,ახალგაზრდა ნაზარდები და ამონაყარები უხმება.ფარიანები სწრაფად გამრავლებად მწერებს მიეკუთვნებიან.გამრავლება შეიძლება იყოს როგორც უსქესო,ისე ჩვეულებრივი.გამრავლება ხდება ფარის ქვეშ კვერცხების დადების გზით,ზოგიერთი სახეობა კი ცოცხალმშობია.გამოჩეკვის შემდეგ ფარიანა განვითარების რამდენიმე სტადიას გადის.საწყის ეტაპზე ისინი ძალიან მოძრავები არიან და სწრაფად იწყებენ გავრცელებას მეზობელ მცენარეებზეც.

მდედრი ინდივიდები უძრავად არიან,სამაგიეროდ მამრებს ფრენაც კი შეუძლიათ.თუმცა მათი სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლეა.ისინი მხოლოდ რამოდენიმე დღე ცოცხლობენ,მდედრებისაგან განსხვავებით, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე თვეა.უფრო უკეთეს პირობებში მეტი მდედრი იჩეკება,უფრო ცუდში კი - მამრები.პოპულაციის შემადგენლობა იცვლება ისე,რომ გაუმჯობესდეს მისი მობილობა და განსახლდეს უკეთეს პირობებში.

(ცრუფარიანათი დაზიანებული ფიკუსის ფოთოლი) ფარიანათი დაზიანებული მცენარის გარეგნული ნიშნები

მცენარის ფოთლებზე ზოგჯერ ჩნდება ყავისფერი ან უფრო ღია ფერის მრგვალი ქერცლები,რომლებიც ძნელად სცილდება ფოთოლს.ეს ფარიანას ზრდასრული სტადიაა.ცრუფარიანათი დაზიანება: ფოთლები კარგავს სიპრიალეს,ყავისფერდება,იფარება წებოვანი წვენით.მავნებელი გამოწოვს უჯრედის წვენს ფოთლებიდან,ღეროებიდან და ნაყოფიდან.დაზიანებულ ადგილებზე ჩნდება მოყვითალო ან მოწითალო-ყავისფერი ლაქები,რომლებმაც შეიძლება მცენარის ამ უბნების კვდომა გამოიწვიოს.

ფარიანასა და ცრუფარიანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები

ფარიანები გარე ზემოქმედებისაგან დაცულნი არიან ფარით,ამიტომ მათთან ბრძოლა ადვილი არ არის.ფარიანების მოშორება ხდება კბილის ჯაგრისით ან სველი ნაჭრით,რომელიც სპირტიანი ან საპნიანი ხსნარით უნდა დაასველოთ,შეიძლება ნავთიან-საპნიანი ემულსიის გამოყენებაც.

სპირტიანი ხსნარი საპნით: ნარევი შედგება 15 გრამი თხევადი საპნის,10 მლ. დენატურირებული სპირტისა და 1 ლ. თბილი წყლისაგან.თუმცა აქ ყურადღებით უნდა იყოთ,განსაკუთრებით ეს შეეხება რბილფოთლიან და თხელფოთლიან მცენარეებს.ისინი ძალიან მგრძნობიარეა სპირტის მიმართ,ამიტომ ხსნარს მცენარეს კი არ ასხურებენ, არამედ მავნებლებს ფუნჯის ან ტილოს მეშვეობით.თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ამ მეთოდის გამოყენება,უმჯობესია თავიდან მგრძნობელობაზე პატარა ტესტი ჩაატაროთ ერთ ფოთოლზე.

ძლიერი დაზიანების დროს გამოიყენება შემდეგი პრეპარატები:

აქტელიკი.გახსენით ამპულა 1ლ. წყალში და დაამუშავეთ დასნებოვნებული ადგილები.დანახარჯი შეადგენს 2 ლ-მდე 102  მ-ზე.შეიძლება არაუმეტეს ოთხჯერადი დამუშავება.ლოდინის დრო - სამი დღე.

ფოსბეციდი. ასეთი პრეპარატები უმჯობესია გამოიყენოთ შენობის გარეთ (ტოქსიკურია) – 20 მლ. 10 ლ. წყალში.

(ფარიანები)

თუ მცენარე არ არის მაღალი (30 სმ-მდე),შეეცადეთ მორწყათ ის ფესვებთან პრეპარატ აქტარას  ხსნარით.ეს ინსექტიციდი ფესვებიდან აღწევს მცენარეში და გარკვეული დროით ტოქსიკურს ხდის მავნებლისათვის მცენარის მიწისზედა ნაწილებს.ინსექტიციდით დამუშავების დროს ასევე გაწმინდეთ ფანჯრის რაფა ან თარო სადაც მცენარე იდგა.ასევე დაამუშავეთ ფანჯრის მინა,რადგან წვრილი ჭუპრები შეიძლება ვერ შენიშნოთ.ფარიანების და ცრუფარიანების მავნებლობის შემცირება შეიძლება იმის გამოყენებითაც რომ დაბალი ტენიანობისდა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების  დროს მათი გამრავლების უნარი ქვეითდება.ამიტომ დაიცავით ზომიერება მორწყვის დროს,შეეცადეთ არ დააჯგუფოთ მცენარეები,ხშირედ გაანიავეთ შენობა,იზოლირება გაუკეთეთ დასნებოვნებულ მცენარეს და გადაიტანეთ იგი უფრო ნათელ ადგილზე.

ხალხური მეთოდები - იმისათვის რომ სწრაფად განთავისუფლდეთ ფარიანებისაგან,გაწმინდეთ მცენარის  ტოტები და ფოთლები არაყში დასველებული ბამბით.ეს პროცედურა კვირაში ერხელ ან ორჯერ უნდა გაიმეოროთ.

მავნებლების მოშორება შეგიძლიათ რბილი კბილის ჯაგრისის მეშვეობით და დაზიანებული ადგილები უნდა დაამუშავოთ დაქუცმაცებული ხახვის ფაფისებური მასით.შემდეგ ჩამორეცხეთ მცენარე საპნიანი ხსნარით ან ნავთისა და საპნის ნარევით.ამისათვის 25 გრ. მწვანე ან 40 გრ. სარეცხის საპონი უნდა გახსენით 1 ლ. წყალში,დაუმატეთ 5 წვეთი ნავთი და კარგად აურიეთ შენჯღრევით.ამ ნარევით წმენდენ ან ასხურებენ დაზიანებულ ადგილებს.

კარგ ეფექტს გვაძლევს ზეთოვან-საპნიანი ემულსია: ერთ ჭიქა წყალში გახსენით 5-10 გრ. საპონი ან ფხვნილი,ააქაფეთ და დაუმატეთ 20-30 გრ. მანქანის ზეთი.ამ ნარევით დაამუშავეთ მთელი მცენარე და გააჩერეთ 6-12 საათი (ნიადაგი წინასწარ უნდა დაიფაროს პოლიეთილენის პარკით),ჩამორეცხეთ ცივი წყლით.ასეთი პროცედურა 2-3 ჯერ უნდა ჩატარდეს 7-10 დღიანი ინტერვალით.

(ცრუფარიანები) შეიძლება მცენარე ჩამოირეცხოს ერთ ერთი ნარევით:

ნივრის ნაყენი. 5 კბილი ნიორი დააქუცმაცეთ და დანაყეთ სანაყში,დაასხით ერთი ჭიქა წყალი და დადგით სიბნელეში რამოდენიმე საათი,თავზე დააფარეთ.ნაყენით ჩამორეცხეთ ფოთლები ან წაუსვით ფუნჯის მეშვეობით.შესასხურებლად ნაყენს ფილტრავენ სამ ფენა მარლაში.

ხახვის ნაყენი. ერთი საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ და დაასხით ერთი ჭიქა წყალი,დადგით რამოდენიმე საათით.გამოიყენეთ ნივრიანი ნაყენის მსგავსად.

წიწაკის ნაყენი. 50 გრამი ნედლი ცხარე წიწაკა დააქუცმაცეთ და აადუღეთ 0.5 ლ. წყალში.დააყენეთ ერთი დღე-ღამე,გაფილტრეთ.ინახება თავდახურულ ბოთლში მაცივარში.საჭიროების შემთხვევაში 10 გრ. ნაყენი და 5 გრ. სარეცხის საპონი აურიეთ 1 ლ. წყალში და დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები.

ყოველთვის გვაქვს სურვილი რომ ჩვენი გამოზრდილი მცენარეები ჯანსაღები იყვნენ.დავიცვათ ისინი მავნებლებისა და დაავადებებისაგან.იმედია ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ამ მავნე არსებებისაგან განთავისუფლებაში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

11 March 0 20

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно