ფარიანა და ცრუფარიანა
ზოგადი ინფორმაცია: ზიანი, რომელსაც ეს მწერი აყენებს მცენარეს, მსგავსია, მიუხედავად მისი სახეობების მრავალფეროვნებისა. ფარიანა ეწებება მცენარეს ფოთოლზე და ამ ადგილზე ყვითელი ლაქა ჩნდება, რომელიც თანდათან იზრდება, მწერი წოვს მცენარეს წვენს. თანდათან ფოთოლი მთლიანად ყვითლდება, იხვევა და ვარდება. მცენარე ზრდას აჩერებს, მერე ჭკნება და ხმება. მწერი არა მარტო ფოთლებს, არამედ ციტრუსების ნაყოფსაც აზიანებს. ფარიანას ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ფარის არსებობა. ცრუფარიანას კი იგი არ აქვს, მაგრამ ფარიანას მსგავს დაზიანებას იწვევს მცენარეზე. ორივე მიეკუთვნება წვენის მწოველ მწერებს. მთავარი საშიშროება ამ მწერებისა ისაა, რომ ერთბაშად სახლდებიან მთელს მცენარეზე სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც გამოიჩეკებიან კვერცხებიდან. მერე კი უცებ იწყებენ ჭამას. სხვადასხვა სახეობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფარის ფერით, სხეულის ზომით, მოზრდილი ფარიანას ფარი მუქი მოწითალო-მოყავისფროა, მრგვალი ფორმის და დიამეტრი 2მმ ია. მამრი მცირეა, ვიდრე მდედრი, მისი ფარი კი წაგრძელებული.
სახეობები: 1. ჭანჭყატის ფარიანა - აზიანებს ჭანჭყატის ფოთლებს, ღერებს და სხვა ნაწილებს. მწერი მსხლისებრია, დიამეტრი 2მმ, მამრის ფარი თეთრია და მცენარეს თეთრი ნადები ედება, როცა იგი ძლიერაა გამრავლებული.
2.კაქტუსის ფარიანა - სახლდება კაქტუსზე, წოვს წვენს. ძლიერი დაზიანებისას კაქტუსი ნაცრისფერდება. მდედრის ფარი 2,5მმ აღწევს, მრგვალი და თეთრია.
3. ზეთისხილის ცრუფარიანა - აზიანებს კამელიას, ოლეანდრს, დაფნას, ციტრუსებს. ზრდასრული მდედრი აღწევს 3,5მმ და მისი სხეული დაფარულია Н ს მაგვარი წანაზარდებით, მის გამონაყოფზე კი სოკო სახლდება და ეს კიდევ მეტად იწვევს მცენარის დაზიანებას.
4. რბილი ცრუფარიანა - ბევრ ოთახის მცენარეს აზიანებს. მდედრი 4მმ, ოვალური ფორმის, ოდნავ გამობერილი.
5. პალმის ფარიანა - ძირითადად პალმებს აზიანებს, მწერები მის ფოთლებზე ორივე მხრიდან კოლონიებად ცხოვრობენ. თეთრ ნაცრისფერი ფარი ზომით 2,2მმ ია დიამეტრში.
6. ნახევარსფეროსებრი ცრუფარიანა - ისიც ბევრ მცენარეს აზიანებს - ტოტებს, ფოთლებს, ახალ ყლორტებს. მდედრი სიგრძით 4მმ ია და არ აქვს ფარი.
ბრძოლა: პირველი ნიშნებისთანავე მცენარის იზოლირება უნდა მოხდეს, ათვალიერებენ მეზობლად მყოფ მცენარეებსაც. ინსექტიციდების შესხურება უეფექტოა, რადგან ფარი იცავს პრეპარატებისგან მწერს, ამიტომ მათ მექანიკურად აშორებენ მცენარეს ინსექტიციდში დასველებული ბამბით, რბილი ქსოვილით, ან ფუნჯით მცენარის ფოთლის ხარისხიდან გამომდინარე. გაწმენდა უნდა მოხდეს დიდი ყურადღებით, რადგან ერთი გადარჩენილი მწერი რამდენიმე დღეში ისევ ისე სწრაფად გამრავლდება. თუ მას ძალიან წვრილი ფოთლები აქვს, ასეთ მცენარეს ანადგურებენ, ან ძალიან გულდასმით წმენდენ, რომ არ გამორჩეთ ერთი მწერიც კი, მაგრამ თუ მოთმინება არ გყოფნით, სჯობს მისი განადგურება სხვა მცენარეების დაცვის მიზნით,
პრეპარატები: აქტარა, აქტელიკი, ბანკოლი, კარბოფოსი