კატასეტუმი, სტაფილოსებური ორქიდეა (Catasetum)
ეს სიმპოდიალური, უმშვენიერესი ორქიდეა, რომლის სამშბლო სამხრეთ და ცენრტალური ამერიკაა, 150-ზე მეტ სახეობას მოითვლის. კატასეტუმები განსაკუთრებულად კარგად გრძნობენ თავს ბრაზილიაში და უმეტესი სახეობა სწორედ ბრაზილიელია. საინტერესო ვიზუალის გამო მას სტაფილოს/სტაფილოსებურ ორქიდეასაც ეძახიან, რადგან მისი ფსევდობულბა მიწასთან მყარად მიჯრულ სტაფილოს გავს.
ამ ორქიდეას ყვავილობის განსაკუთრებული ფერადოვნება ახასიათებს. ყვავილები ცვილსებურია, გვხვდება თითქმის ყველა ფერის, ზომისა და საოცარი არომატის. მცენარე ასევე განსხვავებული ზომებით არის წარმოდგენილი, ყველაზე დიდი ლამის 70სმ-ს სიგრძესა და 7 სმ-ს დიამეტრს აღწევს. კატასეტუმს ახალი რიზომა ეზრდება ძველი ბულბის ძირში, მიჯრით. ორქიდეა ერთ წლამდე დაფოთლილია, შემდეგ უკვე იცვენს ფოთოლს და რჩება შიშველი, ხოლო ფსევდობულბას მთელს სიგრძეზე დაყვება ჰორიზონტალური ზოლები.
ეს ორქიდეა დანარჩენი ორქიდეებისაგან განხვავდება იმით, რომ მას შეუძლია ერთდროულად სვადასხვა ზომის, ფერის და სქესის(!) ყვავილი გამოიტანა, ანუ, როგორც ორსქესიანი, ან მდედრი და ან მამრი ყვავილით ყვავილობა. თუმცა სახლის პირობებში ამდაგვარი ყვავილობის მიღება თითქმის შეუძლებელია. მამრობითი ყვავილის ღეროზე განთავსებულია უფრო მრავალრიცხოვანი, დიდი, ფერადი, საინტერესო ფომებისა და თითქოს „ამოყირავებული“ ყვავილი. მდედრობითი ყვავილი „კლასიკური“ ფორმისაა, ზომაში მცირე და უფრო მცირერიცხოვანი.
კატასეტუმი არ ითვლება რთულად მოსავლელ ორქიდეად, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელთა ცოდნა აუცილებელია საოცარი ყვავილობის მისაღებად.
განათება: მცენარეს მთელი წლის მანძილზე სჭირდება ძლიერი, მაგრამ გაფანტული სინათლე. განათებული დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10 საათი მაინც. ამიტომ, თუ განათებასთან გვაქვს პრობლემები, მაშინ აზრი აქვს ფიტონათების დამატებას. საქმე იმაშია, რომ ყვვავილების სქესი დამოკიდებულია განათების ინტენსივობაზე, მაგრამ პირპადირი მზე არაა რეკომენდირებული, რადგან მცენარეს უვითარდება დამწვრობები. თბილ სეზონზე შესაძლებელია ორქიდეას გატანა ღია ცის ქვეშ.
ტემპერატურა: ეს ორქიდეა სითბოსმოყვარულია, უყვარს შედარებით მაღალი ტემპერატურა, +29-32° დღისით და +21-24° ღამე. დღე-ღამეს შორის ტემპერატურული სხვაობა აუცილებელია. აპრილის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე შეიძლება გავიტანოთ ღია ცის ქვეშ. საინტერესო ისაა, რომ კატასეტუმს შეუძლია +35° გაძლება. თუმცა, გასაგებია, რომ დიდი ხნით ამ ტემპერატურაზე მცენარე არ უნდა განვათავსოთ, განსაკუთრებით თუ დაბალი იქნება ჰაერის ტენანობა. ყველაზე დაბალი ტემპერტურა, რომელსაც იტანს კატასეტუმი არის +15°.
ჰაერის ტენიანობა: კატასეტუმი საგანგაშოდ ცუდათ რეაგირებს დაბალ ტენიანობაზე. მისთვის ოპტიმალური დიაპაზონი არის 70-80%. და ამასთან ერთად, მაღალი ტენიანობის დროს, დიდ ხანს გაჩერებული ტენიანი, დაგუბებული ჰაერი შეიძლება გახდეს დაავადებების მაპროვოცირებელი. დაბალ ტენიანობაზე, ასე მაგალითად 50%, კატასეტუმი აჩერებს ზრდას. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ ჰაერის დატენიანებასა და კარგ ვინტილაციაზე ერთდროულად. წყლის შესხურება რეკომენდირებული არ არის, რადგან შესაძლებელია ასე გამოვიწვიოთ მცენარის ლპობა. უმჯობესია ქოთანი დავდგათ კენჭებიან და წყლით სავსე ჭურჭელზე, რომ ამდაგვარად გავზარდოთ ორქიდეას გარშემო ჰაერის ტენიანობა.
მორწყვა: მორწყვებს შორის გრუნტი კარგად უნდა გამოშრეს. ირწყვება ჩაძირვის მეთოდით, ქოთანი 2/3, ან ბლოკი უნდა ჩაიდგას 20-30წთ-ით წყალში. ვაცდით სანამ ფესვები და გრუნტი კარგად შეიწოვს წყალს, შემდეგ უნდა დაიწუროს ზედმეტი წყალისაგან და მცენარე დავაბრუნოთ თავის ადგილზე. იმისათვის, რომ მოვახდინოთ ყვავილობის პროვოცირება, გამოცდილი ორქიდეომანები გვირჩევენ, რომ კატასეტუმს მოვუწყოთ ან ცხელი დუში, ან მთლიანად ჩავდოთ მცირე ხნით დარბილებულ და თბილ +33° წყალში.
კვება: მოსვენების პერიოდში მცენარეს კვება არ სჭირდება. სხვა შემთხვევაში, აქტიური ზრდის პერიოდში კატასეტუმი უნდა გამოიკვებოს თითქმის ყოველ კვირა კომპექსური სასუქით, ან სპეციალურად ორქიდეასათვის განკუთვნილი მინერალური ელემენტების ნარევით. სასუქი ზავდება წყალში მითითებული პროპორციებით. გრუნტი: სუბსტრატად გამოიყენება მხსვილი ფრაქციის ქერქი, ხის ნახშირი, ქოქოსის ჩიფსი, ხავსი სფაგნუმი.
გრუნტი უნდა იყოს მსუბუქი, რადგან ორქიდეას ფესვებს სჭირდებათ ბევრი ჰაერი. კატასეტუმს ათავსებენ ბლოკებზეც, ამისათვის გამოდგება ფიჭვის ქერქის ნაფოტი, რომელზეც ჯერ ამაგრებენ ხავს სფაგნუმს და მერე ორქიდეას. ორქიდეას ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, სასურველია დარჩეს მცირე თავისუფალი სივრცე ახალი ფსევდობულბისათვის. თიხის ქოთანი კარგია იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ტენი გრუნტში, ხოლო გამჭვირვალე იძლევა ფესვების დამატებითი განათების საშუალებას.
კატასეტუმს თითქმის ყოველ წელს სჭირდება გადარგვა, ვეგეტაციის პერიოდის დადგომასთან ერთად. გამრავლება ხდება უმეტესად ახალი ფსევდობულბებით, ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ცალკეულ მცენარეს უნდა ქონდეს 3 ფსევდობულბა. რაც შეეხება თესლით გამრავლებას, ეს საკმაოდ რთული პროცესია.
მოსვენების პერიოდი: ნოემბრის ბოლოს კატასეტუმის სამშბლოში იწყება მშრალი სეზონი, ამ დროს მცენარე გადადის მოსვენების პერიოდში. მცენარის მორწყვა მთლიანად უნდა შეწყდეს, და ტემპერატურა დავიდეს +18-20° მდე. განათება რჩება ჩვეულ რეჟიმზი. თუ კატასეტუმს არ ყოფნის ტენი, ფსევდობულბა იჭმუჭნება, და ამ დროს ოდნავ უნდა დატენიანდეს გრუნტი. როგორც კი გამოჩნდება ახალი ფესვები და ახალი ბულბები, მორწყვა უნდა განახლდეს.
მავნებლები და დაავადებები: კატასეტუმის ძირითადი მტერი აბლაბუდა ტკიპაა. მკურნალობისათვის საჭროა მცენარის გასუფთავება ხელით. შემდეგ მცენარეს უნდა მოვუწყოთ ცხელი შხაპი +45° და თუ საჭიროა პროცედურა უნდა განმეორდეს. აუცილებელია მცენარის კარგად გამშრალება, რომ არ გამოვიწვიოთ დაავადების პროვოცირება. ანალოგიურად მოგვიწევს მცენარის გასუფთავება ცრუფარიანას გაჩენის შემთხვევაშიც.
დაავადებებს შორის ყველაზე სახიფათო სიდამპლის გამომწვევი დაავადებებია. ძირითადად აღნიშნული პრობლემა სუბსტრატის ზედმეტად დატენიანების გამო ხდება. დამპალი ნაწილები უნდა მოსცილდე მცენარეს, და ორქიდეაც და გრუნტიც დამუშავდეს ფუნგიციდით.
პოპულარული სახეობები
Catasetum Pileatum-სიმაღლე 35-60სმ. ფოთლების ფირფიტები ორ იარუსად აქვს განლაგებული. ფოთლები ლანცეტისებური, ღია მწვანე ფერის, 20-35სმ. ყვავილი სპილოს ძვლის ფერია, ბაგე უფრო მოყვითალო. მამრი ყვავილების ბაგეს შეიძლება გამოუჩნდეს ალისფერი ლაქები.
Catasetum Tenebrosum-სიმაღლე 35სმ. ფოთლებს კვერცხისებური ფორმა აქვს, განლაგებულია მორიგეობით. ყვავილედი ფოთლებზე მოკლე აქვს. მდედრი ყვავილი გამოაქვს 3-5 ცალი, მამრი 11-17 ცალი. მდედრი ყვავილები მეწამული ფერია მწვანე ბაგით, მამრის ყვავილები უფრო მოყავისფროა, ბაგე დიდი, მომწვანო-თაფლისფერი.
Catasetum Integerrimum-ფსევდობულბა 8-12სმ აღწევს. საინტერესო ფორმის ყვავილებით, ბაგე იმდენად დიდია, რომ დანარჩენ ფურცლაკებს კაპიშონივით ეფარება. იკეთებს 2-10 ცალ ღია მწვანე, სალათისფერ, ცვილისებურ ყვავილს.
Catasetum Maculatum-გაბარიტული ზომის მცენარე, 70სმ მდე. ფოთლები ლანცეტისებური, დაცქვეტილი, მამრობითი ყვავილები საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიძლება ქონდეს, მაშინ, როცა მდედრობითი სულ რაღაც 2-3 ცალი ექნება. ყვვაილები ჭრელი და არომატულია.
Catasetum Cernuum-სიმაღლე 45სმ მდე. ბულბა აღწევს 11სმ და მათზე ეზრდება 7 ოვალურ-ელიფსური ფორმის, 35სმ სიგრძის ფოთოლი. მამრი ყვავილები უფრო მრავალრიცხოვანია, 15 ცალამდე ყვავილები მუქი, შოკოლადისფერი, ოდნავ ღია, დაწინსკლული ბაგით. მდედრობითი ყვავილი სულ რაღაც 3-5 ცალი შეიძლება ქონდეს, ღია მწვანე ფერის, მუქი კოპლებით.
Catasetum Schmidtianum-იზრდება 40-70სმ. ბულბაზე იკეთებს 10 გრძელ ფოთოლს. მამრობითი ყვავილედი 12 ცალამდე ყვავილს იკეთებს, ხოლო მდედრობითი 5 ცალამდე. ორივე მათგანს დიდი ბაგე აქვს, ფურცლები მიმართულია სხვადასხვა მხარეს. მდედრობით ყვავილში ფიგურირებს მომწვანო-მოყვითალო ტონები, მამრობითს მოწითალო-მოვარდიფრო დასდევს.
Catasetum Expansum-ყვავილის ფორმა წააგავს ზანზალაკს. მდედრობითი ყვავილები მომცროა, მოყვიათალო-მომწვანო. მამრობითი ყვავილები უფრო დიდია ზომებში და ფერთა გამა მდიდარი. ჩვენი გუნდი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
