ორქიდეა მაქსილარია„წვრილფოთოლა“(Maxillaria tenuifolia)

ორქიდეა მაქსილარია ბუნებრივ გარემოში გვხვდება ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში და 300-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მაქსილარიებს შორის არსებობს საკმაოდ დიდი მორფოლოგიური ნაირსხვაობები, ამიტომ  მათ ყოფენ რამოდენიმე ჯგუფად. მიუხედავად დიდი რიცხოვნობისა, სახლის პირობებში გვხვდება მხოლოდ რამოდენიმე სახეობა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. წვრილფოთოლა მაქსილარია. ეს სახეობა საკმაოდ კომპაქტური სიმპოდიალური ტიპის ორქიდეაა მყარი, კვერცხის ფორმის, პრიალა ზედაპირიანი ფსევდო ბულბებით. საშუალოდ ბულბების ზომები აღწევს 3,5-4სმ სიმაღლეში და 2,5-3სმ სიგანეში. ფსევდო ბულბები საკმაოდ ახალო-ახლო სხედან რიზომაზე. მცენარეს ლამაზი ზრდის პროცესი აქვს-ახალი ბულბები იზრდებიან ძველი ბულბის თავზე, ხოლო რიზომა არ ეხება გრუნტს, ამიტომ მძივებივის ასხმული ვითარდება სიმაღლეში. ახალგაზრდა ფსევდო ბულბებს მხოლოდ ერთი ფოთოლი აქვთ თავზე, მაშინ, როცა ძველები „მელოტდებიან“. ფოლთები მყარი, ხორციანი და შუაზე „ჩაკეცილი“ აქვთ. ფოთლის ზომა სიგრძეში 35სმ არწევს, ხოლო სიგანე სულ რაღაც 1სმ-ია.  

ბუნებრივ პირობებში მაქსიარია ყვავის ივნის-ივლისში. კომპაქტური, 5სმ ყვავილები იზრდება ახალი ფსევდო ბულბის ძირში და ყოველ ბულბაზე იშლება მხოლოდ ერთი ყვავილი. საერთო ჯამში, ეს ორქიდეა არ გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, მაგრამ ყვავილებს აქვთ შეუდარებელი არომატი, რომელიც ანანასის სურნელს წააგავს. თუ მცენარეს მოვლის პირობები მოეწონა, ნებისმიერ დროს შეიძლება გაყვავდეს. თითო ყვავილი საშუალოდ 30-40 დღე ძლებს და საერთო ჯამში, მცენარე ყვავის ლამის 4 თვის მანძილზე.

მაქსიალრიას „შეეჭიდებიან“ ხოლმე უფრო გამოცდილი ორქიდეომანები, რადგან, იმისათვის რომ მცენარემ იყვავილოს განსაკუთრებული პირობების შექმნაა საჭირო, რაც მარტივი არაა.

განათება და ტემპერატურული რეჟიმი წვრილფოთლიანი მაქსილარია მთიანი ადგილების ბინადარია და ძალიან უყვარს ბევრი მზე, მაგრამ ამავე დროს, ზომიერი ჰაერის ტემპერატურა. ასეთი პირობები მცენარეს მთელი წლის მანძლზე სჭირდება, ამიტომ საჭიროა  ფიტოგანათების ორგანიზება, რომ მცენარეს მუდმივად ქონდეს 10-12 სთ ნათება 6 000 – 8 000 Lx სიძლიერის სინათლით. მიუხედავად სინათლის ასეთი სიყვარულისა, ორქიდეა უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰაერის ტემპერატურა მაღალია. მაქსილარიასათვის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონია +18-22° და ეს ორქიდეა იმით განსხვავდება ყველა სხვა ორქიდეასაგან, რომ არ მოითხოვს სხვაობას დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის. მაგრამ(!) აუცილებლად უნდა მოვარიდოთ გამათბობელსა და კონდენციონერს.

მორწყვა: მაქსილარიას ფესვები არ შეიცავენ ველომენს, ანუ ნივთიერბას, რომელიც იგროვებს ტენს. ამიტომ ამ ორქიდეას გამოშრობა უკიდურესად საშიშია. მაგრამ, არც ზედმეტი მორწყვაა რეკომენდირებული. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ სუბსტრატი ყოველთვის იყოს ოდნავ ნოტიო. მოსარწყავად გამოდგება რბილი წყალი, რომლის სიმჟავე იქნება 5–6 рН. შეგვიძლია გამოვიყენოთ ონკანის წყალიც, მაგრამ აუცილებლად ნადგამი და სასურველია გაფილტრული. მცენარის ქოთანი, ან ბლოკი იძირება 20-30 წუთით წყალში, შემდეგ კარგად უნდა დაიწრიტოს და დაბრუნდეს ადგილზე.

ჰაერის ტენიანობა: ორქიდეას შეუძლია გაძლოს მშრალი ჰაერის პირობებშიც კი, მაგრამ მისთვის სასურველი მაჩვენებელი იქნება 70%. ტენიანობის გაზრდისათვის შეგვიძლია გავაკეთოთ შეხსურების პროცედურები (დილას ან საღამოს) და ასევე ქოთანი დავდგათ ე.წ. „სველ კენჭებზე“.

გრუნტი: ასეთი მცენარისათვის გამოსადეგია ბლოკი, ან სპეციალური ჩამოსაკიდი ქოთნები. სტანდარტული ქოთანი ვერ გამოდგება თავად მცენარის სტრუქტურის გამო. ფსევდო ბულბები იზრდებიან საფეხურებად და სულ რაღაც 12 თვის შემდეგ სიმძიმის გავლენით ღეროები გადმოიკიდება ქოთნიდან. შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური საყრდენები დახრილ მდგომარეობაში, რომ მცენარემ წარმოაჩინოს თავისი ვიზუალი საუკეთესო კუთხით. გრუნტად გამოდგება ხავსი სფაგნუმი. აუცილებელი არაა სხვა რამეების გარევაც კი. გადარგვა საჭიროა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ როცა მცენარე ვეღარ ეტევა ქოთანში ან ბლოკზე.

კვება: სასუქი საჭიროა მცენარის ინტენსიური ზრდის შემთხვევაში 14-20 დღეში ერთხელ. გამოსადეგია ორქიდეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული დოზით (რეკომენდირებულია 4-6 ჯერ შემცირება).

გამრავლება: მაქსილარიას გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ რიზომას დაყოფით. თითოეულ დანაყოს უნდა ქონდეს არაუმცირეს 3 ფსევდო ბულბა.

მაქსილარია სასწაულად მედეგია დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. მაგრამ, თუ არ მოხდა მოვლის აუცილებელი პირობების დაცვა, მცენარე მალე ფუჭდება.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი

26 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно