ფილოდენდრონი “ბირკინი” (Philodendron Birkin)

თუ თქვენ პირველად ხედავთ ამ მცენარეს და სტატიის გამოქვეყნებამდე არაფერი გსმენიათ მის შესახებ, ნამდვილად არ ხართ ერთად-ერთი. მიუხედავად იმისა, რომ მასიურად ბირკინი ჯერ არ ჩანს, კერძო კოლექციებში უკვე დაიმკვიდრა თავისი საპატიო ადგილი. და ყველაფერი იმის გამო, რომ ეს არის ფილოდენდრონის ჯერ კიდევ სულ ახალი ბუნებრივი ჰიბრიდი, ძალიან ლამაზი და განსხვავებული ვიზუალით. ფილოდენდრონი ბირკინი აბსოლუტურად გამოირჩევა ყველა მონათესაო მცენარისაგან თავისი მუქი მწვანე, ელიფსური ფოთლებით, რომელსაც სიგრძეზე დაყვება ღია კრემისფერი-თეთრი, თითქმის მბზინავი ზოლები.

ბუნებაში ფილოდენდრონის ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული უამრავი სახეობა არსებობს მაგრამ, ბირკინს არ აქვს ველური ანალოგი, რადგან ეს არის ფილოდენდრონ როჯო კონგოს (Rojo Congo, დროჰო კონგო, წითელი კონგო) იშვიათი მუტაციის შედეგი. მუტაცია წარმოიშობა ფოთლის ყუნწში და ვრცელდება მთელს ფოთოლზე. ასეთი ფოთოლი, რომელსაც დაყვება ზოლები, შორდება დედა მცენარეს და ცალკე მრავლება. სადღეისოდ ყველა ბირკინი, რომელიც ფლორისტულ ქსელში ხვდება, გამოყავთ ზოლიანი ფოთლების ბოჭკოებიდან. მაგრამ მიუხედავად, იმისა, რომ ასე გამრავლებული მცენარე იზრდება ჭრელი, შეიძლება ისევ განიცადოს მუტაცია და დაუბრუნდეს როჯო კონგოს შეფერილობას(გამუქდეს). ბირკინი ხასიათდება იმითაც, რომ ახალ ფოთოლს შეიძლება ქონდეს სრულიად განსხვავებული შეფერილობა ვარდისფერ-ყავისფერ ტონალობაში.  

რითაც ბირკინი ასევე იზიდავს ფლორისტებს არის მისი ზრდის ზომიერი ტემპი. თან საკმარისია ნესტიანი გრუნტი და ჰაერის ზომიერი ტენიანობა. და როგორც ყველა ფილოდენდრონს, მასაც არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები.

მცენარე საშუალოდ აღწევს  0,5-1მ-ს სიმაღლეში. ფოთლებს შეუძლიათ მიაღწიონ 20სმ-ს სიგრძეში. იმისათვის, რომ მცენარემ ჯანსაღად იგრძნოს თავი, სასურველია ფოთლებიდან მტვრის რეგულარული მოცილება სველი ტამპონით და მცენარის ზომიერი კვება. ყურადღება გასამახვილებელია ის ფაქტი, რომ ბირკინის წვენი ტოქსიკურია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

განათება: უყვარს ნათელი ადგილი, თუმცა სასურველია მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, რადგან ამ შემთხვევაში ფოთოლი ღებულობს დამწვრობას. იდეაში მცენარე შესაძლებელია განთავსდეს ნებისმიერ ადგილზე, სადაც ასე, თუ ისე ხვდება სინათლე. კარგად გრძნობს თავს მზიანი და განათებული ოთახის სიღრმეშიც. მაგრამ, არ არის რეკომენდირებული ამ მცენარის განთავსება ბნელ ადგილას, სადაც შესაძლებელია მოხდეს ორი რამ, მცენარე დაიწყებს გაწელვას სინათლის მიმართულებით ან/და დაეწყება ფოთლების გაბაცება და ზოლების გამწვანება.

ტემპერატურა: ბირკინი სითბოს მოყვარული მცენარეა. წელიწადის თბილ სეზონებზე სასურველია ტემპერატურა დავიჭიროთ +18-25°. ზამთარში შესაძლებელია +16°-მდე დაშვება. უფრო დაბალი ტემპერატურა და ორპირი მცენარისათვის სახიფათოა. 

მორწყვა: ბირკინის მორწყვა ერთ-ერთი უმარტივესი ამოცანაა. სასურველია მოირწყას მაშინ, როცა გრუნტი გამოშრება. საშუალოდ საკმარისია კვირაში ერთჯერადი მორწყვა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი სეზონია გარეთ, მთავარია მცენარის გრუნტი იყოს ოდნავ ტენიანი.

ჰაერის ტენიანობა: ბირკინს, როგორც თითქმის ყველა ტროპიკულ მცენარეს,  სჭირდება მაღალი ტენიანობის ჰაერი. ამიტომ საჭიროა შეძლებისდაგვარად მოვუწყოთ ეს პირობა, ამისათვის კარგი იქნება ფოთლებზე წყლის შესხურება და ფართოპირიანი წყლიანი ჭურჭლის დადგმა მცენარესთან ახლოს. ასევე, საუკეთესო გამოსავალია ჰაერის დამატენიანებლის შეძენა.

გრუნტი: ბირკინს უყვარს ნესტიანი გრუნტი, მაგრამ სჭირდება პერიოდული სიმშრალე. ამიტომ ნიადაგი არ უნდა იყოს ძალიან მძიმე, რომ მალე გამოშრეს, ისე, რომ კვირაში ერთხელ მცენარე მოირწყას და გრუნტმა მოასწროს გამოშრობა, ისე, რომ 2 დღე ვადროვოთ შემდეგ მორწყვამდე. ეს ამოცანა რომ გაგვიმარტივდეს მოვამზადოთ გრუნტი შემდეგნაირად: ავიღოთ ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი მიწა, გავურიოდ ცოტა პერლიტი, რომ გაიზარდოს გრუნტის წყალგამტარობა და ჩავამატოთ ხავსი სფაგნუმი, რომ სუბსტრატმა შეინარჩუნოს ტენი. ასეთი ნარევი არ იტკეპნება, მძიმე გრუნტი ძალიან სახიფათოა ბირკინის ფესვებისათვის, რადგან მათ სჭირდებათ ჟანგბადი. რა თქმა უნდა, ქოთანში კეთდება სადრენაჟე ფენა, რომ არ დაგროვდეს ზედმეტი წყალი.

კვება: თუ ჩვენი სურვილია მცენარე სწრაფად გაიზარდოს, მაშინ საჭიროა ბირკინის რეგულარული კვება. ზრდის პერიოდში, გაზაფხულსა და ზაფხულში, მცენარე უნდა გამოიკვებოს თვეში ერთხელ. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბირკინმა აითვისოს საკმარისი რესურსი. გამოიყენება ყველანაირი კონსისტენციის სასუქი ფთლოვანი დეკორატიული მცენარეებისათვის.

გადარგვა: მართალია ბირკინი ზომიერად, ხოლო კარგი მოვლის პირობებში შედარებით სწრაფად მზარდი ოთახის მცენარეა, მას მაინც სჭირდება გადარგა. საშუალოდ საკმარისია 2 წელიწადში ერთხელ. თუ მცენარე ძალიან გაიზარდა ზომებში და ფესვემა დაიწყეს გარეთ გამოსვლა, მაშინ მცენარე უნდა გადაირგას რაც შეიძლება მალე. ყოველ ჯერზე სასურველია ავიღოთ დიამეტრში 2,5-5სმ-ით მეტი ქოთანი, ეს საკმარისია ფესვთა სისტემის ზომიერი განვითარებისათვის. დიდი ქოთნის აღება არაა სასურველი, რადგან შესაძლებელია მასში უფრ მეტი ტენი გაჩერდეს, ვიდრე მცენარისათვის არის საჭირო.

ბირკინის ფოთლის ფერი: ფოთლის ფერი, როგორც წესი ბირკინს სხვა და სხვა აქვს ხოლმე. ახალი ამოსული ფოთოლი თითქმის თეთრი ან კრემისფერია. შესაძლებელია შეიცვალოს პიგმენტაცია და გამოიტანს ვარდისფერი, ან ყავისფერი შეფერილობის ფოთოლი.  ზრდასთან ერთად ფოთოლი მუქდება. ყველაზე ძველი ფოთოლი არის ხოლმე მუქი მწვანე. ასე რომ მცენარეზე ერთდროულად შეიძლება სხვა და სხვა ფერის ფოთოლი განვითარდეს მუქი მწვანიდან, ლამის თეთრამდე, ხოლო შუა ნაწილში ფოთლები იქნება სხვა და სხვა ინტენსივობის ზოლიანი.

გასხვავებული შეფერილობა ასევე შესაძლებელია მეტყველებდეს სხვა და სხვა რამეზეც, ასე, მაგალითად, როცა ფოთოლი ყვითელია, მაშინ შესაძლებელია ორი რამ: ან ფოთოლი ბუნებრივად დაბერდა, ან მცენარეს  მოუვიდა ზედმეტი მორწყვა. თუ ფოთოლი გაყავისფრდა, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ ჰაერი ძალიან მშრალია და სასწრაფოდ უნდა ავწიოთ ტენიანობა.

დაავადებები და მავნებლებიბირკინს აღმოაჩნდა საკმაოდ მედეგობა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. თუ მცენარეს ეწვივნენ მავნებლები, მაგალითად, ბუგრი და ფქვილისებური ფარიანა, შესაძლებელია სხვა ფილოდენდრონების შემთხვევაში მავნებლებთან ბრძოლის ანალოგიური მეთოდების გამოყენება. 

ბირკინს დაავადება შეიძლება განუვითარდეს არასწორი მოვლის პირობების გამო, რაც დაკავშირებულია ზედმეტ მორწყვასთან. ამიტომ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცედურას. ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

01 November 0 21

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно