ფქვილისებრი ცრუფარანას სახეობები

ფქვილისებრი ცრუფარიანა  საკმაოდ ხშირად აზიანებს ოთახის მცენარეებს: სახლის პირობები - სითბო და სიმშრალე მათ სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს. მათ არ მოსწონთ ჰაერის მაღალი ტენიანობა, რაც წინააღმდეგობას არ წარმოადგენს მათი გამრავლებისთვის, მაგრამ ტენიანი ჰაერი აფერხებს მავნებლების კოლონიის გამრავლებას. პრაქტიკულად ყველა სახეობა ერთნაირად გამოიყურება ერთი შეხედვით: თეთრი, ბამბისებური ნადები ფოთლის ზედაპირზე, ტოტებზე მუხლთაშორის. კაქტუსებს ტოტებზე მკვრივი პარკივით ეხვევა, ერთეული ინდივიდები კი გამაძღრები და გათავხედებულები, სინათლეზეც გამოდიან,
ჯაგარისებური ფქვილისებრი ცრუფარიანა მცენარეს აზიანებს მისი მდედრი და მატლი. ზრდასრული მდედრის სიგრძე 3,5მმ, მოგრძო-ოვალური, ნარინჯისფერი ან ვარდისფერი, დაფარულია თეთრი ნადებით, აქვს კარგად გავითარებული ფეხები, რითაც ადვილად გადადის ერთი მცენარიდან მეორეზე. მდედრი ცოცხალმშობიარეა. ისინი კოლინიებად ცხოვრობენ ფოთლის ქვედა მხარეს, ტოტებზე, ფოთლის უბეებში, ტოტების წვეროებში. იგი საკმაოდ დიდი მწერია, მცენარეზე კარგად ჩანს თეთრი ფქვილისებრი ნადების გამო, რითაც დაფარულია მწერი და თეთრი ცვილისებრი ნადების გამო ფოთოლზე. ეს მწერი უმეტესად აზიანებს ლიმონს, დაფნას, ოლეანდრს, გვიმრას, ბეგონიას, პალმას, დრაცენას, კაქტუსებს, ფიკუსებს, კლივიას, ფუქსიას, დეკორატიულ სატაცურს, ჯინჭარა ყვავილს, ფურისულას, და სხვ.
ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა - მდედრი ოვალური ფორმისაა, ვარდისფერი ან ყვითელი, დაფარული ფქვილისებრი ნადებით. ფეხები კარგად აქვს გავითარებული, მამრი იშვიათად გვხვდება. მატლები მთელ მცენარეს ედებიან, ტოტებზე, ფოთლებზე მთავარი ძარღვის გასწვრივ. ძლიერი დაზიანებისას ქმნიან დიდ კოლონიებს. ისინი წოვენ მცენარეს წვენს. ეს მწერი აზიანებს ლეღვს, ოლეანდრს, კაქტუსებს, სუროს, ყავის ხეს, გარდენიას, ჯინჭარა ყვავილს, გვიმრებს, პალმებს, ამარილისს, ჟასმინს და სხვ.
ზღვისპირა ფქვილისებრი ცრუფარიანა -  ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მდედრი ოვალური ფორმისაა, 3-4მმ სიგრძეში და 2-2,5მმ განში, ნაცრისფერ-ვარდისფერია, დაფარული თეთრი ნადებით, ფეხები კარგად გავითარებული,მამრები -  უფრო მცირე ზომის, ფრთიანი, ფრინავენ მთელი ზაფხული, მდედრი დებს კვერცხებს პატარა პარკებში, რომლებიც თეთრ ფუმფულა უფორმო ცვილის ქსელისებრ მასას წარმოადგენს. კვერცხის მდებელი მდედრი იმალება ქერქის ნაპრალებში, დახვეულ ფოთლებში, განტოტვის ადგილებში. მატლები წვრილია, მოძრავი, ყვითელი ფერის, ცვილისებრი ნადების გარეშე. სწრაფად ვრცელდება მცენარეზე, გადააქვს ქარს, ადამიანს ან ცხოველებს  სხვა მცენარეებზე. 1- 1,5 თვეში ზრდასრულ ფორმად გადაიქცევა. მწერი აზიანებს როდოდენდრონს, ჯინჭარა ყვავილს, ფუქსიას, ბალბიფოთოლას, კამელიას, დაფნას, პალმას, კორდილინას, ფიკუსს, ციტრუსებს, ბეგონიას, კაქტუსებს, ოლეანდრს, კრინუმს,
პალმის ცრუფარიანა -ზრდასრული მდედრი განიერია, 2,5მმ სიგრძით, დაფარული ცვილის  კონუსისებრეკლებიანი კრემისფერი ფარით. პარაზიტობს ფოთლის ქვედა მხარეზე და წოვს უჯრედულ წვენს. ფოთოლზე ჩნდება ყვითელი ლაქა. მასიური გამრავლების დროს საფრთხეს წარმოადგენს მცენარისთვის. მწერი აზიანებს პალმებს, ბანანს, ორქიდეებს, ავოკადოს და სხვა სუბტროპიკულ მცენარეებს.  
დაზიანებული მცენარეები შეუქცევად ცვლილებებს განიცდიან: ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ტოტების ზრდა ფერხდება და წყდება კიდეც, ციტრუსებზე ისინი ქერქის ქვეშ აღწევენ, ბოლქვიან მცენარეებში კი ბოლქვის ქერცლებს ქვეშ.ზოგჯერ იმდენად სწრაფია მათი გამრავლება და მცენრის დაზიანება, რომ ფოთოლი გაყვითლებას ვერც ასწრებს, ისე ხმება, ნაცრისფერს ღებულობს,მუმიფიცირდება. ზოგჯერ მათ გამონაყოფზე მურა სოკო სახლდება და წარმოიქმნება შავი ხავერდოვანი წერტილები, თითქოს ნახშირის მტვრით იფარება ფოთოლი. ინფიცირების დასაწყისში მწერები სახლდებიან ფესვის ყელზე, ქვედა ფოთლების ქვეშ, მიწის ზედა ფენაში, მერე კი თანდათან ადიან მაღლა მცენარის სხვა ნაწილებზეც, მზის სინათლე მათ ხელს არ უშლის.
როგორ ვებრძოლოთ მათ ოთახის მცენარეებზე:
პირველ რიგში მცენარეს უწმენდენ ფოთლებს ღრუბლით ან ბამბით, რომელსაც ასველებენ საპნის ხსნარში, ნავთში, სპირტში ან არაყში.იმისთვის, რომ მწერები ამოწმინდონ ფოთლის უბეებიდან, იყენებენ ბამბის ჩხირებს ან კბილის ჩხირებს, რომლებსაც ასველებენ სპირტში. მნიშვნელოვანია პესტიციდების შესხურებამდე მექანიკური გზით, ანუ ხელით მოაცალონ მწერები მცენარეს. შეიძლება თბილი შხაპის გამოყენებაც ძლიერი ნაკადით- 45-50გრ წყლით, თუ ამის საშუალებას მცენარის სახეობა იძლევა. მაქსიმალურად ეფექტურია ორმაგი ზემოქმედება. მაგ, აქტარით მორწყვა და აქტელიკის, კარბოფოსის შესხურება. ეს მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის ტყავისებური ფოთლებით. თუ სახლში ბავშვები არიან, არ შეიძლება ძლიერ სუნიანი საშუალებების გამოყენება, ასეთ დროს იყენებენ აქტარას, ტანრეკს, კონფიდორს ან აპაჩის. მათ სუნი თითქმის არ აქვთ. ყურადღებს ნუ მიაქცევთ წარწერას პაკეტზე - ებრძვის კოლორადოს ხოჭოს. ისინი წარმატებით ანადგურებენ ცრუფარიანას.
აქტარას გამოყენება: 4გრ იხსნება 5ლ წყალში შესხურებისთვის და მორწყვისთვის
ტანრეკის გამოყენება: 1,5მლ იხსნება 5ლ წყალში შესხურებისთვის ან 1,5მლ 2,5ლ ში მორწყვისთვის.
აპაჩის გამოყენება: 1პაკეტი- 0,5გრ იხსნება 2,5ლ წყალში შესასხურებლად ან 1გრ 1ლ ში მოსარწყავად.
კონფიდორის გამოყენება: 2მლ იხსნება 5ლ წყალში შესასხურებლად ან 2მლ 2,5ლ წყალში მოსარწყავად.
5-7 დღის მერე, თუ ცხელა, ან 7-10 დღეში, თუ არ ცხელა, პროცედურას იმეორებენ. მაქსიმუმ პროცედურის გამეორება შეიძლება 3-4ჯერ. ცრუფარიანა საკმაოდ მედეგი მწერია და შედეგი დამოკიდებულია, რამდენად გულმოდგინედ გაწმენდთ მცენარეს და ჩაატარებთ ამ პროცდურებს.  
ფესვის ცრუფარიანა: ამ მწერების უმეტესობა  არ ჩანს გადარგვამდე, შეიძლება მათი დანახვა ფესვებთან ახლოს , ან ფესვის ყელთან, ხშირად აზიანებენ კაქტუსებს და სუკულენტებს, მოყვებიან საზღვარგარეთიდან შემოტანილ მცენარეებს ან მაღაზიებში სხვა მცენარეებიდან გადადიან. ზრდასრული მწერები 2-5მმ სიგრძისაა, წვეთის ფორმის, კარგად ჩანს წვრილი ჯაგარი, დაფარული ცვილისებრი თეთრი ნადებით. ახალგაზრდა კოლონიაში სხვადასხვა ასაკის მწერია, გარეგნულად გამოიყურება, როგორც ბამბის ქულ, ან ძალიან ხშირი და სქელი აბლაბუდა ქსელი. ზოგს ეს მარილის ნადები ან ობი ჰგონია. ასეთ შემთხვევაში მცენარე დაათვალიერეთ ლუპით. დაზიანებული მცენარე პრაქტიკულად მთელ ფესვებს ჰკარგავს, ამიტომ მისი ზრდა წყდება, ფოთლები ყვითლდება, ხმება და ცვივა. კაქტუსები მუმიფიცირდება - გადაიქცევა გამხმარ ყავისფერ ღეროდ ნახევრადგამჭირვალე ეკლებით და თუ ზომებს არ მიიღებს, მცენარე მოკვდება.
ბრძოლის მეთოდები: პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს გადარგვისას მცენარის გულდასმით დათვალიერება, ფესვების შემოწმება, მწერების აღმოჩენისას ქოთნის დეზინფექცია ცხელი მდუღარე წყლით,  ფესვების გაწმენდა ძველი მიწისგან, ახალ მიწაში გადარგვა. თუ ამის საშუალება არაა, მიწას ასხამენ სისტემურ  ინსექტიციდს - აქტარას და კონფიდორს - ისინი აღწევენ მცენრის კაპილარებში და მწერებს კლავენ. აქტარას აზავებენ 1გრ- 10ლ წყალზე. თუ მცენარე უნდა გადარგათ, ფესვები უნდა ჩადოთ ხსნარში 5-7წთ. თუ არცერთი ინსექტიციდი არ გაქვთ ამათგან, იხმარეთ აქტელიკი, კარბოფოსი ან დეცისი. თუ ფესვები მიწას კარგადაა შემოხვეული, ხსნარში ჩადეთ 20წთ, მერე რამდენჯერმე  მთლიანად ჩაყავით მცენარე ამ ხსნარში ფოთლებიანად. შემდეგ  დადეთ 5-10წთ, მერე კი გადაავლეთ თბილი შხაპი. აუცილებელია ჩარგვამდე მიწის გასტერილება ან მიკროტალღურ ღუმელში, (5წთ  1ლ  გრუნტისთვის) ან გაზქურის ღუმელში 20 წთ 200გრ ზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

22 February 0 11

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно