ბიოჰუმუსი

ნაკელი, რომელიც გადამუშავდება ჭიების მიერ, გარდაიქმნება ბიოჰუმუსად, - სასუქად, რომელიც ბევრად სჯობს მინერალურ და ორგანულ სასუქს სხვადასხვა პარამეტრებით. ბიოჰუმუსი მდიდარია მიკროფლორით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კულტურულ მცენარეებზე, ქიმიური ელემენტებით, რაც აუცილებელია მცენარის სრულყოფილი გავითარებისთვის. მიკროორგანიზმები მცენარის იმუნიტეტს აძლიერებენ იმგვარად, რომ ისინი პრაქტიკულად შეუვალნი ხდებიან დაავადებების და მავნებლების მიმართ.
როგორ მუშაობს ბიოჰუმუსი? ნაკელის და ორგანული ნარჩენების გარდაქმნა ბიოჰუმუსად მარტივი პროცესია, კარგად აპრობირებული ბუნების მიერ ათასწლეულების მანძილზე. ჭიები იკვებებიან მათ გარშემო არსებული სუბსტრატით, გადაამუშავებენ ფერმენტებით მდიდარ ორგანულ სასუქად, ამ საქმით არიან დაკავებული მრავალჯაგრიანთა რიგის წარმომადგენლებიც ღია გრუნტში, ბოსტნის კვლებში, მაგრამ იქ მათ გამუდმებით აწუხებენ - თოხნიან, ბარავენ, აფხვიერებენ მიწას, ეს კი სტრესია მათთვის და ასეთ სიტუაციაში ფერხდება რეპროდუქცია. საკვებიც არაა მდიდარი, ამიტომ ჭიების გამრავლება ბოსტანში არ ხდება სწრაფად და შესაბამისად, მათ  მიერ წარმოებული სასარგებლო ნივთიერებების ოდენობაც არაა დიდი და მნიშვნელოვან ეფექტს ვერ ახდენს ბაღის და ბოსტნის კულტურებზე, იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყენონ ბიოლოგიური „კომპოსტერები“, საჭიროა მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამისთვის გამოდგება ნაკელი, რომელსაც ემატება გადამუშავებული ნარჩენების მცირე რაოდენობა. თუმცა კარგი შედეგის მისაღებად საჭიროა არა მარტო ბიოჰუმუსის რეცეპტურის დაცვა, არამედ სპეციალური ჭიების გამოყენებაც.
ბიოჰუმუსისთვის საუკეთესო ჭიის ჯიშები: კარგი მომზადება წარმატების საწინდარია ნებისმიერ საქმეში, ამ შემთხვევაშიც ასეა. თითქოს ადვილია: - ამოთხარე ჭიები ბოსტანში და ჩასვი ნაკელში, მაგრამ უკეთესი შედეგის მისაღებად სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყვანილ ჭიებს იყენებენ. დღეს ასე პოპულარულია ორგანული მიწათქმედების იდეები, ამიტომ ბიოჰუმუსისთვის ჭიების მოშენება შემოსავლიან ბიზნესად გადაიქცა. მათ ხომ მცირე დროში შეუძლიათ ადამიანის ჩაურევლად მოამზადონ ხარისხიანი სასუქი ბაღ-ბოსტნისთვის. მაგრამ ასე ხდება მაშინ, თუ ამისთვის  სპეციალურად კომპოსტერისთვის შექმნილი ჭიები მუშაობენ. ეს ჭიები საკმაოდ დიდი ზომისაა, სწრაფად ამუშავებენ სუბსტრატის დიდ მოცულობას მათი დიდი ზომების გამო, იშვიათად ავადდებიან. ჩვენს კლიმატში ვარგისია შემდეგი ჭიების გამოყენება:
წითელი კალიფორნიული - ეს მცირეჯაგრიანები კარგად ეგუებიან აქაურ კლიმატს და მაღალი წარმადობით გამოირჩევიან, წელიწადში მათი მოცულობა ნაკელში შეიძლება გაიზარდოს 500ჯერ.
რუსული მოსკოვური ჰიბრიდი - ეს სახეობა მოსკოვის რეგიონში გამოიყვანეს. გამოირჩევა მაღალი რეპროდუქტიულობით, უპრეტენზიოა საკვების მიმართ, იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მუშაობს უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე კალიფორნიული, შედარებით იაფია.
ჭიების მოპოვება ყიდვის გარეშეც შეიძლება, უფასოდ. ისინი ნაკლებ პროდუქტიულია, მაგრამ მცირე მოცულობისთვის გამოდგებიან. თუ ახლოს მეცხოველეობის ფერმაა, იქ შეიძლება ამ ჭიების შოვნა, ჯაგრიანთა საუკეთესო სახეობებია კარგად დამწვარ ნაკელში, მის კიდეებში და ზედა ფენაში.  
კომპოსტერის კონსტრუქცია: არსებობს 2 სახის კომპოსტერი ბიოჰუმუსის წარმოებისთვის -ჰორიზონტალური და ვერტიკალური. პირველი არც ისე მოსახერხებელია, ვერ უზრუნველჰყოფს სუბსტრატის შესაფერის მდგომარეობას, ამიტომ ძალიან იშვიათად იყენებენ, ვერტიკალურმა კი გაამართლა. საშუალო მოცულობის ბიოჰუმუსისთვის, რაც აგარაკს დასჭირდება, ამ მოწყობილობას ან ყიდულობენ, ან თავად აკეთებენ. იგი საკმაოდ მარტივი კონსტრუქციაა - ყუთი კეთდება ხის ლარტყებისგან ან გაურანდავი ფიცრებისგან. მისი ზომა სიგრძეში - 40-50სმ ია. ძირი მსხვილუჯრებიანი  ბადეა, რომელსაც შესაღობად იყენებენ.   ასეთი რამდენიმე ყუთი მზადდება და ერთმანეთზე თავსდება. საბოლოოდ ყველა ჭია ზედა ყუთში გადადის, ქვევით კი უკვე  გამოყენებითვის მზა, სრულფასოვან  ბიოჰუმუსს სტოვებს. ამ კონსტრუქციას ზემოდან მზისგან დასაცავად საჩრდილობელს უკეთებენ, რომ ჭიები ცუდი ამინდისგანაც დაიცვან. ქვედა ყუთს ქვეშ სადგამს უდებენ, სადაც ზედმეტი წყალი გროვდება.
სუბსტრატის საფუძველი: ხარისხიანი საფუძველი ბიოჰუმუსის წარმოებაში კომპოსტის გროვაა, როომელიც იყრება ამ ყუთებში. მთავარი აქ თანმიმდევრობის და  ფენების ჩალაგების დროის დაცვაა. თავდაპირველად, ქვედა ყუთში დებენ მშრალ თივას, ქოქოსის ბოჭკოს, რასაც კარგად ტკეპნიან და რაც საუკეთესო საფენს წარმოადგენს. მერე შიგ უშვებენ ჭიებს საკვებ სუბსტრატთან ერთად. ზემოდან თხელ ფენად აყრიან გადამწვარ ნაკელს, რამდენიმე დღის მერე კი ამატებენ დაქუცმაცებულ ორგანულ ნარჩენებს  (დაქუცმაცება აუცილებელია). პერიოდულად სჭირდება დანამვა და დატკეპნა. რა რაოდენობის ტენი სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის ასეთ მინი ეკოსისტემას, - გვიჩვენებს ხელი. მუჭს უჭერენ კომპოსტერიდან  აღებულ სუბსტრატს.  თუ მცირე მოჭერითაც კი ხელზე სისველე დარჩა, წყლის დასხმა არ უნდა კიდევ რამდენიმე დღე. იდეალურ შემთხვევაში, სუბსტრატიდან სითხე გამოდის მხოლოდ ხელის ძლიერი  მოჭერისას. ბიოჰუმუსის გამოყენება: მას მერე, რაც კომპოსტი მთლიანად მზად იქნება, შეიძლება კვლებში შეტანა. ეს შესაძლებელია ვეგეტაციის მთელი სეზონის განმავლობაში. რეკომენდებულია შეტანის შემდეგი ნორმები:
კარტოფილის დარგვისას - 200გრ ორმოში, მარწყვის გადარგვისას - 150გრ ბუჩქზე, მთლიან კვალზე 700გრ 1კვ.მ. ზე. მწვანილის და ბოსტნეულის საგაზაფხულო დარგვისას 500გრ 1კვ.მ. ზე. ხეხილის დარგვისას ორმოში 5-10კგ.-ეს დამოკიდებულია ნერგის ზომაზე.
ნებისმიერი მცენარის ვეგეტაციის სრული პერიოდის მანძილზე ასევე იყენებენ ბიოჰუმუსს. მის შემადგენლობა საშუალებას იძლევა მულჩადაც გამოიყენოთ, რადგან გადამუშავებული ბოჭკოები არ ლპება, იხრწნება და იცავს მიწას გამოშრობისგან, ამავე დროს ამდიდრებს მას სასარგებლო ნივთიერებებით.
ბიოჰუმუსის ჩაი: თხევად ბიოჰუმუსს სხვადასვა მიზნით იყენებენ  - პირდაპირ ფესვთან კვებისთვის, ფოთლებზე შესასხურებლად, ჩითილების სარწყავად. ამ ხსნარის გამოყენება ასევე ზრდის თესლის ამოსვლისუნარიანობას, თუ მათ დათესვამდე ჩაალბობენ ამ ხსნარში, ასევეე ტოტების სწრაფ დაფესვიანებასაც უწყობს ხელს. შეიძლება მისი მომზადება სახლშიც :
1 სათლ წყალში ხსნიან 1 ჭ, ბიოჰუმუსს, წყალი უნდა იყოს აუცილებლად თბილი, თორემ სასარგებლო ნივთიერებები ძალიან ნელა გაიხსნება. დებენ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამით, პერიოდულად ურევენ.
ასეთი ხსნარი მთლიანად ინახავს მიკროფლორას, რაც მოცემულ ნაკელშია, მისი გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეიძლება. იგი დადებითად მოქმედებს მცენარეზე, აძლიერებს მას , სასოფლო- სამეურნეო კულტურებს კი უუმჯობესებს საგემოვნო თვისებებს. ვაშლი, მსხალი, ქლიავი გაცილებით მსხვილი და ტკბილია, ხეხილი, რომლისთვისაც მულჩად ბიოჰუმუსია გამოყენებული ღეროსირგვლივა ორმოში, ყოველწლიურად მსხმოიარობს და არ ისვენებს. ბოსტნეულიც უფრო გემრიელი და წვნიანია, კარტოფილში კი იმატებს სახამებლის რაოდენობა.
ბიოჰუმუსი ოთახის მცენარეებისთვის: იებს, ფიკუსებს , ნემსიწვერას, პერიოდულად სჭირდებათ საკვები. დღეს სულ უფრო მეტი მოყვარული ცდილობს მათთვის ბუნებრივი სასუქის გამოყენებას, რადგან იგი დახშულ სივრცეში არ გამოჰყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა გავლენა ადამიანზე ბოლომდე შესწავლილი არაა, ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა ასეთი პოპულარული სასუქის სახლში გამოყენება, როგორიცაა ბიოჰუმუსი.ხომ არ იქნება ჭიებისთვის საჭირო კონსტრუქცია დიდი, ექნება თუ არა სასუქს უსიამოვნო სუნი, გაძლებენ თუ არა ჭიები სახლის პირობებში,, ეს პრობლემები  ადვილად მოსაგვარებელია, თუ წარმოების ტექნოლოგიას ზუსტად დაიცავთ, თუმცა სახლში ჭიების გამრავლება ცოტა რთულია. ხშირად ამ მიზნით აკვარიუმს იყენებენ, უმეტესობა კი დახვრეტილ ჭურჭელს ხმარობს, რომელსაც დებენ შესაფერისი ზომის მთლიან ჭურჭელში. ასე ნარჩუნდება მიკროკლიმატი სუბსტრატში, რომელსაც შემდეგ იყენებენ მცენარეებისთვის სასუქად. ჭიები იქ კომფორტულად გრძნობენ თავს, აქტიურად იკვებებიან და გადაამუშავებენ ნედლეულს. აკვარიუმში  კი სჯობს მომდევნო ეტაპისთვის საჭირო ჭიების მომრავლება, ანუ მისი გამოყენება „საბავშვო ბაღად“,  სადაც ჭიები შედარებით ცოტა ხნით დარჩებიან, მომდევნო, უფრო დიდ კომპოსტში გადაყვანამდე.
როგორ მზადდება ბიოჰუმუსი სახლში:  იმისთვის, რომ ჭიები უკეთ შეეგუონ ახალ პირობებს, პირველ დღეებში კომპოსტერში მათთვის ჩვეულ საკვებ სუბსტრატს ყრიან, რასაც ჭიებთან ერთად ყიდიან მაღაზიებში. მეორე კვირიდან კი თანდათან ამატებენ სხვა ინგრედიენტებს ზომიერი რაოდენობით. ძირითადი პრინციპები ბიოჰუმუსის წარმოებისთვის სახლის პირობებში ასეთია:
 - ჭურჭლის ძირში იყრება დრენაჟი - ქოქოსის ბოჭკო ან გამომწვარი მდინარის ქვიშა.
 - კომპოსტერში არ იყრება დიდი ზომის ნარჩენები, კანები, ნაფცქვენები. ისინი უნდა დაქუცმაცდეს, რომ არ დალპეს.
 - ბიოჰუმუსის მწარმოებელ ჭიებს არ კვებავენ ხორცით.
 - ჯაგრიანთათვის არ ვარგა მჟავე გარემო, ამიტომ კონტეინერს, სადაც ჭიებია, პერიოდულად უმატებენ დაფხვნილ კვერცხის ნაჭუჭს.
 - გაზაფხულზე სასურველია კომპოსტერის გარეთ დადება, როცა მუდმივად დადებითი ტემპერატურა დაფიქსირდება.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно