დეკორატიული ევკალიპტი (Eucalyptus)
არსებობენ ისეთი მცენარეები, რომლებიც იშვიათად გვხვდებიან ლანდშაფტურ დეკორებსა და ბონსაის კომპოზიციებში, მაგრამ მათი ქონა ყოველთვის კარგ ტონად თვლება. ასეთია მაგალითად დეკორატიული ევკალიპტი, რომელიც გამოირჩევა არა მარტო თავისი სილამაზით და მოხდენილობით, არამედ სასარგებლო თვისებებითაც კი. ეს მცენარე ფლორისტების მიერ ფრიად პატიცდებულია მისი ვარჯისა და ფოთლების ორიგინალური ფორმის გამო. უფრო მეტიც, ევკალიპტი გამოსცემს საოცარ არომატს, რომელსაც შეუძლია სრულიად შეცვალოს ოთახში გარემო. მაგრამ, ეს ამავე დროს არის მცენარე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პრეტენზიულობით.
ევკალიპტის სამშობლოდ ავსტრალია ითვლება. მცენარე მრავალ სასარგებლო და დეკორატიული თვისებების მატარებალია, მაგრამ სახლისა და ოფისის პირობებში მას უიშვიათესად შეხვდებით, რაც გამოწვეულია როგორც მისი საოცრად მაღალი ფასით, ასევე მოვლის სირთულით. ევკალიპს სჭირდება გრილი და საკმაოდ ნათელი სივრცე, ამიტომ უფრო ხშირად გვხვდება ორანჟერეებში, ვიდრე საცხოვრებელ, ან სამუშო სივრცეში.
ევკალიპტი მიეკუთვნება დინჯად მზარდ მცენარეებს. სახლის პირობებში, როგორც წესი, მაქსიმალურ სიმაღლეს 1მ-დე აღწევს. მისი გაზრდა შესაძლებელია როგორც ხის, ასევე ბუჩქის სახით. ძალიან ლამაზია მცენარის ფოთლოვანი ვარჯი, იმის გამო, რომ ფოთლების ზედაპირი დაფარულია მონაცრისფრო-მომწვანო ცვილისებური საფარით, ფოთლები ტოვებენ ანტიკვარული მონეტების შთაბეჭდილებას. დეკორატიული ევკალიპტი ასევე ხასიათდება საოცარი ყვავილობით, ფუშუშა ვყვავილები შეიძლება იყოს მოყვითალო, მოკრემისფრო და მოვარდისფრო ტონალობის, ხოლო დაყვავილების შემდემ მცენარე იკეთებს უცნაურ, კონუსისებურ ნაყოფს. ცალკე თემაა, თუ ადამიანის ჯანმრთელობისათვის რა სასარგებლო თვისებების მატარებელია ევკალიპტის არომატი-ჰაერის გამასუფთავებელი, მატონიზირებელი, სედატიური ეფექტები შერწყმულია არაჩვეულებრივ სუნთან.
განათება: სჭირდება ძალიან მკვეთრი და სტაბილური განათება და მას არ აშინებს პირდაპირი მზის სხივები. ევკალიპტისათვის მისაღებია სამხრეთ მიმართულებების ფანჯრები, სადაც საკმარისი იქნება მზე. ზამთარში აუცილებელია ფიტოგანათების დამატება, მაგრამ, ეს საკმარისი არ იქნება, რადგან ევკალიპტს აუცილებლად სჭირდება მზის სინათლე სულ ცოტა 6 საათი მაინც.
ტემპერატურა: მცენარეს სჭირდება ოპტიმალური ტემპერატულური რეჟიმი, რაც არც თუ ისე მარტივი მოსაწყობია. მიუხედავად მცენარის ასაკისა, საკმაოდ რთულად რეაგირებს მაღალ ტემპერატურზე. ზაფხულის პერიოდშიც კი ჰაერის ტემპერატურა არ უნდა ავიდეს +18° მაღლა.
ზამთარში ევკალიპტს კიდევ უფრო მეტი სიგრილე სჭირდება, +7-15°. სულ მცირედ ცვლილებასაც კი, მაგალითად +16 °-მდე აწევას, შეიძლება ცუდი შდეგი მოყვეს.
ევკალიპტს ძალიან უყვარს სუფთა ჰაერი, იმდენად, რომ საკმარისი არაა ოთახის პერიოდული განიავება. ფანჯარა, სადაც ევკალიპტი დგას სულ მუდამ ღია უნდა იყოს. ამასთან, სახიფათოა ორპირი მისთვის. ამიტომ, თუ შესძლებელია, რომ მცენარე დავდგათ ღია ცის ქვეშ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.
მორწყვა: ზაფხულობით ევკალიპტს სჭირდება ხშირი მორწყვა. აუცილებლად უნდა გადაიღვაროს ზედმეტი წყალი. ამასთან ვაცდით, რომ ქოთანში გრუნტის ზედა ფენა გაშრეს. შემოდგომიდან მორწყვას ვამცირებთ და ვაკორექტირებთ, რადგან ამ დროს გრუნტის ზედა ფენა უფრო მეტად უნდა გამოშრეს, მაგრამ ზედმეტი გამოშრობაც დაუშვებელია. მორწყვისათვის სასურველია გამოვიყენოთ ან დარბილებული, ან წვიმის წყალი.
კარგი ისაა, რომ მცენარე კარგად გრძნობს თავს ჰაერის ტენიანობის ნებისმიერი მაჩვენებლის დროს. სასურველია მცენარის ჰიგიენის დაცვა და ფოთლებიდან ზედმეტი მტვრის ჩამორეცხვა, მაგრამ შესხურება და ფოთლების გაწმენდა დიდად რეკომენდირებული არაა, ამ მიზნისათვის უმჯობესია თბილი შხაპის მოწყობა.
კვება: ყველაზე კარგად მცენარე რეაგირებს ბონსაისათვის ან ევკალიპტისათვის განკუთვნილ სასუქებზე. მაგრამ თუ მსგავსი საშუალების მოძიება გართულდა, მაშინ უმჯობესია გამოვიყენოთ სასუქი დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარეებისათვის აზოტის დაბალი შემცველობით. კვებავენ მცენარეს მთელი წლის მანძილზე, გაზაფხულ-ზაფხულზე თვეში 2-ჯერ, ხოლო შემოდგომა-ზამთარში ერთხელ. სასურველია სასუქის დოზა შევამციროთ შეფუთვაზე მითითებული დოზის ნახევრამდე.
გასხვლა: რადგან ევკალიპტი ძალიან დაბალი ტემპებით იზრდება, მას გასხვლა არ სჭირდება. მაგრამ თუ გვინდა მცენარეს განსაკუთრებული ფორმა მიეცეს, მაშინ დასჭირდება რეგულარული მოვლა, შეკრეჭვა, ზედმეტი ფოთლების მოცილება და ღეროს გაშიშვლება.
გადარგვა: ევკალიპტი ირგვება მხოლოდ განსაკუთრებული უკიდურესობის შეთხვევაში, ანუ მცენარის ფესვები ქოთნის ყველა შესაძლო ადგილიდან უნდა გამოდიოდეს. იყენებენ „გადატანის“ მეთოდს, ისე, რომ არ ეხებიან არც ფესვებს და არგ ძველ გრუნტს. ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნატურალური მასალისაგან. ახალი ჭურჭელი ოდნავ დიდი უნდა იყოს ძველზე 12-20მმ რადიუსში. დიდი ქოთნის შერჩევის შემთხვევაში ხის ვარჯის განვითარება შეფერხდება.
გრუნტად გამოდგება უნივერსალუნი ნიადაგი, ოღონდ ოდნავ გამდიდრებული ტორფით. უფრო მეტი ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის მსანიჭებლად შეგვიძლია გავურიოთ მცირედი რაოდენობის ან სფაგნუმი, ან ვერმიკულიტი, პერლითი ან მხვილი ფრაქციის ქვიშა. აუცილებელია კარგი სადრენაჟე შრის გაკეთება. გადარგულ მცენარეს 4-5 დღე არ ვეხებით და არ რწყავენ. შემდეგ მცენარეს ხშირად, მაგრამ ოდნავ უნამავენ გრუნტს, დინჯად, ფრთხილად, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ევკალიპტი შეეჩვია ახალ გარემოს.
დაავადებები და მავნებლები: ეს მცენარე გამოირჩევა საოცარი მედეგობით, როგორც დაავადებების, ასევე მავნებლების წინააღმდეგ. მაგრამ, შესაძლებელია მეზობელი, დაავადებული მცენარებიდან ეწვიოს მავნებელი. ამ შემთხვევაში საჭიროა ევკალიპტის სასწრაფოდ დამუშავება შესაბამისი პესტიციდით.
იმ შემთვევაში თუ, გრუნტში დაგროვდა ზედმეტი წყალი, შეიძლება ევკალიპტის ფესვებს დაეწყოთ ლპობა. ამ პრობლემაზე პირველად ფოთლები რეაგირებენ, ამიტომ საჭიროა მათი ხშირი დათვალიერება. ასევე, ცუდად რეაგირებს მცენარე ხისტი ან ცივი წლით მორწყვის შემთხვევაზე.
ევკალიპტის გამრავლება: იმის გამო რომ ევკალიპტის თესლი დიდ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, ხშირად მიმართავენ მცენარის გამრავლების ამ მეთოდს. თუმცა, ჩითილების მოვლა მარტივი თემა არაა.
მცენარის გამრავლება შესაძლებელია დაკალმებითაც. დაკალმებისათვის კონტეინერი უნდა იყოს მუდამ ნამიანი და განთავსდეს მზიან ადგილზე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სინათლეზე. როცა კალამი ფესვებს გამოიტანს, განათება უნდა გაძლიერდეს და დაკორექტირდეს მორწყვა. ახალგაზრდა მცენარე ირწყვება მხოლოდ მაშინ, როცა გრუნტის ზედა ფენა გაშრება.
დეკორატიული ევკალიპტის სახეობები
თამბაქოს/ვერცხლის ევკალიპტი (Eucalyptus cinerea)-გლუვი, კვერცხის ფორმის მოვერცლისფრო ფოთლებით;
სფეროსებრი ევკალიპტი (Eucalyptus globulus)-მწვანე, ლანცეტის ფორმის ფოთლიანი, დაბუჩქული მცენარე;
გუნის ევკალიპტი (Eucalyptus gunnii)-მრგვალი, ღია მწვანე-მოცისფრო ფერის არომატული ფოთლებით;
ევკალიპტი პარვიფოლია (Eucalyptus parvula) - ბუჩქისებური, ფუშფუშა, ლანცეტის ფორმის, მწვანე ფოთლებიანი ხე.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი