ყველაზე უპრეტენზიო მცენარეები ოფისისთვის
ოფისის გამწვანება საკმაოდ საინტერესო პროცესია. მცენარეებმა არა მხოლოდ უნდა გამოაცოცხლოს გარემო და შექმნას ჯანსაღი ატმოსფერო, არამედ ისინი უნდა შეირჩეს გამძლეობის, მოვლის სიმარტივის მიხედვით. აქ არაა ზედმეტად პრეტენზიული, ტენისმოყვარული მცენარეების ადგილი, კიდვ გასათვალისწინებელია ოფისის ინტერიერიც.
ოფისში ხშირად მკვეთრი ხელოვნური განათებაა და ფანჯრებიდან მოშორებით მცენარეებისთვისაც დადებითად მოქმედებს, თუმცა სულ ესაა ოფისის პლიუსი. - გამოსხივება, მტვერი, ტექნიკის სიუხვე, მშრალი ჰაერი ბევრი მცენარისთვის არ გამოდგება, შესაბამისად, ყველა მცენარე არ ივარგებს ოფისისთვის. პირველ რიგში საოფისედ მცენარეს ირჩევენ მისი მოვლის სიმარტივით, ამტანობით, რომლებიც არ საჭიროებენ ზედმეტ პროცედურებს - შესხურებას, უხვად რწყვას, რომლებიც იტანენ არასტაბილურ გარემოს. ოფისის მცენარეები ანტისტრესორები უნდა იყვნენ, რომლებიც ამცირებენ ოფისის მოსაწყენ ფერებს, მოქმედებენ შრომისუნარიანობაზე, ანეიტრალებენ დაღლილობის შეგრძნებას, დაძაბულობას. თუმცა არც ზედმეტი ვარგა და ოფისი არ უნდა გადაიქცეს ორანჟერეად. იქ არაა ქაოსური მცენარეების ადგილი, რომელთა დეკორატიულობას სეზონური ხასიათი აქვს და რომელიმე სეზონზე იცვენენ ფოთოლს. უკეთესია, თუ მცენარე მკაცრი ფორმის იქნება, იდეალური და მარტივი ფორმების, სჯობს - მარადმწვანეთა გამოყენება.
ასევე მნიშვნელოვანია სწორი რაოდენობის განსაზღვრაც - არც ზედმეტი და არც ძალიან ცოტა არ ვარგა. საშუალოდ, რაოდენობა ასე განისაზღვრება - ერთი დიდი მცენარე საშუალო ოთახისთვის ან მოცულობით მისი ტოლი რამდენიმე პატარა. ყოველ 10კვ.მ ზე მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 მცენარე უნდა იდგას.
დიდფოთლიანი მცენარეები უფრო გამოდგება ფართო და ავეჯით გადაუტვირთავი ოთახისთვის, წვრილფოთოლა მცენარეებს კი დებენ ავეჯით დატვირთულ ოფისებში.
დიდ მცენარეებს ათავსებენ შესასვლელებში, უფროსის კაბინეტთან,.
რაც უფრო დაბალჭერიანია ოფისი, მით მეტ „იარუსიან მცენარეს„ დებენ.
ოფისს უხდება ვერტიკალური ხაზები, გრძელი ლიანები, მკაცრი კონტეინერები და მაღალი, თხელი ბუჩქები.
ოფისში სჯობს არ დადოთ 2 ზე მეტი თვალში საცემი და მოყვავილე მცენარე, უნდა დომინირებდეს ნეიტრალური და ფონური მცენარეები.
პატარა მცენარეებს ალაგებენ მთელ სივრცეში თანაბრად, - თაროებზე, მაგიდებზე, რაფებზე.
დაფნა: ეს მცენარე კლასიკურია და თუმცა იგი სახლის მცენარედ ითვლება, ოფისის ინტერიერსაც ძალიან უხდება. იგი მარდადმწვანეა, სადა ხის ქერქით, ქმნის პირამიდულ ხშირ ვარჯს. მისი ფოთოლი სანელებელია, მაგრამ სასარგებლოსთან ერთად ლამაზიცაა, ტყავისებრი, 20 სმ ის, მოგრძო ოვალური ფორმის, მისი მოხდენილი ფორმა და ხშირ ფოთლებიანი ვარჯი ერთროულად საოფისე განწყობასაც ქმნის და მყუდრო შინაურ გარემოსაც.
დაფნა გამოჰყოფს ფიტონციდებს; ტექნიკის კომპენსირებას ახდენს; არაა განათებისადმი მომთხოვნი; იტანს ორპირს; კარგად ეწერება ნებისმიერ ინტერიერში; იგი ერთდროულად სადესასწაულო განწყობასაც ქმნის და არც ისე თვალში საცემი მცენარეა.
განათება უნდა იყოს გაბნეული ან ნახევრადჩრდილი, სჭრდება ზომიერი მორწყვა, სტანდარტული კვება, შხაპი ხანდახან.
დრაცენა: კარგად გავრცებული ოთახის მცენარეა, რომელიც ასევე გამოიყენება ოფისების გასალამაზებლად, რთული სილუეტი, ლამაზი ვარჯი და წვრილი ლანცეტისებრი ფოთლები მკაცრ და თანამედროვე შესახედაობას აძლევს მცენარეს. იგი კარგად ცვლის პრეტენზიულ პალმებს და დიდ ხეებს, მათი საშუალებით შესაძლებელია იგივე სილუეტის შენარჩუნება უფრო ადვილად მოსავლელი მცენარეებით. იგი საკმაოდ მრავალფეროვანი ჯიშებითაა წარმოდგენილი და არჩევანის შესაძლებლობაც მეტია - წვრილი ან ძლიერი ტოტებით, წვრილი გრძელი ლანცეტისებრი ან ტალღოვანი უჩვეულოდ დაბრეცილი ფოთლებით, ფერებიც უამრავია, ასე, რომ, ადვილად შეუხამებთ ნებისმიერ ინტერიერს. იგი ვიზუალურად აფართოებს სივრცეს; საუკეთესოდ წმენდს ჰაერს მავნე გამონაყოფისგან;
განათება სჭირდება გაბნეული ან ნახევრადჩრდილი, ასევე სტანდარტული მორწყვა და კვება.
კოდიეუმი: ძალიან ეფექტური დეკორატიულფოთლიანი მცენარეა უჩვეულო კონტურებით, ოფისში მხიარული განწყობა შეაქვს მის წითელ- ყვითელ ფოთლებს. მას ადრე კროტონად იცნობდნენ. კოდიეუმი საუკეთესო საოფისე მცენარედაა მიჩნეული, თვალში საცემი მცენარეა, გახევებული ტოტებით, სწრაფად იზრდება და შესაძლოა 2 მ ს მიაღწიოს. დიდი ჭრელი ფოთლები ფორმით მუხისას ჰგავს, ოღონდ ფერადია და ნახატი არც ერთ ფოთოლზე არ მეორდება. ახალი ფოთლები მკვეთრად მწვანეა, მერე მათზე ჩბდება უნიკალურად ჭრელი ლაქები. იგი პრეტენზიულ მცენარედ ითვლება, მაგრამ ახალი ჯიშები უფრო გამძლეა და გამოდგება საოფისედაც. მცენარე ძალიან ეფექტურია, სადღესასწაულოდ გამოიყურება, მხიარული აქცენტები შექვს სამუშაო ოთახში და ძალიან ლამაზ ფონს ქმნის. გამოდგება ოთახის ზონირებისთვის, დიდი პალმების კარგი შემცვლელია. განათება სჭირდება მკვეთრი ან გაბნეული. რწყავენ რეგულარულად ზედმეტობის და ნაკლებობის გარეშე, სჭირდება სტანდარტული კვებაც.
სპატიფილუმი: ელეგანტური, სიმპათიური, მორიდებული და ამავდროს კლასიკური მცენარეა. ერთდროულად ლამაზადმოყვავილეც და დეკორატიულფოთლიანიცაა, მას შეუძლია ყვავილობა თითქმის მთელი წელი ჩრდილში. ულამაზესი თეთრი ყვავილსაფარი ტარო ყვავილედზე მშვენივრად ეხამება მწვანე დიდ ფოთლებს რელიეფური ძარღვებით მუქ მწვანე ფონზე. დროთა განმავლობაში დიდ ბუჩქად ყალიბდება. ჰარმონიული და მშვენიერია მთელი წლის განმავლობაში. იგი უხდება მინიმალისტურ ოფისს. ყვავილობს თითქმის შეუჩერებლად, შეიძლება დადგათ იატაკზე ან მაგიდაზე, კარგად ჩანს მცენარეთა ჯგუფშიც, შთანქავს პოლიმერებს. განათება სჭირდება კაშკაშა, ნახევრადჩრდილი ან ჩრდილში. არ მოსწონს ორპირი, მას სტანდარტულად რწყავენ, იშვიათად კვებავენ, უწყობენ პერიოდულად შხაპს და შეძლებისდაგვარად გრილად აზამთრებენ.
ასპიდისტრა: კარგად ეგუება ყველა პირობებს, მისი მთავარი ღირსება სილამაზეა. ყველაზე მომხიბლავი მცენარეა დიდი ფოთლებით და ელეგანტური სილუეტით. ფოთლები გრძელ ყუნწზე იზრდება რიზომიდან. არც ისე ხშირი ბუჩქია თავიდან, თუმცა მერე მთელ თავისუფალ სივრცეს იკავებს. იგი ცნობილია, როგორც ფოთლოვანი მცენარე, თუმცა ყვავილობს კიდეც შეუხედავი ყვავილებით, რომლებიც მიწის ზედაპირზე იშლება. არის ჩრდილისამტანი და სინათლის მოყვარული ჯიშები, ხასიათით ჰგავს სპატიფილუმს, მაგრამ უფრო მკაცრი ფორმა აქვს და კეთილშობილი, სრულყოფილი ხაზები. იგი კარგად იტანს ჩრდილს, იჭერს ხმას, გამოჰყოფს ფიტონციდებს, კარგად იზრდება სიგრილეში, გამოდგება სამუშაო სივრცის ზონირებისთვის. მოსწონს ნახევრადჩრდილი, ხელოვნური განათება, იშვიათად რწყავენ და კვებავენ, ფოთლებს უწმენდენ სველი ტილოთი.
ზამიოკულკასი: ბოლო დროს ძალიან პოპულარული მცენარე. სიმეტრიული ფორმა აქვს, ოფისში განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება. აქვს გორგლისებრი ფესურები, სქელი ძლიერი რთულ- ფრთიანი ფოთლები, რის გამოც მეტად ორნამენტულ მცენარეს წარმოადგენს. ტოტები 1მ მდე იზრდება, ფოთლების მაძღარი ფერები კი მას თვალში საცემს ხდის. კარგად გამოიყურება საოფისე მაგიდაზე, ერთი მცენარეც კი რაფაზე მთელ ოთახს ალამაზებს, ინტერიერში თანამედროვე აქცენტები შეაქვს, კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და მორწყვებს შორის დიდ შუალედურ პერიოდებს, ასევე - მკვეთრ განათებას ან ჩრდილს. სჭირდება ზომიერი მორწყვა, იშვიათი კვება, რეგულარული წმენდა ფოთლების და იშვიათი გადარგვა.
ვეფხისტყავა: მას წარმატებით იყენებენ ულტრათანამედროვე ოფისებში. გრძელი ხმლისებრი ფოთლები ხშირ კორდს ქმნის, აქვს განივი ფერადი ზოლები, მკვეთრი მუქი ფერი, გამოდგება არა მარტო ქოთნის მცენარედ, არამედ კონტეინერებშიც იატაკზე დასადგმელად. იგი კარგად ეწერება ყველაზე მკაცრ ინტერიერშიც, ჯუჯა ფორმა კი მცენარის შესაძლებლობას კიდევ უფრო აფართოებს. იგი ჰაერს კარგად წმენდს, ვიზუალურად მკაცრი, პრაქტიკულად უწყვლადი მცენარეა, მინიმალური მოვლა სჭირდება. ეგუება მზეს, ჩრდილს, მხოლოდ ხელოვნურ განათებასაც. რწყავენ და კვებავენ იშვიათად, გადარგვა სჭირდება მხოლოდ საჭიროებისას.
ცვილის სურო: ძალიან საინტერესო ლიანაა. ეფექტურია არა მარტო სახლში. აქვს სქელი, ოვალური, ხორციანი წაწვეტებული ფოთლები მუქი მწვანე ფერის, მოყვითალო ან თეთრი პატარა ლაქებით. ფოთლები არც ისე ხშირადაა განლაგებული ღერზედა მთლიანობაში მცენარე ჰაეროვანი და ორნამენტულია. მისი მთავარი ღირსება კი ყვავილებია, ვარსკვლავისებრი, წითელი ლაქით ცენტრში, შეკრული ქოლგა ყვავილედად - ულამაზესი სანახავია. იტანს საშუალო პირობებს. სჭირდება საყრდენი. ამპელური მცენარეა და ქმნის ვერტიკალურ აქცენტებს მასიურობის შეგრძნების გარეშე. მას სჭირდება გაბნეული სინათლე ან ნახევრადჩრდილი, თანაბრადზომიერი მორწყვა და კვება, ნაკლები გადაადგილება და მდებარეობის შეცვლა. არ აცლიან საყვავილე ღერს.
მათ გარდა ოფისში თავს კარგად გრძნობს: ქლოროფიტუმი, ლიმონი, კორდილინა, იუკა, შლუმბერგერა, რძიანა, აგლაონემა, აბუტილონი, ფიკუსი, ჰავორტია, ციკასი, ლივისტონა, ცისუსი, ეპიპრემნუმი, სურო, ბონსაი, ეუჰარისი, სატაცური, ფაცია, შეფლერა, მონსტერა, ნოლინა, ნეფროლეპისი, აქიმენესი, ქაბისჩალა, ანტურიუმი, კალათეა, სტრომანტა, ფალენოპსისი, კრასულა, ჭორტანა.. და სხვ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/347-mcenareebi-ofisistvis.html