მცენარეები ოფისისთვის

ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ბინებს ალამაზებენ, არამედ სამუშაო ადგილსაც, სადაც ასევე დიდ დროს ატარებენ ადამიანები  და ოფისში მცენარე ხდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ინტერიერის ერთი საგანი, ისინი ზოგისთვის განტვირთვაა, ზოგისთვის - სიამაყის ობიექტი. ოფისისთვის მცენარის არჩევისას გასათვალისწინებელია ოფისის პირობები, გამოდგება თუ არა იგი ამა თუ იმ მცენარისთვის.  თუ იქ გამუდმებით ვიღაც ეწევა ან ზედმეტად ბნელა, სჯობს შეიძინოთ ხელოვნური ყვავილები.
ყვავილები ოფისისთვის, სადაც მხოლოდ ხელოვნური განათებაა:
თუნდაც ძალიან კარგი იყოს ეს ხელოვნური განათება, მაინც სჯობს ჩრდილისამტანი მცენარეების შეძენა- აგლაონემა, ასპიდისტრა,  კუთხისმაგვარი ბეგონია, ქვატეხია, მრგვალფოთოლა, ნაცრისფერი, ან ბლაგვფოთოლა პეპერომია, არშიიანი დრაცენა, დიფენბახია, კლივია, მონსტერა, ქაბისჩალა, ნეფროლეპისი, სურო, ვეფხისტყავა, სცინდაპსუსი, ია, ჭორტანა, ფაცია, ფიკუსი, ფილოდენდრონი, ფიტონია, ციპერუსი, ქლოროფიტუმი, შეფლერა, ეუჰარისი.
ეს მცენარეები მეტნაკლებად იტანენ სინათლის ნაკლებობას და იმის გაგება, მოსწონთ ასეთი ადგილი, თუ არა, ადვილია მცენარის დანახვითაც. ოთახის მცენარეს, რომელსაც განათება ჰყოფნის, ხშირი მწვანე მასა აქვს, ბევრი ჭრელფოთოლა მცენარე სინათლის ნაკლებობისას სიჭრელეს ჰკარგავს, თუმცა ვარჯი მაინც უხვადმწვანე რჩება. (ქლოროფიტუმი, გინურა, ბეგონიები), ზოგი კი ფოთოლს იცვენს, ღერო შიშვლდება, ასეთი რამ ხშირად ხდება და საჭიროა გადაჭრა და თავიდან დაფესვიანება, რომ დეკორატიულობა შენარჩუნდეს. ასეთ მცენარეებს ეკუთვნის ჭორტანა, აგლაონემა, ესქინანტუსი, ბეგონიები, დიფენბახია,.
მცენარეები კარგად განათებული ოფისისთვის:
თუ შენობაში სინათლე საკმარისია, მზე შედის ოთახებში ან კარგი დღის სინათლის ნათურებია, შეიძლება სინათლისმოყვარული მცენარეების განთავსებაც: ალოე, ბილბერგია, გინურა, ჟასმინი, ზებრინა, იაპონური კამელია, ჯინჭარა ყვავილი, კაქტუსები, ოლეანდრი, ფურისულები, ჩინური ლივისტონა, პლექტრანტუსი, ვნების ყვავილი, ფიკუსები, სპატიფილუმი, ჰავორტია, ჰოია, ციტრუსები.
თუ ფანჯრები გადის დას. ან სამხ. მხარეს, ზაფხულში შუადღეზე ჩამოფარებაა საჭირო, რომ მზემ ფოთლები არ დაწვას.  თუ ოფისში დიდი ფანჯრებია, - ჭერიდან იატაკამდე, ქოთნებს დებენ იატაკზე. თუ ჩვეულებრივი ზომისაა, -  მაშინ იატაკზე დიდ კონტეინერებში ან დიდ ქოთნებში არსებულ  მაღალ მცენარეებს დებენ  - პალმებს, ფიკუსებს, დრაცენას და ა.შ.
რომელი მცენარეები არ გამოდგება ოფისისთვის:
- რომლებსაც გრილი გამოზამთრება სჭირდებათ, რადგან სითბოში ადვილად ავადდებიან, ან კარგავენ დეკორატიულობას. ოფისებში მთელი წლის განმავლობაში 20-25 გრ ნარჩუნდება. ასეთ ტემპერატურაზე კი ცუდად ხარობს მცენარე, რომელსაც მოსვენების პერიოდში 8-10 გრ სჭირდება,. იგი ზამთარში ფოთლებს იცვენს, ცუდად იზრდება ან იწელება სიგრძეში უშნოდ.
 -რომლებსაც ფოთლები სცვივა - აზალია, აქიმენესი, ცის-ვაზი, ჰორტენზია, გლოქსინია, მაგნოლიის ზოგი სახეობა, ჟასმინი, მირტი,. ისინი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში არიან დეკორატიულები, ან ძალიან პრეტენზიულები არიან . ბევრ მათგანს ზამთარში სჭირდება ბოლქვების, ფესურების, გორგლების გრილად შენახვა  ჩრდილში, სიმშრალეში, რის საშუალებასაც ოფისის პირობები არ იძლევა.
მცენარის მოვლა ოფისში რამდენადმე განსხვავდება სახლის პირობებში მოვლისგან. ოფისში მცენარის მოვლას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს:

უპირატესობა

პრობლემები

ოფისში მეტი სივრცეა, მაღალი ჭერი, შეიძლება რამდენიმე დიდი მცენარის დადება, - პალმის ან მონსტერასი, ბევრ პატარა მოყვავილე მცენარესთან ერთად, რომელთა განთავსებაც სახლში პრობლემურია.

მცნარეებს ზოგჯერ დებენ კართან, გასასვლელში, და მათ ხშირად წამოედებიან ხოლმე, რაც მცენარის ტრავმირებას იწვევს. ან კიდევ ხვდებიან ორპირში კარის ხშირი გაღება- დახურვის გამო.

მცენარეებს დღის მეტ ნაწილში აქცევენ ყურადღებას იმ ოფისებში, სადაც უყვართ მცენარეები და პოულობენ დროს და  თანხებს მათი მოვლისთვის

საქმეების გამო შეიძლება დაავიწყდეთ მცენარეები, და მერე, მოგვიანებით „აღმოაჩენენ“ ხოლმე უკვე დაავადებულ ან მწერებშესეულ მცენარეებს

მათ დებენ ხელოვნურ განათებაზე. ბევრი ოფისი აღჭურვილია  დღის სინთლის ნათურებით, და ასე ნარჩუნდება სტაბილური განათება მთელი წლის განმავლობაში

შესაძლოა ოფისის ფანჯრები კარგი განათებულია მზით. ასეთ შემთხვევაში მცენარეებს შუადღეზე ჩამოფარება სჭირდებათ, ან უნდა დაიდგას ფანჯრებიდან მოშორებით. ზამთარში კი პირიქით.

ზამთარში ოფისში ჰაერის  ტენიანობა და ტემპერატურა სხვადასხვაა, რადგან ყველგან არ დგას გამათბობელი და დიდ შენობებში არც ისე თბილა, როგორც საცხვრებელ სახლებში.

მუდმივად ჩართული კონდიციონერი ცუდად მოქმედებს მცენარეზე არა მარტო სითბო - სიცივით, არამედ მათგან მომდინარე საკმაოდ ძლიერი ჰაერის ნაკადითაც,

ბევრი მცენარე ოფისს არა მხოლოდ ალამაზებს, არამედ ჰაერსაც წმენდს, თუმცა  ისეთი სასარგებლო მცენარეების მოვლას , როგორიც, მაგ. წიწვოვნებია, მეტი დრო  და ოპტიმალური პირობების შექმნა სჭირდება

ბევრ ოფისში ეწევიან, რაც არა მხოლოდ ადამიანებს ვნებთ, არამედ იქ მყოფ მცენარეებსაც. ხშირად ოფისები სულაც არ შენდება სუფთა ჰაერიან ადგილებში, არამედ ინდუსტრიულ ან საწარმოო რაიონებშია, სადაც ჰაერი მავნე ნივთიერებებით დაბინძურებულია

 მას შემდეგ, რაც მცენარეს აარჩევთ ოფისის განათების პირობების შესაბამისად, შემდეგი გასათვალისწინებელი ფაქტორი ჰაერის ტენიანობაა. სახლში შესაძლებელია ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, რაც ოფისში არ  გამოდგება, მაგ. არ ხერხდება მცენარის დანამვა, ბატარეაზე სველი ტილოს დაფენა, მაშინ სჯობს მცენარიანი ქოთნების დადება სველ ხრეშიან ან წყლიან სადგამზე. ჩამოკიდებულ კაშპოებში სინესტის მოყვარულ მცენარეებს ხავსს უფენენ მიწაზე და მას ასველებენ ხოლმე ხშირად , რომ ნესტი ასე შეინარჩუნონ.
თუ ოფისი პატარაა და არც ისე ბევრი ადგილია, მცენარეებს კიდებენ კედლებზე, სადგამის ადგილი კი არ რჩება. მაშინ სჯობს ისეთი მცენარეების მოტანა ოფისში, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰაერის მაღალი ტენიანობა: ალოე, ასპიდისტრა, გასტერია, ჰორტენზია, ჰიბისკუსი, გინურა, კალანჰოე, კალისტემონი, უდაბნოს კაქტუსები, კლივია, რძიანა, ოლეანდრი, პეპერომიას ზოგი სახეობა,, სამოთხის ჩიტი, ვეფხისტყავა, სტაპელია, სტეფანოტისი, ჭორტანა, ჰავორტია, ჰემანტუსი, ქლოროფიტუმი, ევკალიპტი, ეუჰარისი, ფიკუსი, იუკა.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/237-mcenareebi-samzareulostvis.html
16 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно